იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

საყვარელო ნ.მ!

შემინდე, რომ შენი ძვირფასი წერილის მიღების შემდეგ, დიდხანს ვერ გიპახუხე. სუსტად ვგრძნობ თავს, არ მშორდება სიკვდილზე ფიქრი: ვგრძნობ, თუ მივაღწიე 1963 წლამდე, მერე ვეღარ ვიცოცხლებ. პირადად ჩემტვის სიკვდილი სასურველია. ვიცი, რომ არსეობობს მომავალი ცხოვრება, არსებობს ჩვენდამი ღვთის მოწყალება, იესო ქრისტეს მორწმუნეთათვის არსებობს მარადიულ ნეტარებაში და არა ტანჯულ ცხოვრებაში შესვლის უეჭველი იმედი.

რელიგიური აღქმა არის არა ფსიქოლოგიზმი, არამედ ისევე რეალურია, როგორც ფიზიკური სამყაროს აღქმა. ამქვეყნიური ცხოვრება მოგვეცა არა განცხრომისათვის, არამედ საკუთარი თავისა და ღვთის შესაცნობად. ადამიანმა ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გადაჭრით, მტკიცედ უნდა აირჩიოს ან სიკეთე, ან ბოროტება, ან ღმერთი, ან ეშმაკი. ვინც ეძიებს ღმერთსა და მის სიმართლეს, ნაწილობრივ ჯერ წუთისოფელში იპოვის ღმერთსა და ახალ ცხოვრებას, ხოლო სიკვდილის შემდეგ - მთელი სისრულით. ეგოისტი, რომელიც ამქვეყნად მხოლოდ განცხრომას ეძებს, ეშმაკს იპოვის და სიკვდილის შემდგომ, როგორც მისი სულის თანაზიარი, წავა ეშმაკის სამეფოში, ჯოჯოხეთში, რომელიც სრულყოფილი ეგოისტებისა დ ბოროტი სულების სამყოფელია. ჩვენს ხელთაა ჩვენი მომავალი ხვედრი. მაპატიე, რომ გწერ იმას, რაც, იქნებ, არაა საჭირო. ვწუხვარ, რომ ამ ზაფხულს ვერ გეწვიეთ და ვერ გინახულეთ.

მინდა, რაც შეიძლება შორს ვიყო ამ ცხოვრებისაგან, ამ წუთისოფლის სულისაგან. ამ სულმა შეიპყრო მთელი კაცობრიობა. მხოლოდ შორიდან შეიძლება დაინახო და იგრძნო ამ სულის მთელი სისაძაგლე და საშინელება. ახლა ცოტაა დედამიწაზე ადამიანი, ვისაც ძალუძს ამ ბოროტი სულის ზემოქმედებისგან თავის დაღწევა. ეს საშინელებაა! ამბობენ, როცა ბაყაყი გველის თვალებს წააწყდება, არ შეუძლია მისგან გაქცვა, საშინლად ყვირის, მაგრამ ვერ გარბის, უფრო და უფრო უახლოვდება გველს, ვიდრე ხახაში არ ჩაუვარდება...

საღამოს ლოცვებში არის ასეთი სიტყვები: „მიხსენ მე უფალო, ბაგეთაგან მწარისა გველისა, რომელსა ნებავს შთანთქმაი ჩემი და ცოცხლივ ჯოჯოხეთს შთაყვანებაი“. ეს გამოცდილების საფუძველზეა დაწერილი. ის, ვინც ამ სულის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ვერ გრძნობს ამას და არც იმისი სწამს, ვინც უკვე განთავისუფლდა მისგან.

ღმერთმა გაკურთხოთ, დაგიფაროთ ყოველივე ბოროტისაგან და გარდაცველების შემდეგ დაგამკვიდროთ მარადიულ ნეტარებაში.

 

წინა

შემდეგი