სახვითი ხელოვნება

სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.


სახვითი ხელოვნების დარგები (ანბანურად)


ბეჭდვა
გრაფიკა
გრაფიტი
დეკორაციული ხელოვნება
დიზაინი
ვიდეო ხელოვნება
ინტერვენციული ხელოვნება
ინსტალაციური ხელოვნება
კერამიკა
კინოხელოვნება
კოლაჟი
კომიქსი
კონცეპტუალური ხელოვნება
მიწის ხელოვნება
მინიმალური ხელოვნება
ნაპოვნი ხელოვნება (ფრანგ. objet trouvé)
პლასტიკური ხელოვნება
სინათლის ხელოვნება
სკულპტურა
ტექსტილის ხელოვნება
უნივერსალური დიზაინი
ფერწერა
ფოტოგრაფია
შერეული მედია
ხმის ხელოვნება


 

ბეჭდვა — ერთი დედნიდან მრავალი ასლის დამზადება. ამ დედნიდან საბეჭდი ფორმა მზადდება, რომლითაც ასობით, ათასობით და მილიონობით ასლიც კი იბეჭდება. თითქმის ყველა ნაბეჭდი პროდუქცია ტექსტის, ფოტოსურათებისა და ილუსტრაციებისაგან შედგება. მაგალითად, რომანის დასაბეჭდათ შეიძლება მხოლოდ შრიფტი იყოს საჭირო, ხოლო მარკის დასაბეჭდათ – შრიფტი და ფოტოსურათი ან ნახატი.

ტექსტის აწყობა ჩვეულებრივ, კომპიუტერში, სპეციალური პროგრამების საშუალებით ხდება. კომპიუტერში სხვადასხვანაირი მოხაზულობის შრიფტები ინახება, რომლებსაც შემდგომ სასურველ ზომასა და ფერს ვანიჭებთ. კომპიუტერშივე ინახება ფოტოები, ილუსტრაციები და სხვა ვიზუალური მასალა. ამ ყველაფრის გამოყენებით დიზაინერი კომპიუტერში დასაბეჭდად გამზადებულ გვერდებს ქმნის.

დასრულებული გვერდები ციფრული სახით სპეციალურ ფაილებად ინახება კომპიუტერში. ამ ფაილებიდან საბეჭდი ფორმები მზადდება.

 


გრაფიტი (იტალ. graffiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) — წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზოგან ფოლკლორის სახეობაც შეიძლება იყოს. ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. თანამედროვე გრაფიტის მხატვრების თვითსახელწოდებაა "რაიტერები" (ინგლ. writers).

გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მიერ. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ აქციათ ითვლება და კანონით ისჯება.

გრაფიტი უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში გრაფიტში ყველაზე გავრცელებული მასალა სასხურებელი საღებავები და მარკერები გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, ზოგადად მას სოციალური და პოლიტიკური შეტყობინებების გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენას იმსახურებს.


დეკორაციული ხელოვნება ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სკულპტურა, საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის მიხედვით.


დიზაინი (ინგლ. design) — სახვითი ხელოვნების ნაირსახეობა. მოიაზრება როგორც პროცესი ან თავად საბოლოო პროდუქტი, და ნიშნავს რაიმე ობიექტის (მანქანის, შენობის, პროდუქტის და ა.შ.) მონახაზის, მოდელის ან თვით ობიექტის შექმნის, დამუშავების გეგმას (ან ამ გეგმაზე მუშაობის პროცესს). დიზაინი, როგორც წესი, მოითხოვს ობიექტის ესთეტიურ, ფუნქციონალურ და სხვა ასპექტთა გათვალისწინებას, რაც საკმაოდ შრომატევად კვლევას, ფიქრს, მოდელირებას, იტერაციულ დამუშავებასა და რედიზაინს საჭიროებს.

დიზაინი აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც რეაქცია ადამიანის საგნობრივი გარემოს ვიზუალური და ფუნქციური თვისებების სტიქიურ ფორმირებაზე.

დარგებია:
ავტოდიზაინი
არქიტექტურა
ახალი პროდუქტის დამუშავება
გარემოს დიზაინი და მწვანე დიზაინი
გრაფიკული დიზაინი
დაგეგმარების არქიტექტურა
დიზაინის კვლევა
ექსპერიმენტთა დიზაინი
ვებ-დიზაინი
თამაშის დიზაინი
თეატრალური დიზაინი
ინდუსტრიული დიზაინი
ინფორმაციის დიზაინი
ინსტრუქციული დიზაინი
ინტერაქტიული დიზაინი
ინტერიერის დიზაინი
კომბინატორიული დიზაინი
კომუნიკაციათა დიზაინი
კომპიუტერული დიზაინი
კრეაციული დიზაინი თეოლოგიაში.
კრიტიკული დიზაინი
მოდის დიზაინი
პროგრამის დამუშავება
საბაღე დიზაინი
სერვისის დიზაინი
სისტემის დიზაინი
უნივერსალური დიზაინი
შეფუთვის დიზაინი

 


 


 


 


კერამიკა (ძვ. ბერძნ. κέραμος — თიხა) — ნაკეთობები არაორგანული მასალისა (მაგალითად, თიხისგან) და მათი ნაერთებისგან მინერალური დანამატებით, რომელსაც აკეთებენ მაღალი ტემპერატურის ქვეშ, შემდგომი გაცივებით.

ვიწრო გაგებით სიტყვა კერამიკა ნიშნავს თიხას, რომელიც გამოწვეს.

ყველაზე ადრინდელი კერამიკა გამოიყენებოდა, როგორც თიხის ან სხვა მასალების ნაერთის ჭურჭელი. ამჟამად კერამიკა გამოიყენება, როგორც ინდუსტრიული მასალა (მანქანათმშენებლობა, ავიაციური მრეწველობა, ინსტრუმენტირება და სხვა), სამშენებლო მასალა. ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და მეცნიერებაში. XX საუკუნეში ახალი კერამიკული მასალები შეიქმნა ნახევარგამტარ ინდუსტრიასა და სხვა დარგებში გამოსაყენებლად.


კოლაჟი (ფრანგ. coller, შეწებება) — განსხვავებული ფორმების ნაწილებისგან ახალი მთლიანის შექმნა-შეკოწიწება. მაგ. კოლაჟი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს, ზონრებს, ხელთნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვ.
კოლაჟი ხელოვნებაში

კოლაჟი სახვითი ხელოვნების ერეთ-ერთი ყველაზე სახალისო და მრავალფეროვანი სახეობაა, თუმცა კოლაჟის ნამუშევარი არ იქმნება ტრადიციული მეთოდით და მასალებით (საღებავები,ფანქრები,პასტელები) იგი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, როგორიცაა:ნაჭრები,ნაკუწები, ზოგჯერ-ნივთების კომბინაციით იქმნება. ამ ელემენტების შეერთება ძირითადად დაწებების საშუალებით ხდება.

კოლაჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი „ნატურმორტი გატეხილი სკამით“, რომელიც შექმნილია 1912 წელს.


კომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით.

კომიქსების მწარმოებელი ორი სერიოზული კომპანიაა - Marvel და DC რომელიც ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევს. DC კომიქსები და მისი მთავარი მეტოქე მარველის კომიქსები ერთად, ამერიკული კომიქსების ბაზრის 80%-ს შეადგენენ

მარველის კომიქსები (Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. Marvel-ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ. ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად. DC კომიქსები (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომიქსების გამომცემლობა მარველ კომიქსების შემდეგ. გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანიამ Warner Bros. Entertainment. DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. ინიციალი "DC" შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტივური კომიქსების მიხედვით(Detective Comics) და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა.


 


 

მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) — მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.

უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

მინიმალიზმი, როგორც გამოკვეთილი მიმდინარეობა, უკავშირდება მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი პერიოდის დასავლურ ვიზუალურ ხელოვნებას. მიმდინარეობა შემდგომში გავრცელდა მუსიკაში (მაგ. სტივ რეიხის, ფილიპ გლასის, ედვარდ რიჩარდსონისა და ტერი რაილის შემოქმედება), თეატრსა და კინემატოგრაფიაშიც. საფუძვლად მოდერნიზმის ცალკეული ასპექტები დაედო და მას ხშირად პოსტმოდერნიზმთან და ექსპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქციასთან აკავშირებენ ფეწერასა და კომპოზიციაში.

მინიმალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: კარლ ანდრე, დენ ფლავინი, დონალდ ჯუდი, სოლ ლიუიტი, ტობერტ მორისი, ფრენკ სტელა. მინიმალისტებზე გავლენა იქონიეს მარკ როჰკომ, ბერნეტ ნიუმანმა და მარსელ დიუშანმა.


 


პლასტიკური ხელოვნება - სახვითი ხელოვნების ნაწილი, რომელიც იყენებს მატერიებს როგორიცაა საღებავი, თიხა, პლასტელინი და ა. შ. მაგალითად პლასტიკურ ხელოვნებას შეიძლება მივაკუთნოთ მხატვრობა და სკულპტურა.


 


 


 


უნივერსალური დიზაინი ნიშნავს დიზაინის მიმართულების ისეთ განვითარებას, რათა შემუშავდეს გარემო და ნაწარმი, რომლის გამოყენებისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური ადაპტირება. მიმართულების ყველა ძირითადი მდგომარეობა ეფუძნება უფრო ადრეულ ბარიერულ კონცეფციას, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის ისეთ ხელმისაწვდომობას, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ადაპტირებული და სარეაბილიტაციო ტექნიკის გამოყენებას. ტერმინის ავტორი აგრეთვე გულისხმობს ესთეტიურ შემადგენელს. ამჟამად ინტერესი უნივერსალური დიზაინისადმი იზრდება, ვინაიდან დაბადებიდან თანდაყოლილი ტრავმების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების საშუალებათა არჩევანი გაეზარდათ.

გარემო, შექმნილი დიზაინის ასეთი მიმართულების გათვალისწინებით, ხელსაყრელია არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, არამედ საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვისაც. ასეთი ნაწარმის მაგალითია პანდუსები თუ ავტობუსები, რომელთა სალონი თუ კარი ადაპტირებულია ყველასთვის.


ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა მიმართულების შემდეგი პრინციპები:

საზოგადოებრივი თანასწორობა
მოქნილობა გამოყენებისას
მარტივი და ინტუიციური დიზაინი
მარტივად აღსაქმელი ინფორმაცია
მისაღები შეცდომა (ტექნიკური პრობლემების მინიმუმამდე დაყვანა)
მინიმალური ფიზიკური ძალის გამოყენება
ზომა და სივრცე წვდომისთვის და გამოყენებისთვის