თანამედროვე წმინდანები - სქემარქიმანდრიტი ვიტალის სწავლებანი
14.12.2009, 12:41 | |
სქემარქიმანდრიტი ვიტალის სწავლებანი
სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: "ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც" მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენ საშოშია". რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა... გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა. მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა. მამა ვიტალის სწავლებებიდან: საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ, საჭიროა საკუთარი ნების უარყოფა, ჩვენ კი მას ვემორჩილებით, საჭიროა შევიძულოთ ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სიამენი, ჩვენ კი გვიყვარს იგი და საბოლოო ჯამში, ჩვენ ღვთის მცნებათა წინააღმდეგ მივდივართ. ასეთ შემთხვევაში ყველგან მძიმეა ყოფნა. სიკვდილის, საშინელი სამსჯავროსი და ჯოჯოხეთის გახსენებით ჩვენ ღვთისმოშიშნი ვხდებით, ეს შიში აღვირივით გვაკავებს ღვთის მცნებათა გზაზე. აზრებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ვილოცოთ. ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში და გექნებათ ლოცვა, სიფხიზლე, კითხვა და მადლიერება. ილოცეთ და ეს ყოველივეს აღავსებს. როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები. როდესაც განუწყვეტლივ ილოცებ, მადლს მოიპოვებ; და თუ გვაკლია სიხარული მხოლოდ იმიტომ, რო არ ვლოცულობთ. თუნდაც შფოთავდეს რაიმეთი გატაცებული შენი გონება, მაინც ნუ შეწყვეტ იესოს ლოცვას. როდესაც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა. ამპარტავან ლოცვას უფალი არ ღებულობს. თუ ლოცვის შემდეგ ჩაის დალევ ანდა შეჭამ, ხელახლა უნდა წაიკითხო ძილისწინა ლოცვა. ეცადე წესიერად ილოცო დილით, საღამოს და ყოველ საქმეზე, თუნდაც ასე: "დამლოცე, უფალო. დიდება შენდა ღმერთო". სხვა აზრების ნაცვლად თქვი: "ღმერთო, დამეხმარე, უფალო დამიფარე, უფალო განკურნე ჩემი სული და ხორცი. უფალო მასწავლე, შენი ნების აღსრულება". ასე მოქცევისას შენ ისაუბრებ ღმერთთან, სწორედ ესაა ლოცვა. სხვა აზრები არ მიიღო ისინი ღვთისგან არ არის. თუ გეყვარებათ არც მჭუხარება გექნებათ. არც გატეხილობა. თავი დაიმდაბლეთ, დაითმინეთ გიყვარდეთ. სიყვარული თუ იქნება კედლებიც კი გაიხსნება. სიყვარული ერთადერთია, რისი მოხვეჭაც საჭიროა. თუ ვინმე შენზე ნაწყენია ან უკმაყოფილოა, მისთვის მეტანიები აღასრულე და იქნებ საჩუქარიც გაუგზავნო. ყოველდღე ასხურე ნაკურთხი წყალი სახლში. გიყვარდეთ დედა და ყოველდღიურად აიღე მისგან კურთხევა. შფოთვა მშობლის დაუმორჩილებლობას მოსდევს. ყოველდღე აიღე მამისაგან კურთხევა და ხელზე ემთხვიეთ მას. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის სიტყვა სქემარქიმანდრიტი ვიტალის დაკრძალვაზე წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში 5 დეკემბერი, 1992 წელი. სახელითა მამისათა და ძისა და წმინდისა სულისათა! ძმანო და დანო, დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ბერს. სქემარქიმანდრიტ ვიტალის, დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში, სადაც წმინსანნი განისვენებენ. მათ ვინც იცნობდნენ მამა ვიტალის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰონდა, იციან, რაოდენ წმინდა იყო ამ იდიდესი გასაოცარი ბერის ცხოვრება. გასაოცარი და წმინდა რწმენა, გამუზომელი სიყვარული, გასაოცარი და სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასათვის, ვისაც მისგან სულიერი ნუგეშის მიღება სურდა. მართლაც ძმანო და დანო, ეს იყო წმინდა ბერი. მასთან საუბრისა და ურთერთობის დროს არაერთხელ მინახავს ეს სიწმინდე, რომელსაც იგი თAვის გარშემო აფრქვევდა. ღირსი ღმერთშემოსილი სერაფიმე საროველი ბრძანებდა: მოიხვეჭე სულ მცირეოდენი ნაწილი სულიწმინდის მადლისა და შენ გარშემო ათასები ცხონდებიან. მართლაც არიან სულიერი ადამიანები, რომლებიც თვითონას ცხონდებიან და ბევრ სხვასაც აცხონებენმ ამ ბერებს გასაოცარი თვისება აქვთ: ზოგჯერ შეუძლიათ, არაფერი თქვან, მაგრამ მათ გვერდით ყოფნის დროს მასთან მისული ადამიანი ადამიანთა სულების უხილავი და საიდუმლო ურთიერთობებით ღვთაებრივ მადლოს გძნობს. მე ძალიან ბევრ მოძღვარ მივუთითებდი მამა ვიტალიზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე, როგორც თავმდაბლობისა და მორჩილების მაგალითზე. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისთვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მოვიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კუღთხევა. ისევე როგორც სიცოცხლეში იგი ყოველთვის შეგვეწევა. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში. უნდა გვახსოვდეს რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი ბართაგანია, რომლებიც მძიმე განსაცდელის ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ. ამ ტაძარში განისვენებს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლოიტი ზინობი. იგი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია იმიტომ, რომ როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ამ წმინდა ტაძარში იწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკIII-ის ლოცვა-კურთხევით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზინობმა ბერად აღმკვეცა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მიწოდა, მე დიდ მადლობას გამოვხატავ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე ზინობის მიმართ, მისი სიყვარულისა და იმ მაგალითისთვის, რომელსაც იგი გვიჩვენებდა. სიყვარულით ვიხსენებ სქემარქიმანდრიტ ანდრონიკეს, სიყვარულით ვიხსენებ იღუმენს შემდეგ უკვე სქემარქიმანდრიტს სერაფიმეს რომელიც სოხუმში იყო. და აი, ამ უდუდესი ბერებს შორის იყო ჩვენი ძვირფასი მამა ვიტალი, რომლისთვისაც ჩვენ ლოცვებს აღვავლენთ. უნდა გვახსოვდეს, ისინი ჩვენთან არიან. ყველანი ლოცულობენ ჩვენთვის, ლოცულობენ რუსეთის მშვიდობისა კეთილდღეობისათვის, ლოცულობენ კურთხეული საქართველოს ივერიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. გვჯერა, რომ მათი ლოცვით უფალი სიმშვიდეს დაამკვიდრებს ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებში. მათი ლოცვოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მორწმუნე ადამიანს უფალი მიიყვანს სასუფეველში, ღმერთთან. მათი ლოცვით დაგიფაროთ უფალმა. ამინ! "შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" მამა ვიტალის საფლავი წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში მოგონებები მამა ვიტალიზე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა): „მამა ვიტალისთან პირველად მისულს მისთვის არანაირი შეკითხვა არ დამისვამს. არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რას მეუბნებოდა იგი, უბრალოდ, მინდოდა, მასთან ახლოს ვყოფილიყავი, და მე მასთან ხშირად სიარული დავიწყე. ერთხელ გავუმხილე ჩემი სანუკვარი ოცნება - ბერად შედგომის სურვილი და კურთხევა ვთხოვე, ოპტის უდაბნოში გავეშვი. მამა ვიტალიმ მიპასუხა: „დიახ, ოპტის უდაბნოში კარგი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, სხვაგვარადაც მოხდეს". მან მიამბო, როგორ მივიდა მასთან ერთი ახალგაზრდა და უთხრა, რომ მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ ორი წელი გავიდა, სანამ იგი იქ მოხვდებოდა. მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მე მეხებოდა. ჩემი სურვილის განხორციელება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შევძელი. ამას ხელი შეუშალა აფხაზეთის ომმა. მე მას კურთხევა ვთხოვე, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სოხუმში წავსულიყავი. გამგზავრების წინ მამა ვიტალიმ მაჩუქა ხატები და 90-ე ფსალმუნი: „წაიკითხე!" - მითხრა მან. მთელი ომის განმავლობაში ვატარებდი გულით ამ სიწმიდეებს და ცოცხლად გადავრჩი. როცა მამა ვიტალის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, თბილისში ჩამოვედი. ტაძარში გამოვემშვიდობე მას და უკან ისე გავბრუნდი, რომ დაკრძალვას არ დავსწრებივარ. მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იგი მიფრთხილდებოდა და მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ მისი: იმისთვის, რომ ბერი გავხდი, რომ ღმერთმა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დამადგინა, ჩემი მღვდელმთავრობისათვის (მამა ვიტალიმ ახალგაზრდა ანდრიას უწინასწარმეტყველა მღვდელმთავრობა. აი, როგორ იხსენებს ამას სქემიღუმენია სერაფიმა: როდესაც ანდრია ჩვენგან გავიდა, მამა ვიტალიმ უცებ მითხრა: „რატომ არ აიღე კურთხევა მღვდელმთავრისაგან?" მაშინ ვერ მივხვდი, რომელ მღვდელმთავარზე მელაპარაკებოდა, მაშინ ხომ ანდრია ბერიც კი არ იყო"). * * * როდესაც მამა ვიტალი ძალიან ცუდად ხდებოდა, დედა სერაფიმა პატრიარქს ურეკავდა და უწმიდესიც აუცილებლად რამეს უგზავნიდა ან თვითონ მოდიოდა მასთან. ერთხელ მან მოიტანა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანადის მირონმდინარე ხატის ზეთი და თვითონ სცხო მამა ვიტალის. ამ დროს მისი უწმიდესობა ყოველთვის ამხნევებდა მას და ყველა იქ მყოფს. შემოვიდოდა და გასხივოსნებული გაუღიმებდა: „მამა ვიტალი, ყველაფერი კარგად იქნება!" როდესაც მისი ოთახიდან გამოდიოდა, ემჩნეოდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ მამა ვიტალის ამას არასოდეს აჩვენებდა. მისი მონახულების შემდეგ მამა ვიტალი ყოველთვის გახარებული და გამხნევებული იყო. * * * სქემიღუმენია სერაფიმა: „გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: „ვის ხედავთ?" იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: „დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?" მან თავი დამიქნია და ატირდა. * * * მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ". უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: „მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს". * * * 1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმიდესობის კურთხევით მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა: „დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება. გასაოცარი და წმიდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება ჰქონდა. ეს იყო წმიდა ხუცესი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ..." * * * მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე - და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!" მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად - ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო". „თვითონ აიღო!" - დამიდასტურა გვერდით მდგომაა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ (იგი 2000 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტის ხარისხში). უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია დაფიქსირებულია ვიდეოკამერით). უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისათვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ თავიანთ ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხომ მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით". „მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!" - უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება. მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!" (1 კორ. 13, 8). მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 47 (255), 2003 წ | |
| |
ნანახია: 1341 | რამოტვირთვები: 0 | |
Иисус и битва за Иерихон/Joshua and the Battle of Jericho (1998) DVDRip
თანამედროვე წმინდანები - მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი თორნიკე (გაგი მოსეშვილი)
სულ კომენტარები: 0 | |