სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებითი თესლი (ჩვენში არსებული სიკეთე), წმიდა ძალები და კეთილი ნება.
ბუნებითი თესლი ისაა, როდესაც, მაგალითად, გვსურს, რომ ადამიანები ისევე გვექცეოდნენ, როგორც ჩვენ ვექცევით მათ; ანდა როდესაც ადამიანს გასაჭირსა და შევიწროვებაში ვხედავთ და, ბუნებრივია, მოწყალებას გავიღებთ მისთვის.
წმიდა ძალები - როდესაც ვგრძნობთ სწრაფვას სიკეთისაკენ, საკუთარ თავში მადლიან ქმედებას მოვიპოვებთ და წარვემატებით.
და ბოლოს, კეთილი ნება მაშინაა, როდესაც სიკეთეს ბოროტებისაგან განვასხვავებთ და სიკეთეს ვირჩევთ.
ბოროტებისაკენ ასევე სამი საწყისი გვიბიძგებს: ვნებები, დემონები და ბოროტი ნება.
ვნებები ისაა, როდესაც გსურს რაღაც უგუნურად, როგორიცაა: ან საკვები უდროოდ და საჭიროების გარეშე... ან როდესაც ვმრისხანებთ ან ვბრაზდებით ვინმეზე, ანდა მასზე, ვინც ზიანი მოგვაყენა.
დემონები - როდესაც ისინი ჩვენი სიზარმაცის ჟამს შესაფერის დროს ირჩევენ და თავს გვესხმიან, დიდი ძალით აღაგზნებენ ჩვენში ზემოაღნიშნულ ვნებებსა და მათ მსგავსს.
და ბოლოს, ბოროტი ნება - როდესაც სიკეთე უწყი და მაინც ბოროტებას ირჩევ.