იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..! 1961 წელი

მივიღეთ შენი წერილი. გმადლობ, რომ არ გვივიწყებ. საერთოდ, ასე ხდება, როცა ბევრს ელი, მაშინ ცოტას ღებულობ.

ძალზე მებრალება მ. პავლე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიკითხო ის, არამედ ყოველთვის, როცა მოგაგონდება, მთელი გულით აღმოთქვი: უფალო, შეეწიე მონასა შენსა, იხსენი იგი! მას ჩვენი თანაგრძნობა და ჩვენი ლოცვები სჭირდება. თუკი სხეულის ერთი ნაწილი დაზიანებულია, მაშინ მთელ სხეულს უჭირს. ყველამ ითხოვეთ, რომ მისთვის წირვა აღასრულონ. თხოვეთ ლავრის წინამძღვარს, რომ ყველა ეკლესიაში მოიხსენიონ დაბრკოლებული, რათა ცხონდეს. ეს სასულიერი სკოლის არასწორი წყობის შედეგია. მექანიკურად გადმოიღეს ძველი სკოლის გარეგნული სახე, მისი მთავარი ღირსებების, მისი გამოცდილი და განათლებული პედაგოგების გარეშე, არ გაითვალისწინეს ახლანდელი ვითარება და მდგომარეობა. მოსწავლეებს კი ექცვიან როგორც პატიმრებს და არა როგორც თავისუფალ პიროვნებებს. მათ, კი პირველ რიგში, რწმენის განმტკიცებაში სჭირდებათ დახმარება, რათა ჰქონდეთ ღვთის ცოცხალი რწმენა დ არ უნდა მოსთხოვონ მხოლოდ მშრალი მასალის დამახსოვრება. წვდება კი გონებას, გულზე აღარაფერს ვამბობ, თუნდაც ერთი საგანი? აქვთ კი მოსწავლებს ის „გათავისებული“? ეჭვი მეპარება. ეს არის მხოლოდ ფაქტების მშრალი, დაუმუშავებელი მასალის გროვა. მეტიც: მცირედმორწმუნეობისას თუ ღვთაებრივ ჭეშმარიტებას ხორციელი, „მაცდური“ გონებით შევხედავთ, ეს ამ ჭეშმარიტებათა „დაკნინებამდე“ მიგვიყვანს. მათ გამოეცლება ღვთაებრივი სიბრძნის საიდუმლო საფარველი. მოსწავლის სულისთვის ეს ჭეშმარიტება უცხო, „ენის გასატეხ“ მასალად იქცევა. რწმენა სუსტდება და ქრება კიდეც. ამიტომაც გამოდიან სასულიერი სკოლებიდან ყველაზე მოწამლული უღმრთონი.

მოსწავლეები საგნებით გადატვიეთეს. არ აძლევენ ფიქრის დროს. პროგრამა არასწორადაა შედგენილი სასულიერო სკოლას მართებს: 1) განამტკიცოს რწმენა. 2)ასწავლოს ლოცვა; 3)ასწავლოს საკუთარი თავის, საკუთარი დაცემულობის შეცნობა; 4) ასწავლოს ცოდვასთან და დაბრკოლებებთან ისეთი ბრძოლა, როგორც იბრძოდნენ წმინდა მამები; 5) ასწავლოს წმინდა მამათა შემოქმედების გაგება და შეგრძნება, მათი საშუალებით სახარება უნდა გახდეს საკუთარი, მშობლიური, გულთან ახლოს მყოფი, ცოცხალი, რომელიც ნებისმიერ მდგომარეობაში დააკმაყოფილებს სულის მოთხოვნილებებს და არ იქნება მხოლოდ შესწავლის საგანი; 6)ასწავლოს, წმინდა სახარების მცნებებს შეხედონ არა როგორც თავისუფალი ცხოვრების დამაბრკოლებელს, არამედ როგორც გზას, რომლის საშუალებითაც ჯერ კიდევ დედამიწაზე მოიპოვებს ძვირფას მარგალიტს, რომლის დანახვისას ადამიანი სიხარულით გაყიდის ყველაფერს, ე.ი. ყოველგვარი ცხოვრებისეულ და წუთისოფლისეულ ინტრესებს, სიამეებს, ყველაფერს, რასაც წუთისოფელი აფასებს, ყველაფერს უარყოფს, არა იძულებით, არამედ ამ მარგალიტისადმი სულიერი მიზიდულობის გამო, მისი პოვნა კი ყველას შეუძლია, ვისაც წამს ქრისტე და მთელი ძალით ცდილობს სახარების მცნებათა მიხედვით ცხოვრებას.

სასულიერი სკოლის ამოცანათა მოკლე, არასრული ჩამონათვალიც კი მოწმობს, თუ რა შორსაა თანამედროვე სკლოა ამ ამოცანებისაგან. ყველაფრი უნდა შეიცვალოს, პროგრამებით დაწყებული და ადმინისტრაციით დამთავრებული, შენობებიც კი. იტყვიან, რომ დღეს სხვა დროა. ვთქვათ, ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ რაღაც-რაღაცეების - შეიძლება. მთავარი კი ისაა, რომ ყველას მხედველობაში უნდა ჰქონდეს ეს მიზანი. რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს, რისიც არა და - უნდა ვიდარდოთ მაინც. მაშინ თავისთავად მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებაც ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა, მაშინ მათ მოექცევიან, როგორც ცოცხალ სულებს, რომელთა წინაშეც ყველა - რექტორით დაწყებული და დამლაგებლით დამთავრებული, თავს ისეთ მოვალედ ჩათვლიდა, რომელსაც ვალის გადახდა არ შეუძლია.

საკმაოდ ვილაპარაკე. რაც გადმოგეცი, უცებ დაწერილ, ძალიან მიახლოებულ მონახაზად ჩათვალე. მაგრამ ძირითადი მიმართულება ასეთი უნდა იყოს. მთავრი დაბრკოლებაა შესაფერისი ადამიანების ნაკლებობა. „გლახაკის მსგავსად“... დავსხდებით ბაბილონის მდინარეებთან და ვიტირებთ. იქნებ, შეგვიბრალოს უფალმა და გვაცხონოს ჩვენ, ვითარცა შემცოდენი, რომლებიც შეიმეცნებენ თავიანთი მდგომარებოს საშიშროებას და, თუ ყოველთვის არა, რაც შეიძლება ხშირად მაინც, მოუხმობენ უფალს - იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!“ უფალი იყოს შენი მფარველი.

 

წინა

შემდეგი