მოციქულთა საქმენითავი ოცდამესამე1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. 2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის. 3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას. 4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ? 5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი. 6. როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს. 7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული. 8. ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას. 9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი? 10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი. 11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო. 12. როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს. 13. ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ. 14. მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს. 15. მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად. 16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს. 17. ხოლო მან უხმო ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, ვინაიდან რაღაცა აქვს მისთვის სათქმელი. 18. მანაც წაიყვანა იგი, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: პატიმარმა პავლემ მიხმო და მთხოვა შენთან მომეყვანა ეს ჭაბუკი, ვინაიდან სიტყვა აქვს შენთვის სათქმელი. 19. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა, განზე გაიხმო და ჰკითხა: რაო, მაინც რა უნდა მითხრა? 20. ხოლო მან უთხრა: იუდეველებმა განიზრახეს გთხოვონ, რომ ხვალ სინედრიონში მიიყვანო პავლე, ვითომ უფრო გულდასმით სურთ მისი საქმის გამოძიება. 21. მაგრამ ნუ ერწმუნები მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ პავლეს. ახლა უკვე გამზადებულნი არიან შენი ბრძანების მოლოდინში. 22. მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო. 23. მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად. 24. მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართვეღ ფელიქსს მიჰგვარონ. 25. და დაწერა ასეთი შინაარსის წერილი: 26. „კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართვეღს ფელიქსს, გიხაროდეს: 27. ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და მოკვლას უპირებდნენ; მე ჯარისკაცებით მივედი და როცა გავიგე, რომ რომაელია, გამოვიტაცე. 28. მინდოდა გამეგო, რას სდებდნენ ბრალად და მათ სინედრიონში მივიყვანე. 29. მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს. 30. როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენს წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!" 31. ჯარისკაცებმა, ბრძანებისამებრ, წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიდას. 32. მეორე დღეს კი მხედრებს გააყოლეს და უკან დაბრუნდნენ. 33. ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს. 34. წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა: 35. მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-23.htm | |
| |
ნანახია: 592 | | |
სულ კომენტარები: 0 | |