† ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი

ღირსი მამის შესახებ

ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგოვის გუბერნიაში. იგი იზრდებოდა მორწმუნე ოჯახში, 17 წლის ლუკა ათონის წმინდა მთაზე გაემგზვრა, სადაც ბერად დარჩენას აპირებდა, მაგრამ ერთ-ერთმა ათონელმა ხუცესმა მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია. ლუკა თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და 1905 წლამდე მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
1912 წ. ლუკა ბერად აღიკვეცა და ლავრენტი ეწოდა.
ღირსი ლავრენტის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა. მოსიყვარულე, გამჭრიახი გონების და სასწაულთმოქმედი გულთამხილავი ბერი არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ კომუნისტური რეჟიმისგან დაჩაგრულ უბრალო ადამიანებსაც ძლიერ იზიდავდა. ღირსი ლავრენტი მართლმადიდებლობის მკაცრი აღმსარებელი იყო და მასთან რჩევებისთვის მრავალი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის ინტელიგენციიდანაც.

ღირსი მამის დიდი სიყვარული და მისი სულიერი ძალა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. ღირსი ლავრენტი დიდი ფსიქოლოგიც იყო; მას შეეძლო ადამიანის სულიერი სამყაროს ამოცნობა თვით უმცირედ დეტალებამდე.

ღირს ლავრენტის, გადმოცემის თანახმად სასწაულთმოქმედების ნიჭიც გააჩნდა. მან, აგრეთვე, მრავალი ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას. ღირსი მამის ნიჭით განცვიფრებულ ხალხს აინტერესებდა, თუ როგორ შეეძლო ბერს სცოდნოდა თითოეული მომსვლელის გასაჭირი და ყოველთვის მართებული რჩევა მიეცა. ერთ-ერთმა მომლოცველმა გაბედა და ჰკითხა ღირს ლავრენტის ამ საიდუმლოს შესახებ. ბერმა უპასუხა აზრს წარმართავს ღმერთი და პასუხიც დაუყოვნებლივია.


სქიარქიმანდრიტი ლავრენტი გარდაიცვალა 1950 წ. 19/6 იანვარს. ღირს მამასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მოდიოდა.

სქემარქიმანდრიტი ლავრენტი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველის სახელით. კანონიზირებულია 9/22 აგვისტოს, 1993 წ.