ნაწილი II
წმ. იოანე ოქროპირის საშობაო ჰომილია,სანამ წმ. იოანე ოქროპირის საშობაო ჰომილიაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მივიჩნევთ იმ ფაქტის აღნიშვნას, რომ აღმოსავლეთმა საკმაოდ სწრაფად აითვისა ეს დღესასწაული. წმიდა ბასილი დიდის (+ 380) (1) და წმ. გრიგოლ ნოსელის საშობაო ჰომილიები უკვე მოწმობენ იმაზე, რომ ქრისტეს შობა იდღესასწაულებოდა ცალკე, ანუ ის უკვე აღარ უერთდებოდა ადრე, 380 წელს დაწესებულ ღმრთის განცხადების დღესასწაულს. პროფ. ვ. სტეფანიდისი წმ. ბასილი დიდის ჰომილიის წარმოთქმის თარიღად 376 წელს მიიჩნევს (2). წმ. ბასილი დიდი თავის საშობაო ჰომილიას იწყებს სიტყვებით: "დუმილით მივაგოთ პატივი ქრისტეს შობას. ნუ დავიწყებთ ჩვენი გონებით მის გამოკვლევას და ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იმის შესახებ, რისი სახეც კი წარმოუდგენელია და რასაც თვითმხილველი არ ჰყოლია. მაშ როგორ ძალუძს გონებას მისი წარმოდგენა? როგორ ძალუძს ენას მისი გამოთქმა?... დავუტევოთ მსჯელობა მარადარსებულ და გამოუთქმელ შობაზე, რადგან გონებას არ ძალუძს მიუწვდომელი ბუნების წვდომა... ღმერთი მიწაზე ჩამოსახლდა, ღმერთი -
ამ ქადაგებაში წმ. ბასილი დიდი გვაძლევს მათეს სახარების ვრცელ ეგზეგეტიკურ კომენტარს (მთ. 1:22-
ქრისტეს შობისა და უფლის განცხადების ცალ-
აქვე უნდა დავიმოწმოთ ქრისტეს შობის დღესასწაულობა რომში, რომელიც თვით პაპ იულიუსის დრომდე, პაპ ლიბერიუსის დროს აღესრულებოდა. წმ. ამბროსი მედიოლანელი თავის ბრწყინვალე თხზულებაში "De virginibus" (ქალწულობის შესახებ), 3-
წმ. იპოლიტე რომაელის (III ს.) ქანდაკებაზე ქრისტეს შობის თარიღად მითითებულია 25 დეკემბერი. წმ. იპოლიტე რომაელის კომენტარებში დანიელის წინასწარმეტყველებაზე, რომელიც გეორგიადისმა ხალკში აღმოაჩინა, არის შენიშვნა: "უფლის პირველი მოსვლა ხორცით, როდესაც ის ბეთლემში იშვა, მოხდა 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, აგვუსტუსის მეფობის 42-
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახსენებთ იმასაც, რომ იპონიის ეპისკოპოსი ნეტ. ავგუსტინე (354-
ასევე არ გვაქვს ზუსტი ცნობები ალექსანდრიაში ქრისტეს შობის დღესასწაულობის შესახებ. უკიდურეს შემთხვევაში წმ. ათანასე ალექსანდრიელის თხზულებებში შემორჩენილია "ქადაგება ქრისტეს შობაზე" (Sermo in nativitatem Christi, ΤΟΥ ΕΝ ΑΓΙΟΙΣ ΠΑΤΡΟΣ ΗΜΩΝ ΑΘΑΝΑΣΙΟΥ ΕΙΣ ΤΗΝ ΓΕΝΝΗΣΙΝ ΤΟΥ ΧΡΙΣΤΟΥ). ამ ქადაგების თვით შინაარსი უეჭველად განეკუთვნება ყველაზე "საკვირველ საიდუმლოს... ენით გამოუთქმელს, ქალწულ მარიამისგან სიმართლის მზის შობას" (9).
ამ დოკუმენტს სიცხადე შეაქვს ალექსანდრიაში არსებულ სიტუაციაში, რადგან დღემდე, კლიმენტ ალექსანდრიელზე დაყრდნობით მიიჩნევდნენ, რომ უფლის განცხადების დღესასწაულს და ამ დღის ცერემონიას, შობის ხსენების გარეშე, მხოლოდ ბასლიდიანელი მწვალებლები აღასრულებდნენ. ხოლო წმ. ათანასე ალექსანდრიელის ჰომილია ადასტურებს ქრისტეს შობის დღესასწაულობის გვიანდელობას, მაგრამ უფლის განცხადებასთან ერთად და როგორც "ძველ, მონასტრულ ჩვეულებას", როგორც ამას ღირ. იოანე კასიანე რომაელი ბრძანებს (10). "ეგვიპტეში, ძველი გადმოცემით (mos itse antiqua traditione servatur), დაცულია ასეთი ჩვეულება: უფლის განცხადების შემდეგ (რომელშიც იმ ოლქის მღვდლები გულისხმობენ უფლის ნათლისღებასაც და ხორციელ შობასაც, ამიტომაც, ორივე საიდუმლოს ზეიმობდნენ არა ორ დღეს ცალ-
კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაული დაახლოებით 379-
ბ) წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია
როგორც ცნობილია, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია ქრისტეს შობაზე წარმოთქმულია მაშინ, როდეასც კონსტანტინოპოლის მომავალი ეპისკოპოსი ჯერ კიდევ პრესვიტერი და საკუთარი ისტორიული წარსულით მოამაყე ქალაქის, ანუ გვიანანტიკური ანტიოქიის ცნობილი მოქადაგე იყო. წმ. იოანე ოქროპირის დროს ანტიოქიას იმ დროისთვის უდიდესი მოსახლეობა ჰყავდა და სამასი ათას ადამიანს აღწევდა. ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს, სელევკიდთა ელინური სამეფოს დედაქალაქად დაარსებული, ის ალექსანდრიასთან ერთად ელინური კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ცენტრი ხდება (15).
რომის იმპერიის პერიოდში და კონსტანტინე დიდის მიერ კონსტანტინოპოლის დაარსების შემდეგაც კი ანტიოქიამ თავისი ცენტრალური მდგომარეობა აღმოსავლეთში მაინც შეინარჩუნა (16). ის განთქმული იყო ფილოსოფიური სკოლებით, იურისპრუდენციით. მრავალი განათლებული ადამიანი ცდილობდა ანტიოქიაში ენციკლიკური მეცნიერებების დაუფლებას. ცნობილია, რომ სწორედ ასეთი საერო, კლასიკურ-
როგორც ეს წმ. იოანე ოქროპირის გვიანდელ შრომებში ჩანს, ოქროპირმა ბერძნული განსწავლულობისა და კლასიკური კულტურის საკმაოდ მნიშვნელოვან ხარისხს მიაღწია, რომელსაც სულაც არ უარყოფდა თავისი სიცოცხლის დარჩენილ წლებში" (17).
ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვაგვარად შესაძლოა მხედველობიდან გამოგვრჩეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი -
ის ცხოვრობდა იმ დროს (395 წ.), როდესაც რომის იმპერია ფორმალურად ჯერ კიდევ არ იყო ორად გაყოფილი (18) და უზარმაზარი ოიკუმენას მოქალაქეები თავს ერთიანი სახელმწიფოს მოქალაქეებად გრძნობდნენ (19).
ჩვენთვის საინტერესო ჰომილია ქრისტეს შობაზე წმ. იოანემ წარმოსთქვა ანტიოქიის მთავარ ტაძარში, ქალაქიდან გასული წმ. ფლაბიანეს თხოვნით (20).
ამ ჰომილიაზე მუდმივი მინიშნება ისტორიულ-
უპირველეს ყოფლისა უნდა დავიმოწმოთ წმ. იოანე ოქროპირის მნიშვნელოვანი მოწმობები ანტიოქიაში ქრისტეს შობის დღესასწაულობის დროის აღმოცენების შესახებ: "ჯერ ათი წელიც არ გასულა, რაც ეს დღე ცნობილი და ახლობელი გახდა ჩვენთვის, მაგრამ უკვე ძლიერ გაითქვა სახელი თქვენი მონდომებისდა წყალობით თითქოსდა ოდითგანვე და მრავალი წლის წინ გადმოგვცემოდა. ამიტომაც, არ შეცდება ის, ვინც მას ერთსა და იმავე დროს, ძველსა და ახალ დღესასწაულს უწოდებს, -
შემდეგ, რაც ძალზედ მნიშნელოვანია, წმ. იოანე ოქროპირი უთითებს რომის ეკლესიის ჩვეულებაზე, რომელიც ამ დღეს ზეიმობდა და ამბობს, რომ "დასავლეთში მცოხვრებთათვის ის ოდითგანვე არისო ცნობილი" (23). ავგუსტუსის მიერ ჩატარებული აღწერის იმ დროისთვის დაცულ კოდექსებზე დადაყრდნობით, რომლებიც "საჯაროდ ინახებოდა" (τοῖς δημοσία κειμένοις κώδιξιν ἐπὶ τῆς Ρώμης), წმ. იოანე ასევე ამბობს: "ისმინე და ნუ დაეჭვდები, რადგან ეს დღე მათგან მივიღეთ, ვინც ზუსტად იცის ეს და ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც მას ოდითგანვე, ძველი გადმოცემისამებრ დღესასწაულობენ" (ἄνωθεν καὶ ἐκ παλαιᾶς παραδόσεως αὐτὴν ἐπιτελοῦντες), ახლა კი მის შესახებ ჩვენც გვაუწყეს" (24).
წმ. იოანეს ეს მოწმობა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში გამოხატულია ღრმა რწმენა იმისა, რომ ძველად, რომის ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობდა 25 დეკემბერს. და სრულიად ცხადია, რომ IV საუკუნის ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლები გვაძლევენ შესაძლებლობას სრული დარწმუნებით ვთქვათ, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულის დასაწყისი შეიძლება განვაკუთვნოთ არა უადრეს 354 წელს. უკიდურეს შემთხვევაში წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები სრულ უფლებას გვაძლევენ დავეჭვდეთ დღეისთვის არსებულ "მეცნიერულ" დასკვნებში, თითქოსდა ქრისტეს შობის დღესასწაულობა თვით დასავლეთის ეკლესიაშიც კი უფრო მოგვიანებით გაჩნდა.
წმ. იოანე ოქროპირის მიერ აღწერის კოდექსების ხსენება ასევე საინტერესო ფაქტია და მოწმობა, თუმცა 476 წელს ოდოაკრის მიერ რომის გაძარცვის შემდეგ ეს მოწმობა უგზო-
სრულიად სავარაუდოა, რომ წმ. იოანე ოქროპირის დროს რომის სენატის ბიბლიოთეკაში, კაპიტოლიუმში ინახებოდა ავგუსტუსის დროინდელი აღწერა. უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ უფლება არ გვაქვს უარვყოთ ეს ფაქტი, რომელიც წმ. იოანეს მოჰყავს. ის ახსენებს ამ ძეგლს, როგორც საკმაოდ ცნობილს და სრულიად მისაწვდომს ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც სურს დარწმუნდეს ჩატარებული აღწერის სინამდვილეში, რომელიც ქრისტეს შობის დროს მოხდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვენდოთ წმ. იოანეს ამ სიტყვებს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, წმ. კირილე რომის პაპ წმ. იულიუს I-
გარდა ამ არგუმენტისა მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ასევე გადმოცემას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დროის შესახებ, რომელსაც წმ. იოანე ოქროპირი ახსენებს. ალბათ უსაფუძვლო არ არის მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ხარება, ანუ მაცხოვრის ჩასახვა, მოხდა 25 მარტს, ქრისტეს წმიდა და ბრწყინვალე აღდგომის დღეს. წმ. იოანეს ამ გადმოცემას თუ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ნაწილობრივ შეიძლება "შუქი მოვფინოთ" სამეცნიერო კრიტიკის მიერ ნახსენებ მოწმობას მარტის თვეში, აპრილში ან უკიდურეს შემთხვევაში თებერვალს ქრისტეს შობის ადრექრისტეანულ ხსენებას (წმ. კვიპრიანე კართაგენელი 28 მარტს ახსენებს) (26). ჩვენ მოვიყვანთ მართალი ელისაბედის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლად-
საინტერესოა, მაგრამ ეგზეგეტ მამათაგან იოანე ერთადერთია, რომელიც გვამცნობს კარვობის დღსასწაულს (ლევ. 23:34-
ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, როგორ აფასებს წმ. იოანე ქრისტეს შობის დღესასწაულის ესოდენ სწრაფ გავრცელებას აღმოსავლეთში. ის ამ მოვლენაში ღმრთის განგების განსაკუთრებულ მოქმედებას ხედავს. ახსენებს რა ქრისტეს შობის დღესასწაულის ჩვეულებას რომში, რომელიც იქ "ძველი გადმოცემის მიხედვით" ტარდებოდა, უთითებს ქრისტეს შობის დღესასწაულობის ანალოგიური ჩვეულების არსებობაზე "თრაკიიდან კადეშამდე" (30). მიუხედავად ამისა, როგორც წმ. იოანე მოწმობს, თუმც გავრცელებული იყო დღესასწაული, დავა და კამათი მის გარშემო არ წყდებოდა. ანუ ესოდენ სწრაფი გავრცელება ქრისტეს შობის დღესასწაულისა ქრისტეს ეკლესიის საზღვრების უმეტეს ნაწილში იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო არიანული არეულობანი, წმიდა იოანე ოქროპირისთვის წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ამ დღესასწაულის გავრცელებაში განსაკუთრებულად მოქმედებდა ღმრთის ძალი, დაახლოებით ისე, როგორც თვით ქრისტეანული სარწმუნოება ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში მოციქულთა მეშვეობით.
"ქადაგებამ, -
აქედან გამომდინარე, საეკლესიო ისტორიის თვალსაზრისითაც და საეკლესიო ეორტოლოგიის თვალსაზრისითაც წმ. იოანე ოქროპირის "სიტყვა" რომის გვიანანტიკური ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლია, რომელიც ფასდაუდებელ მოწმობებს გვაძლევს წმ. იოანეს დროს ქრისტეს შობის დღესასწაულობის, მისი წყაროებისა და წარმომავლობის შესახებ.
წყაროები და კომენტარები:
1. P.G., XXI, 596 ΟΜΙΛΙΑ ΕΙΣ ΤΗΝ ΑΔΙΑΝ ΤΟΥ ΧΡΙΣΤΟΥ ΓΕΝΝΕΣΙΝ
2. Β. Στεφανίδου, Εκκλησιαστική Ιστορία, Παπαδημητρίου, 1959, σελ. 778: "376 (περίπου) καθιερούται και εν Ανατολή ο εορτασμός των Χριστουγέννων κατά την 25ην Δεκεμβρίου."
3. იქვე, pp. 1457-
4. Greg. Naz. Oratio 38 in Theophania. PG 36, 311A-
5. P.G., XL, 337 XXXIX, 36
6. Hodie quidem secundum hominem homo natus ex virgine, sed ante omnia generatus ex Patre; gui mater corpore, virtute referat patreni...De virginibus ad Marcellinam sorem suam, Lib III, caput.1, 2, col.174 C
7. Архим. Матфей (Мормыль). Эортология и богословие Рождества Христова, ч. 1//Журнал Московской Патриархии , № 1, 1985 г
8. PL 33.200, ამის შესახებ ამბობს ბერძენი ლიტურგისტი, პროფ. ი. ფუნტულისი თავის წიგნში: "ΛΟΓΙΚΗ ΛΑΤΡΕΙΑ" განყოფილებაში Χριστούγεννα
9. Μυστήριον ξένον βλέπω, ἀντὶ ἡλίου τὸν ἥλιον τῆς δικαιοσύνης ἀπεριγράπτως χωρήσαντα ἐν τῇ Παρθένῳ. (00002) 0295-
10. "Collations" (X, 2 in P.L., XLIX, 820), დაწერილია დაახლ. 418-
11. Sed sub una diei hujus festivitate concelebrant. Coolacio X. De oratione, Caput II, p. 821
12. В русском издании. Прп. Иоанн Кассиан Римлянин. Писания. М. 1892, Соб 19, гл.2. Об обычае праздновать Пасху в Египте, с. 350
13. P.G. t. 77, pp. 1089 C -
14. Catholiic Encyclipedia, Christmas, http://www.newadvent.org/cathen/03724b.htm
15. ასეთი იყო იგი 300-
16. Catholic Encyclopedia, St. John Chrisostomos, http://www.newadvent.org/cathen/08452b.htm
17. იქვე.
18. იმპერატორმა თეოდოსიმ იმპერია დაჰყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, რათა მათთვის ეხელმძღვანელა მის ორ დარჩენილ შვილს ჰონორიუსს და არკადის. მაგრამ ეს დაყოფა არ ჰყოფდა მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ თავს ყოველთვის ერთი მთლიანი სახელმწიფოს ბინადრებად მიიჩნევდნენ. ორივე ნაწილში ბერძნული ენა, როგორც ენა განათლებისა, ფართოდ იყო გავრცელებული, რისი წყალობითაც ქრისტეს ეკლესიის ყველა ნაწილი ენობრივი ბარიერის გარეშე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.
19. См. Πρωτοπρ. Ιωάννη Ρωμανήδου. Τπ ψέμα του Καρλομάνγου το 794 και αι αρχαίοι έλληνες ρωμαίοι. ადრინდელი შუასაუკუნეების პერიოდში იმპერიის გაყოფის მიზეზებზე იხ. მასთანვე: FRANKS, ROMANS, FEUDALISM, AND DOCTRINE
20. იხ. Игумен Дионисий (Шленов). Празднование Рождества и Крещения согласно древним свидетельствам и памятникам полемической письменности середины XI век. აქ არის საინტერესო დასკვნა. 386-
21 Ι. Μ. ΦΟΥΝΤΟΥΛΗ, «ΛΟΓΙΚΗ ΛΑΤΡΕΙΑ», Χριστούγεννα: «Το 386 ο Αγ. Ιωάννης ο Χρυσόστομος παρότρυνε την εκκλησία της Αντιόχειας να συμφωνήσει στην 25η Δεκεμβρίου ως ημέρα εορτασμού της Γέννησης».
22. Jo. Chrys. Hom. in diem Natalem Domini 1. PG 49, 351:24-
23. Οὕτω καὶ αὔτη παρὰ μὲν τοῖς τήν Ἐσπέραν οἰκοῦσιν ἄνωθεν γνωρίζομένη
24. იქვე.
25. 410 წელს რომი პირველად აიღეს და გაძარცვეს ბარბაროსებმა. აი, როგორც აღწერს ნეტ. იერონიმე ამ მოვლენის შედეგებს: "კარნახისას ხმა მიწყდება, მოთქმა-
26. Catholiic Encyclipedia, Christmas, http://www.newadvent.org/cathen/03724b.htm.
27. Цит. Текста по ств. Иоанн Златоуст. Творения. Спб. 1899, т.2, кн.1, с. 400
28. Проф. М. Е. Богословский. Детство Господа нашего Иисуса Христа и Его Предтечи Иоанна Крестителя.// М. Барсов. Толование четвероевангелия. СПб. 1803, с. 126
29. იქვე. გვ. 126
30. Καί ἄνωθεν τοῖς ἀπὸ Θρᾴκης μέχρι Γαδείρων οἱκοῦσι κατάδηλος καί ἐπίσημος γέγονε. კადისი, ანუ ჰადასი, ფინიკიელთა მიერ ძვ. წ. დაახლ. 1100 წ. დაარსებული ქალაქი. იოანე ოქროპირის დრომდე ის "ატლანტიკის ფანჯრის" ფუნქციას ასრულებდა.