† წმიდა იოანე, ბოლნელი ეპისკოპოსი

ბიოგრაფია

იოანე ბოლნელი — X-XI საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მქადაგებელი, ბოლნისის ეპისკოპოსი.

ერთხანს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა ბოლნისში. იოანე ბოლნელი ქართული ჰომილეტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ჩვენამდე მოღწეული მისი ჰომილიები ძირითადად სახარების ამა თუ იმ ეპიზოდის განმარტებაა, ამასთან, მორალურ-ეთიკური ხასიათის შეგონებებსაც შეიცავს. იოანე ბოლნელის ქადაგებანი ქართული მჭევრმეტყველებისა და მხატვრული სიტყვის მაღალი ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. იოანე ბოლნელის ცნობილმა ქადაგებამ "ღვინისმსმენელთა და მომთვრალეთათვის" გავლენა იქონია სულხან-საბა ორბელიანის შესაბამის ქადაგებაზე.