მარხვა სიწმიდის მშობელია, ხოლო ნაყროვანება კი დედაა სიძვისა.
როგორც ზეთი ზრდის ლამპარის სინათლეს, ისე დედათა თანა საუბარი გულის-თქმის ცეცლხს აღაგზნებს.
ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა.
ვისაც სიძვის გულის-თქმა ებრძვის, იგი მუცლის სიმაძღესა და ტკბილს სანოვაგეს ნუღარ მიეტანება, განშორდეს და ებრძოლოს ძლიერად.
ვისაც უდაბნო და დაყუდებით ცხვორება უყვარს, იგი მოუწყლევლად დარჩება მტრის ისრისაგან.
ვინც მრავალ ერის კაცებში გაერევეა, მას მრავალი წყლულება შეემთხვევა.
დედაკაცის პირი წამლიანი ისარია, ეკვეთება სულს და მისგან გვებმულს კაცს გესლიანი წამალი დაშთება, და რამდენადაც განახანგრძლივებს, იმდენად მეტი სიდამპლე და სიმყრალე მოემატება. ვინც ამას ეკრძალება, იგი არ მივა არც ერის კაცთა კრებულში და არც დღესასწაულთა კრებებში დარჩება. უჯმობესია ამისთანა კაცმა თავისს სენაკში მდუმარედ ილოცოს, ვიდრე დღესასწაულის პატივისათვის მტრისაგან დატყვევებულ იქმნას.
თუ ხორცისა და გონების სიწმიდე გინდა, დედაკაცის ლაპარაკს განეშორე და სრულიად ნუ მისცემ შენზე კადნიერებას. პირველად კრძალვითა და მოწიწებით გებაასებიან, უკანასკნელად კი გამოიჩენენ ბოროტ კადნიერებას. პირველ შემთხვევაში დაბლა იყურებიან და სიმშვიდით იტყვიან, ცრემლს გადმოადენენ, სულთქმით იკითხვენ და გულს-მოდგინედ ისმინენ სულიერს სიტყვას, მეორე შემთხვევასი ცოტათი მაღლა აიხედავენ, მესამედ, თუ შეხედე, ურიდად შემოგხედავენ და, თუ გაიღიმე, გლისპურად გაიცინებენ და ამ დროიდან იწყებენ მავნებლის სახით ქცევას, იტყვიან გულის აღმაგზნებელ სიტყვებს, სმენის დამატკბობელ სიტყვას იხმარებენ, რომ ყოველ გვარის სახით წარსტყვენონ ადამიანის სული. ყოველივე ეს სანადრო კავია სიკვდილისაკენ მიმზიდველი და ბადე წარსაწყმედელად შთამაყვანებელი, ნუ გაცტუნებენ იგინი ლიქნის სიტყვითა, რომელშიაც დამალულია ასპიტისაზე უარესი გესლი. ჭაბუკი ასაკითა და გონებით, როგორც მოტყინარე ცეცხლს, ნუ მიეახლები დედაკაცს. ცეცხლს რო შეეხო სიმწვავისაგან უკუ გასხლტები, მაგრამ დედაკაცის ხილვითა და მასთან საუბრით ნუ მოიწყალ, ისე მსწრაფლ ვეღარ გაშორდები. როგორც წლის პირას აღმოცენებული თივა იშვებს, ისე იშვებს ვნება დედათა თანა საუბრითა.
ვინც მუცელს აივსებს და ეგონება სიწმიდეში წამემართებაო, იგი მსგავსია იმ კაცისა, რომელიც იფიქრებს, ლელწმის ძალით ცეცხლს შევამაგრებო.
როგორც ლელწმითა და თივით შეუძლებელია ცეცხლის შემაგრება, ეგრეთვე შეუძლებელია ბრძოლა და მორევნა სიძვის ვნებისა სიმაძღრითა ჭამითა.
როგორც სვეტი თავის ალაგას დამყარებული, ისე განისვენებს ვნება სიძვისა მრავალის მჭამელის გულში.
როგორც ნავი ღელვის დროს ნავთ-საყუდელისაკენ მიისწრაფის, ისე სიწმიდის მოყვარე მიესწრაფება უდაბნოსაკენ.
როგორც ნავი ზღვის ღელვას გაურბის, ისე გაურბის კეთილი სული მავნებლის ხილულს ვნებასა.
შემკული პირი დედაკაცისა ზღვის ღელვაზე უარესად დამთქმელია ადამიანის სულისა.
შემკული პირი დედაკაცისა ზღვის ღელვაზე უარესად დამთქმელია ადამიანის სულისა.
როგორც უდაბნოში მაყვალი ცეცხლის ალისაგან გადარჩა დაუწველად, ეგრეთვე უდაბნოში მყოფს სიწმიდის მოყვარის გონება არ შეიმწიკვლება ბილწების ალითა.
როგორც მარტო ცეცხლის ხსენება ვერაფერს დასწვავს, ეგრეთვე ბრზოლას ვნებისას არა რა შეუზლია, თუ კაცი თვალით არა ხედავს.
შვენიერი პირის ხილვა აღაგზნებს სიძვის მოყვარის გულს, ღვთისმოყვარისას კი ღვთის დიდების-მეტყველებისათვის აღაგზნებს.
დედათა თანა მიახლებითა და საუბარით, თუ უნდა ვნებასაც არა გრძნობდე, მაინც ნუ გწამს მისგან უვნებლობა.
თუ დედაკაცის ხსენებამ გულში არა ვითარი ვნება გაგიჩინა, ამითი სცანი, რომ სიწმიდის საზღვართან ხარ მისული. მაგრამ ამასთანა დროსაც ნუ შეუშვებ და შეინახავ გულში მის ხსენებას და ნურც განიცდი გონების დაკვირვებით. დედაკაცის სახეს, რადგან უცებ გადაგიზიდავს და მსწრაფლ აღგაგზნებს გულს მისი ვნება.
როგორც თივაში დაფლული ცეცხლი ალს გააჩენს, ისე აღაგზნებს გულის-თქმას დედაკაცის ხსენება ამიტომ დედაკაცთა ხსენებას გონებას ნუ გააყოლებ, რომ არ გაგაჩინოს გულის-თქმის ალი და არ დასწვას სიკეთის ზნა შენის სულისა.
სიძვის გულის-თქმის მისაგებელი სიტყვები
როცა კაცის გულის-თქმა ვნებათა აღმაგზნებელ პირის-სახეს ხედავს, განიცდის მის მშვენიერებას და გონებით ცოდვას აღასრულებს, მოიგონოს სიტყვა სახარებისაგან: "ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5,28)
ვისაც არა წმიდა გულის_თქმა ებრძვის და არა ჰსურს მღვიძარება, ლოცვა და ლმობიერად ღვთის ვედრება, უნდა მოიგონოს სიტყვა სახარებისა: "იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (იქვე 25,41)
ვისაც სწადიან მავნებელ პირთან ყოფა და არა სურს მისგან განშორება, უნდა მოიგონოს სიტყვა სახარებისა: "უკეთუ თვალი შენი მარჰვენე გაცთუნებდეს, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან; უმჯობეს არს შენდა, რათა წარსყმდეს ერთი ასოთა შენთაგან, ვიდრე ყოველი გვამი შენი შთავარდომად გეენიასა, და უკეთუ მარჯვენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან" (იქვე 5,29-30)
როცა გულის_თქმა გონებას ძალას ატანს დაემორჩილოს ბოროტი დედაკაცის სურვილს, მოიგონოს დავადებიდან სიტყვა იოსებისა:"აწ ვითარ ვქმნე საქმე ესე ბოროტი და ვსცოდო წინაშე ღვთისა ჩემისა" (შექმნ. 39,9)
ვისაც დედაკაცის სახე გონებაში გამოეხატა და ცოდვის გულის-თქმას ჩაუნერგავს, მოიგონოს სიტყვა გამოსვლათაგან: "არა გული გითქმოდეს ცოლისა მოყვასისა შენისასა (20,17), არცა გწადოდის საქმე უჯეროებისასა."
როცა გონებას ებრძვის სიძვის გულის-თქმა და ეტყვის, რომ მრავლის შრომისა და ჭირის მეტს კეთილს ნურას მოელიო, მოიგონე სიტყვა გამოსვლათაგან: "ამათ სიტყვათა ეტყოდე ძეთა ისრაელისათა: "უკეთუ სმენით ისმენნედ სიტყვათა ეტყოდე ძეთა ისრაელისათა: რომელსა გეტყვი თქვენ, ვემტერო მტერთა თქვენთა და წინააღუდგე წინააღმდგომთა თქვენთა, რათა წარვიდეს ანგელოსი ჩემი (წინა) მზღურად შენდა და შეგიყვანოს შენ ამორეველისა მის და ქერეტელისა და ფერეზელისა, ქანანელისა და გერგესეველისა და იობესელისა და შემუსრნეს იგინი" (23, 22-23).
ვინც ფიქრობს ერთს ანუ ორს წელს განვიშორებ სიძვის გულისთქმას, რომ შემდეგ აღარ დამიწყოს ბრძოლაო, მოგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: "არა განვასხნე იგინი წელსა ერთსა, რათა არა ქვეყანა მოოხრდეს და განმრავლდეს მხეცი ქვეყანისა შენზედა, მცირედ-მცირედ განასხა შენგან, ვიდრემდე აღორზინდე და დაიმკვიდრო ქვეყანა" (23, 29-30)
ვისაც გული ეტყვის სიჭაბუკეში არ შემიძლია გონების გაწმედა სიძვის გულის-თქუმისაგანაო, მოიგონოს სიტყვა გამოსვლათაგან: "ყოველი, რომელი წარმოსდგებოდეს ახილვასა მას ოცის წლითაგან და უზესთაესი, მისცენ შესაწირავი" (30,13)
როცა გული გეტყვის სიჭაბუკეში მყოფი კაცი ბრალეული არ არის ამისთანა ცოდვისთვისაო, მოიგონე სიტყვა გამოსლვათაგან: "და რჰქვა უფალმან მოსეს, რომელმან ჰსცოდა წინაშე ჩემსა აღვხოცო იგი წიგნისაგან ჩემისა" (32,33)
ვისი გონებაც არ ეკრძალება სიძვის აღსრულებას და მიჰყვება ამ შინაგან კერპს ცოდვისას, მოიგონოს სიტყვა მეორე სხულისაგან: "რჰქვა მოსე ერსა, ისმინე ისრაილ და ეკრძალე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა, რათა კეთილი გეყოს შენ და განმრავლდე ფრიად, ვითარცა ეტყოდა ღმერთი მამათა სენთა, მიცემად შენდა ქვეყანა იგი, ღომელსა გამოსდის სძე (რძე) და თაფლი (6,3). უკეთუ არა ჰყოთ ესე, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვა თქვენი ოდეს გეწიოს თქვენ ძვირი".
როცა გონება გაიძულებს სიძვის ეშმაკის მიყოლას, მოიგონე სიტყვა მეორე სხულისაგან: "უფლისა ღვთისა შენისა გეშინოდეს და მას მხოლოსა მსახურებდე, და მას მხოლოსა ესვიდე და სახლესა მისსა ჰფუცავდე" (6,13).
დღე და ღამ სიძვის გულის_თქმით შეჭირვებულმა და იმედდაკარგულმა, რომ ვეღარ მოვერევიო, მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: "უკეთუ ჰსთქვა გონებასა შენსა, ვითარმედ ნათესავი ესე უხლიერეს არს ჩემსა, და ვითარ შევუძლო მოსრვად ამისა, - არა გეშინოდის შენ მათგან: მოხსენებით მოიხსენო, რა იგი უყო უფალმან შენმან ფარაოსს და ყოველთა მათ მეგვიპტელთა" (7,17-18)
სიძვის ბრძოლითა და მის სხვა-და-სხვა გვარ ცოდვის გონებაში გამოსახვით შეჭირვებულმა, როცა მრავალ-გვარის ვნებით გონებაში შეკრების შემდეგ ერთს რომელსამე ბოროტ აზრს დაადგება, მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: "უწყოდე შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინა გიძღვის წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარე მიაწცინეს იგინი პირისაგან შენისა, რხოცნეს და წარწყმიდნეს იგინი მსთვად, ვითარცა გეტყოდეს შენ უფალო" (9,3)
როცა ეშმაკის მანქანებით ცოტა ხნობით სიძვის გულის-თქმია მიყუჩდება და გული თავისუფლად ჭამასა და სმას გვაწვევს იმ იმედით, რომ უვნებლობის საზღვრესა ვარ მისულიო, უნდა მოვიგონოთ სიტყვა მეორე სჯულისაგან: "არა ჰყოთ ეგრე, ვითარ იგი ჰყოფთ აქა დღეს კაცად-კაცადი ნებასა თავისა თვისისა, რამეთუ არღარა მიწევნილ ხართ თქვენ აქამდე განსვენებასა მას და სამკვიდრებელსა მას თქვენსა, რომელი იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს თქვენ".
ეშმაკისაგან გვამის ჩმუჩვნით შეშინებულმა და შეძრწუნებულმა, რაიცა იციან ეს საქმით გამოცდილებმა, მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: "ხელის-აღმპყრობელ გეყოს შენ უფალი ღმერთი შენი შემწე და სიქადულ შენდა და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მტერნი შენნი ხელთა შენთა, და ყოველნი მხდომნი შენნი შეიმუსრნეს წინაშე პირსა შენსა და დასრთგუნე შენ ქედნი მათნი." (28,7)
ვინც მწუხარებით დახსნილებისა გამო ვერ უძლებს არა წმინდა გულის_თქუმით ლოცვის შემწიკვლელს ჭირსა და იწროებას, უნდა მოიგონოს სიტყვა მსაჯულთა წიგნისაგან: " აღსდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისრაი (ქანანელთა მხედართმთავარი) ხელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღვარ შენდა" (4,14).
ვისაც მწიკლოვანი გულის-თქმა აქვს და არა სურს განგდება და განძევება მისი და არცა ფიქრობს , რომ ცუდია მისთვის, თუ შეკრული და ტყვე იქნება ამ ბოროტებისა, - მოიგონოს სიტყვა მსაჯულთა წიგნისაგან:" და ჰრქვა დალილა: უცხო თესლნი (მოსრულ) შენზედა, სამფსონ, და განიღვიძა ძილისაგან სამსონ და სთქვა: განვიდე და განვჰყარნე მტერნი ჩემნი, და ვჰყო, ვითარცა იგი პირველ, და მან არა იცოდა, ვითარმედ განეშორა ძალი მისი, და შეიგპრეს იგი უცხო თესლთა მათ და აღმოხადეს თვალნი მისნი და წარიყვანეს იგინი Gზად, და შეჰკრეს იგი ბორკილითა რვალისათა და ფქვიდა იგი სახლსა შინა საპყრობილისასა" (16, 19-21)
როცა ანგელოზი თვისის მადლით უფლისა მიმართ ლმობიერად მვედრებელთან მოვა და განსდევნის მისგან სიძვის გულის-თქმას და განაქარვებს ყოველ გვარ ბოროტს ღელვას, სამადლობელად მოიგონოს სიტყვა მეფეთა პირველის წიგნისაგან: " განზლირდინ გული ჩემი უფლისა-მიერ და ამაღლდინ რქა ჩემი ღვთისა-მიერ ჩემისა, გავრცნა პირი ჩემი მტერთა ჩემთა (ზედა) და განვიხარო მე მაცხოვარებითა შენითა" (1 მეფ. 2, 2-12).
როცა ეშმაკის ძილის დროს სიძვის ბილწების სახეს აჩვენებს და ვერ შესძლებს აიძულოს სული საქმით აღასრულებინოს ბილწება, მოიგონოს სიტყვა მეფეთა პირველის წიგნისაგან: "მსვილდი ძლიერთა მოუძლურდა, უძლურნი შემოისნეს ძალითა, შვებულთა პური მოაკლდა მშიერთა დაიპრეს ქვეყანაი" (2, 4-5)
როცა ეშმაკი მოსწრაფეა ბილწის გულის-თქმით უჩინო ჰყოს და წარსტყვენოს შენი სიწმიდე, მოიგონე სიტყვა მეფეთა წიგნის მესამე თავიდან: "ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა-მიერ ღვთისა ჩემისა, მიცემად შენდა სამკვიდრებელი მამათა ჩემთა" (3 მეფ. 21,3)
როცა სიძვის გულის-თქმა ანუ ძილის დროს ბოროტი ოცნების ჩვენება მოაუძლურებს ჩვენს გონებას, უნდა ვევედროთ უფალს ეძრას სიტყვებით: "ისმინე, უფალო, ხმა მონისა შენისა და ყუტი მოჰყავქმნულსა ხელთა შენთასა, რამეთუ სირცხვილეულ ვარ და კდებულ წინაშე პირსა შენსა, ცოდვანი გარდაემატნეს უფროს თავთა ჩემთა და უმეცარებანი ჩვენნი აღიწინეს ვიდრე ცადმდე ჟამთაგან მამათა ჩვენთასა, და ვართ დიდსა შინა ცოდვასა, ვიდრე Dდღეინდელად დღემდე! ნუ მოიხვილავ საქმეთა მათ უსჯულოებისათა, ნუ მოიხსენებენ მათსა, რომელნი ბოროტთა მხეცთა სახე არიან, არამედ მოიხსენ სიყვარული მათი, რომელნი ბოროტთა მხეცდა სახე არიან, არამედ მოიხსენე მათი, რომელნი შიშსა შენსა ერწმუნებიან, ნუცა განრისხნები მატძედა, რომელნი შიშსა შენსა ერწმუნებიან, ნუცა განრისხნები მათზედა, რომელნი ბოროტთა მხეცთა სახე არიან, არამედ მოიხსენ სიყვარული მათი, რომელნი მარადის დიდებასა შენსა ესვენ, რამეთუ ჩვენცა პირველისა ხრწნილებისა სახესა დავადგერით, ხოლო შენ ცოდვილთათვის მოწყალე ხარ, უკეთუ რომელთა ესე საქმე კეთილისა არა გაქვს და გინდეს შეწყალებაი ჩვენი, მაშინ სრულიად მოწყალე იყოს სახელი შენი" (2 ეზდრ. 8,7...)
როცა ბოროტი გულის-თქმა შეგვაწუხებს და სხვა-და-სხვა ვნება ჩვენს გონებას წარსყვევნის, უნდა ვევედროთ უფალს მესამე ფსალმუნიდან: "რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა; მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა რამეთუ არა არს ცხოვრება მისი ღვთისა-მიერ მისისა, ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა" (3, 1-3)
რომელთაც არ იციან, რომ ეშმაკზე რისხვითა და გულის-წყრომით აღძვრა, სიძვის გულის-თქმის წინააღმდეგია, რადგან გულის-წყრომას ცეცხლის თვისება აქვს და სიძვას კი ჭყლისა, მოიგონოს სიტყვა მეოთხე ფსალმუნიდან: "განრისხდებოდეთ და ნუ ჰსცოდავთ, რაი სთქვათ გულთა შინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ" (4,4)
როცა მწიკლოვანი გულის-ტქმა მრავალჯერ ცუდს ვნებისაკენ წარიტაცებს ჩვენს გონეას და არა წმიდებიტ ჩვენი სულიერი ძალის შეკრვას ისწრაფის, მოვიგონოთ სიტყვა მეექვსე ფსალმუნიდან: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ ლოცვისა ჩემისა, უფალმან თაყვანის ცემაი და ვედრებაი ჩემი შეიწყნარა" (6, 8-9).
როცა ღვთის მადლით მოუძლურდება ძალი ეშმაკისა და ვეღარ შეუძლია ღვთის მვედრებელის სულის მოწყვლა, და უჩვენებს მხოლოდ გონებით სხვათა ბოროტისა და ბილწისა საქმის მომქმედთა, მოიგონოს სიტყვა მეცხრე ფსალმუნიდან: "მტერისა მახვილსა მოაკლდა სრულიად ქალაქნი აღაოხრეს, წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებიტ და უფალი ჰგიეს უკუნისამდე" (9, 6-7).
როცა სიძვის ეშმაკი მოღვაწეს დაესხმის,გონებას განუკრთობს და დაავიწყებს, თუ როგორ უნდა ევედროს უფალს მის (სიძვის ეშმაკის) გასადევნელად, მისთვის კეთილად არს შესვლა სენაკსა და გულის-ხმის-ყოფა სიტყვათა ამათ მეთორმეტე ფსალმუნისა: "განანთლენ თვალნი ჩემნი, ნუ უკვე დავიძინო სიკვდიდ, ნუ სადა ჰსთქვას მტერმან ჩემმან: მძლე ვევაყ მას" (12, 3-4)
როცა გული გეტყვის ძნელია სიძვის გულისთქმასტან ბრძოლა და ვის შეუზლია მისი მორევაო, მოიგონე სიტყვა მეათშვიდმეტე ფსალმუნიდან: "რომელნი აღდგომილ არიან ჩემზედა ჰყვენ იგინი ჩემ ქვეშე, მტერნი ჩემნი დევნულ ჰყვენ და მოძულენი ჩემნი მოსრენ, დავაწვრილნე იგინი, ვითარცა მტვერნი წინაშე ქარსა, და ვითარცა თიხა უბნისა დასთრგუნე იგინი" (17, 39-42).
როცა მტერი ხორცის ბრზოლით უეცრიფ შეებმება კაცს, გონებას ვერ უცვლის არა წმიდა გულის-თქმით, სამადლობელად მოიგონოს სიტყვა ოცდამეცხრე ფსალმუნიდან: "მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა, განმძარცვე მე ძაძაი და შემმოსე მე სიხარულით" (29,11)
როცა გული წინადვე გვეთყვის, მოგერევა სიძვის ესმაკი და ვერ შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიოო, უნდა მოვიგონოთ სიტყვა ოცდამეთოთხმეტე ფსალმუნიდან: "ჰრცხვენოდენ და კდემოდენ, რომელნი ეზიებენ სულსა ჩემსა, მართლ უკუნ-იქცნენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა" (34,4).
როცა გული გეტყვის, ძემცე მომავალი სიძვის ეშმაკი ჩემზე უძლიერესია და მაიძულებს ცოდვის საქმით აღსრულებასაო, მოიგონე სიტყვა ოცდა მეთოთხმეტე ფსალმუნიდან: "იქმნენ იგინი, ვითარცა მთვერნი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მას, იყვნეს გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამანა ჰსდევნესს იგინი" (34, 5-6)
როცა სიძვიასთან ბრძოლის დროს გულის-თქმა ძაძის ჩაცმას გვაზაგებს და გვავიწყებს, რომ ცოდვის მოსანანიებლად თვით დავითიც ამ გვარად მოიქცა ჩვენდა სასწაულად (სასწავლებლად), მოვიგონოთ სიმავე დავითის საქმე და სიტყვა ოცდა მეთოთხმეტე ფსალმუნიდან: "ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდეს მე, შევიმოსო ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი" (34,13)
სიძვის გულის-თქმით მუდამ შეურვებულმა და მოუძლურებულმა, რომელსაც იმედი აღარ აქვს მისი გაქარვებისა და გონებაში ჩარჩენილი აქვს ერთი რაიმე მავნებელი სახე, მოიგონოს სიტყვა ოცდამეთექვსემეტე ფსალმუნიდან: "წუთღა და არღა იყოს უღმრთო, ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოო" (36,10)
როცა ეშმაკი პირმშვენიერისა შიშველის დედაკაცის სახით გვეჩვენება და გვაიძულებს ცუდისა და ბოროტის საქმის ქმნასა, მოვიგონოთ სიტყვა ორმოცდა მეთერთმეტე ფსალმუნიდან: "ამისთვის დაგამხვას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხვრას და განგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქვეყანისაგან ცხოველთასა" (51,5).
როცა მოღვაწეს გული ეტყვის სიწმიდისაგან დაცემას, ცოდვაში ჩავარდნას და კაცთა სირცხვილი შეიწუხებს, მოუგოს ას-ცდა-მერვე ფსალმუნიდან: "ჰრცხვენოდენ და მართლ უკუნ-იქცნენ ყოველნი მოზულენი სიონისანი, იქმნენ იგინი ვითარცა თივა ერდოსა, რომელი პირველ აღყვავებისა განხმის" (128, 5-8)
როცა სიძვის ეშმაკი ღამით გვიჩვენებს ბილწ ოცნებას, და დღისით ბოროტის გულის-თქმით გვეკიცხვის, უნდა მივუგოთ სიტყვა იგავთაგან: "აწ უკვე, შეჩვენებულნო, წარწყმედასა თქვენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის (განვიხარებ), რაჟამს მოიწიოს თქვენზედა ჭირი და ოდეს მოვიდოდეს თქვენზედა მეყუსეულად შფოთი; მართლ-უკუნ იქეცით ჩემგან, უკეთურნო, მომქმედნო უსჯულოებისანო" (1, 26-27)
როცა გული გეტყვის ვისმე დედაკაცთან მეგობრობას და მასთან საუბარს იმის გამო, რომ რაიმე კეთილი უქმნია ჩვენთვის ანუ მოწადინეა ჩვენთან საუბარს სულიერად სარგებლობისათვის, მივუგოთ სიტყვა იგავთაგან: "ნუ ჰყოვნი უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოიხვევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს. აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს ჰყოფ სწავლათა ჩემთა, ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა, რათა არა წინა უყო უცხოთა ცხოვრებაი შენი და მონაგები შენი უწყალოთა, რამეთუ საბლითა ცოდვისა თვისისა კაცად-კაცადი შეიკრვის (5, 20. 7-9)
როცა გონებაში გამოგესახება დედაკაცის შვენიერება და გული გეტყვის მასთან საუბარს ანუ ბოროტის ფიქრის საქმით აღსრულებას, რაიცა, როგორც ამამნი ამბობენ, სიკვდილია სულისაო, - მიუგე სიტყვა იგავთაგან: "შვილო, ნუ გარევ სიკეთისა გულის-თქუმისა, ნუცა მოინადირებ თვალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა რამეთუ საყიდელი მეძვისა, ვითარცა ერთი ხვეზა პურისა რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის" (6, 25-26)
როცა გული გეტყვის მახინჯ დედაკაცთან საუბარი არაფერი სავნო და ცუდიაო, მიუგე სიტყვა იგავთაგან: "გამოიკრის ვინ ცეცხლი წიაღთა და არა დასწვისა სამოსელი მისი? ანუ ვალნ მე ვინ ნაკვერცხალთა ზედა ცეცხლისათა და ფერხი მისი არა მოიწვასა? ეგრეცა რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრის-ცოლისა, არა უბრალო იყოს; რამეთუ რომელნი ჰსცოდვიდენ, ეწიოს მათ ძვირი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი" (6, 27-29)
მრავალის ბრძოლით შეურვებულმა მტერისაგან, რომელსაც უფლის მადლი განსდევნის და კაცის გონებას სიწმიდეს მიანიჭებს, - მოიგონოს სიტყვა იგავთაგან: "ვითარცა გამოიცდების ცეცხლსა შინა ოქრო და ვერცხლი, ეგრეცა გული ჰრჩეული უფლისა-მიერ" (17,3)
როცა გული აღგვეძრება იმ ცოდვისათვის, რომლისთვისაც მრავალჯერ მხურვალე ცრემლით ვევედრეთ უფალსა და მოტევება ვსთხოვეთ, უნდა მივუგოთ სიტყვა იგავთაგან: "ვითარცა ძაღლი რა მიექცის ნათხევარსა თვისსა და საძაგელ იქმნის, ეგრეცა უკეთური თვისითა უკეთურებითა მირაიქცის თვისსავე ცოდვასა" (26, 11)
როცა გული მოგვასურვებს პირველ შვებას და სანოვაგეს, რაიცა იყო მიზეზი ჩვენის ცოდვისა, უნდა მოვიგონოთ სიტყვა ეკლესიასთესაგან: "გული ბრძენთა სახლსა გლოვისასა, ხოლო გული უგნურთა სახლსა შვებისა და სიხარულისასა" (7,4)
ვინც არა-წმინდა გულის_თქმათა სეიწყნარებს და არა ჰსურს განდევნა მათი შიმშილითა, წყურვილითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, უნდა მოიგონოს სიტყვა ეკლესიასტესაგან: "უკეთუ სული ხელმწიფებისა მის ბნელისა აღმოვიდეს შენზედა, ნუ სცემ ადგილსა შენ შორის, არამედ წამალნი იგი ძლიერნი მოიგენ, რომელნი დააცხრობენ ცოდვათა დიდთა".
ვისაც ჰგონია შეუზლებელია გონების წმიდად დაცვა და ბოროტის გულის-თქმის არ მიყოლაო, მოიგონოს სიტყვა იობისაგან: "ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა ბოროტი მოუხდეს" (1,5). უკეთუ მათ ჟამთა (მათთვის იყო საჭირო) განკრძალებად, რათა არა რაი ბოროთი მოუხდეს მათ გუნებასა, რაოდენ აწ თანამდებ ვართ ახალსა ამას ჰსჯულსა ქრისტეს მადლისასა შეკრძალვად გონებისა გულის სიტყვათაგან ბოროტთა.
სიძვის ბრძოლით შეურვებულმა და ეშმაკის ურცხვინეობით სისაძაგლით განკვირვებულმა უნდა მოიგონოს სიტყვა იობისაგან: "აწ არამე განსაცდელი არსა ცხოვრება კაცისა ქვეყანასა ზედა, ვითარცა მორეწისა მდღევარისა საყოფელი მისი" (7,1).
როცა გული გეტყვის ეშმაკის წინადვე მოსლვას, რომელიც ცეცხლებს აღაგზნებს ჩვენს ასოს, მოვიგონოთ სიტყვა იობისაგან: "წყეულ იყავნ ნაწილი მათი ქვეყანასა ზედა (24, 18), ეძიებნცა ბნელსა და არა ნათელსა, შეცთომილმცა არიან, ვითარცა მთვრალნი" (12,25).
როცა ეშმაკი გვაიძულებს და გვაწვევს ბოროტი საქმის ქმნას, მოვიგონოთ სიტყვა იობისაგან: "ნუ იყოფინ ჩემდა უსჯულეობად წინაშე უფლისა და წინაშე ყოვლის-მპყრობელისა შეშფოთებად სიმართლისა".
როცა გაგვიკვირდება, თუ როგორ გვივლენს სიძვის ესმაკი ესოდენს ხორცის სიმხურვალესა და ცეცხლებრ მოტყინარე გულის-თქმასაო უნდა მოვიგონოთ სიტყვა იობისაგან: "სული მისი ნაკვერცხალი არს და ალი პირისა მისისაგან გამოვალს" (41,13)
როცა სიძვის გულის-თქმა გვეტყვის მარხვით განვიდევნებიო, უნდა მოვიგონო სიტყვა ისაია წინასწარ-მეტყველისა: "მოსრას სიყმილმან ნათესავი შენი და ნეშტი შენი მოსწყდეს და უჩინო იქმნეს" (14,30)
როცა გული გეტყვის დღე და ღამ სიძვის გულისთქმასთან ბრძოლას უმჯობესია ქორწინება და კეთილთა შვილთა მამად წოდებაო, უნდა მიუგო სიტყვა ისასიასგან: "რამეთუ უგუნური იგი უგუნურებასა იტყოდის და გულმან მისმან ამაოი განიზრახის აღსრულებად უსჯულებისა და სიტყვად საცთურისა და განბნევად სულთა მშიერთა და სულთა წყურილეთა დაცუდებად" (32, 6-7).
როცა სიძვის ეშმაკი სხვა-და-სხვა გვარის ბრძოლით გვტანჯავს, მოგვაგონებს რა წმიდათა დედათა აღწერილ "ცხოვრებათა" კითხვის დროს ადრინდელ მათ ცხოვრებას, ღვთის სავედრებელად უნდა მოვიგონოთ სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისა: "ხოლო შენ, უფალო ძალთაო, მსაჯულო სიმართლისაო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსცა შენ-მიერ შურის-გებაი მათ შორის, რამეთუ შენდამი განვაცხადე სამართალი ჩემი" (11,20)
სიძვის ბრძოლით შეჭირვებულისათვის ღვთის სავედრებელი სიტყვები იერემიას გოდებათაგან: "იხილე სიმდაბლე ჩემი, რამეთუ განსდიდნა მთერი ჩემი და მძლავრობს ჩემზედა" (1,9).
ღამით ვნების აღმძვრელისა და საცისკრო ლოცვის შემწიკვლელი ეშმაკის გამდევნელი ღვთის სავედრებელი სიტყვები იერემიას გოდებათაგან: "მოიხილე და იხილე, უფალო, რამეთუ ვიქმენ მე შეურაცხ" (1,11), არამედ შენ, უფალო ძალთაო, ჰყავ ჩემთანა წყალობა შენი.
ღამით მწიკლოვანს ოცნებაში ჩავარდნილისათვის სიტყვა იერემიას გოდებათაგან: "აღსდეგ, იწურთე ღამე, დასაბამსა ხმინვისა შენისასა, განფინე გული შენი, ვითარცა წყალი, წინაშე პირსა უფლისასა" (2,19).
ერთს რომელსამე ვნებაზე გონების შეჩერების დროს ეშმაკის შესარისხავად, ღვთის სავედრებელი სიტყვები იერემიას გოდებათაგან: "ვჰხადე სახელსა შენსა, უფალო მღვიმით-ქვესკნელით; ხმა ჩემი გესმა, ნუ დაამძიმებ ყურთა შენთა ღაღადებასა ჩემსა, მოჰყავ შეწევნად ჩემდა დღესა მას, რომელსაცა გხადოდი შენ და მარქუ მე: ნუ გეშინინ" (3, 55-57).
როცა სიძვის გულის თქმას არ შევიწყნარებთ, ეშმაკი შხვა ღონესა ხმარობს, სჩმუჩნავს და აღაზრზენს ჩვენს ასოს. გამოცდილება გვასწავებს, რომ ამ ბრძოლის დროს საჭიროა მეთი მოღვაწეობა მღვიძარებითა და ლოცვითა. ქვემჯდომით მცირედად უნდა მიიძინოს, ძაძა შეიმოსოს და ნაკლულევანებით პური და წყალი მიიღოს. ამასთანავე უნდა ხშირად მოიგონოს სიტყვა დანიელისა: "მეუფება შენი წარხდა შენ შორის და შენ განიდევნო კაცთაგან და მხეცთათანა ველისათა იყოს მკვიდრობა შენი, და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ და შვიდნი ჟამნი იცვალნენ ვიდრემდე ჰსცნა, ვითარმედ უფლებს ღმერთი მაღალი მეუფებასა ზედა კაცთასა და ვისაცა უნდეს მისცეს იგი" (4,22)
როცა გონება ფართოსა და ვრცელს ბოროტს გულის-თქმის გზაზე სვლას გვაწვევს, მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა: "ნუ ჰსცდებით, - არცა მეძავთა, არცა კერპ-მსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა საუფეველი ღვთისა არა დაიმკვიდრონ" (1 კორპ. 6,9)
როცა სიძვის გულის-თქმა გაგვიჩნდება, მოვიგონოთ სიტყვა პავლესი ეპისტ. კორინთ. მიმართ: "ნუმცა ისიძვავთ, ვითარ იგი რომელთამე ისიძვეს და დაეცნეს მახვილითა ერთსა შინა დღესა ოცდასამი ათასი" (იქვე 10,8).
როცა არა წმიდა გულის_თქმა ღამის ბოროტ ოცნებისაგან წამომდგარ მავნებელს სიზმარს მოგვაგონებს და ჩვენს გონებას შემწიკლავს, მოვიგონოთ სიტყვა ექისტოლეთაგან პავლესთა: "ხოლო სიძვა და არა წმიდება ყოველი, განა ანგარება, ნუცაღა სახელ იდების თქვენ შორის, ვითარცა იგი შეგავს წმიდათა; და საძაგელება და ყოველი სიტყვა სიცოფისა და ლაღობა, რომელი არა ჯერ არს (თქვენდა), არამედ უფროსღა მადლობა; ხოლო არა უწყითა, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არა წმიდასა და ანგარსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქვს მკვიდრობა სასუფეველსა ქრისტესსა ღვთისასა" (ეფესელ, 5,3-5).
როცა ის აზრი გვიჩნდება, რომ ღვთისაგან ევლინება კაცს განსაცდელიო, მოვიგონოთ სიტყვა კათოლიკეთაგან იაკობისთა: "ხოლო რომელი იგი განიცდებოდის, ნუმცა ვინ იტყვის, ვითარმედ ღვთისა-მიერ განიცდებოდის, ნუმცა ვინ იტყვის, ვითარმედ ღვთისა-მიერ განვიცდებით, რამეთუ ღმერთი არა გამომცდელ არს ბოროტისათვის და არავის განცდის, არამედ კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის-თქმისა" (1,13-14)
ვინც არ იცის, რომ მისის გულის-თქმისა გამო მივლენ ეშმაკნი მრავალი სახის გულის-თქმითა, მოიგონოს სიტყვა კათოლიკეთაგან იაკობისთა: "ვინა (საიდგან) არიან თქვენ შორის ბრზოლანი, ანუ ვინა არიან ლალვანი, ანუ არა მიერვე გულის-თქმათაგან თქვენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა სინა თქვენთა" (4,1)
მტერისაგან ბრძოლით შეჭირვებულმა და ხორცის ხურვებით ცეცხლებ აღტყინებულმა მოიგონოს სიტყვა პეტრე მოციქულისა: "საყვარელნი, ნუ გიკვირსთ თქვენ ხურვება ეგე, რომელი განსაცდელად იქმნის თქვენთანა, რეცა თუ უცხო რაიმე შეგემთხვივს; არამედ ეგე რაოდენ ეზიარებით ქრისტესთა გიხაროდენ, რათა გამოცინებასა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვენით" (1.4, 12-13).
შეწუხებულმა და დაღონებულმა, რომელსაც ჰგონია, მარტო ჩემზეა ესოდენი ბრზოლა და განსაცდელიო, მოიგონოს სიტყვა კათოლიკეთაგან ეპისტოლე მოციქულ პეტრესი: "განიფრთხვეთ, მღვიზარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეზიებს ვინმცა შთანთქა; რომელსა (ეშმაკსა) წინააღუდეგით მტკიცედ სარწმუნებითა (და) უწყოდეთ იგივე ვნებათაი მათ ამას სოფელსა სინა ძმობასა მას თქვენსა აღასრულებდით" (1,5,8-9)
როცა გული მიუთხრობელს ბოროტის მოწევნას გვექადის ეშმაკისაგან, რომელთა ბრზოლა მძვინვარე და აურაცხელია, ამისათვის ამ ბრძოლას თითოეულად არ აღვწერ, რომ მოღვაწეთა გულის-მოდგინეობა არ დავხსნა და სამოღვაწეოდ ახლად მისულნი შიშში არ ჩავაგდო და ერის კაცნიც არ დავაბრკოლო. ვიტყვი მხოლოდ, რომ მრავალ-გვარი მზაკვარება გამოვსცადე ეშმაკთაგან; მიკვირდა ანგელოსთა სულ-გრძელობა, რომ წუმწუმითა არა სწვავდენ მათ ჯოჯოხეთში არა ჰყრიდნენ; ამ გვარ შემთხვევაში მოვიგონებდი მოციქულის პეტრეს სიტყვებს: "იცის უფალმან ღვთის მსახურთა მათ განსაცდელისაგან ხსნაი, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას სასჯელისასა ტანჯვასა შინა დამარხნეს" (2.2-9)