ქრისტეა სოფელში? ღმერთია სოფელში, სრული ღმერთი, მთელი ღმრთაებრივი სრულყოფილებით ხორცშესხმული. ეს ადამიანთათვის უსასრულო სიხარულია, მაგრამ, ეშმაკთათათვის უსასრულო ტანჯვაა. „რატომ მოხვედი ჩვენს დასატანჯად?" (შეადარეთ, ლუკა, 8,27) - მუდმივად, ხმაურით და უხმოდ აღმოხდება ყველა ეშმაკის ბნელ და მყრალ ბაგეებს, რომლებსაც ცოდვათა მიერ, ეს ქვეყანა სიკვდილის, ტანჯვის და წამების არენად და ჯოჯოხეთის წინკარად გადააქციეს. ღმრთაებრივი, ქრისტესეული სიკეთის საწინააღმდეგოდ, ეშმაკნი ამ სოფლად მთელ თავის ბოროტებას უწყვეტად კრებენ, ალამაზებენ, ნიღბავენ მას, რათა იგი ადამიანთათვის მიმზიდველი გახადონ. მიწიერ სოფელში მათი მთავარი, ყველაზე მთავარი საქმეა - ბრძოლა ქრისტესთან, ადამიანთა საშუალებით. მათ იციან, მწარე გამოცდი-ლებით შემეცნებული აქვთ, რომ უფალ ქრისტეს, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაამარცხებენ, მაგრამ მათი უდიდესი სიხარული - ქრიტესაგან ადამიანის განრიდება, ქრისტესთან მისასვლელი გზების ჩაკეტვა, ქრისტეს შესახებ მათი ცდუნებაა, რამეთუ, მათ ესმით, რომ ამით ისინი ადამიანებს ყოველგვარი დაცემისაკენ და მათ შორის უდიდესი - განდგომილებისაკენ უბიძგებს. თუკი ადამიანი ქრისტეს განუდგება, იგი განუდგება ერთადერთ უსაფრთხო საფუძველს, რომელიც სიკვდილის, ცოდვისა და ბოროტებისაგან იცავს, და მაშინ ეშმაკი მას ცოდვის, ვნების და განსაცდელთა მორევში ითრევს, ბოლოს კი თავის სამეფოში - ჯოჯოხეთში აგდებს. ის, რითაც ადამიანი ცას, უკვდავებას, მარადისობას, მარადიულ ჭეშმარიტებას, საუკუნო ცხოვრებას ებღაუჭება - უფალ ქრისტეს რწმენაა. ამიტომაც, მთელი ჯოჯოხეთი, მთელი თავისი ბოროტებით, ქრისტეს სარწმუნოების წინააღმდეგ დაიძრა. და როცა იგი, სარწმუნოებისაგან თუნდაც რომელიმე ადამიანის ჩამოშორებას შეძლებს, ამით მას ღმერთისაგან განაგდებს და თავისი ბოროტებით ყველას სულიერი სიკვდილისაკენ უბიძგებს, რომლის იქითაც მყრალი და დამპალი ბნელეთის - ჯოჯოხეთის უსაზღვრო სამეფოა გადაშლილი. თუკი ადამიანი ქრისტეს განუდგება, იგი გარდაუვლად, ცრუ ღმერთების მონაპოვარი გახდება; იგი მარადიულ ჭეშმარიტებას განუდგება და ფსევდოჭეშმა-რიტებათა, კვაზიჭეშმარიტებათა რბილ ქვიშაში ჩაეფლობა; იგი საუკუნო ცხოვრებისგან განვარდება და უსასრულო სიკვდილში დაიკარგება; იგი სამოთხეს მოსწყდება და კუპრში ჩავარდება; რაც უფრო დიდია ქრისტეს რწმენა ადამიანებში, მით მეტად აფრდებიან დემონები ამ რწმენის წინააღმდეგ და ქრისტეს თავზე თავდასხმები უფრო ხშირია. სატანის მთელი სტრატეგია იმაში მდგომარეუბს, რომ ადამიანთათვის ცოდვა სასურველად აქციოს, სრულყოფილი კოსმეტიკის გზით, რაც კი ბოროტებაში სრულყოფილი სატანის გონებამ შეიძლება მოიფიქროს, - და ასე გააბას მახეში ადამიანები, ქრისტესგან განდგომისაკენ უბიძგოს. ვინ განუდგა სრულიად ქრისტეს - ღმრთის სიტყვას? სატანა. კაცთა მოდგმაში კი უფალი ქრისტესაგან სრულ განდგომილებას ანტიქრისტე წარმოადგენს. ადამიანური სახით, ეს ქრისტე ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისაგან, მისი სიმართლისაგან, მისი სიყვარულისაგან, მისი სიბრძნისაგან, მისი კაცთმოყვარებისაგან, მისი მარადისობისაგან განდგომის სრულყოფი-ლი მაგალითი იქნება. მაგრამ, ქრისტესაგან ყოველგვარი განდგომი-ლება, თავის თავში რაღაც ანტიქრისტეულს და ამიტომაც, სატანურს შეიცავს. თუმცა, კაცთა მოდგმის ისტორია არ დასრულდება, სანამ სატანა დედამიწაზე თავისი ბოროტების მთელ ძალას არ გამოავლენს. ყველაზე სრულყოფილად და ყველაზე სრულად კი, იგი ამ ძალას ანტიქრისტეს სახით გამოავლენს, რათა ქრისტესაგან რაც შეიძლება მეტი ადამიანი განაყენოს და მათი საშუალებით, უფალ ქრისტესთან უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა გამართოს. როცა ანტიქრისტე ამქვეყნად იქნება და ქრისტეს წინააღმდეგ საბრძოლველად, სატანის სამეფოს მთელ ბოროტებას გამოიყვანს, და როცა ეს ბოროტება მთელ თავის ძალას გამოაჩენს - თავისთავადაც და იმ ადამიანთა მიერაც, ვინც მათ ნებაყოფლობით გაჰყვება, - მაშინ ქრისტეს სარწმუნოე-ბისაგან კაცთა მოდგმის ყველაზე მრავალრიცხოვანი განდგომა მოხდება, რამეთუ ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუმოძღვარნი მრავალს აცთუნებენ, და უსჯულოება გამრავლდება და მრავალთა სიყვარული გაცივდება („და გამრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთაი") (მათე,24,12), ისე, რომ როცა უფალი მეორედ მოვა, „პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქუეყანასა ზედა" (ლუკა, 18,8)?
ანტიქრისტე - ანტიღმერთია, რამეთუ მთლიანად ქრისტეს მოწინააღმდეგეა, იგი უკუე ამით, ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მოწინააღმდეგეა. ამის გარდა, თავისი ქრისტესმბრძოლობით და ღმრთისბრძოლობით, ანტიქრისტე ყოველგვარი „ღმრთაების" და ნებისმიერი „ღმერთის" სარწმუნოების მოწინააღმდეგე იქნება. ის იმისთვის გაირჯება, რომ არა მხოლოდ ქრისტე შეცვალოს ქრისტეს მაგივრად იყოს, არამედ რათა თავისი თავით ყოველი „ღმრთაება", ყოველგვარი „ღმერთი" შეცვალოს, რისი რწმენაც ადამიანებს ექნებათ, მისი (ანტიქრისტეს) დედამიწაზე მოსვლის დროს. შეგნებული და დაგეგმილი მიზნით - თვითონ გახდეს ყველას ღმერთი, ყოვლად-ღმერთი. ეს ბუნებრივია ცოდვისათვის, "უსჯულოების კაცისათვის" (2 თესალონიკელთა, 2,3), რამეთუ ცოდვა ნებისმიერ არსებას, უკიდურესი სატანიზმისკენ, უკიდურესი თვითგაღმერთებისაკენ იტაცებს, როგორც უწინ სატანა გაიტაცა. რამეთუ, რა არის სატანა? სატანა - თვითმარქვია თვითღმერთია, თავის თავის ღმერთია. მან კი თავის თავი ასეთად ამპარტავნებით, ღმრთისაგან განდგომით, თავმოყვარეობით, თვითგაღმერთებით აქცია. კაცთა მოდგმაში მსგავსი თავმოყვარების, თვითღმერთობის სრულყოფილი ნიმუში - ანტიქრისტე იქნება. ის ყოველ „ღმერთს", პირველ ყოვლისა კი ჭეშმარიტ ღმერთს - უფალ ქრისტეს შეეწინააღმდეგება და ამპარ-ტავნულად, ყოველ „ღმერთზე", პირველ ყოვლისა კი ჭეშმარიტ ღმერთსა და უფალზე - იესო ქრისტეზე მაღლა დაიყენებს თავის თავს. და შეეცდება დაჯდეს - და დაჯდება კიდეც - ქრისტიანულ ტაძრებში, როგორც ღმერთი და თავს ერთ და ყოვლადჭეშმარიტ ღმერთად გამოაცხადებს. ამაში მას სატანა მთელი გულმოდგინებით დაეხმარება და იგი სატანის მოქმედებით, დიდ საწაულებს მოახდენს. იგი ძალზე მაცდურად და მომხიბლავად იმოქმედებს, რათა, თუ შესაძლებელია, რჩეულნიც აცდუნონ. და უამრავს აცდუნებს, როცა როგორც ღმერთი, ქრისტიანულ ტაძრებში დაჯდება და ხელმწიფება და მთელი ქვეყნიური ძალა ექნება. ანტიქრისტე თავს ერთადერთ ქრისტედ, ანტიღმერთი-ერთადერთ ღმერთად, ანტიუფალი - ერთადერთ უფლად, ანტიჭეშმარიტება - ერთადერთ ჭეშმარიტებად, ანტისიყვა-რული - ერთადერთ სიყვარულად, ანტისიცოცხლე (ცხოვრება) - ერთადერთ სიცოცხლედ (ცხოვნებად), ანტისიკეთე - ერთადერთ სიკეთედ, ანტიუკვდავება - ერთადერთ უკვდავებად, ანტიკაცთმო-ყვარე - ერთადერთ კაცთმოყვარედ წარმოაჩენს. ამის გამო, ანტიქრისტე, არსებითად, ყველაზე სისხლისმსმელი ანტიადამიანი იქნება: ერთადერთ ჭეშმარიტ და სრულყოფილ ადამიანად თავის წარმოჩენისას, იგი გეგმაზომიერად, სხვადასხვა ცოდვებით მოკლავს ადამიანს მთელს მის არსებაში, ადამიანში ღმრთისხატოვნებას მოკლავს და ამით ადამიანში მოკლავს ყოველივეს, რაც ადამიანის, ადამიანურობის, ადამიანურის არსს წარმოადგენს; ადამიანში ყოველივეს მოკლავს, რაც ღმრთისაკენ, ქრისტესაკენ, ცისკენ მიიწევს, და ყოველივე ამას საწინააღმდეგო, დამანგრეველი ძალებით შეცვლის. ყოველივე ამის მიერ, ანტიქრისტე, ეს ტიტანური ადამიანი, ეცდება თავისი საბოლოო მიზანი განახორციელოს - გააეშმაკოს ადამიანი, გააეშმაკუროს, რათა მისი სული ღმრთისხატოვნების ნაცვად - ეშმაკისხატოვნებით, ღმრთისმოყვარეობის ნაცვლად - ეშმაკისმოყვა-რეობით აღავსოს და ასე, ღმერთკაცის საწინააღმდეგოდ, ადამიანი ეშმაკკაცად აქციოს და ქრისტეს მადლიანი ღმრთისადამიანის ნაცვლად ეშმაკადამიანები შექმნას. ანტიქრისტე მეცნიერების მიერაც, ფილოსოფიის მიერაც, ხელოვნების მიერაც, ადამიანის ყოველგვარი საქმიანობის მიერაც ეცდება, თავი ერთადერთ ღმერთად წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი სიცრუე (ტყუილი) იქნება; ერთადერთ სიმართლედ, ერთადერთ სიცოცხლედ (ცხოვრებად), ერთადერთ სამოთხედ წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი უსამართლობა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი იქნება; ეცდება თავი ერთადერთ ადამიანად წარმოაჩინოს - სინამდვილეში კი არაადამიანი იქნება, ერთადერთ კაცთმოყვარედ წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი ყველაზე სისხლისმსმელი კაცის-მკვლელი იქნება.
ანტიქრისტეს შესახებ საშინელი ჭეშმარიტება, მაცხოვრის სახარების უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებებს განეკუთვნება. მასზე ისევე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც უფალ ქრისტეზე (შეადარეთ, 2 თესა-ლონიკელთა, 2,5). მაცხოვრის სახარებაში მას რომ სიჩუმით ჰქონდეს გვერდი ავლილი, რამდენად უფრო სახიფათო იქნება კაცთა მოდგმისათვის ანტიქრისტეს მოღვაწეობა! ჩვენ, ქრისტიანებმა, მაცხოვრის სახარებიდან ვიცით, თუ რას ფიქრობს ღმერთი ჩვენზე, ადამიანებზე, და როგორია ჩვენზე მისი განზრახვა (ჩანაფიქრი), მაგრამ ყოვლადძლიერმა უფალმა ასევე გვითხრა თავის სახარებაში, თუ რას ფიქრობს სატანა ჩვენზე, ადამიანებზე და რის გაკეთებას გვიპირებს (შეადარეთ, 2 კორინთელთა, 2,11; 11,14), და მისი მთავარი მოციქული-ანტიქრისტე - თუ რას ფიქრობს ჩვენზე და რის გაკეთებას გვიპირებს. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, არაფერი ღმრთაებრივი უცნობი არ არის, მაგრამ ზუსტად ასევე, არაფერი სატანური, რათა ვიცოდეთ, როგორ ავერიდოთ და თავი დავიცვათ სატანური განსაცდელების და ბოროტებისგან. ჩვენ ადამიანები, შექმნილნი ვართ, რათა მადლიან ღმრთისიანებად ვიქცეთ; უფალი ქრისტე განკაცდა და როგორც ღმერთკაცმა გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ყოველივე ღმრთიური მიწაზე - ადამიანის ცხოვრებაში, აგრეთვე, როგორ ავირიდოთ და გავანადგუროთ ყოველივე ღმრთისსაწინააღმდეგო: ცოდვითი, ბოროტი, სატანური, ანტიქრისტესეული. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფრით ძლიერნი ვართ სატანასა და მის შავ ანგელოზებზე, ძლიერნი ვართ, ქრისტეს მადლით, ძლიერნი ვართ მისი წმინდა ეკლესიით, რომელშიც, ვითარცა საკუთარ სხეულში, ცხოვრობს და ცხოველსმყოფელობს ღმერთკაცი უფალი ქრისტე, მთელი თავისი საღმრთო მადლიანი ძალებით, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლად ვეზიარებით, წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით და ყოველგვარ სატანურ ბოროტებას და ცოდვას, და სიკვდილს, და ჯოჯოხეთს ვამარცხებთ. ღმერთი, რომელიც ჩვენთან მყოფობს წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა მეშვეობით, შეუდარებლად ძლიერია ეშმაკზე, რომელიც ცოდვებში, ვნებებში, სიკვდილში და კუპრშია. ამიტომაც, ქრისტიანები არც სატანის წინაშე და არც ანტიქრისტეს წინაშე არ ვძრწით; ჩვენ მათ ყოველივეში უფალი ქრისტეთი ვამარცხებთ, რომელიც ჩვენში ყოვლადძლიერად მოქმედებს, თავის წმინდა ეკლესიაში წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუა-ლებით.
რა ეღობება, რა აკავებს ანტიქრისტეს გამოჩენას დღეს, არ ხვალ, ან ოდესღაც, თავის დროზე (თესალონიკელთა, 2,6)? ცხონების ღმერთკაცობრივი განგებულება, სოფლის ხსნის შესახებ ღმრთის გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, ანტიქრისტე თავის დროზე გამოჩდება, როცა ქვეყნის აღსასრული დადგება. მანამდე კი მას ქრისტეს ეკლესია შეაკავებს: სოფლად ეკლესიის მადლიანი მოღვაწეობა, მისი მადლმოსილი ძალა და ძალაუფლება, ძალაუფლება უწმინდურ სულებზე (მათე, 10,1); ადამიანთაგან, სოფლიდან ეშმაკის განდევნის (მარკოზი, 3,15) ძალაუფლება, ყოველგვარი ბოროტების მოგერიების და ყოველგვარი სიკეთის აღმოცენების ძალაუფლება და ძალა, ცოდვისაგან, სიკვდილისაგან და ეშმაკისაგან ადამიანთა ხსნის ძალაუფლება; ჯოჯოხეთზე ძალაუფლება (მათე, 16,18). ცხონების სახარება - ეს სწორედ ის ძალაა, რომელიც ანტიქრისტეს დროზე ადრე გამოჩენას აკავებს; და ეს სახარება ყველა ერს უნდა ექადაგოს (მათე, 28,19) და ყველა ერისთვის, ცხონების გზისა და სოფლის ერთადერთი მაცხოვრის შესახებ მოწმობად იქცეს (მათე, 24,14), მაცხოვრისა, რომლისთვისაც ყველა ერი ერთ სამწყსოს შეადგენს, რომელიც (ყველა ერი) ნებაყოფლობით, წმინდა სახარების მადლიანი ზემოქმედებით, ყველა ადამიანი ერთ კეთილ მწყემსს უნდა გაჰყვეს (იოანე, 10,16). ადამიანთა მიერ ქრისტეს რწმენა, აგრეთვე შემაკავებელი ძალაა, რომელიც ანტიქრისტეს გამოჩენას წინ ეღობება. მაგრამ, როცა კაცთა მოდგმაში ქრისტეს რწმენა სწრაფად გაქრობას დაიწყებს; როცა ადამიანთა უმრავლესობა, თავისუფლადმყოფი, ბოროტებას ნებაყოფ-ლობით აირჩევს, ბოროტებას იქმს, და ბოროტებას ისურვებს, და როცა ღმერთი, მათი გულების სურვილის თანახმად, დაუშვებს, რომ ისინი უწმინდურებაში, სამარცხვინო ვნებებში და გარყვნილ გონებაში ჩაეფლონ და ისინი ყოველგვარ უსამართლობას, ყოველგვარ ცოდვას, შეგნებული ღმრთისბრძოლობით და ავმოსურნეობით ჩაიდენენ (შეადარეთ, რომაელთა, 1,24-31), და როცა ყველა ამ ნებაყოფლობითი ადამიანური ბოროტების საშუალებით, ეშმაკები ადამიანთა უმრა-ვლესობას დაეუფლებიან, ვინც სოფლის ერთადერთ მაცხოვარ, უფალ ქრისტეს რწმენაზე უარი თქვა - მაშინ უფალი დაუშვებს, რომ ქრისტესმბრძოლობის უმაღლესი ბელადიც-ანტიქრისტეც გამოჩნდე-ბა, რომლისკენაც ისინი მთელი თავისი ნებაყოფლობითი ბოროტებით გაემართებიან და გაეშურებიან. ბოლო ჟამის ადამიანები თავისი ღმრთისხატოვანი თავისუფლებით ისე ბოროტად ისარგებლებენ, რომ მას თითქმის მთლიანად ბოროტებასა და სატანიზმზე დახარჯავენ, და არა სარწმუნოებასა და მაცხოვნებელ სახარებისეულ ღვაწლზე, რომელიც ცოდვისაგან, სიკვდილისაგან და ეშმაკისაგან ერთადერთი მხსნელია. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, რომ როცა იგი მეორედ მოვა ამ ქვეყნად, „პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა (ლუკა 18,8)?" უსჯულოების გამრავლების გამო, ერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან და სოფლის ერთი ჭეშმარიტი მაცხოვრისაგან - უფალი ქრისტესაგან ყოველგვარი განდგომის გამო, სული წმინდა განშორდება ადამიანებს და მისი მადლი, რომელიც ანტიქრისტეს გამოჩენას აკავებს და მას წინ ეღობებოდა, ადამიანებს მიატოვებს და ყოველგვარ ბოროტებას და ანტიქრისტეში განსახიერებულ ეშმაკს ფართო გზა გაეხსნება.
ღმერთმა, თავისი ყოვლისმცოდნეობით და წინასწარცნობით, წინასწარ დაინახა ადამიანთა მოდგმის ეს შეგნებული და ნება-ყოფლობითი განდგომა ქრისტე ღმრთისაგან და ბოროტების შეგნებული და ნებაყოფლობითი არჩევა და ამიტომაც, თავისი ყოვლადბრძნული განგებულებით, ანტიქრისტეს გამოჩენისა და უფალი ქრისტეს მოსვლისათვის, სწორედ ეს დრო განსაზღვრა. მაშინ გამოჩენილი ანტიქრისტე, ნამდვილად თავის დროზე („თვისსა მას ჟამსა") მოვა (2 თესალონიკელთა, 2,6); ადამიანები მას თავის გულს ბოროტი სურვილების მიერ, გონებას - ბოროტი იდეების მიერ, ნებას - ბოროტი ნდობის მიერ, სულს - ბოროტი საქმეების მიერ გაუღებენ და ის მათში მთელი სატანური ბოროტებით და ცოდვით შევა.
ანტიქრისტეს უამრავი წინამორბედი ჰყავს, ისინი ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ დღეებში გამოჩნდნენ, სხვადასხვაგვარი ქრისტესმებრძოლების, ქრისტესმოძულეების და ქრისტესმდევნელე-ბის სახით (შეადარეთ, 1 იოანე, 2,18) და ქრისტიანობის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩნდებიან. რა არის ანტიქრისტეს ამ წინამორბედების მიზანი? განდევნონ უფალი ქრისტე, გაანადგურონ მისი საქმე, გაანადგურონ მისი ეკლესია და ამით, კაცთა მოდგმის ერთადერთი მაცხოვარის მიერ ადამიანთა ცხოვრება შეუძლებელი გახადონ. სინამდვილეში მათ მხოლოდ ერთი რამ სურთ და თავისი სულებით ერთი რამისთვის ირჯებიან: რათა ამქვეყნად ღმერთკაცი ქრისტე აღარ იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთკაცშია ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ღმრთისმსახურების მთელი საიდუმლო და მთელი ძალა. რამეთუ, რა არის „საიდუმლო სარწმუნოებისაი" (1 ტიმოთე, 3,9), „ღმრთისმსახურებისა საიდუმლოი" (1 ტიმოთე, 3,16)? აი რა: „ღმერთი გამოჩნდა ხორცითა" (1 ტიმოთე, 3,16). ესე იგი ღმერთი გამოჩნდა კაცივით, როგორც ღმერთკაცი, რათა თავისით, ღმრთით გამოდევნოს ადამიანიდან ყოველგვარი ბოროტი ძალა, ყოველგვარი ცოდვა, ყოველგვარი სიკვდილი, ყოველგვარი ეშმაკი და ასე იხსნას ადამიანი ცოდვისა, სიკვდილისა და ეშმაკისაგან, და მასე თავისი მადლით საუკუნო ცხოვრება, საუკუნო ჭეშმარიტება, საუკუნო სიმართლე, საუკუნო სიყვარული მიანიჭოს. ღმერთკაც ქრისტეში, კაცთა მოდგმას სამება ღმერთის ყოვლადწმინდა საიდუმლო განეცხადა (კოლასელთა, 2,2), რომელიც სოფლისა და კაცთა ნათესავის შექმნის დღიდან დაფარული იყო - ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულშია („გუამია") (შეადარეთ, კოლასელთა, 1,24-26). „სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოისა მის (კოლასელთა, 1,27)", ღმრთაებრივად მდიდარია. „რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი (კოლასელთა, 2,3)". ამიტომაც, უფალი ქრისტეს მთელ ღმერთკაცობრივ ღვაწლს „განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა" (ეფესელთა, 3,9) ეწოდება. „საიდუმლო ქრისტესი" (ეფესელთა, 3,4), თავის თავში, ადამიანის არსებისათვის - ყველა მის სოფელსა და ყველა მის ცხოვრებაში - აუცილებელ ყველა წმინდა საიდუმლოს მოიცავს. რა არის „საიდუმლო ქრისტესი?" ქრისტე - ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და მასში ჭეშმარიტების - ყოვლადჭეშმარიტების მთელი საიდუმლოა; სიმართლის - ყოვლადსიმართლის მთელი საიდუმლო; სიკეთის - ყოვლადსიკეთის მთელი საიდუმლო; სიბრძნის - ყოვლადსიბრძნის მთელი საიდუმლო; ცხოვრების - ყოვლად-ცხოვრების მთელი საიდუმლო; ღმრთის - ყოვლადღმრთის მთელი საიდუმლო. ქრისტეს საიდუმლოში - ქრისტეს სახარების მთელი საიდუმლოა (შეადარეთ, ეფესელთა, 6,19), ცხონების სახარების მთელი საიდუმლოა, რომელიც სხვა არა არს რა, თუ არა განღმრთობა, განქრისტება, განსამება ადამიანის არსებისა, ღმერთკაც მაცხოვარში ცხოვრების საშუალებით, სახარების წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა შემწეობით. ამგვარად, ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტეს ამ ყოვლისმომცველ ყოვლადწმინდა საიდუმლოში, ქრისტეს ამ სხეულში („გუამში") ისახება, იბადება და აღესრულება ადამიანთა ცხონება - წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით; ადამი-ანებიც ღმერთკაც ქრისტეში განიწმინდებიან, განახლდებიან (ფერს იცვლიან), განქრისტდებიან და ამგვარად მადლის მიერ განიღმრ-თობიან, მადლის მიერ ღმერთადამიანებად იქცევიან.