წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი
იესოს ლოცვის შესახებ
შემდგენელი იღუმენი თეოფანე (კრიუკოვი) თბილისი 2003
მთარგმნელი მარინა მაჭავარიანი
- რა არის იესოს ლოცვა გაიაზრეთ ყოველივე აქ თქმული, რა არის იესოს ლოცვა ლოცვისას გვმართებს მთელი გონებით მხოლოდ უფალზე ფიქრი. არც თუ იშვიათად ამ დროს გონება განუწყვეტლივ იტვირთება გარეშე აზრებით, რაც მას განაშორებს ღვთისაგან. იმისათვის, რომ გონება სწავლობდეს ერთსა და იმავეზე ფიქრს, წმ. მამები იყენებდნენ ლოცვებს და გამუდმებით იმეორებდნენ მათ. ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რატომ არის ასე აუცილებელი ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისთვის ყოველი ადამიანი, რომელიც სინანულისა და ქრისტეს ძიების გზას დაადგა, თავიდანვე ღრმად უნდა ჩასწვდეს პირველ რიგში იესოს ლოცვის არსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმეცნოს სხვა ლოცვების მნიშვნელობა, ეს არის სულიერი მდგრადობის და შინაგანი სიმშვიდის მიღწევის უმოკლესი გზა. მრავალი, რომლისთვისაც უცნობია ეს გზა ჩერდებიან ფშვინვიერ და ხორციელ ქმედებაზე და თითქოს შრომას და დროს ამაოდ ხარჯავენ. ერთი შეხედვით, თითქოს ეს იოლია, მაგრამ თუ ბოლომდე ამას არ გავაცნობიერებთ, თუნდაც ბევრი ოფლი ვღვაროთ, ჩვენი შრომა ნაყოფს ვერ გამოიღებს და ეს იქნება თავის თვისებებით ხორციელი ქმედება. ამდენად ის ადვილია და მიმზიდველიც. შინაგანი ლოცვა კი უფრო ძნელია, რასაც მოჰყვება ყურადღების გაფანტვა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთნი მიატოვებენ შინაგან ლოცვას, რადგან ფიქრობენ, რომ ჯერ ადრეა; მაგრამ შემდგომ, უკან მოხედვისას, ხვდებიან, რომ დრო უშედეგოდ დაკარგეს და ვეღარ ლოცულობენ. იესოს ლოცვის ადგილი სხვა ლოცვებს შორის ის უწყვეტელი ლოცვის საუკეთესო საშუალებაა არსებობს ლოცვის აღვლენის საფეხურები პირველი საფეხური ხორციელი ლოცვაა, რომელიც უმეტესად კითხვასა, დგომასა და მეტანიების კეთებაში მდგომარეობს. ამ დროს ყურადღება იფანტება გული უგრძნობელია, სურვილი არ არის: აქ მთავარია – მოთმინება, შრომა, ოფლის ღვრა... მეორე საფეხურია – ყურადღებიანი ლოცვა: ლოცვის დროს ადამიანი თანდათანობით გონებას იკრეფს, ლოცულობს ცნობიერად, გარეშე აზრებით გატაცების გარეშე. ყურადღება ერწყმის და ლოცვის სიტყვას ითვისებს როგორც საკუთარს. მესამე საფეხური გრძნობისმიერ ლოცვა: ყურადღების შედეგად გული თბება და ის, რაც გონებაშია, იქცევა ნებად. აი, რას გვირჩევენ წმინდა მამები: არ დავტოვოდ ეს უყურადღებოდ, ანუ, გაჩნდება ნება შევწყვიტოთ სხვა ქმედება (კითხვა, აზროვნება) და მასში ჩავრღმავდეთ. ლოცვის ასეთი გამოვლინების ყურადღებისას ყალიბდება ლოცვა, ხოლო უყურადღებობით კი ნადგურდება... თუმცა როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ლოცვის მიმართ, არასოდეს არ უნდა მივატოვოთ ლოცვის წესი: იესოს ლოცვა დავიწყოთ ქმედითი ლოცვით, მასთან ერთად უნდა იყოს გონიერი და შემდეგ გაჩნდება გულისმიერი ლოცვაც. ადამიანი ლოცულობს, მაგრამ თუ მისი ლოცვა ამ წესს არ მისდევს, იგი ლოცვად არ ითვლება. განუწყვეტელი ლოცვის მიღწევის უადვილესი გზაა იესოს ლოცვის ჩვევის მიღწევა და მისი ჩვენში დამკვიდრება. იესოს ლოცვით წარმატებით აღვლენის მთავარი პირობა იესოს ლოცვა შეიძლება მიუდგეს ყველა ამ საფეხურს, მაგრამ მისი მთავარი ადგილი განუწყვეტელ ლოცვაშია. ამისათვის, რომ ლოცვა წარმატებული იყოს, საჭიროა გულის განწმედა ვნებისა, ყოველგვარი მიდრეკილებისა და ხორციელი სიტკბოებებისაგან. ამის გარეშე იესოს ლოცვა დარჩება პირველ, ანუ კითხვით საფეხურზე. რაც უფრო იწმინდება გული კითხვით, მით უფრო ლოცვა ხდება გულისმიერი გონიერი და როცა გული სავსებით განიწმინდება, მაშინ აღევლინება განუწყვეტელი ლოცვაც. როდისაა იესოს ლოცვა სხვა ლოცვაზე ძლიერი იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა ლოცვა. მაგრამ ეს ლოცვა იესოს, უფლის და მაცხოვრის ყოვლადძლიერი სახელით სხვაზე უფრო ძლიერი მაშინ არის, როცა ვუხმობთ ღრმა, გულითადი და ურყევი რწმენით, გვჯერა, რომ უფალი ახლოსაა, ყოველივეს ხედავს და ისმენს, ყოვლის მიმართ გულისხმიერია, მზადაა შეგვისრულოს და გვიბოძოს, რასაც ვითხოვთ. ასეთი სასოება არ გვავნებს. თუ ბრკოლდება ზოგჯერ თხოვნის შესრულება, ეს დამოკიდებულია მთხოვნელის მოუმზადებლობაზე მიიღოს ის, რაც ითხოვა. რას უნდა ვეძებდეთ იესოს ლოცვით? ცხონების გზას ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ. მჭედელმა იცის, თუ ის ურტყამს უროს, ლურსმანს გამოჭედავს... სულიერი მაძიებელი კი ვერასოდეს იტყვის: ასე გავაკეთებ და ამას მივიღებ. როგორც თევზი ყინულს ეხეთქება, შენც ისე იღვაწე და მიიღებ მხოლოდ იმას, რის მოცემასაც უფალი ისურვებს. წესი გულში დაიმარხე, ეძიე და შეჰღაღადე უფალს შემუსვრილი გულით, უაღრესი დამდაბლებით და ურყევი რწმენით, რომ უფალი ყველაფერ აუცილებელს გიბოძებს, როდესაც რაიმეს მიაღწევთ, ეს ჩვენი არ არის... და თუ არაფერს მოგვცემს, მაინც დიდება უფალს. მთელი არსებით მიენდეთ უფალს ეს ყველაზე ჭეშმარიტი, სანდო, მადლიანი და ბრძნული გზაა. უფალი გულშიც კი ჩვენთან არის რას უნდა ვეძიებდეთ? ცოცხალ ურთიერთობას უფალთან. ამ მადლს გვაძლევს უფალი, მაგრამ ჩვენც აუცილებლად უნდა ვიშრომოთ საამისოდ. საით უნდა იყოს მიმართული ეს შრომა? ღვთის მუდმივი ხსოვნისაკენ, რომელის გულშიც კი ჩვენთან არის. პირველად გამოიმუშავეთ იესოს ლოცვის მუდმივად გამეორების ჩვევა... დაიწყეთ და გამუდმებით იმეორეთ, ოღონდ უფალზე იფიქრეთ. ნუ ვესწრაფვით აღფრთოვანებას ლოცვით უნდა ვესწრაფვოდეთ ღმერთისაგან გულის ავსებას განუშორებელი, მშვიდი, თბილი გრძნობით. ლოცვით არ უნდა ველოდეთ სულის განსაკუთრებულ აღფრთოვანებასა და მნიშვნელოვან ძვრებს ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო როცა ლოცვის მეოხებით ღმერთი ჩვენში დაბადებს განსაკუთრებულ გრძნობას, ამას ჩვენს დამსახურებად ნუ მივიჩნევთ და უფალს შევწიროთ მადლობა. მაგრამ თუ განგვეშორა, ნუ შევწუხდებით, თითქოს ძვირფასი რამ დაგვეკარგოს. ვიყოთ თავმდაბალი და მორჩილი ღვთისა. სულიერი სითბო ღვთის მადლით ცხებული სითბო იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ ისაა სულიერი... ის გამოყოფილია ხორციელისაგან, სხეულში არ ახდენს განსაკუთრებულ ცვლილებებს და დასტურდება დახვეწილი სასიამოვნო შეგრძნებით. ამ შეგრძნებით ყველას შეუძლია გაარკვიოს და განასხვავოს სითბო.... ამის გაკეთება ყველას უნდა შეეძლოს, სხვა შეგრძნებას კი აქ ადგილი არა აქვს... მთელი ყურადღება მივმართოთ სულიერ მოძრაობებისა და გრძნობებისაკენ. ისინი ისე გაივლიან თქვენს სულსა და ხორცში, როგორც სასიამოვნო სულიერი სიგრილე. სულიერი წვა უფლის მიერ დანთებული ცეცხლი არის სწორედ მისადმი სიყვარული. ის აენთება გულთან უფლის შეხებით. რადგან უფალი თვით სიყვარულია, მისი შეხება გულთან მაშინვე აღანთებს ღვთის სიყვარულს. ხოლო სიყვარულისაგან კი ხდება გულის წვა უფლისათვის. სწორედ, ამას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ. როდის და როგორ ჩაინერგება იესოს ლოცვა გულში შეუმჩნეველი წარმატება როცა იესოს ლოცვა გულში ჩაინერგება, იგი მუდმივად იქ იარსებებს... მორწმუნე ამჩნევს ამას, მაგრამ ვერ ხვდება, როგორ მოხდა ეს. ცხადია, ეს შრომის ნაყოფია. ღირებული შრომა ეს არის გამუდმებით უფალთან ყოფნა და იესოს ლოცვის გამეორება, რაც შეიძლება ხშირად. ერთი სწრაფად, მეორენი კი მოგვიანებით იცოდეთ, რომ გულისმიერ, გონიერ ლოცვას ზოგიერთი მალე მიაღწევს, ზოგი კი უფრო გვიან. მე ვიცნობ სამ პიროვნებას ერთი დაეუფლა მაშინვე, როგორც კი ლოცვა დაიწყო, მეორე ექვსი თვის შემდეგ; მესამე ათი თვის შემდეგ, ხოლო ერთმა დიდმა ბერმა ეს შეძლო 2 წლის შემდეგ. რატომ ხდება ასე არავინ უწყის. ლოცვის ათვისება დამოკიდებულია სიბეჯითესა და ძალისხმევაზე ნუ განსაზღვრავთ დროს, რომელიც საჭიროა იესოს ლოცვაში წარმატების მისაღწევად, არამედ მიზნად დაისახე შრომა. გავა თვე, წელიწადი, სანამ წარმატების სუსტი ნიშნები გამოჩნდება. ერთი ათონელი ბევრი თავის თავზე ამბობდა, რომ ორმა წელმა განვლო, სანამ მას გული გაუთბებოდა, მეორემ ეს შეიგრძნო რვა თვის შემდეგ. ეს თვითოეული ჩვენთაგანის შემთხვევაში დამოკიდებულია ჩვენს ძალისხმევაზე. დროდადრო შრომა შედეგს არ გამოიღებს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე. დროდადრო შრომა შედეგს არ გამოიღებს. როცა გსურს წყლის დაგუბება და მიწის მხოლოდ ერთ ბელტს ჩაუშვებ წყლის გასასვლელში და მიატოვებ საქმეს, გამდინარე წყალი ამ ბელტს დაშლის. ასე მოხდება ყოველთვის, თუ დროდადრო იმუშავებ. იგივე შეიძლება ითქვას სულიერ განწყობილებაზე, გულის თქმები, როგორც მდინარე მოედინება გონებიდან და გულიდან. უცებ ჩნდება ამ გულისთქმების შეკავების აუცილებლობა, მაგრამ თუ ოდნავ შევაკავებთ ამ გულისთქმებს და ისევ გაუშვებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ეს იგივეა რაც აშენო და ანადგურო. ლოცვის სრულყოფილება მიაღწევს სათნოების სხვა გამოვლინებებთან ერთად თუ ლოცვას დაუდევრად მოვექცევით, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვახსოვდეს, რომ ლოცვა სრულყოფილი არაა, თუ მასთან ერთად სხვა სათნოებები არ გაგვაჩნია. ნებისმიერ სათნოების დახვეწასთან ერთად ლოცვა სრულყოფილი ხდება. მთავარი არსია: ღვთის შიში, უბიწოება, თავმდაბლობა, გულის შემუსვრილობა, ხორცის მოკვდინება, მოთმინება, სიყვარული... როცა მას მივაღწევთ, ჩვენში სათნოება იზრდება და მასთან ერთად ლოცვაც. გვეძლევა საიდუმლოს მეშვეობით ნამდვილი გულითადი ლოცვა მადლის წყალობაა, რომელიც აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს მეშვეობით გვეძლევა. იმას რასაც მადლი გვაძლევს, ჩვენი შრომა ვერასოდეს ვერ მოგვცემს. შრომა მხოლოდ მადლის მისაღებად გვამზადებს და როცა ეს მადლი გვებოძება, მეტად მივეახლებით უფალს. რომელი წესი ავირჩიოთ? ზოგადი რჩევები ლოცვის შენ წესში, იესოს ლოცვას მიუჩინეთ განსაკუთრებული ადგილი. ის რამდენიმეჯერ აღავლინე ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ. თუ ბეჯითი ხარ ყოველი ლოცვის შემდეგ აკეთე იგივე... საწყისი წესი: გაკვეთილი ერთბაშად ყურადრებით და გულისყურით იმეორე განუწყვეტლივ: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე იმ რწმენით, რომ უფალი გხედავს და ისმენს შენს ლოცვას. ამის განმტკიცებას დაუთმე დილას და საღამოს გარკვეული დრო: თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ან მეტი, რამდენიც შეგიძლია. ამგვარად უნდა მოიქცე დილას და საღამოს ლოცვების შემდეგ. ეს იქნება ლოცვის ჩვევის ჩამოყალიბების დასაწყისი. სხვა წესი: ცოტ ცოტა მაგრამ ხშირად გამოყავი გარკვეული დრო დღის განმავლობაში იესოს ლოცვის აღსავლენად. სადილობამდე ორჯერ და სადილის შემდეგ ორჯერ მცირე და დიდი მეტანიებით. თქვი იესოს ლოცვა ასჯერ. ეს წესი აუცილებლად შეასრულე ყოველდღე. შემდეგი წესი: ხშირად, გაორმაგებით და გასამმაგებით სასურველია გონება ღმერთზე ფიქრით იყოს მუდმივად დაკავებული. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვის გამომუშავება. წესად მიიღეთ დღეში ორჯერ, ან სამჯერ ხატების წინ დგომა და იესოს ლოცვის მოწიწებით აღვლენა და შენს წინაშე უფლის ხილვით აღავლინე ლოცვა 100, 200, 300 ჯერ რამდენჯერაც ძალგიძს. თუ ამას გადაწყვეტ, უკან აღარ დაიხიო. მთელი დღის განმავლობასი იფიქრე ლოცვად დადგომა და ამით ღმერთიც მოგეახლება. მხატვრულობა სიმეონ ახალღვთისმეტყველის გონიერი ლოცვის მხატვრულად წარმართვის შესახებ... სხეულის მდგომარეობა და მოძრაობა არ არის მთავარი ეს მხოლოდ დახმარებაა. საგანგებოდ აღვნიშნავ: დაჯექი განმარტოებით, თავი დახარე, შეაჩერე სუნთქვა და გონების თვალი მიაპყარი გულს და წარმოთქვი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე. როგორ აღვავლინოთ იესოს ლოცვა წესის გარეშე მთელი დღე იღვაწე ყურადღებისათვის დილიდანვე იფიქრე უფალზე. არა მხოლოდ დილის ლოცვის დროს იდექით მის წინაშე, არამედ მთელი დღის განმავლობაში არ განეშოროთ, თან ატარეთ იესოს ტკბილი სახელი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვისთანაც არ უნდა საუბრობდეთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, გონებით ყოველთვის იყავით უფალთან. თუ გონება გაგეფანთოთ ისევ მიუბრუნდით უფალს და შემუსვრილი გულით თავი გაიკიცხეთ... და ასე გააგრძელეთ... სწორედ ეს არის ყურადღების ღვაწლი. არ არის აუცილებელი იესოს ლოცვის განუწყვეტლივ გამეორება თუ ხელსაქმის დროს გაგიჩნდებათ ლოცვის სურვილი, ეს ღვთის წყალობაა. ილოცეთ და თან იმუშავეთ. ნანობთ, რომ ვერ იმეორებთ იესოს ლოცვას? ეს არც არის სავალდებულო, მაგრამ სავალდებულოა ღვთისადმი მიმართ მუდმივი გრძნობა, რომელიც უნდა არსებობდეს თქვენში ნებისმიერი საქმიანობის დროს... და როცა თქვენ ლოცულობთ იესოს ლოცვით, გააგრძელეთ ასე საქმიანობა და ეს ლოცვა მთლიანად მოგიცავთ თქვენ. დაე გონება გულით სულდგმულობდეს თქვენში თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს გონება წარმართავს, ხოლო გულს მხოლოდ მაშინ მიმართავთ, როცა გონებრივი შრომა წარმოშობს გარკვეულ გრძნობას. პირიქით კი უნდა იყოს, გულისმიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ და მხოლოდ სულიერი ცხოვრების მოთხოვნილების შესაბამისად თქვენი გონების საყრდენად გული უნდა აქციოთ. როდის აღვავლინოთ ტაძარში იესოს ლოცვა და როდის საზოგადო ლოცვა გვეკითხებიან - უნდა კი აღვავლინოთ იესოს ლოცვა ტაძარში, როცა გულში სიმშვიდეა და უშფოთველობა, გონება კი ამ ღვთაებრივ სიწყნარეში მიპყრობილია გალობისა და საკითხავებისაკენ? იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, უნდა წარსდგეთ ღვთის წინაშე და აღივსოთ მოწიწების გრძნობით. ტაძარშიც ასევე მოიქეცით. ლოცვა განამტკიცებს ღვთის მიმართ ყურადღებას და გრძნობებიც, რომლებიც ამ დროს აღიძვრება, შესაბამისად ღვთაებრივია. როგორ მოვიქცეთ, როცა ყურადრება გვეფანტება გონებას ისე ვერაფრით შევაჩერებ, თუ არა გრძნობით გონება სულ გადადის ერთი საგნიდან მეორეზე. რით ან როგორ შევაჩეროთ იგი? სხვა არაფრით, თუ არა გრძნობით. როდესაც გულში აღიძვრება რაღაც გრძნობა, იგი გონებასაც მიაჯაჭვებს ამ გრძნობის საგანს. ანუ, ვისაც სურს გონება დაუმორჩილოს ღმერთს ისე, რომ მუდმივად მასთან იყოს, უნდა გააძლიეროს ღვთის გრძნობა. ღვთის ხსოვნა და შემუსვრილი გული ფიქრებს არ განაბნევს ვიბნევი, ვინ არის დამნაშავე? ნუ იბნევით. როგორც კი შეამჩნევთ, რომ გონება გეფანტებათ, მაშინვე შეეცადეთ მის შეჩერებას. შეეჩვიეთ, გქონდეთ ღვთის და სიკვდილის ხსოვნა. ამით მიაღწევთ გულის შემუსვრილობასა და გონებაც აღარ გაგეფანტებათ. მოუხმეთ სიფხიზლეს და საკუთარი თავის საყვედურს და ყურადღებაც აღარ გაგეფანტებათ ჩვენი განსაცდელი ისაა, რომ გონება გვებნევა და ყურადღებაც შესაბამისად გაგეფანტება, გონებაც სადღაც დაქრის ლოცვის დროს. როგორ მოვიქცეთ? ყველა ერთს გვირჩევს: როცა გამოფხიზლდები, გულს მიენდე, გულით ილოცე, რათა გონება ისევე არ გაგეფანტოს, მაგრამ თუ მაინც მოხდება ეს, ისევ შეეცადე მოიკრიბო იგი და ასე მოიქეცი შემდეგაც. რას მივაღწევთ ამით? ვცდილობთ,მაგრამ ვერაფერს ვხვდებით. ვფიქრობ, თუ ამისთვის საკუთარ თავს ვსაყვედურობთ და ასევე ღმერთს შევსთხოვთ სიფხიზლეს, უფალი დაინახავს ჩვენს გულწრფელ მცდელობას ფხიზლად ყოფნისათვის და აუცილებლად გაიღებს ჩვენთვის მოწყალებას. ღმერთზე ფიქრი აუცილებელია ამბობთ არ შემიძლია მუდამ ფხიზლად ყოფნა. თუ ხან ფხიზლობთ და ხან არა, არაფერია... მაგრამ თუ თქვენი მდგომარეობა დიდიხანს გაგრძელდა, საჭიროა გაიმხნევოთ თავი ღმერთზე ფიქრით, ან რწმენის საიდუმლოებების, განსაკუთრებით: სიკვდილის, სამსჯავროს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გახსენებით უნდა გააღვიძოთ გულში ღვთის შიშისა და მოკრძალების გრძნობა, რადგან მას აქვს უდიდესი აღმგზნები ძალა. ღვთის შიშის შესუსტებისგან მოდის სიზარმაცე, დაუდევრობა და მძინარობა. იესოს ლოცვის დროს ღმერთზე ფიქრი აუცილებელია. შეიძლება სახელი იესო გამუდმებით იმეორო, მაგრამ ღმერთზე სულაც არ ფიქრობდე. უფრო მეტიც თავში გიტრიალებდეს უფლისათვის მიუღებელი აზრები, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ღმერთთან შეგნებულ და თავისუფალ ერთობაზე, ამის მისაღწევად განუწყვეტელ ღვაწლზე. გამუდმებით ვინანიოთ ცოდვები არ არის წუთი, რომ ნებსით და უნებლიეთ ჩვენი სული არ მძიმდებოდეს ცოდვებით და არ ირღვეოდეს კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის. ამიტომ გამუდმებით უნდა ვინანიებდეთ ცოდვებს, რადგან სინანული განწმენდს ჩვენს სულს სიბილწისაგან. იესოს ლოცვით მაშინვე წავშლი ცოდვის კვალს თავში ჩვეულებრივ გვიტრიალებს სხვადასხვა გულისთქმა. ეს არ არის იმდენად ზიანის მომტანი. საშიში ის მრავალი გულისთქმებია, რომლებიც ლახვარივით იჭრებიან თქვენ გულში და ტოვებენ იქ კვალს. თავიდანვე წაშალეთ ეს კვალი იესოს ლოცვით და დაუპირისპირეთ მას საპირისპირო გრძნობა. როცა გულში შენარჩუნებულია ღვთაებრივი სითბო, ასეთი შემთხვევები იშვიათია. ღვთის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე არ გამოიღებს სულიერ ნაყოფს გონიერი ლოცვისას გახსოვდეთ აღანთოთ სულში ღვთის შიშის და მოკრძალების გრძნობა, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ აუცილებლად წარდგებით ღმერთის, მოწყალე მამისა და ამასთანავე მოსამართლის წინაშე. უფლის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე აჩლუნგებს ღვთის მოშიშებას და ართმევს მას იმ მხსნელ ძალას, რომლითაც ის აღჭურვილი იყო და მისი კვლავ წარმოქმნა მხოლოდ მას შეუძლია. ძირითადი საფრთხე ცდუნება მტრისაგან თავიდან დიდ სიძნელეს აწყდებით, ყოველივე ხელოვნურად უაზროდ გეჩვენებათ და კიდევ უამრავი უსარგებლო აზრი იბადება თავში. ამიტომ მთავარია - იდგეთ ღვთის წინაშე, გონებისა და გულის ერთობით და ასე აგრძელებდეთ სიცოცხლის ბოლომდე. მიუძღვენით ამ საქმეს გარკვეული დრო. გაკვეთილის შესწავლის დრო დამოკიდებულია რწმენასა და სიბეჯითეზე. ნუ შესუსტდებით მართალია მრჩეველთა და ლოცვის მიმართ გაგიჩნდებათ ეჭვები, ლოცვის მიტოვების სურვილი, მისი გმობა, დაქანცულობა - სწორედ ამიტომ, რომ ეს არ არის ადვილი, ყურს ნურაფერს დაუგდებთ. ილოცეთ. მტერი ყველაზე მეტად ამ ლოცვის გმობას გვინერგავს, რადგან თქვენი ლოცვისას ცეცხლი წვავს და უკუაგდებს მას. ის ვერ დაამარცხებს იმ ადამიანს, ვის გულშიც იესოს ლოცვაა, იესოს უტკბილესი სახელი, რომელიც გამუდმებით ჟღერს თქვენს გულში, თქვენი ძალისხმევის გარეშეც განდევნის მტერს. თავი გტკივათ თქვენ წერდით, რომ ყურადღება თავს გატკივებთ. ეს მხოლოდ მაშინ, როცა მხოლოდ გონებით მუშაობთ, თუ მასში გულსა და სულს ჩააქსოვთ, მაშინ შრომა გაგიადვილდებათ, თავი შეგიმსუბუქდებათ და გულისთქმაც დადუმდება. გული უნდა იყოს თქვენი თავშესაფარი. როგორც კი გულისთქმა შემოგიტევთ, ნუ დაიზარებთ, მიმართეთ ამ თავშესაფარს და გულისთქმებიც მაშინვე გაიფანტება. გულშია სიცოცხლე და იქ უნდა იცხოვრო. არ გეგონოთ, რომ ეს სრულყოფილთა ხვედრია. ეს ყველასათვის მისაწვდომია, ვინც უფლის გზას ეძებს. მხატვრულობა სახიფათოა იესოს ლოცვის აღვლენა, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ, კეთილი საქმეა, ბერ-მონაზვნებისათვის ეს მოვალეობაა. და განა დააკისრებდნენ ეს რომ სახიფათო ყოფილიყო? საშიში ის მხატვრულობაა რაც მოიგონეს და დაურთეს ამ ლოცვას. ეს ზოგიერთს ხიბლში აგდებს, ზოგს კი ავხორციულ მდგომარეობაში, ამიტომაც საჭიროა მხატვრულობის აკრძალვა, ხოლო რაც შეეხება იესოს უტკბილესი სახელის წარმოთქმას, იგი ყველას უნდა ჩავუნერგოთ გულში და განვაწყოთ ამისათვის. მცირეოდენი სითბო ბუნებისაგან ვინ იცის რად აქციეს იესოს ლოცვა. ჰგონიათ, როგორც კი აღავლენენ, ამით ყველაფერი მიიღწევა. ეს ლოცვა მათთვის შელოცვად გადაიქცა: აღავლინე, სხეულის შესაბამისი მოძრაობაც გააკეთე და ყველაფერს მიიღებ. კიდევ დუდუნებენ, გული კი ცარიელია, გონებაც იფანტება, ის კი არა ურცხვი მოძრაობებიც ჩნდება. მათ ეს არაფრად მიაჩნიათ, თითქოს ყველაფერი ეს სრულიად მისაღები იყოს. ზოგი ამ დროს მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობს და იწყებს ყვირილს: აი მადლი, მადლი! ავიწყდებათ, რასაც წმინდა მამები მიუთითებენ: თუ მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობ, ნუ გაგიკვირდება, ეს ბუნებისაგანაა და არა მადლისაგან. ხიბლის დასაწყისი იცოდე, რომ ნამდვილი წარმატება მიიღწევა შენს არსებაში, შეუმჩნევლად, ეს ისევე ხდება, როგორც სხეულის ზრდა. ამიტომ, როცა შენში აღიძვრება სურვილი, წამოიძახა: აი ის! იცოდე ეს მტრის წამოძახილია, რომელიც მოჩვენებითს ნამდვილად წარმოგიდგენს. ეს ხიბლის დასაწყისია. ჩაახშვე ეს ხმა, თორემ იგი როგორც საყვირი ისე გუგუნებს შენში და თვითკმაყოფილებით გასაზრდოებს. უთანხმოება ცოდვიანი ჩვევებისაგან იესოს ლოცვას შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გულში შფოთი, თუ ამ ლოცვის აღვლენისას უარს არ იტყვით იმ ცოდვასა და იმ ცოდვიან ჩვევაზე, რომელთაც სისნდისი გმობს. ამ დროს ჩვენში ღრმა უთანხმოებაა, რომელიც გულის სიმშვიდეს გვიკარგავს, შედეგად მოჰყვება გონების დაბნელება, ცნობიერების შეშფოთება და აღრევა. ცრუ მისტიციზმი ჭეშმარიტად, ქრისტიანული ცხოვრება არის უფალთან ყოფნა. სიცოცხლე იდუმალია, საიდუმლოა მისი ჩასახვა, განვითარება და სრულყოფა. ამიტომ ყოველგვარი მისტიციზმი არ არის ცრუ. ცრუ მისტიციზმი წარმოიშვება ღვთისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევისას. აუცილებელია გყავდეს ხელმძღვანელი ხიბლისგან თავის დასცავად შესაძლებელია გადახრა ცრუ მისტიციზმში. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? წმინდა მამები მხოლოდ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ: ნუ დარჩები მარტო, იყოლიე გამოცდილი მრჩეველი ანუ მოძღვარი. თუ არ გყავთ, შეიკრიბენით ორ ორი, ან სამ სამი და იხელმძღვანელეთ წმინდა მამების წერილებით. სხვა გზა ცრუ მისტიცისმისაგან თავის დასაღწევად მე არ მეგულება, გარდა იმ მადლმოსილი ხელმძღვანელობისა, რომლის ღირსი გამხდარი არც თუ ისე ბევრი ღვთის რჩეული. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია, ჩვენ კი ყველასათვის საერთო ცხოვრებისეულ გზებზე მივუთითებთ. სად იპოვოს ერისკაცმა ხელმძღვანელი კიდევ ერთი გაუგებრობა: გონიერი ლოცვის მისაღწევად საჭიროა გყავდეს ხელმძღვანელი. სად უნდა იპოვოს იგი ჩვეულებრივმა ერისკაცმა? იქვე ერში, სულიერ მამებსა და ჩვეულებრივ ერისკაცთა შორისაც. მართალია, სულ უფრო და ყფრო იშვიათად გვხვდებიან პიროვნებები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ სულიერი ცხოვრების საკითხების რჩევისათვის, მაგრამ ასეთი პიროვნებები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. მსურველი კი, ღვთის წყალობით, ყოველთვის პოულობს მათ. სულიერი ცხოვრება ღვთიური ცხოვრებაა და ღმერთი განსაკუთრებით იმათ სწყალობს, ვინც ეძიებს მას. მხოლოდ ღვთისმოსავი იპოვის მის გარშემო ყოველივე საჭიროს. საჭიროა გამოცდილი მოძღვარი ღვთისადმი ურყევი ყურადღება მადლმოსილია, ხოლო ჩვენი საკუთარი ყურადღება ყოველთვის იძულებითია. მაგრამ ასეთი გონიერი ლოცვა გადაიზრდება შინაგან გულისმიერ ლოცვაში, თუ გყავს გამოცდილი მოძღვარი. დასკვნა რა უნდა გვახსოვდეს და ვაკეთებდეთ იკითხეთ რა არის საჭირო... გაიხსენეთ და ისე აკეთეთ... ყურადღებით აღჭურვილი ჩაღრმავდით საკუთარ გულში და ისე წარდექით ღვთის წინაშე, რომელიც თქვენშია, ყველგან მყოფელი და ყოვლისმხილველი. ღვთის წინაშე დგომისას, სხვა აზრები არ გაივლოთ თავში... გააღვივეთ თქვენში მხოლოდ ღვთიური გრძნობები. ღმერთი ხომ ხედავს, ესმის და მზად არის აღასრულოს თქვენი თხოვნა. არ მიატოვოთ სიტყვა (იესოს ლოცვა შემდგენელი) იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის უფალი ჩვენთვის, მაგრამ თქვენი ფიქრები უნდა იყოს უბრალო; რომ უფალი ახლოსაა, გვიფარავს, გვამხნევებს, გვასწავლის და გვხელმძღვანელობს... ლოცვის დაწყებისას კითხვები გაგიჩნდებათ... და შეეკითხეთ. საბოლოოდ, აზრი და გრძნობა ისე შეერწყმება ღმერთს, რომ გახდებიან განუყოფელინი გაჩნდება ღმრისაგან განუშორებელი თბილი და ტკბილი გრძნობა... სხვა ყველაფერი გახდება გარეშე და უცხო. როცა იქნებით თავმდაბალნი, ღვთის მადლი თქვენს ლოცვას ძალას მისცემს. იზრუნეთ, რათა ყველაფერი გულიდან მოდიოდეს. გარეგნულზე ნუ იფიქრებთ. მიიღეთ მთავარ საქმედ და მაშინ... იშრომეთ და შეევედრეთ ღმერთს მოგცეთ ძალა, შეიგრძნოთ და შეიცნოთ, თუ რა არის უფლისათვის, ბერი პართენის თქმით, ტკივილი გულში. ეს უცბად არ მიიღწევა. გაივლის მთელი წელი თავდაუზოგავ შრომაში, იქნებ უფრო მეტიც, სანამ გამოჩნდება მისი პირველი ნიშნები. გაკურთხოთ უფალმა ამ გზაზე. მაგრამ თქვენ ნუ ჩათვლით ამ საქმეს უმნიშვნელოდ, იგი უმთავრესად მიიჩნიეთ... აი, მაშინ ღმერთის წყალობით აღიძვრება ტკივილი თქვენს გულში, აღსრულდება ის, რაც გსურთ და უფრო მეტიც თავისთავად თქვენში დამკვიდრდება ერთგვარი ტაქტი, რომელიც ყველაფერს მასზე ფიქრის გარეშეც მოაწესრიგებს. მაშინ თქვენს არსებაში დაისადგურებს მოძღვარი, რომლის სიბრძნის ბადალი ქვეყანაზე არ მოიპოვება. |