ბოროტების მთელი მოჩვენებითი მიმზიდველობა, სიდიადე და ხი-ბლი, მთელი თავისი ცრუ სასწაულებით, შეიკრიბება, განხო-რციელდება და განსახიერდება ანტიქრისტეში, როგორც უფალ იესო ქრისტესა და მის მიმდევრებში განსახიერებული ყოველგვარი საღმრთო სიკეთის მოწინააღმდეგეში. ანტიქრისტეში ბოროტება დედამიწაზე თავის უკიდურეს სრულყოფას მიაღწევს, იგი გენიალ-ური და ბოროტებათაგან უმაგალითო იქნება. სამყაროში განფენილ ადამიანთა სულების ქვაბულებში და ეშმაკთა ბოროტგანზრახვების უფსკრულში დაფარულ მთელ ბოროტებას, იგი თავის თავში შეკრებს და თავის ბოროტების შესაკრებელად, ბოროტების სამყაროდ, ბოროტების ღმერთად, სრულ ბოროტებად განაცხადებს. იგი ყველაფ-რით ქრისტეს საწინააღმდეგო იქნება: ქრისტე - განხორციელებული სიკეთე და ჭეშმარიტებაა, ანტიქრისტე კი ეცდება, აბსოლუტური ბოროტება იყოს; ქრისტემ სოფელს სახარება უძღვნა, ანტიქრისტე კი ეცდება, სოფელს ანტისახარება მისცეს. მასში სრული ეშმაკი იქნება, როგორც ქრისტეში სრული ღმერთია. იგი ყველაფერში ქრისტეს შეურიგებელი მოწინააღმდეგე იქნება და მთელი ძალით ეცდება, ყველა ადგილიდან განდევნოს ქრისტე და იგი საკუთარი თავით შეცვალოს. მის მიერ უსრულყოფილესად და ყველაზე ურცხვი სახით გამოვლინდება, ადამიანში საუკუნეობით დაგროვილი სატანური ბოროტება, ბოროტება და ღმრთისადმი სიძულვილი. იგი ღმრთის წინააღმდეგ უკანასკნელ ბუნტს, ღმერთთან ადამიანის უკანასკნელ ბრძოლას აღნიშნავს. იგი უსასტიკეს ღმრთისბრძოლობას და ქრის-ტემბრძოლობას განაცხადებს, რაც კი სატანის მიერ მხარდაჭერილ და წაქეზებულ ადამიანურ ბუნებას, ღმერთთან და ქრისტესთან თავის უკანასკნელ ბრძოლაში შეუძლია გამოავლინოს. ყველაფერ ანტიქრის-ტესეულს, რაც კი ოდესმე ადამიანში იხრწნებოდა და იხრწნება, ეშმაკეულობდა და ეშმაკეულობს, იგი თავის თავში შეკრებს და ქრისტეს წინააღმდეგ გამოიყვანს. მასზე უწინაც იყო, ახლაც არის და იქნება კიდეც უამრავი ანტიქრისტე, რამეთუ, სიყვარულის მოცი-ქულის სიტყვით, ანტიქრისტეა ყველა, ვინც უარყოფს, რომ იესო მესია და გამომხსნელია (1 იოანე, 2,22), „ყოველი, რომელიც ხორციელად მოსულ ქრისტეს, ქრისტეში ღმრთის განკაცებას უარყოფს (1 იოანე, 4,2-3; იოანე 1,7), ყოველი, ვინც წმინდა სამებას უარყოფს (1 იოანე, 2,22-23). მაგრამ, ყველა ეს ანტიქრისტენი - სინამდვილეში მხოლოდ მთავარი ანტიქრისტეს წინამორბედები არიან, ანტიქრისტესი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ანტიქრისტესი, რომელიც სოფ-ლის აღსასრულის წინ გამოჩნდება, ქრისტეს ეკლესიასთან უკანასკ-ნელი, გადამწყვეტი ბრძოლისათვის (2 თესალონიკელთა, 2,3-12). დიდი იდუმალმხედველი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი - ვინც ყველა ადამიანზე უკეთ ხედავს ღმერთსაც და ეშმაკსაც, სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, სიკეთის საიდუმლოსაც და ბოროტების საიდ-უმლოსაც, - მთავარ ანტიქრისტეს, დანარჩენი მრავალრიცხოვანი ანტიქრისტეებისგან გამოჰყოფს და წერს: „ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან" (1 იოანე, 2,18). „უნდა ვიცოდეთ, - წერს წმ. იოანე დამასკელი, - რომ ანტიქრისტე უნდა მოვიდეს. ამიტომაც (თუმცაღა. - ი.პ) ყოველი, რომელიც არ აღიარებს, რომ ძე ღმრთისა განხორციელდა (ხორცნი შეისხა - რედ.) და რომ იგი სრუ-ლყოფილი ღმერთია და სრულყოფილ კაცად იქცა, და ამავე დროს ღმერთად დარჩა - იგი ანტიქრისტეა, მაგრამ, განსაკუთრებით და უპირატესად ანტიქრისტე ეწოდება მას, ვინც სოფლის აღსასრულის წინ უნდა მოვიდეს".
ანტიქრისტე სულით და ხორცით ადამიანი იქნება და როგორც ასეთი, იგი ადამიანურ-სატანური ბოროტების ყველაზე სრული, ყველაზე სრულყოფილი განხორციელება იქნება. იგი იმოქმედებს, როგორც ადამიანი. ხალხს, როგორც თავისიანი თავისიანს, ისე და-ელაპარაკება, მათ ადამიანის სახელით, ადამიანურის, სუფთა ად-ამიანურის სახელით დაელაპარაკება, ნიცშეანური „Menschliches all zu Menschliches”. მსგავსად; იგი თავისი სახელით ილაპარაკებს და ბევრი მას მიიღებს. და აღსრულდება მაცხოვრის წინასწარმეტყველება, ანტიქრისტეზე თქმული: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე, 5,43). როგორც ადამიანი, ანტიქრისტე სხვა ბოროტი ადამიანებისაგან განსხვავებული იქნება თავისი უზომო ცოდვილობით, ბოროტების უსაზღვრო სიყვარულით, ქრისტე ღმერ-თისადმი გამოუთქმელი სიძულვილით და მტრობით. იგი ბოროტების განხორციელება იქნება, მაგრამ არა ეშმაკის განხორციელება, რამეთუ ეშმაკს განკაცება არ ძალუძს. „თვითონ ეშმაკი კი არ განკაცდება, უფლის განკაცების მსგავსად, - ნუ იყოფინ! - არამედ სიძვისაგან იშვება ადამიანი და თავის თავზე ეშმაკის ყველა ქმედებას აიღებს. რამეთუ ღმერთმა წინასწარ იცის მისი მომავალი ნებელობის ურგებობა და უშვებს, რომ მასში ეშმაკი ჩასახლდეს" - ამბობს წმინდა დამასკელი.
საკუთარი ნებით სატანას შეწყნარებული ანტიქრისტე, თავისი გა-რყვნილი ნების ძალით ისე მჭიდროდ შეუერთდება მას, ისე მთელი გულით შეეწყნარება ბოროტებას და ცოდვას რომ მთლიანად ცოდვად იქცევა და უპირატესად უსჯულოების კაცი, შესაბამისად კი წარსა-წყმედელის შვილი იქნება (2 თესალონიკელთა, 2,3), რამეთუ თავის თავსაც და თავის მიმდევრებსაც იმ სიკვდილით დაღუპავს, რომელსაც აღდგომა არ მოსდევს. ბოროტების და ცოდვის ლოგიკა მასში უბრძენეს აპოლოგეტს ჰპოვებს. მას უნარი ექნება, მოჩვენებითი სი-კეთის სახით ბოროტება გენიალურად შენიღბოს, სიკვდილის შხამს უკვდავების ყალბი თაფლი მოხერხებულად წაუსვას, ცოდვის სი-ბილწე მოჩვენებითი სასწაულებითა და ნიშნებით ხელოვნურად დაფაროს, მაგიის საშუალებით, ცოდვითი ტკბობანი მაცთუნებლად მომხიბლავი გახადოს, რათა მოატყუოს მრავალი და მრავალი და მათი სულები წარწყმიდოს (2 თესალონიკელთა, 2,9-12). სატანის მიერ აღგზნებული მისი თავმოყვარეობა, ისეთი სატანური ამპარტავნების ხანძრად აღენთება, რომ იგი თავს ღმერთად გამოაცხადებს (2 თე-სალონიკელთა, 2,4). მასში მთელი ღმრთისგანდგომილებითი ძალა შეიკრიბება და დამკვიდრდება, „ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკელთა, 24). ღმრთისმსახურების საიდუმლოს საწინააღმ-დეგოდ იგი უსჯულოების საიდუმლოს წარმოაჩენს (ტიმოთე, 3,16), მთელი მისი სატანური სიღრმეებით (გამოცხადება, 2,24), მაცდუ-ნებელი მიმზიდველობით და მომხიბლავი გრძნეულობით.
ღმრთისგან თავის განდგომას, განსაკუთრებით იმით გამოავლენს, რომ ღვთის ყველა კანონს გათელავს, უსჯულოებას გაამეფებს, ათას-ობით უსჯულოებას აღასრულებს და სხვებსაც აღძრავს ამისათვის, რის გამოც მოციქული მას გამორჩეულად და განსაკუთრებული აზრით, უსჯულოს უწოდებს (2 თესალონიკელთა, 2,8). შეგნებულად, დაბეჯითებით და კვეხნით უფალი ქრისტესგან და მისი მარადიული ჯეშმარიტებისაგან განდგება და მთელი ძალით ეცდება, რათა სხვებიც განუდგნენ მას. ამიტომაც, მოციქული მთელ მის მოღვაწეობას გა-ნვარდნად, განდგომილებად აფასებს. (2 თესალონიკელთა, 2,3; შე-ადარეთ, იუდა, 1,18-19; 1 ტიმოთე, 4,1). მოციქული ამას სრულიად სამართლიანად აკეთებს, რამეთუ ანტიქრისტეში ქრისტე ღმრთისაგან მთლიანი და სრული განდგომა განსახიერდება. მასში სატანურ-ადამიანური წინააღმდეგობა ღმრთისადმი, თავის სრულყოფას მია-ღწევს, რის გამოც, მას უპირატესად ეწოდება წინააღმდგომი („მხდომი") (2 თესალონიკელთა, 2,4), ანუ ღმრთისმხდომი, ანტიღმერ-თი. ღმრთის გმობაში იგი შეუდარებლად ვირტუოზული და თავხედი იქნება, ამიტომაც, გამოცხადებაში მასზე ნათქვამია: „და აღაღო პირი თვისი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკვიდრებელისა მისისა და ცათა შინა დამკვიდრებულთა" (გამოცხა-დება, 13,6).
ანტიქრისტეს ქრისტესმბრძოლი მოღვაწეობის მთავარი ძალა მიმარ-თული იქნება ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულის - ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, არსე-ბითად, - წმინდა სამების წინააღმდეგ ბრძოლა (შეადარეთ, 1 იოანე, 2,22-23). სახარებათა სახარებაა: ეკლესიაში ყოველი და ყოველივე მამისაგან ძის მიერ სული წმიდით არის და ხდება. ეკლესიის ყველა წევრისათვის ცხონების და განღმრთობის მწვერვალი განსამებობაა. სამება ღმრთაების მოწინააღმდეგე ანტიქრისტე, ყოველივე ღმრთაებ-რივის, ეკლესიაში ყოველივე ღმერთკაცობრივის მოწინააღმდეგე იქნება და მთელი ძალებით ღმრთის განდევნას და სოფელში ღმრთი ადგილის დაკავებას ეცდება (შეადარეთ, 2 თესალონიკელთა, 2,4). რათა აცდუნოს რჩეულნიც, ეს თვითმარქვია ღმერთი სიცრუის, ცრუ სასწაულების და ნიშნების ყველა სახეს გამოიყენებს. ამაში მას სატანა მთელი გულმოდგინებით დაეხმარება, რამეთუ მთელი მისი ქმე-დებანი, სატანის მოქმედებით აღესრულება, „ყოველითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაითა" (2 თესალონიკელთა, 2,9).
წმინდა კირილე იერუსალიმელი წერს, „სატანა მას (ანტიქრისტეს - ი.პ.) იარაღად გამოიყენებს და მასში თვითონ იმოქმედებს. რამეთუ იცის, რომ სამსჯავროზე მას შენდობა არ ექნება, იგი აშკარა ბრძოლას არა თავისი მსახურების მეშვეობით (როგორც წესი), არამედ თვითონ გამოაცხადებს, ყოველი „ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისათა". როგორც ტყუილის (სიცრუის) მამა, იგი ცრუ ქმედებების საშუალებით წარმოსახვას აცთუნებს, ისე, რომ ხალხს მოეჩვენება, თითქოს მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულს ხედავს, მაშინ როცა იგი არ გაცოცხლდება; თითქოს მოსიარულე კოჭლებს და თვალხილულ ბრმებს ხედავს, მაშინ, როცა ისინი არ განკურნებულან".
თავის საყვარელ ანტიქრისტეს სატანა „თავის ძალას და თავის საყ-დარს და დიდ ხელმწიფებას" მისცემს (გამოცხადება, 13,2) და იგი იმოქმედებს „ყოველთავე საცთურითა სიცრუისაითა" (2 თესალონიკ-ელთა, 11,14) და ნათლის ანგელოზის სახესაც მიიღებს (2 კორ-ინთელთა, 11,14), რათა მომხრეთა დიდი რაოდენობა შეიძინოს. „მოვა კი ყოვლადბილწი, - ამბობს წმინდა ეფრემ ასური, - როგორც ქურდი, ისეთი სახით, რათა ყველა მოხიბლოს, მოვა მდაბალი, მშვიდი, სი-ცრუის (როგორც თვითონ იტყვის) მოძულე, კერპთაგან გარემიქ-ცეული, ღმრთისმსახურების უმჯობესად მიმჩნევი, კეთილი, ღატაკთა მოყვარე, უკიდურესად კეთილსახოვანი, თანამიმდევრული, ყველაფ-რით ალერსიანი; განსაკუთრებით იუდეველი (ებრაელი) ხალხის პატივისმცემელი, რამეთუ ებრაელნი (იუდეველნი) მის მოსვლას და-ელოდებიან. ყოველივე ამასთან ერთად, იგი დიდი ხელმწიფებით აღასრულებს ნიშებს, სასწაულებს და საშინელებებს. და ცბიერებით ყველას აამებს, რათა ხალხმა სწრაფად შეიყვაროს. ქრთამს არ აიღებს, მრისხანედ არ ილაპარაკებს და პირქუშად არ გამოჩნდება, არამედ წარმოსადეგი გარეგნობით აცდუნებს სოფელს, სანამ არ გაბატო-ნდება. ამიტომ, როცა მრავალი ერი და ფენა მის ასეთ სათნოებას და ძალას იხილავს, უმალ ერთი აზრით განიმსჭვალება ყველა და დიდი სიხარულით მას მეფედ გამოაცხადებენ და ერთურთს ეტყვიან: „ასეთი კეთილი და მართალი ადამიანი კიდევ თუ მოიძებნებაო?"
სატანური ამპარტავნებით და ძალით შეპყრობილი ანტიქრისტე, ღმრთის მიშვებითა და დაშვებით ბევრ ხალხზე გაბატონდება და მას დედამიწის ყველა ის მცხოვრები სცემს თაყვანს, ვინც სახელიც კრავის ცოცხალთა წიგნში („წიგნსა მას ცხოვრებისასა") არ არის დაწერილი (გამოცხადება, 13,8; 2 თესალონიკელთა, 2,10). ქრისტიანთა წინააღ-მდეგ კი ანტიქრისტე გაუგონარ დევნას დაიწყებს, წმინდანებს შე-ებრძოლება და დაამარცხებს მათ, და ისე იზამს, რომ ყველას მოკლავენ, ვინც მას არ დაემრჩილება (თაყვანს არ სცემს) (გამოც-ხადება, 13,7,5). თუმცა, ქრისტიანები ანტიქრისტეს, სარწმუნოებითა და მოთმინებით შეებრძოლებიან (გამოცხადება, 13,10), რამეთუ, როგორც ყოველთვის, ეს მათი იარაღი, საღმრთო ყოვლადიარაღი იქნება (ეფესელთა, 6,11-18). ბოლოს და ბოლოს, ქრისტეს ჭეშმარი-ტების ორ დიდ მოწმეს, ორ წმინდა წინასწარმეტყველს, - ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედს, ელია წინასწარმეტყველს და ენუქს - ანტიქრისტე მოკლავს (გამოცხადება, 11,7; შეადარეთ, მალაქია, 4,5-6). ძაძით შემოსილი ეს ორი მოწამე, ყველა ტანჯვათა და საშინელებათა შორის, ქრისტეს სარწმუნოებას დაამოწმებენ და 1260 დღეს იწინას-წარმეტყველებენ; მათი პირიდან ცეცხლი გამოვა; მათ ცის დახშვისა და ქვეყნის (დედამიწის) წყლულებით შემუსვრის ხელმწიფება მიეცემათ; ხოლო როცა ისინი თავის მოწმობას აღასრულებენ, ანტი-ქრისტე მათ დაამარცხებს და მოკლავს (გამოცხადება, 11,3,5-7). მაგრამ ღმერთი „შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა" გააცოცხლებს მათ და ზეცად აღიყვანს (გამოცხადება, 11,11,12). იმ დღეებში ქრისტიანთა ისეთი დევნა იქნება, რომ ის ვინც აშკარად არ აღიარებს ანტიქრისტეს და მის ნიშანს შუბლზე და ხელზე არ ატარებს, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას შეძლებს და ყოველგვარ უფლებას მოკლე-ბული იქნება (გამოცხადება, 13,16,17). ხოლო ვინც თაყვანს არ სცემს ანტიქრისტეს და „არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ხელთა მათთა", მოკლული იქნება (გამოცხადება, 20,4). ქრისტეს ეკლესია კი, - დევნული და წამებული, - უდაბნოებში დაიმალება და ღმრთის ერთგულ შვილებს ტანჯვათა შორის შობს (გამოცხადება, 12,1-2,6). ამ პერიოდში, კაცობრიობა ბოროტების საიდუმლო უფსკრულში ჩაეფლობა; ცოდვის ყველა ფორმა და სიავის ყველა სახე დედამიწაზე იძრომიალებს, ადამიანთა სულებს გააუკაცრიელებს, და ბოროტება ისე გამტკიცდება, როგორც წარღვნის წინ იყო. ანტიქრისტე კი თავხედურად იმეფებს. მაგრამ, ღმრთის განგებულებით, მისი მეფობა მცირე ხანს იქნება. ძველი და ახალი აღთქმის იდუმალმხედველნი (დაფარულთმეცნიერნი) ამბობენ, რომ იგი სამწელიწადნახევარს (და-ნიელი, 7,25; 12,11; გამოცხადება, 12,14), ანუ ორმოცდაორ თვეს (გა-მოცხადება, 11,2; 13,5), ანუ ათას ორას სამოც დღეს (გამოცხადება, 11,3;12,6), ანუ „მცირე ჟამი" (გამოცხადება, 12,12) გასტანს.
ანტიქრიტე ამ საშინელი მეფობის დროს, უკვე მოხსენიებული ორი მოწმის გარდა, ეკლესიას, აგრეთვე, ღმრთის შვიდი ანგელოზი და-იცავს, რომელიც ანტიქრისტესეულ სოფელზე, ღმრთის მრისხანების სასმისს გადმოანთხევენ (გამოცხადება, 15,1). ღმერთი თავისი გა-მოუთქმელი კაცთმოყვარების გამო, თავისი მადლით შეაკავებს და შეარბილებს ანტიქრისტეს ჟამის საშინელებებს, რამეთუ, მოციქულის სიტყვაში „აკავებს" (თესალონიკელთა, 2,6), ღმრთის მადლი იგუ-ლისხმება, რომელიც ადამიანთა გულებზე ანტიქრისტესეული სა-ტანური ბოროტების წყევლას და თავდასხმას აკავებს, ხოლო სიტყვაში „შემკავებელი" („რომელსა-ესე უპყრიეს") (თესალონიკელთა, 2,7), ღმერთი იგულისხმება. ბოროტების ტირანია და ცოდვის ძალა ისეთი დიდი იქნება, როგორიც არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან და მეტად აღარც იქნება; და ეს დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავინ გადარჩებოდა, მაგრამ, რჩეულთა გამო ეს დღეები შემცირდება (მათე, 24,21-22). და იმგვარად შემოკლდება, განცხადდება (გამოჩნდება) უფალი იესო და უსჯულოს მოკლავს - „აღხოცოს სულითა პირია მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებათა მით მოსლვისა მისი-საითა" (2 თესალონიკელთა, 2,8; შეადარეთ, გამოცხადება, 19,19-12; ესაია, 11,14).
მოფლიო ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა: უფალი ქრისტეს პირველად მოსვლა და მისი მეორედ მოსვლა. პირველი-თესვაა, მეორე-მკა; პირველმა კაცთა მოდგმა ცოდვისგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან ადამიანთა ხსნისათვის ყველა ღმრთაებრივი ჭეშ-მარიტება და ძალა აჩვენა და მისცა, მეორე განაცხადებს და გამო-არჩევს, კაცთა მოდგმამ ამით თუ როგორ ისარგებლა. ესაა მაცხოვრის სრული სახარება სახარება და ყოველივე, რაც მან გამოიწვია და იწვევს ადამიანთა სულებში: სრული ღმერთი და სრული კაცი. მთელ მის ჯეშმარიტებებსა და უსასრულობებში. ამიტომ, ადამიანთაგან არავის ძალუძს, იცოდეს, კაცთა მოდგმა ქრისტეს ბოლო სამსჯავროსათვის თუ როდიის მომწიფდება. ეს საიდუმლოა, წმინდა საიდუმლო, რომლისკენაც ქრისტიანი სიმდაბლით მიემართება, ლოცვისა და კა-ცთმოყვარე მაცხოვარზე სასოების საშუალებით, ეწევა რა სახარ-ებისეულ ცხოვრებას (შეადარეთ, 2 თესალონიკელთა, 2,3-4).