პაისი მთაწმინდელი (ბერძნ.Γέρων Παΐσιος, არსენიოს ეზნეპიდისი, ბერძნ.Αρσένιος Εζνεπίδης, 25 ივლისი 1924 წ., ფარასი, კაპადოკია — 12 ივლისი, 1994 წ. საბერძნეთი), ნეტარი მამა და სქემმონაზონი, ცნობილი ბერძენი სასულიერო მოღვაწე და ერის სულიერი მნათობი XX საუკუნეში. პატარა არსენის დაბადებიდან ორ კვირაში ფარასელი ბერძნები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ თურქეთიდან, რათა თავი დაეღწიათ მუსლიმი-ფანატიკოსების დევნისაგან. ეს პერიოდი დაემთხვა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლას, რომელიც განსაზღვრული იყო ლოზანის ხელშეკრულებით. 1950 წლიდან მოღვაწეობს ათონის მთაზე. 1956 წელს აღიკვეცა მონაზვნად პაისის სახელით. 1962-1964 წლებში მოღვაწეობდა სინას მთაზე. შემდეგ დაბრუნდა ათონის მთაზე, სადაც მოღვაწეობდა 1993 წლამდე. 1993 წლის ოქტომბერში დატოვა ათონის მთა და გადავიდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში სუროტში, სალონიკთან ახლოს, სადაც გარდაიცვალა 1994 წლის 12 ივლისს. დასფლავებულია იქვე. ცნობილია თავისი ნაშრომებით გონიერების, განათლების, ოჯახის, თანამედროვე ადამიანის სულიერი მდგომარეობის შესახებ.