განსაკუთრებული მარხვებიდიდი მარხვა - იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე. პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო). შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. ![]() ერთდღიანი მარხვებიყოველი კვირის ოთხშაბათი (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევი (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), გარდა მსგეფსისა. ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი / 18 იანვარი თავისკვეთა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 29 აგვისტო / 11 სექტემბერი მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა. აფხაზეთის დაცემის დღე - 14 სექტემბერი / 27 სექტემბერი
| |
| |
ნანახია: 399 | | |
სულ კომენტარები: 0 | |