† წმიდა იოანე ოქროპირი
ღვთისმიერ ცხოვრებასა და სიტყვებზე:“იწრო არს ბჭე..“ და სხვა. (მათე 7,14),
და განმარტება ლოცვისა „მამაო ჩუენო“.
ყურადღებიანებს ღვთივსულიერი წმინდა წერილის კითხვა ღვთისმოსაობის შეგრძნებას ანიჭებს, გარდა ღირსპატივსაცემი სახარებისეული წერილი ყველა მაღალ სწავლებაზე ზეაღმატებულია, მასში გადმოცემული გამონათქვამები უმაღლესი მეფის სიტყვებია. ამიტომ მკაცრი სასჯელი ემუქრება, ვინც ზედმიწევნით არ იცავს მათ. თუკუ მიწიერ ხელისუფალთა კამონის დამრღვევი ულმობელ სასჯელს ექვემდებარება, განა მით უფრო აუტანელ სატანჯველს არ მიეცემა, ვინც ზეციური მეუფის ბრძანებას გადავა? რაკი უყურადღებობას დიდი საფრთხე მოსდევს, ყურედღებით მოვუსმინოთ ახლახანს ამოკითხული სახარების სიტყვებს. როგორია ეს სიტყვები? „შევედით იწროისგან ბჭისა,-ამბობს უფალი,- რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსაც მიჰყავს წარსაწყმეტელად, და მრავალნი ვლენან მასზა ზედა. ვითარ იგი ვიწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“(მათე 7,13-14).
ვისმენ რა ამ სიტყვებს და ვუყურებ რა ადამიანთა ზრუნვას ამაო საგნებზე, განცვიფრებული ვარ ნათქვამი ჭეშმარიტებით. უტყუარად ყველა ადგას ფართო გზას, ყველა გატაცებულია აწინდელი საგნებით, და სავსებით არ ზრუნავენ მომავალზე; განუწყვეტლივ ესწრაფვიან ხორციელ სიამოვნებებს, ხოლო სული კი განწირულია საშიმშილოდ და, აურაცხელი ჭრილობებით დამძიმებულნი, ოდნავადაც ვერ გრძნობენ, რომ საბრალობელ მდგომარეობაში იმყოფებიან; ხორციელი დაავადების შემთხვევაში მკურნალთან იარებიან და სახლშიაც იწვევენ, დიდ საფასურს იხდიან, ითმენენ და იტანენ მტკივნეულ მკურნალობას, რომ სხეულს ჯანმრთელობა დაუბრუნონ; ხოლო როცა სული ევნება, სრულებითაც არ ზრუნავენ და არ ცდილობენ დაუბრუნონ მას სასურველი სიჯანსაღე, თუმცა კარგად უწყიან რომ სხეული მოკვდავია, ხრწნადი და გაზაფხულის ყვავილს ჰგავს,- რადგან მათ მსგავსად იხრწნება და ჭკნება,-ეს მაშინ როცა უწყიან, რომ სული უკვდავებითაა პატივდებული, ღვთის ხატადაა შექმნილი, და მინიჭებული აქვს ამ ცხოველის(სხეულის) მართვა. უტყუარად, რა მეეტლეა ეტლისათვის, მესაჭე-ხომალდისათვის, მუსიკოსი-საკრავისათვის, იმადვე შთაბერა სული შემოქმედმა ამ მიწიერ ჭურჭელს, მას უპყრია აღვირი, მართავს საჭეს, აჟღერებს სიმებს; და როდესაც ამას კარგად აკეთებს, სათნოებათა უშეხამებულეს ბგერებს წარმოქმნის; ხოლო როდესაც მეტისმეტად ადუნებს ბგერებს, ან საჭიროზე მეტად ძაბავს, ხელოვნებასაც არღვევს და კეთილხმოვანებასაც. ეგევითარ სულს უგულვებელსყოფენ ადამიანთაგან მრავალნი არ თვლიან რა მცირეოდენი ზრუნვის ღირსადაც კი, ხოლო მთელ დროს სხეულზე ზრუნვას უთმობენ. ერთნი მეზღვაურის ცხოვრებას ირჩევენ-იბრძვიან ტალღებთან და ქარებთან, დააქვთ რა თავისთან ერთად სიცოცხლე და სიკვდილი და დაუძთ რა სასოება რამდენიმე ფიცარზე; სხვები, შეუბამთ რა მუშა ხარები და აბრუნებენ მიწას, მიწათმოქმედის შრომას შედგომიან, ხარ მარცვლეულს თესენ და მკიან, ხანაც მცენარეებს რგავენ და ნაყოფს იწევენ, დროს ამგვარ შრომაში ატარებენ; სხვები ვაჭრობენ, ზღვა და ხმელი ფეხქვეშ გაუთელავთ, თვისას სხვის ქვეყანას ამჯობინებენ, ტოვებენ სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს, ცოლ-შვილს, ქვეყნიდან ქვეყანაში მიმოდიან მცირედი მოგებისათვის. საჭიროა კი იმ ყველა საქმიანობი ჩამოთვლა, რაც ხორციელი სახმარისათვის მოუგონიათ ადამიანებს, დღე და ღამე ლევენ, ცდილობენ სხეულის სიჯანსაღე შეინარჩუნონ, ამასობაში კი სულს, რომელსაც შია და სწყურია, ჩამომხმარა და უყურადღებოდ მიტოვებული, აურაცხელ ბოროტებაში ამოსვრილა. მრავალი შრომისა და ძალდატანების მიუხედავად, მოკვდავ სხეულსაც ვერ იცავენ სიკვდილისაგან, და უკვადავ სულს მოკვდავ სხეულთან ერთად საუკუნო სატანჯველს უქვემდებარებენ.
ამიტომ მწარედ ვტირი რა ადამიანთა სულების მომცველ უმეცრებისა და მათი დამფარველი ხშირი ბუსუსების გამო, ვისურვებდი რაიმე ამაღლებული ადგილი მომენახა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მთელი კაცთა მოდგმა მომეხილა; ვისურვებდი ხმაც ისეთი მქონოდა ყველგან მიმეწვდინა, სადაც კი ადამიანი სახლობს, რათა დავმდგარიყავი და დავითის სიტყვები გამეხმაურებინა: „ძენო კაცთანო, რად გულფიცხელ ხართ, რად გიყუართ ამაოება და ეძიებთ სიცრუვესა“, ამჯობინებთ რა ზეციერს მიწიერს, საუკუნოს წარმავალს, უკვდავს ხრწნადს(ფს. 6,3)? როდემდის დახუჭავთ თვალებს და დაიყრუებთ ყურებს და არ შეისმენთ ღვთის ხმას, ყოველდღიურად რომ გიხმობთ:“ითხოვდით რა, მოგეცეთ თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მიიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“(მათე 7,7-8). მაგრამ რამდენადაც ზოგიერთი არასრულყოფილთაგან, უფრო ყოფითი საგნებისადმია მიდრეკილი და ხორციელი გულისთქმებითაა გატაცებული, არა იმგვარად აღავლენენ ლოცვებს, როგორც ჯერ-არს, ამიტომაც საერთო მეუფემ დარიგება მოგვცა ლოცვასთან დაკავშირებით, როდესაც თქვა:“რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყუით, ვითარცა-იგი წარმართთაგანი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლისმეტყველებას, მრავალი სიტყვისგან რომ შედგება, მაგრამ არანაირი სარგებლობის მომტანი არაა.
კრძალავს რა მრავლისმეტყველებას, უფალი შთაგვაგონებს, რომ მვედრებელნი მსწრაფწარმავალსა და ხრწნადს არ უნდა ითხოვდნენ: არც ხორციელ სილამაზეს, რომელიც ჟამთა სვლისგან ცვდება, სნეულებისგან ქარწყლდება, სიკვდილით ქრება, რამეთუ ასეთია ხორციელი სილამაზე, იგი-ხანმოკვლე ყვავილია, არცთუ დიდხანს რომ აჩენს სიჭაბუკის გაზაფხულს, მალევე დაჭკნობადი, ხოლო თუკი ვინმე მოისურვებს თავად მისი არსის გამოკვლევას, მით უფრო მოიძულებს მას, რამეთუ იგი არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა სინოტივე, სისხლი, მიღებული საჭმლის წვენი და სითხე, რომლის მიერაც თვალებიც, ლოყებიც, ცხვირიც, ყბრიმალებიც, ბაგეებიც, და მთელი სხეულიც სისავსეს იღებს, ხოლო თუკი ეს შემოდინება შეწყდება, სავსებით გაქრება სხეულის კეთილსახიერებაც, -უფალს არც ფულად სიმდიდრეს უნდა ვთხოვდეთ, რომელიც ნაკადულის წყლებივით მოდის და მიდის, ხან ერთს მიეცემა, ხან მეორეს, გარბის მათგან ვინც ცდილობს თავისთან შეაკავოს, და არც მათთან რჩება ვისაც იგი უყვარს, ურიცხვ უბედურებაში ვარდება არჩვისგან, ავაზაკებისგან, ცილისმწამებლებისგან, ხანძრებისგან, ზღვათაღელვაში მოხვედრილი ხომალდების დაღუპვისგან, მტრების თავდასხმისაგან, ჯანყისგან, მონათა ბოროტებისგან, ჩანაწერების დაკარგვისგან, გამრავლებისა და მოკლებისგან და სხვა სიბოროტეთაგან, რომლებიც სიმდიდრისმოყვარულებს მომხვეჭელობისგან ემართებათ, -უფლისგან არც პატივსაცემ ძალაუფლებას უნდა ვითხოვდეთ, რომელსაც ასევე მრავალი წუხილი ახლავს, -გამთანგველი ჯაფა, ხშირი უძილობა, შურიანთა ხრიკები, მოძულეთა მტრული განზრახვები, რიტორთა მჭერმეტყველება, ლამაზ-ლამაზი სიტყვებით ჭეშმარიტებას რომ ნიღბავენ და მსაჯულს დიდ საფრთხეს უქმნიან. არსებობენ, ნამდვილად არიან მრავლისმეტყველი მოქაქანენი, რომელიც მაღალ ღმერთს ამ და სხვა მსგავს საგნებს სთხოვენ, და არანაირად აფასებენ ჭეშმარიტ სიკეთეებს. მკურნალებს ექიმები არ ასწავლიან წამლების გამოყენებას, არამედ იღებენ მხოლოდ მათთვის შემოთავაზებულს, რომც მტკივნეული იყოს მკურნალობის სახეობა; ხომალდის მესაჭესაც მეზღვაურები როდი აძლევენ ბრძანებას საჭე ასე დაიჭიროს და ხომალდს გეზი არ მისცეს და არა სხვაგვარად, არამედ სხედან რა გემბანზე, ენდობიან მის ცოდნას არამარტო ხელსაყრელი ნაოსნობისას, არამედ უკიდურესი ხიფათის დროსაც.
და ერთს, მხოლოდ ღმერთს, რომელმაც ზედმიწევნით იცის, როგორ გვასარგებლოს, არ გვსურს მივენდოთ, არამედ ვთხოვთ მავნებელს, როგორც სარგებლობის მომტანს, ვიქცევით იმ ავადმყოფის მსგავსად, რომელიც ექიმს სთხოვს მისცეს მას არა ის, რაც სნეულებას ამოძირკვავს, არამედ პირიქით, ავადმყოფობის მასაზრდოებენ ნივთიერებას. ექიმი ყურს არ უგდებს ავადმყოფის თხოვნას,-მტირალი და მოქვითინე რომც ნახოს, თავის ხელოვნებას უფრო ენდობა, ვიდრე მის ცრემლებს; ამას ჩვენ ვუწოდებთ არა კაცთმოძულებას, არამედ კაცთმოყვერებას, რადგან თუ ავადმყოფს დაჰყვებოდა და სათხოვარს აუსრულებდა, ექიმი მას მტრულად მოექცეოდა, ხოლო თუ შეეწინააღმდეგებოდა და სურვილს არ აუსრულებდა, მოწყალებასა და კაცთმოყვარებას გამოიჩენდა. ასევე სულთა ჩვენი მკურნალიც, არ მიანიჭებს მვედრებელთ იმას, რაც მათ სარგებლობას არ მოუტანს. შვილთმოყვარე მამაც მცირეწლოვან შვილებს, რამდენიც უნდა ითხოვონ, დანას ან გავარვარებულ ნაკვერჩხალს როდი აძლევს. ხოლო უკიდურეს უგუნურებაში ჩავარდნილნი, ღმერთს არა მარტო ხორციელ სილამაზეს, სიმდიდრეს, ძალაუფლებას სთხოვენ,- ევედრებიან, მათს მტრებს რაიმე სასჯელი მიუზღოს, ის კი, ვისაც ევედრებიან, პირადად მათ მიმართ მოწყალე და კაცთმოყვარე იყოს. უფალს სურს რა ამის წინასწარაღკვეთა, მცნებას უდებს არა მრავლისმეტყუელებდნენ“, და შთააგონებს, რა თქვან ლოცვაში, ორიოდ სიტყვაში ასწავლის ყოველგვარ სათნოებას, რამეთუ ეს სიტყვები არამარტო ლოცვას გვასწავლის, არამედ სრულყოფილი ცხოვრების მასწავლებელიცაა.
ხოლო როგორია ეს სიტყვები და რა აზრის მატარებელი, დიდი ყურადღებით გამოვიკვლიოთ და როგორც ღვთის კანონები მტკიცედ დავიცვათ. „მამაო ჩუენო რომელი ხარ ცათა შინა“(მათე 6,9). ჰოი როგორი უსაზღვრო კაცთმოყვერეობაა! ჰოი როგორი უაღმატებულესი პატივი! როგორ სიტყვას ძალუძს მადლობა მიაძღვანოს ჩვენთვის ეგევითარი სიკეთის მომნიჭებელს? შეხედე საყვარელო შენი და ჩემი ბუნების დამდაბლებულობას, ჩასწვდი მის ნათესაობას, ამ მიწისა, მტვერისა, ტალახისა, თიხისა, ნაცრისა, რამეთუ მიწისგან ვართ შექმნილნი, და კვლავაც საბოლოოდ მიწად მივიქცევით. წარმოიდგენ რა ამას, განცვიფრდი ღვთის ჩვენდამი გამოუკვლეველი სიმდიდრის გამო, რომლის მიხედვითაც მცნებად მოგეცა შენ მას „მამას’ უწოდებდე, მიწიერი-ზეციერს, მოკვდავი-უკვდავს, ხრწნადი-უხრწნელს, დროებითი-საუკუნოს, გუშინ მყოფი და უწინ ტალახი-საუკუნეთა შექმნამდე ღმერთს, მაგრამ ამაოდ როდი ხარ სწავებული წარმოთქვა ეს სიტყვა, არამედ იმისთვის, რათა შენი საკუთარი ენით წარმოთქმული „მამის“ სახელის წინაშე კეთილმოკრძალების მაჩვენებელი, ჰბაძავდე მის სახიერებას, როგორც სხვა ადგილას არის ნათქვამი: „რაითა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაისა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და აწყმის მართალთა ზედა და ცრუთა“. (მათე 5,45) ამიტომ კაცთმოყვარე ღმერთს მამას ვერ უწოდებს ის, ვისაც მხეცური და არაკაცთმოყვარე სული აქვს, რამეთუ იგი სიქველის თვისებებს არ იმარხავს, რომელიც ზეციურ მამას აქვს, არამედ მხეცის იერად შეცვლილა და ღვთიურ ღირსებას მოჰკლებია, დავითის სიტყვისაებრ: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფს. 48,21).
მართლაცდა, როდესაც ვინმე ხარივით ესხმის თავს, ვირივით ტლინკებს ყრის, აქლემივით ძვირისმომხსენებლობს, დათვივით იყორავს მუცელს, მგელივით იტაცებს, მორიელივით იკბინება, მელასავით ეშმაკობს, ქალებს შმაგი ცხენივით დაჰხვიხვინებს, მაშინ როგორღა შეუძლია ასეთ ადამიანს შვილისთვის შესაფერისის სიტყვა წარმოთქვას და ღმერთს მამა უწოდოს? ვინ არის ასეთი ადამიანი? მხეცი? მაგრამ მხეცებს ერთი ამ ნაკლოვანებათაგანი ახასიათებთ; ხოლო მან, შეაერთა რა თავის თავში ყველაფერი, პირუტყვზე უგუნური შეიქმნა და რას ვამბობ მე, -მხეცი? ამგვარი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე უმძვინვარესია. ისინი არიან არა მძვინვარენი ბუნებით, ადამიანური ხელოვნების დახმარებით ხშირად თვინიერდებიან, ადამიანს კი, აქვს რა უნარი შეცვალოს მძვინვარება სიმშვიდით,-რაც მხეცის ბუნებისთვის არაა დამახასიათებელი,-რა გამართლება ექნება, როდესაც ბუნებით თვინიერი, მძვინვარედ იქცევა, რაც მისი ბუნებისთვის უცხოა, და ბუნებით მძვინვარეს კი ათვინიერებს; ლომის მომთვინიერებელნი, თავად მძვინვარებით ლომსაც აჭარბებენ? ამ მხეცს ორი არახელსაყრელი გარემოება აქვს: პირველი, რომ გონება არა აქვს, და მეორე, რომ იგი ყველაზე მძვინვარეა; მიუხედავად ამისა, ღვთისაგან მოცემული სიბრძნით, მის მხეცურ ბუნებასაც კი ათვინიერებს ადამიანი, ის ვინც მხეცში ბუნებას ამარცხებს, საკუთარ თავში ბუნების სიკეთესა და ნებელობას ღუპავს; ის, ვინც ლომისგან თითქოს ადამიანს ქმნის, საკუთარ თავს უფლებას აძლევს ადამიანიდან ლომად გარდაისახოს; ლომს ანიჭებს იმას, რაც მის ბუნებაზე უფრო მაღლა დგას, ხოლო საკუთარ თავში არ ინარჩუნებს მისი ბუნების დამახასიეთებელსაც კი. ასეთ ადამიანს როგორ შეუძლია ღმერთს მამა უწოდოს? მაშასადამე ვინც მოყვასისათვის მშვიდი და კაცთმოყვარეა და მის წინააღმდეგ შემცოდეზე შურს არ იძიებს, არამედ წყენაზე კეთილისმყოფელობით პასუხობს, დაუბრკოლებლად შეუძლია ღმერთს მამა უწოდოს. ჩაუღრმავდი გამონათქვამის სიზუსტესაც. მცნებად როგორ გვიწესებს ურთიერთსიყვარულს, და ყველას მეგობრული კეთილგანწყობით როგორ აერთიანებს. მან არ გვიბრძანა გვეთქვა: „მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა“, არამედ:“მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“. იმისთვის, რათა ვისწავლით რა საერთო მამის ყოლას, მეგობრულად განვეწყოთ ერთმანეთის მიმართ. ამასთან სურდა რა ესწავლებინა, რათა დავტოვოთ მიწა და მიწიერი, და არ განვერთხოთ ქვე, არამედ შევისხათ ფრთები სარწმუნოებისა, და აღვფრინდებით რა ჰაერზე უფრო მაღლა და მოვექცევით რა ეთერს ზემოდან, ვისწრაფოდეთ მამად წოდებულისკენ, რისთვისაც გვიანდერძა თქმად:“მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“, არა იმისთვის რომ ღმერთი მხოლოდ ცათა შინა იმყოფება, არამედ, რათა ჩვენ, ვინც მიწაზე ქვედავძვრებით, განგვაწყოს სწრფვად ზეცისკენ, და განგვაცისკროვნებს რა ზეციურ სიკეთეთა მშვენიერებით, ყველა ჩვენი სურვილი იქით წარვმართოთ.
შემდეგ მან მეორე გამონათქვამი შემატა, თქვა რა:“წმინდა იყავნ სახელი შენი“. თუმცა დე ნურავის გაუჩნდება უგუნური აზრი, თითქოს ღმერთს სიტყვებით, „წმინდა იყავნ სახელი შენი“ სიწმინდე ემატება;იგი წმიდაა, ყოვლადწმიდაც, წმიდა წმიდათაც. სერაფიმნიც ასეთ ქებისმეტყველებას შესწირავენ, ხმობენ რა გამუდმებით:“წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ: სავსე არიან ცანი და ქუეყანაი დიდებითა მისითა“ (ეს.6,3). როგორადაც ისინი, რომელნიც მეფეებს ქებას უძღვნიან და მათ მეფეებსა და თვითმპყრობელებს უწოდებენ, ამით იმას არ აძლევენ, რაც მათ არ გააჩნიათ, არამედ ქებას ასხამენ მას, რაც მათ გააჩნიათ, ასევე ჩვენც ღმერთს სიწმინდეს არ ვანიჭებთ, თითქოსდა არ ჰქონოდეს მას, როდესაც ვამბობთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“; არამედ ვადიდებთ რაც მას ახლავს, რამეთუ „წმიდა იყავნ’ აქ ნათქვამია ნაცვლად-„დე იდიდებოდეს“. მაშ ვისწავლოთ ამ სიტყვით სათნო ცხოვრება, რათა ადამიანები, შეხედავენ რა მას, ადიდებდნენ ჩვენს ზეციერ მამას, როგორც იგი სხვა ადგილასაც ამბობს:“ ეგეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხლნენ საქმენი თქუენნი კეთილნი მამასა თქუენსა ზეცათასა“(მათე 5,16). ამის შემდგომ ჩვენ სწავლებულნი ვართ თქმად:“მოვედინ სუფევა შენი“(მათე 6,10), რადგანაც განვიცდით რა ძალდატანებას ხორციელი ვნებებისაგან და ვვარდებით რა აურაცხელ ცდუნებაში, ვსაჭიროებთ ღვთის სასუფეველს, „ნუუკუე სუფევენ ცოდვაი მოკუდავთა მაგათ ხორცთა ტქუენტა მორჩილებად მის გულის-თქუმათა შინა მისთა. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქვენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად-სიმართლისა ღმერთსა“(რომ.6,12-13). ამას გარდა ჩვენ ვსწავლობთ-მეტისმეტად არ მივეწებოთ აწინდელ ცხოვრებას, არამედ მოვიძულოთ აწინდელი და გული გვითქმიდეს მომავლისათვის, როგორც მუდმივისთვის და ვეძიებდეთ ზეცათა სასუფეველსა და საუკუნოს, ხოლო აქაური სიამოვნებებით არ ვიქნეთ გატაცებულნი, არც ხორციელი კეთილსახიერებით, არც სიმდიდრის სიუხვით, არც მონახვეჭის სიმრავლით, არც ძვირფასი ქვებით, არც სასახლეების დიდებულებით, არც ქალაქის თავთა და მხედართმთავართა წოდებებით, არც პორფირითა და დიადემით, არც საჭმელ-სასმელით, შაქარლამითა და ყოველგვარი ფუფუნებით, არც გრძნობათა დამატკბობელი რაიმე სხვა საგნით, არამედ ყოველივე ამის უარმყოფელთა, განუწყვეტლივ გვქონდეს ძიება ღვთის საუფეველისა. ამგვარად გვასწავა რა ეს სათნოებაც, უფალმა გვიბრძანა თქმად:“იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“. განაღვიძა რა ჩვენში მომავლისადმი სიყვარული და ცათა სასუფეველის ნდომა და განგვმსჭვალა რა ამ სურვილით, გვამცნო თქმად:“იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“. მოგვეც ჩვენ, უფალო-ამბობს იგი,-მიბაძვად ზეციური ცხოვრების, რათა ჩვენც იგივე გვსურდეს, რაც თავად შენ გსურს; შეეწიე ჩვენს ნებელობას, დროდადრო დასუსტებულს, რომელსაც მართალია სურს შენთა საქმეთა აღსრულება, მაგრამ შეკავებულია ხორცთა უძლურებით; განართხე ხელი მოსწრაფეთა მიმართ, სლვად, განა იძულებულთა კოჭლობდნენ; სული მსუბუქია, მაგრამ მას ხორცი ამძიმებს; იგი ისწრაფვის ზეცისადმი, ხოლო ეს სიტყვები კი ელტვის მიწიერს, მაგრამ შენი შეწევნის შემთხვევაში შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება, მაშ „იყავნ ნებაშენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“.
რამდენადაც მაცხოვარმა მიწა ახსენა, ხოლო მისგან წარმომდგარ და მასზე მცხოვრებსა და მიწიერი ხორცით შემოსილ არსებებს, შესატყვისი საზრდელი ესაჭიროება, ამდენად დაურთო:“პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს“ (მათე 10,16). მან გვიბრძანა ვითხოვოთ „პური არსობისა“, არა ნაყროვანებისათვის, არამედ საზრდოობისათვის, სხეულის დასანაყრებლად და შიმშილით სიკვდილის განსაყენებლად,-არა მდიდრული სუფრებისა, არა მრავალფერი საჭმელ-სასმელისა, მზარეულთა ნაღვაწისა, პურისმცხობელთა გამოგონებებისა, გემოვანთა ღვინოთა და სხვა იმის მსგავსისა, რაც ენას ატკბობს, მაგრამ სტომაქს ამძიმებს, გონებას აბნელებს, შეეწევა სხეულს აღსდგეს სულზე და ამ კვიცს ურჩსა ჰხდის მეეტლის მიმართ. ამის თხოვნას როდი გვასწავლის მცნება, არამედ „არსობის პურისა“, ანუ სხეულის არსებაში გადაქცევადისა და შემწეობის მქონისა განამტკიცოს იგი. ამასთან გვემცნო იგი ვითხოვოთ არა მრავალი წლის სამყოფი, არამედ იმდენი, რამდენიც აწინდელ დღეს გვესაჭიროება. „ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის“-ამბობს უფალი (მათე 6,34). ან კი რისთვის უნდა იზრუნოს ხვალისთვის იმან, ვინც შესაძლოა არც კი მოესწროს ხვალინდელ დღეს, ვინც შრომობს, მაგრამ ნაყოფს არ იღებს? ღვთის იმედი იქონიე, რომელმან „მოსცის საზრდელი პირუტყუთა“ (ფს. 146,9) იგი, რომელმაც გიბოძა შენ სხეული, შთაგბერა სული, გქმნა გონიერ ცხოველად და უწინარეს შექმნამდე ყველა სიკეთე განგიმზადა, როგორ მოგიძაგებს შექმნულს.“რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და აწვიმოს მართალთა ზედა ცრუთა“(მათე 5,45)? მაშ, სასოებ რა მასზე, ითხოვე, აწინდელი დღის საზრდელი, ხოლო ხვალინდელზე ზრუნვა მას მიანდე, როგორადაც ნეტარი დავითი ამბობს:“მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ“ (ფს.54,23). ამგვარად გვაზიარა რა ამ სიტყვებით სიბრძნისმოყვარეობას და უწყოდა რა, რომ შეუძლებელია, ჩვენ მოკვდავი სხეულით შემოსილები, არ დავეცეთ ცოდვით; მან გვასწავლა ასევე ვამბობდეთ:“და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“(მათე 6,12). ამ სიტყვებით ერთდროულად სამ სიკეთეს ვიღებთ: მაღალ სათნოებას მიწეულებს თავმდაბლობას ასწავლის და შეაგონებს, თავიანთი ღვაწლით არ დაიმედდნენ, არამედ ეშინოდეთ, თრთოდნენ და ახსოვდეთ უწინდელი ცოდვები, როგორადაც იქცეოდა ნეტარ პავლე, რომელიც ურიცხვი ღვაწლის შემდგომ ამბობდა:“ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათ, ეს ცხოვრებად, რომელთაი პირველი მე ვარ“(1 ტიმ. 1,15). არ უთქვამს „ვიყავი“, არამედ „მე ვარ“, ამით გამოხატა, რომ ყოველთვის ახსოვდა თავისი უწინდელი საქმეები. მაშასადამე, უფალი ამ სიტყვებით მაღალ სათნოებებს მიწეულ ადამიანებს თავმდაბლობის შეხსენებით უსაფრთხოებას სთავაზობს; ხოლო წმინდა ნათლისღების მადლის მიღების შემდგომ დაცემულთ, ცხონების იმედს არ უკარგავს, არამედ ასწავლის-სულთა მკურნალს შენდობა სთხოვონ. ამას გარდა ეს სიტყვები კაცთმოყვარეობასაც ასწავლის. უფალს სურს, რომ ჩვენ მშვიდნი ვიყვნეთ დამნაშავეთა მიმართ, ძვირუხსენებელნი. მივუტევებთ რა შეცოდვებს, საკუთარ თავსაც შენდობას ვუმზადებთ და თავად განვუმზადებდეთ, რამეთუ ჩვენ იმდენის მონიჭებას ვთხოვთ, რამდენსაც თავად ვაძლევთ მოყვასს, და საკუთარი თავისთვის ისეთსავე მოტევებას გამოვითხოვთ, რამდენსაც ჩვენ თანანადებთ ვანიჭებთ. ამის გარდა გვემცნო თქმად:“და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩუენ ბოროტისაგან“(მათე 6,13). უტყუარად, მრავალი წუხილი შეგვემთხვევა ჩვენ ეშმაკისაგან, ბევრიც კაცთაგან, ან აშკარად რომ შეურაცხგვყოფენ, ან ფარულად სულზე აჯანყებული სხეულიც ზოგჯერ მძიმედ გვავნებს; ან კი სხვადასხვა სნეულებას დაქვემდებარებული, წუხილსა და ტანჯვას გვაყენებს, იმდენად, რამდენადაც მრავალი მხრიდან მრავალფერი უბედურებანი გვესხმიან თავს, გვახსოვდეს, რომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ მათგან თავდახსნა, რამეთუ ღვთის ძალით ყოველგვარი აფორიაქება წყდება, ქარიშხალი ჩადგება, შერცხვენილი მზაკვარი სული გაგვშორდება, როგორც ოდესღაც, დატოვა რა ადამიანი, ღორებში შევიდა და ესეც კი ვერ გაბედა ბრძანების გარეშე (მათე 8,31). ხოლო ვისაც თვით ღორებზეც კი არ აქვს ხელმწიფება, მას როგორ შეუძლია ფხიზელსა და ყურადღებიან ადამიანს დაეუფლოს,- ღვთისგან დაცულს და თავის მეუფედ მაღიარებელს? ამიტომაც გამოხატა მან ლოცვის დასასრულს ღვთის სუფევა და ძალი და დიდება, თქვა რა:“რამეთუ შენ არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ, ამენ“(მათე 6,13). მე ამას იმიტომ გთხოვ, ამბობს იგი, რომ ვუწყი, შენ ხარ მეუფე ყოველივესი, გაქვს საუკუნო ხელმწიფება, რასაც კი მოისურვებ, ყოველივეს გაკეთება ძალგიძს და განუყოფელი დიდება გაქვს, ხოლო ყოველივე ამისთვის ვმადლობდეთ ესევითარ სიკეთეთა ღირსმყოფელს, რამდენადაც მას ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და საუკუნეთა უკუნისამდე. ამენ.