იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო დ.პ., მშვიდობა და ცხონება შენდა!

მთხოვ, მოგწერო. წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, ასევე შენც შენს მახლობლებში ეძიებ ნუგეშს სულიერი მოუწესრიგებლობის გამო. ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ არავის ძალუძს ჩვენი შეწევნა: არც ჩვენ, არც სხვა ადამიანებს, არამედ მხოლოდ უფალს!

შენი სულიერი მდგომარეობა არა მარტო არ უმჯობესდება, არამედ დროდადრეო აუტანელიც ხდება, იმიტომ რომ შენ ნაკლებად გაქვს უფლის იმედი. ხედავ შენს ცოდვებს და მართებულადაც მიგაჩნია, რომ მათ გამო პასუხს აგებ მომავალ ცხოვრებაში. ამქვეყნადაც დაიტანჯები სიკვდილამდე, სიკვდილის წუთებშიაც და შემდეგაც. თუ ასე ვიფიქრებთ, შეიძლება, სრული სასოწარკვეთილება დაგვეუფლოს. განა ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტიანი? ადამიანს რომ თავისი ღირსების წყალობით შეეძლოს ცხონება, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო უფალ იესო ქრისტეს მოსვლა და ვნება. ცათა სასუფეველში არავინ შესულა მხოლოდ თავისი დამსახურების წყალობით. ადამიანმა უნდა გაიგოს: 1)თავისი ძველი ბუნება. უკეთურობა, დაცემა, ყოველგვარი უსჯულოება, მთელი მისი სულის სიმახინჯე და სხვა; 2)თავისი მწარე გამოცდილებით დარწმუნდეს, რომ საკუთარი ძალებით არ ძალუძს გამოსწორება, ისე კი გამოუდმებით უნდა ებრძოლოს თავის უკეთურობას და უნდა იტიროს ამის გამო; 3) უფალს უნდა მიმართოს, როგორც მეზერემ: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. ვიღუპები, ვიძირები ჩემივე უსჯულოების ზღვაში, მიხსენ, უფალო იესო ქრისტე, როგორც იხსენი ყველა, ვინც შენ მოგმართა: ავაზაკნი, მეზვერენი, მეძავნი და სხვანი“. „ღმერთი სიყვარული არს“. დაცემულ კაცთა მოდგმისადმი სიყვარულის გამო, ღმერთმა უდიდესი მსხვრპლი გაიღო. მამა ღმერთმა თავისი ძე წარმოგზავნა ჯვარზე ვნებისათვის, ძე ღმერთი ჯვარცმამდე მორჩილებას ტვირთულობს, სულიწმიდა არ თაკილობს ცოდვილი ადამიანის სულში შესვლას, მის განწმენდასა და ცხონებას.კიდევ რაღა უნდა აღასრულოს უფალმა ჩვენი ცხონებისათვის/ „ვფიცავ“, ამბობს უფალი,- „არა მნებავს წარწყმედა ცოდვილისა, არამედ რაიტა მოვაქციო და ჰსცხონდეს“. „ესრეთ შეიყარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოჰსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო“. მაშასადამე, ცხონება ყველასათვის შესაძლებელია, ვინც იწმებს ქრისტეს და შესთხოვს, რომიხსნას ცოდვისა და მარადიული ტანჯვისაგან. ცოდვათა მონანიებისათვის უფალი სენდობასა და წყალობას გვპირდება და, თუკი ვითხოვთ, აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ, რამეთუ ეს არის თავად უფლის სიტყვა. ღვთის სიტყვით მთელი სამყარო შეიქმნა, მისი სიტყვით ინარჩუნებს სამყარო წესრიგს და არ გადაიქცევა ქაოსად. ამავე სიტყვით გვპირდება უფალი ცოდვათა შენდობასა და მარადიულ ცხოვრებას რწმენისა და სინსნულის გამო. ეს სიტყვა მტკიცდება ძე ღმერთის განკაცებით (სახარების სიტყვა) და მისი ჯვარცმით. შენ გწამს ყოველივე ეს. მაშ, რატომ ხარ სასოწარკვეტილი შენი ცხონების გამო? როგორ შეგიძლია იმის დაშვება, რომ ამქვეყნად თუ სიკვდილის შემდეგ უფალი მოგივლენს ისეთ ტანჯვას, რომელიც შენს ძალებს აღემატებს? არა და არა! შენი განწყობა, ჭმუნვა, ავადაყოფობა, დარდი და სხვა ეშმაკისგანაა. არ გაუწიო მას ხელი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობითა და მეზვერის ლოცვით განაგდე ეს აზრები, მადლობა შესწირე უფალს ყველაფრისათვის, კაცთა მოდგმისადმი სიყვარულისათვის, შენი ცოდვების ხანგრძლივად ატანისათვის, შენსა დაყველას მიმარტ გამოვლენილი წყალობისათვის, შენი ავადმყოფობისათვის, ყველაფრისთვის მადლობელი იყავი, მიენდე მის ნებას, მის მოწყალებას და შვებას მიიღებ. შენ იტანჯები შენივე მცირედმორწმუნეობის გამო, მთელ ყურადრებას უთმოს შენს თავს, შენს ცოდვებს და ღვთის სიყვარული ნადლებად გახსოვს. პირიქით მოიქეცი. ყოველთვის და უპირველესად გახსოვდეს ღვთის სახიერება, მისი ჯვარცმა ცვენი ხსნისათვის, შემდეგ კი - შენი ცოდვები. შენი ცოდვები იყოს მეზვერის ლოცვის აღმოცენებისა და ლოცვებში ჩაღრმავების საბაბი და არა სასოწარკვეთილებისა.

იყავი ბრძენი, არ დაემორჩილო მტრების მზაკვრობას. შეიძულე ისინი, არ ესაუბრო მათ და გახსოვდეს ჩენი მაცხონებელი უფალი. ღმერთმა განგინათლოს გონება აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც.

 

წინა

შემდეგი