ვითარცა-იგი შეემთხუევის ხილვისმოყუარეთა, რაჟამს-იგი მრავალფერთა ყუავილთა მიერ აღსავსეთა ველთა მიემთხჳნენ, რომელთა-იგი პირად-პირადი შუენიერებაჲ და ზოგადი ჰაეროვნებაჲ (vB) ერთისა რაჲსმე მათგანისა განცდად არა შეუნდობს, და ესრეთ, ყოველთა მიმართ რაჲ განავრცინ ხილვისმოყუარე იგი გულისთქუმაჲ, ყოველთაგანვე სწორებით გამოეჴუნიან, ესევითარივე სახე შეემთხჳა გონებასაცა ჩემსა ყუავილოვანსა მას წერილთასა მიხედვითა, რამეთუ პირად-პირადი იგი შუენიერებაჲ ძალისა მათისაჲ სწორებით მიზიდვითა სულისაჲთა მიმოაკუეთებს სურვილსა ჩემსა და დაუდგრომელ ჰყოფს, რამეთუ სწორთა შორის არა ადვილ არს უაღრესისა პოვნაჲ.
რამეთუ იხილე-ღა, თუ ვითარ ბრწყინვენ დიდისა დავითის წინაჲსწარმეტყუელებათა ყუავილნი! და კუალად, თუ ვითართა ყუავილთა სამოთხისათა ფეროვნებასა მოგუფენს მოციქული და ქრისტეს მიერითა სულნელებითა1 აღგუავსებს! ხოლო სახარებისა ველთა ყუავილთა2 ვინმცა უძლო სიტყჳთ აღრაცხუად3, ანუ თუ რომელმანცა გონებამან წარმოაჩინნა!
ვინაჲცა კეთილად ვჰგონებ, რაჲთა ჟამსა ამას მოვიჴსენო სიტყუაჲ იგი იგავთაჲ, რომელსა გუამცნებს, რაჲთა მივემსგავსნეთ ფუტკარსა, რომელი-იგი დაღაცათუ ძალითა უძლურ არს, არამედ სიბრძნე მისი იქების წერილთა შინა (ზირ. 11.3), და არასადა ვის უხილავს (vC) იგი, ვითარმცა ყოველივე ყუავილი სრულებით მოეკრიბა მას, და ზურგითა აღტჳრთულსა სკისა მიმართ მიეღო. არამედ წულილსა4 მას და მტუერისსახესა ყუავილისა5 ფურცელთა შინა მდებარესა ძალსა ფრთეთა მიერ და პირისა და ფერჴთა შეკრებულსა წარიღებს, და ესრეთ შურების სიბრძნითა სავსესა მას ნაშრომსა თჳსსა; და ექუსკედელთა მათ და არა მართლმოზავებულთა საუნჯეთა თაფლისათა აღჰმართებს და ფრთეთა სილბოჲსა და სიწყლტოჲსა6 მიერ მოაწრფელებს შენადგამთა მათთა და კედელთა, და შინაგან თაფლითა აღავსებს, რომელი-იგი პატიოსან არს და საწადელ მდიდართა და გლახაკთა, და ვიდრე მეფეთამდეცა მიიწევის პატიოსნებაჲ სიტკბოებისა მისისაჲ, სიტყჳსაებრ სოლომონისა7 (იგავნი 6.8).
აწ უკუე, რაჲთა ჩუენიცა8 ესე გოლეული ეგრეთვე პატივცემულ იყოს, და ნუუკუე და უმეტესცა, მადლი ლოცვისაჲ თანაშემწე-ვიყოთ და სულიერი ესე თაფლი გონიერად შევანელოთ, რაჲთა ყოველსა ეკლესიასა სწორებით აღმაშენებელ ექმნეს და ჩუენ და თქუენ ზოგებით მოვიღოთ სასყიდელი, რამეთუ ზოგადი არს შესაძინელი ესე. და რაჟამს ლოცვითა თქუენითა წარემართოს სიტყუაჲ ჩუენი, უმეტესი მადლი თქუენ მიგენიჭების, ვითარცა-იგი ქველისსაქმისა მიმცემელსა უაღრესი მადლი მიაქუს, ვიდრეღა მიმღებელსა ქველისსაქმისასა.
წმიდაჲ უკუე სახარებაჲ ძუელთა თხიერთა ახლისა ღჳნისა შთასხმად აყენებს (მათე 9.17; მარკ. 2.22; ლუკა 5.37). და ნუუკუე აწინდელსაცა ამას ჟამსა მოასწავებდა იგავით, რამეთუ ახალწნეხილი ღჳნოჲ ბუნებითისა მის (359rC) ნოტიობისა მდუღარებითა აღსავსე არს ქარითა, და ესრეთ, დუღილისა მიერ აღძრული, ნივთსა მას ბიწიანსა პერულად აღაფქურევს9 და განჰლევს. და ვითარ ჩემი სიტყუაჲ ჰგონებს, ესე სხუაჲ არარაჲ არს, არამედ სწავლაჲ და მოძღურებაჲ სულისა წმიდისაჲ, სიტყჳსაებრ სამოციქულოჲსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”სულითა10 მდუღარე იყვენით” (ჰრომ. 12.11). რომელსა-იგი დაძუელებულნი და ურწმუნოებითა განბძარულნი თხიერნი დატევნად ვერ შემძლებელ არიან, არამედ განსთქდებიან მაღალთა მათ მოძღურებათა სიმტკიცითა. და რაჟამს აღმატე(273rB)ბული რაჲმე სიღრმე სწავლათა სულისათაჲ11 შეესმას სასმენელთა მათთა, განიპებიან, და იგინიცა წარწყმდებიან და მადლსა მასცა სულისა წმიდისასა უჴმარ ჰყოფენ, რამეთუ12 ბოროტისმოქმედსა სულსა სიბრძნე არა შევალს, ვითარცა წერილ არს (სიბრძნე 1.4) (vA).
და უკუეთუ გნებავს, შემინდვეთ მე მიმსგავსებად ჩუეულებასა გლახაკთასა, რამეთუ იგინიცა ტაბლასა რაჲ მდიდართასა მიემთხჳნენ, ნეშტითა მით13 და ნამეტნავითა მრავალჟამ იზარდებიან. და ეგრეთვე მეცა, გუშინ მდიდრად დაგებულისა მის ტრაპეზისაგან ძალისაებრ ჩემისა სანუკვარი სიტყჳსაჲ შევჰმზადო14, და დღენდელი15 ესე წინადაგებული მის მიერ შევანელო, და შემოკრებულთა ამათ სერი შეუმზადო.
და რაჲ-მე იყო გუშინდელისა მის სერობისაგან ნეშტი და განულევნელი?16 - ესე იგი არს, რომელი-იგი საქმისაგან მოციქულთაჲსა აღმოვიკითხეთ - ათინას მისლვაჲ პავლესი (საქმე 17. 15-33), და ვითარ-იგი კერპთმსახურ იყო ქალაქი (vC) იგი და ბომონთა მიმართ აღბორგებულ, და ვითარ-იგი სულსა წმიდასა ნეტარისა პავლეს შორის ეძჳნებოდა და განმწარდებოდა, და ვითარცა ღუარი მძაფრი, სულსა შინა მოციქულისასა შეიწრებული, ღელვიდა, რამეთუ არა ჰპოვებდა უღირსთა მათ მიმართ განსლვასა17. ვინაჲცა სტოჲსაგანთა მათ და ეპიკურელთა ფილოსოფოსთა შებმა-უყო და არიოპაგედ მივიდა, და მათისავე ჩუეულებისაგან ღმრთისმეცნიერებად მოიყვანნა, რამეთუ ბომონისა მიერ და ზედაწერილისა დასაბამი სიტყჳსაჲ მოიღო.
ხოლო რაჲსათჳს მოვიჴსენე წარკითხული ესე საკითხავი? - რამეთუ აწცა არიან მსგავსნი მაშინდელთა მათ ათინელთანი, რომელთა-იგი სხუად არარად მოეცალების, გარნა სიტყუათ რასმე და სმენად უახლესსა (საქმე 17.21), - გუშინდელნი და დღევანდელნი მზარეულთა და მეპურეთა შვილნი და სხუათა მათ შეურაცხთა ჴელოვნებათა შექცეულნი და ნუუკუე მონანიცა და განდევნილნი და ანუ თუ ლტოლვილნი მონებისაგან, თჳთმოპოვნებულნი ვინმე ღმრთისმეტყუელნი და გამოუკულეველთა სიტყუათა ფილოსოფოსნი და რიტორნი. და ვჰგონებ თუ არა უმეცარ ხართ, ვიეთდა მიმართ ხედავს სიტყუაჲ ჩემი, რამეთუ ყოველივე ესე ქალაქი ესევითართა მიერ აღვსებულ არს, და ფოლოცნი და უბანნი და სავაჭრონი და ურაკპარაკნი და მებოძირნი და ყურენი ქალაქისანი; და უკუეთუ მწულილსა გინა დანგსა იკითხვიდე, შობილისა და უშობელისათჳს ფილოსოფოსობენ. და უკუეთუ დრამისათჳს ჰკითხო, მოგიგებენ, ვითარმედ მამაჲ უფროჲს არს, და ვითარმედ ძე უმრწემეს და მსახურ. და უკუეთუ ჰრქუა, ვითარმედ: მარჯუე არიან აბანონი, - განაჩინებენ, ვითარმედ არაარსისაგან არსებად18 მოვიდა ძე.
და არა უწყი, თუ რაჲ სახელს-ვსდვა19 ამას სიბოროტესა - გონებაცთომილებად გინა სიცოფედ, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე ესევითართა ბოროტთაგანი, რომელი გონებასა სიბორგილედ შესცვალებს.
და ამას ვხედევდი და ამისთჳს მოვიჴსენე სამოციქულოჲ იგი უწყებაჲ, რამეთუ, რომელსა-იგი წერილი ათინელთათჳს წარმოიტყჳს, ესე აწ ამათ შორის იხილვების. და უკუეთუ ჯერ-არს თქუმად, მათსა მას - ამათი ფრიად უძჳრეს არს და უბოროტეს. რამეთუ მათ კერპთა წყუდიადითა დაეშრიტნეს თუალნი სულისა მათისანი და ღმრთისმსახურებისა ნათელსა ხილვად ვერ ეძლო. გარნა ვითარცა ჴელისაღპ(vB)[ყრობით]ა20 რაჲთმე გონებისაჲთა ესოდენ21 შეუძლეს ცნობად, ვითარმედ არა ეგების მიწდომაჲ ღმრთისაჲ და არცა გულისსიტყუათა მიერ გამოიკულევის აღმატებული იგი ბუნებაჲ მისი. ამისთჳსცა ჭეშმარიტსა მას ღმერთსა უცნაურად სახელ-სდვეს და აღიარეს, და ბომონითა და ზედაწერილითა პატივ-სცეს უცნაურსა მას.
და რამეთუ ჭეშმარიტსა ღმერთსა განიცდიდა გონებაჲ მათი, ეწამების მათ მოციქული, რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: ”მას ღმერთსა გახარებ, რომელსა თქუენ პატივ-სცემთ და ჰმსახურებთ” (საქმე 17.23).
და ვითარ არა უძჳრეს22 არიან მათსა აწ მოჴსენებულნი ესე ამაოებისა მზრახვალნი, რომელნი არა შეუნდობენ ღმერთსა, რაჲთამცა უზეშთაეს მიწუდომისა23 მათისა იყო, არამედ ესრეთ იქადიან ღმრთისა ცნობასა, ვითარცა-იგი მან თჳთ თავი თჳსი იცის!
და აჰა, ვითარმე ვინ გოდებდეს ღირსად ესევითარსა ამას24 სიბრმესა გონებათასა, რომელნი ესევითარსა ამას ბრწყინვალებასა შინა, რომელსა ყოველი სოფელი დაუპყრიეს და ცხორებაჲ ჩუენი აღუვსიეს, ესრეთ არიან დამბრმალ ღმრთისმსახურებისა მიმართ!
და ნუუკუე უმეცარ ხართ, თუ რომელსა ნათელსა ვიტყჳ გარდამატებულად, რომელსა-ესე ცხორებაჲ ჩუენი დაუპყრიეს. აღმირაცხენით სამეუფონი ესე მნათობნი და რიცხუნი სახარებისანი, რომელთა ყოველი სოფელი დაუპყრიეს და მშჳდობისა მიერ და ღმრთისმსახურებისა ყოველსა ქუეყანასა განანათლებენ, რომლისა მომასწავებელად ყოველთა შემოქმედმან ღმერთმან პირველი იგი სოფლისა25 დაბადებაჲ ნიშიან-ყო. რამეთუ არა ხოლო თუ დიდი იგი მნათობი განაწესა მფლობელად დღისა (დაბ. 1.16), არამედ უმრწმესიცა იგი მნათობი შეაუღლა, რაჲთა, მის მიერითა მით ნათლითა განათლებული, მის თანავე ბრწყინვიდეს. (51rA) ესევითართა უკუე კეთილთა სიმრავლე26 სამოძღურებლა[დ] წინამდებარე არს, და27 [იგინი], ვითარცა ეშმაკისა მიერ28 მოწყლულნი, თავჴედობით და29 უსირცხჳლოდ ჭეშმარიტებასა30 აცილობენ და წინა-აღუდგებიან, ვითარცა ათინას შინა ეპიკურელნი იგი და სტოჲსა ფილოსოფოსნი, რომელთა პავლე შებმა-უყო.
და რაჲთა არა ჰგონოთ თუ ცილისწამებით ჴელ-ვჰყოფთ შესმენასა და ბრალობასა მათსა, ამისთჳსცა სიტყუანი მათნი შორის-შემოვიხუნეთ და განვიხილნეთ.
სტოჲსა ფილოსოფოსნი31 იგი ნივთიერად ზღაპრობენ ღმრთეებასა, და ესენი32 მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა დაბადებულად ჰგმობენ. და არა უმეცარ ხართ თუ რაბამი ერთობაჲ იხილვების დაბადებულისაჲ ნივთიერისა მიმართ!
და კუალად, ეპიკურელნი იტყჳან, ვითარმედ არარაჲ არს სხუაჲ უზეშთაესი განგებაჲ ხილულთა [ამათ აგე]ბულებისა და განგებისა მპყრობელი, არამედ თავით თჳსით განეგებიან და იპყრობვიან33. და რაჲთა მოკლედ ვთქუა, უღმრთოებად დასრულდების ბილწი იგი ცთომილებაჲ მათი და გმობაჲ.
ვიხილოთ უკუე, უკუეთუ არა სწორ იქმნების ეპიკურელთა უღმრთოებისა უღმრთოებაჲ იგი მათი, რომელნი ძესა შეურაცხჰყოფენ. და ნუვინ იცილობვის34 და თავჴედობს, ვითარმედ: ეპიკურელნი არცა თუ მამასა აღიარებენ, არცა ჰრწამს ღმერთი, და ვითარ სწორ არს ამათი და მათი უღმრთოებაჲ, რომელნი ღმრთეებასა მამისასა არა უვარ-ჰყოფენ?
მცირედ უკუე მელოდე და ჰპოვნე - და უსახელონიცა ესე ეპიკურელნი და უშჯულოებითა არა35 უდარესნი მათსა. რამეთუ ბრწყინვალედ დიდებისა და ხატად გუა(274rB)მოვნებისა (ებრ. 1.3) და ძალად ღმრთისა და სიბრძნედ ღმრთისა (I კორ. 1.24), და სხუაჲ, რაოდენიცა ესევითარი მაღალი და ღმრთივშუენიერი სახელი უწოდა მოციქულმან, ძესა უწოდა, რომელთაგანი თითოეული36, ვითარცა შეერთებაჲ რაჲმე და შესწორებაჲ განუყოფელი37, განთჳსებულად არა მოიგონების, არამედ შეყოფილად და შეერთებულად. რამეთუ ბრწყინვალებაჲ და ხატი - მისი არს ბრწყინვალებაჲ და ხატოვნებაჲ, რომლისაჲ იყოს. და ვითარცა-იგი არა განბრწყინდების ნათელი, უკუეთუ არა იყოს განმაბრწყინვებელი და პირველი მიზეზი ბრწყინვალებისაჲ38 მის, ეგრეთვე განბრწყინვებული ბუნებაჲ თავით თჳსით არა გულისჴმა-იყოფების, უკუეთუ განმაბრწყინვებელისა მის თანა არა გულისჴმა-იყოს. რამეთუ ხატი გუამოვნებასა აჩუენებს, და გუამოვნებაჲ ხატისა მიერ იცნობების. და ეგრეთვე, ძლიერებაჲ ღმრთისაჲ თჳნიერ ღმრთისა ხილვად შეუძლებელ არს. და ღმერთსა თჳნიერ ძლიერებისა მოგონებად ბუნებაჲ არა აქუს.
აწ უკუე, რომელი ერთსაცა ამათ შეწყობილთა და შეუღლვილთა სწორებათაგანსა უვარ-ჰყოფდეს, მის თანა დაჰჴსნის ყოველსავე.
იტყჳან უკუე უღმრთოებისა წინამძღუარნი, ვითარმედ: იყო ოდესმე, ოდეს არა იყო ძე. მაშა უკუეთუ იყო ოდესმე, ოდეს არა იყო ძე, არცა ბრწყინვალებაჲ იყო, არცა ხატოვნებაჲ, არცა ძლიერებაჲ, არცა სიბრძნე; და უკუეთუ ესე არა იყვნეს, ღმერთი ვითარ იყო? რამეთუ დიდებაჲ თჳნიერ ბრწყინვალებისა არა გულისჴმა-იყოფების, არცა გუამოვნებაჲ თჳნიერ ხატოვნებისა, არცა ბრძენი39 თჳნიერ სიბრძნისა, არცა ძლიერი თჳნიერ ძალისა, არცა მამაჲ თჳნიერ ძისა; ვინაჲ ცა ცხად არს თქუმულთა ამათ მიერ, ვითარმედ, რომელი ძესა შეურაცხ-ჰყოფდეს, მის თანა შეურაცხ-ჰყოფს მამასაცა. და სადა ძე არა იდიდებოდის, მუნ არცა მამაჲ იდიდების. და სადა მამაჲ არა იდიდებოდის, მუნ ღმრთეებაჲ უვარ-ქმნილ არს. და ღმრთისა უვარის-ყოფაჲ სხჳსა არავისი არს, არამედ ეპიკურელთაჲ.
ხედავა, რამეთუ ეგევითარნი იგი მგმობარნი - ეპიკურელნი არიან და უბოროტესნიცა მათსა, ვითარცა ზემო ვიტყოდე, რომელნი-იგი ძისა შეურაცხებითა პატივ-სცემენ მამასა და იტყჳან, ვითარმედ იგი უხუცეს არს და უფროჲს, ხოლო ესე - უმრწემეს და უმცირეს40; იგი მოავლენს და ესე მოივლინების; და სიტყუასა რასმე წერილთასა განჰბძარვენ ამის პირისათჳს სიცოფით და იტყჳან, ვითარმედ: თჳთ უფალი აღიარებს, ვითარმედ მოივლინა მამისა მიერ (იოანე 8.29).
ვითარმედ მოივლინა, ესე უწყი. ხოლო რამეთუ, რომელმან-იგი მოავლინა, მის თანა არს,- ესე არა გასმიეს, და არა გულისჴმა-ჰყოფა ბრწყინვალეთა მათ მოძღურებათა, რამეთუ მო-ცა-ივლინების და არა განეშორების-ცა? მოივლინების კაცთმოყუარებისათჳს, და არა განეშორების ბუნებით განუყოფელობისათჳს.
და კუალად იტყჳან, ვითარმედ: თჳთ მხოლოდშობილი აღიარებს, ვითარმედ უფროჲს მისსა არს მამაჲ, სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა უფალმან, ვითარმედ: მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს (იოანე 14.28). ვინაჲცა გამოვიძიოთ, ძმანო, და შევძრწუნდეთ, რამეთუ, ვითარ ეგების ესე; ანუ ნუუკუე ტყუვა, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: მე მამისა შორის და მამაჲ ჩემ შორის? (იოანე 14.10) აწ უკუე, უკუეთუ მამაჲ უფროჲს არს ძისა, ვითარ დაიტევის უფროჲსი უმცირესისა შორის? (vA) და უკუეთუ ძე უმცირეს (vB) არს მამისა, ვითარ აღივსების უფროჲსი უმცირესისა მიერ, რამეთუ, ვითარცა დიდსა შეიწრებაჲ ვერ ძალ-უც უმცირესისა შორის, ეგრეთვე ვერცა მცირესა41 - განვრცომაჲ გარდამატებულისა42 შორის. და ესრეთ საჭირო იქმნების და უღონო ნაკლულევანებაჲ ძისაჲ მამისა შორის და დაუტევნელობაჲ მამისაჲ ძისა შორის, და ტყუვა, რომელნი-იგი თქუა, ვითარმედ: მე მამისა შორის და მამაჲ ჩემ შორის! (იოანე 14.10).
არამედ, უკუეთუ უმცირეს არს, ესრეთ ჯერ-იყო თქუმად, ვითარმედ: მე კერძოსა შორის მამისასა, და მამაჲ, - არა ”ჩემ შორის”, არამედ უმჯობეს და უჭეშმარიტეს იყო თქუმად, უკუეთუ მამაჲ უფროჲს არს, ვითარმედ: ”კერძოჲ რაჲმე მამისაჲ ჩემ შორის”. ხოლო უკუეთუ ყოვლითურთ მამაჲ ყოვლითურთ ძისა შორის, და ყოვლითურთ ძე ყოვლითურთ მამისა შორის, სადაღა არს გარდამატებული, ანუ სადა არს მოკლებული?
და რად საჴმარ არს მრავლისმეტყუელებაჲ, არამედ ჯერ-არს, რაჲთა ერთითა სიტყჳთა ყოველივე სიცოფე მათი უკუნ-ვარღჳოთ. ესე იგი არს, რამეთუ იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ”რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა, რაჲთა იყოს იგი სწორ ღმრთისა” (ფილიპ. 2.6). მითხარ-ღა, რაჟამს სწორებაჲ გესმას, და არასწორებად გულისჴმა-ჰყო, ვითარი არს სჳნდისი შენი?
ეჰა ახალი ესე მოძღურებაჲ, რომელი სწორებისაგან უსწოროსა თარგმნის!
გარნა ნუუკუე სწავლისმოყუარე ვინმე კეთილითა გონებითა სწავლად ეძიებდეს43 და გულისჴმის-ყოფად სწადოდის, თუ ვითარ უფროჲს არს მამაჲ ძისა, და ვითარ სწორ არს ძე მამისა, რამეთუ რეცა წინააღმდგომ44 არიან45 ესე ურთიერთას46, ამისთჳს დაუტეოთ47 წინააღმდგომთა მიმართ მრისხანებით მხილებაჲ, და მამებრივითა მოწლებითა წინამდებარისა ამის პირისათჳს სიტკბოებით ვასწავოთ ძმათა.
ყოველნივე სიტყუანი სახარებისანი არა სწორ არიან, არამედ მრჩობლი აქუს გულისჴმის-ყოფაჲ და მრჩობლითა ძალითა გუასწავებენ საიდუმლოთა48 უფლისათა. რამეთუ რომელნიმე სიმაღლესა ძისა ღმრთისა ღმრთეებისასა ჴმამაღლად ქადაგებენ და რომელნიმე სიმდაბლესა თანა კაცობრივისა49 ბუნებისასა დამდაბლდებიან. რამეთუ რაჟამს თქუას უფალმან, ვითარმედ: ”მე გიბრძანებ შენ” (მარკ. 9.25), და ვითარმედ: ”მნებავს, განწმიდენი” (მათე 8.3; მარკ. 1.41; ლუკა 5.13), და ვითარმედ: ”მამაჲ ჩემ შორის და მე მამისა შორის” (იოანე 14.10), და ”რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი” (იოანე 14.9). და ”მე და მამაჲ ერთ ვართ” (იოანე 10.30), და ”არავინ იცის ძე, გარნა მამამან” (მათე 11.27; ლუკა 10.22), და ვითარმედ: ”ყოველივე50 ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს” (იოანე 17.10), და ”დიდებულ ვარ მე მათ შორის” (იოანე 17.10), და რაოდენიცა51 ესევითარი არს, ყოვლისავე არსებისა და ბუნებისა უაღრესსა მას ძლიერებასა ღმრთეებისასა ქადაგებს.
ხოლო რაჟამს ბუნებისა ჩუენისა უძლურებისა მიმართ მიდრიკოს სიტყუაჲ, ესევითართა იტყჳს სიტყუათა, ვითარმედ: ”შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე” (მათე 26.38), და ”უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე” (მათე 26.39; მარკ. 14.36; ლუკა 22.42), და ვითარმედ: ”ვერ ძალუც ძესა თავით თჳსით ყოფად არარაჲ” (იოანე 5.30), და ვითარმედ: ”მცნებაჲ მომიღებიეს, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი” (იოანე 12.49), და ვითარმედ: ”წარვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, და ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა” (იოანე 20.17). და ლაზარესათჳსცა ტირილი (იოანე 11.35) ამათვე თანა შეჰრაცხე და გზისა სიმაშურალე და საზრდელისა მიღებაჲ და წყლისა თხოვაჲ (იოანე 4.6; ლუკა 24.43; იოანე 4.7) და ლეღჳსა მიმართ მისლვაჲ (მათე 21.19; მარკ. 11.13) და ნავსა შინა ძილი (მათე 8.24). (275rB) ესე და სხუანი ყოველნი ესევითარნი არა პირველითგან ყოფილისა მის სიტყჳსა (იოანე 1.1) პატივსა, არამედ დამდაბლებასა მისსა ხატადმდე მონებისა და ბუნებისა ჩუენისა სიგლახაკისა მიმართ გარდამოსლვასა საცნაურ ჰყოფენ.
თქუმულ არს უკუე, ვითარმედ: ”რომელმან მომავლინა მე, უფროჲს ჩემსა არს” (იოანე 14.28).
აწ უკუე განვიცადოთ, სიტყუაჲ ესე თუ რომელსა ბუნებასა მიეჩემების ანუ ვითარ არს, ანუ თუ, ”რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო” (ფილიპ. 2.6), ვინაჲ წარმოივლინა ანუ ვითარ? - გარნა თუ ესე, რამეთუ, რომელი-იგი იყო სავსებაჲ ღმრთეებისაჲ, ხატი მონისაჲ შეიმოსა და თავი თჳსი წარმოიცალიერა52 ხატადმდე მონებისა. და ვინმცა არა უწყოდა, ვითარმედ ესე ესრეთ არს. რამეთუ საღმრთოჲ53 ძლიერებაჲ და ბუნებაჲ ყოველგანვე განფენილ არს და ყოველივე აღუვსიეს და ყოველგანვე მისწუთების და ყოველივე უპყრიეს, და არა ეგების, არცა შეჰგავს, ვითარმცა წარივლინა. რამეთუ არცა იპოვების მისგან ცალიერი ადგილი, რომელსამცა პირველ არა იყო, და ოდეს წარივლინა, მაშინ მივიდა. არამედ ყოვლისა-მპყრობელითა მით ძალითა თჳსითა ყოველსავე იპყრობს და ყოველსავე განაგებს. და არა იპოვების ადგილი, ვინაჲმცა წარვიდა, ანუ თუ რომლისამცა მიმართ მივიდა, რომელსა-იგი ყოველივე აღუვსიეს. ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ სიმდაბლისა და უძლურებისა ჩუენისა მომართ გარდამოსლვაჲ ძისა ღმრთისაჲ ნებითა მამისაჲთა მოვლინებად იწოდების. და რამეთუ საღმრთოჲსა მისგან ბუნებისა ცხორებისა ჩუენისა მომართ მოსლვაჲ უფლისაჲ არა ადგილითი-ადგილად მისცვალებს უფალსა, არამედ სიმაღლისა მისგან დიდებისა - სიმდაბლისა მიმართ ჴორცთაჲსა გარდამოსლვასა აუწყებს. ვინაჲცა გარდამოჴდა, არამედ - არა შიშუელი სიტყუაჲ, არამედ განკაცებული. ესე იგი არს, რამეთუ ჴორცნი შეისხნა და არა ხატი ღმრთისაჲ შეიმოსა, არამედ ხატი მონისაჲ. და ესე არს, რომლისათჳს-იგი თქუა, ვითარმედ: ”ვერ ძალ-მიც თავით თჳსით ყოფად რაჲსამე” (იოანე 5.30), რამეთუ ვერ შეძლებაჲ უძლურებისაჲ არს, და ვითარცა-იგი განსწვალებს ნათელსა ბნელი და ცხორებასა სიკუდილი, ეგრეთვე ძლიერებასა - უძლურებაჲ. ხოლო ქრისტე ძალი არს ღმრთისაჲ (I კორ. 1.24), და ძალი უძლურ54 არა იქმნების. რამეთუ, უკ(52rA)უეთუ ძლიერებაჲ უძლურ იქმნეს, სადაღა იყოს ძლიერებაჲ?
და კუალად, ოდეს წარმოაჩინოს სიტყუამან, ვითარმედ ვერ ძალ-უც ყოფად რაჲსამე, ცხად არს, რამეთუ უძლურებაჲ იგი არა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა ღმრთეებასა მიეჩემების, არამედ უძლურებასა ბუნებისა ჩუენისასა შეეწამების55. რამეთუ ჭეშმარიტად უძლურ არიან ჴორცნი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ” (მათე 26.41; მარკ. 14.38).
და ესრეთ, ორკერძოვე უცთომელ არს და ჭეშმარიტ საღმრთოჲ წერილი; რამეთუ უფროჲსობასა აღიარებს და სწორებასა არა უვარ-ჰყოფს. და რამეთუ რაჟამს კაცობრივსა ბუნებასა მიხედნეს, უფროჲსობასა წამებს ღმრთეებისასა, ხოლო რაჟამს ღმრთეებასა მიაყვანოს გონებაჲ, მიერითგან უქმ არს უფროჲსობაჲ და უმრწემესობაჲ, რომელნი-ესე არიან ჴორცთა შესწორებულნი შეტყუებანი, ვითარცა წამებს თავადი ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ: ”მე და მამაჲ ერთ ვართ” (იოანე 10.30). ხოლო შეცვალებულთა სწორებაჲ არა ეგების.
და ვჰგონებ თუ კმა არს ჩუენ მიერი ესე თქუმული მწვალებელთა უფროჲს-უმცროებისა წვალებასა განდევნად ღმრთისმსახურებისა სწავლათაგან.
და უკუეთუ (vB) უმრავლესთა წამებათა ეძიებთ, ვითარცა იქმან სამშჯავროთა შინა, რაჲთა უმრავლესთა მოწამეთა მიერ დამტკიცდეს ჭეშმარიტებაჲ, მომეცით უკუე მეცა ჴელმწიფებაჲ, რაჲთა უკუნვაქციო სიტყუაჲ ჩემი ძუელთა უწყებათა მიმართ და მოვიჴსენო ერთი ვინმე გამოცდილთაგანი, რომელსა-იგი მოიჴსენებს მოციქულიცა და იტყჳს, ვითარმედ: ”აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, და ვინაჲთგან არავინ აქუნდა უფროჲსი, რომლისამცა მიმართ ფუცა, ფუცა თავისა მიმართ თჳსისა, და თქუა” (ებრ. 6.13-14), რაჲ-იგი თქუა. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა არა უწყიან, რაოდენ56 შესაძლებელ იყოს, შემოკლებულად წარმოგითხრა თქუენ უწყებაჲ იგი, რაჲთა ყოველთა მიერ საცნაურ იქმნეს.
წარიყვანა ღმერთმან აბრაჰამ და განაშორა ადგილისაგან თჳსისა და ნათესავისაგან თჳსთა, ბრძანებითა და ჩუენებითა თჳსითა. და უცხოსა ქუეყანასა მწირობდა მამათმთავარი მრავალ ჟამ, სასოებითა აღთქუმისაჲთა. და გამოსაცდელად სარწმუნოებისა მისისა განგრძელდა სასოებაჲ აღთქუმისა მის აღსრულებისაჲ (დაბ. 12.1-21,34). ხოლო აღთქუმაჲ იგი ესე იყო, რაჲთა იქმნეს მამა ნათესავთა მრავალთა (დაბ. 17.4).
და სიგრძესა მას შინა ჟამთასა ბუნებაჲ თჳსსა საქმესა იქმოდა. ესე იგი არს, რამეთუ დაბერდა, და სასოებაჲ უმეტეს აღორძნდებოდა. და ესოდენ57 დაბერდა თჳთ იგი და მეუღლე მისი, ვიდრეღა შვილიერებისა სასწაულნი სრულიად დაშრტეს მათ შორის. და ამას ურცხჳნელად მოასწავებს საღმრთოჲ წერილი და იტყჳს, ვითარმედ: მოაკლდა სარრა წესსა დედათასა (დაბ. 18.11), რომლისა მიერ იქმნების წესი მუცლად-ღებისაჲ. გარნა დაღაცათუ ესრეთ ჴორცნი დაძუელდეს სიბერითა, ხოლო ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი დაუბერებელ იყო და განურყუნელ.
მას უკუე ჟამსა იშვა ისაკი (დაბ. 21.1-3), რაჲთა საცნაურ იქმნეს, ვითარმედ არა ბუნებისა საქმე იყო შობაჲ მისი, არამედ განგებაჲ საღმრთოჲსა ძლიერებისაჲ. ვინაჲცა ჯეროვნად იხარებდეს მართალნი იგი შობისა მისისათჳს, და ჰმადლობდეს ღმერთსა. განჭაბუკდა უკუე მოხუცებული შვილისა მის მიერ საყუარელისა, და გარდაეცემოდეს წყარონი სძისანი ძუძუთაგან სარრაჲსთა, და დიოდეს ჟამსა მას სიბერისა მისისასა, და მდიდრად აწოებდა ჩჩჳლსა მას თჳსსა გარდასრული იგი დღეთაჲ, და განსცხრებოდა ბუნებათა უაღრესისა მისთჳს საკჳრველებისა და იტყოდა, ვითარმედ: ”ვინ-მე მიუთხრას აბრაჰამს, ვითარმედ სარრა აწოებს ყრმასა”? (დაბ. 21.7).
და ესრეთ მცირედ-მცირედ აღორძნდებოდა ჩჩჳლი იგი. და სიყრმისა რაჲ ჰასაკსა აღვიდა, იყო იგი საწადელ მხილველთა და სიტკბოება და სასურველ მშობელთა, და ყუავილ და სამკაულ მოჰასაკეთა58. და ესრეთ, წარმატებასა თანა ჰასაკისასა წარემატებოდეს სათნოებანიცა სულისა მისისანი და სიკეთე ჴორცთა მისთაჲ.
და თუ ვითარი სიხარული შეჰგვანდა მის ზედა მშობელთა მისთა59, თქუენ თჳთ გონებასა შინა თქუენსა გულისჴმა-ყავთ. და თუ ვითარ იშუებს მამაჲ, ხედვიდეს60 რაჲ61 განცხრომასა შვილისა62 თჳსისასა, გინა სიმღერასა, გინა რკინობასა, გინა წურთასა და სწავლასა, ანუ თუ ტკბილ(276 rB)სა მას მოჰასაკეთა თანა ქცევასა.
და ესე რაჲ ესრეთ წარემატებოდა, განცდაჲ და ღუაწლი საზარელი შეემთხჳა მართალსა მას მამათმთავარსა, - ვინ-ძი უყუარს უმეტეს - ღმერთი ანუ ბუნებაჲ.
ძრწის უკუე გონებაჲ ჩემი საზარელისა მისთჳს შორის-შემოსრულისა მითხრობისა.
კუალად უკუე ეჩუენა ღმერთი და უწოდა მას სახელით (დაბ. 22.1). ხოლო იგი გულსმოდგინედ ერჩდა ბრძანებასა მისსა. რამეთუ გამოცდილებისაგან უაღრესსა კეთილსა მოელოდა.
ხოლო შენ ისმინე საღმრთოჲ ბრძანებაჲ, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: ”მომგუარე მე ძე შენი” (დაბ. 22.2)
წუთღა არა წყლავს63 გულსა მამისასა სიტყუაჲ ესე, რამეთუ, ნუუკუე და ესევითარიმცა რაჲმე მოიგონა, ვითარმედ: ქორწილისა მისისათჳს რასმე მიბრძანებს მე და მეუღლისა და სასძლოჲსა წესსა განმიწესებს, რაჲთა ნათესავთა კურთხევამან სრულებაჲ მოიღოს. (vA)
არამედ ვიხილოთ შემდგომი სიტყჳსაჲ მის, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ”მომგუარე მე ძე შენი საყუარელი მხოლოდშობილი” (დაბ. 22.2).
ხედავა საწერტელსა ამას სიტყჳსასა64, თუ ვითარ აღაგზებს ნაწლევთა მისთა, და თუ ვითარ აღსძრავს ბუნებასა და თუ ვითარ აღატყინებს სიყუარულსა მისსა, და ძედ საყუარელად და მხოლოდშობილად უწესს65 მას, რაჲთა ესევითართა ამათ სახელთა მიერ აღადუღებს მისა66 მიმართ სურვილი მისი?
- და ოდეს მოვიყვანო, რაჱ ვყო, უფალო?
და ჰრქუა მას, ვითარმედ: ”შეწირე იგი”.
და ნუუკუე ესევითარისა რაჲსმე შეჰგვანდა მოგონებად, ვითარმედ: ნუუკუე ვინაჲთგან შეწირვასა მიბრძანებს, მღდელად დამადგინებს. და არა მღდელად, არამედ მსხუერპლად და შესაწირავად, მსხუერპლისა ამის მიერ მრგულიად დამწუარად.
და ჰრქუა მას ჴმამან საღმრთომან, ვითარმედ: ”შეწირე იგი საკუერთხად მთასა ზედა, რომელი გიჩუენო შენ” (დაბ. 22.2).
და რაჲ-მე არს; არა განჰკრთა გონებაჲ თქუენი, რომელნი-ეგე მამანი ხართ და ბუნებისა მიერ გისწავიეს სიყუარული შვილთაჲ, და გესმის ძალი უწყებისაჲ ამის, და უწყით თუ ვითარ შეიწყნარებს სასმენელი მამისაჲ მხოლოდშობილისა ძისა დაკლვასა?
და ვინმცა იყო, რომელიმცა არა განჰკრთა სიტყჳსა მისთჳს და გარე-მცა-მიიქცინ სასმენელნი თჳსნი და გინა თუ მო-ცა-კუდა, და არამცა დაესამართლა მბრძანებელსა მას, თჳთ თავადისა ამის ბუნებისა ჩუენისა67 თანაშემწეობითა, და ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: რაჲ არს ესე, უფალო! და ამისთჳს მყავა მამა შვილისა, რაჲთა შვილის მკვლელად გამომაჩინო? და ამისთჳს მიჩუენეა გემოჲ ტკბილისა ამის ნიჭისაჲ, რაჲთა მისათხრობელ მყო ყოვლისა სოფლისა და საქიქელ, რამეთუ მიბრძანებ მე, რაჲთა ჴელითა ჩემითა დავკლა შვილი ჩემი და სისხლი სისხლთა ჩემთაჲ ვაპკურო წინაშე შენსა? და ჯერ-არს, რაჲთა შენ თავადი68 ესევითართა ამათ მსხუერპლთათჳს იხარებდე? ანუ ვითარ მოვკლა შვილი ჩემი, რომლისა მიერ შემურვასა და დაფლვასა მოველი? და რაჲ არს ესე; ესევითარი სასძლოჲ შეუმზადოა და ესევითარი სახარულევანი ქორწილი განუმზადოა და აღუნთო მას არა სანთელი საქორწინე, არამედ ცეცხლი და საჴუმილი განმლეველი? და ესრეთ გჳრგჳნოსან ვყოა, ვითარცა სიძე? და ესრეთ ვიქმნეა (vB) მამა ნათესავთა, რომელსა არცა თუ შვილისა ერთისა ქონებად შემენდო?
ნუუკუე ესევითარი რაჲმე მოიგონა აბრაჰამ, გინა69 იწუართა? - ნუ იყოფინ! არამედ საღმრთოსა სიყუარულსა შეესაკუთრა და ბუნებაჲ თჳსი სრულიად უვარ-ყო70 და ვნებულნი იგი სიყუარულნი სისხლთა და ჴორცთანი, ვითარცა ტჳრთი რაჲმე მძიმე და ურგები, ესრეთ განსთხინა, და სრულიად მისცა თავი თჳსი ღმერთსა, და ბრძანებასა მისსა მორჩილ ექმნა.
და არცა მეუღლესა თჳსსა განაზრახა ამისთჳს. და კეთილად ყო ესე და გონიერად, რამეთუ არა სარწმუნოდ შეჰრაცხა საღმრთოჲსა საიდუმლოჲსა71 დედაკაცისა მითხრობად, და რამეთუ არცა რაჲ ადამს ერგო განზრახვაჲ იგი ევაჲსი, არამედ უფროჲსღა წარწყმედაჲ მოატყუა მას. და ამისთჳსცა ყო ესე, რაჲთა, უკუეთუ ცნას ესე სარრა, ნუუკუე და დედობრივი რაჲმე შეემთხჳოს მას ვითარცა მშობელსა, და მჴურვალე იგი ღმრთისა მიმართ სიყუარული მისი ბიწიან ყოს. ამისთჳს დაუფარა მას საქმე ესე. რამეთუ, უკუეთუმცა ესევითარი რაჲმე ეცნა72 მას, გინა გულისჴმა-ეყო, რაჲმცა არა ექმნა, ანუ რაჲმცა არა ეთქუა! ანუ არამცა წიაღთა თჳსთა დაემალა და სულმოკლე ქმნილ იყო და მომკუდარ. და ანუ თუ, უკუეთუმც დაშთომილ იყო და არა გონებაცთომილ ქმნილ იყო, არამცა ესევითართა სიტყუათა ეტყოდა გოდებითა მწარითა აბრაჰამს, ვითარმედ: შეიწყალე, კაცო, ბუნებაჲ შენი, და ნუ იქმნები უკეთურებითა მისათხრობელ ყოვლისა ქუეყანისა. ესე ხოლო მხოლოდშობილი მივის მე; ესე ხოლო მხოლოჲ არს სალმობაჲცა შობისა ჩემისაჲ და სიხარულიცა გულისა ჩემისაჲ. ესე ხოლო მხოლოჲ არს73 პირმშოჲცა ჩემი, და უკუანაჲსკნელიცა. და ამისსა შემდგომად ვინღა ვიხილოთ ტაბლისა ჩუენისა თანაზიარი, ანუ ვისიღა გუესმას74 ტკბილი იგი ჴმაჲ, რომელსა გუასმენს ჩუენ ნაწლევი ესე ჩუენი, რაჟამს სახელით გჳწოდდეს და მამით და დედით გუხადოდის. ანუ ვინ ჰმსახუროს75 სიბერესა ჩუენსა; ანუ ვინ დაჰფლნეს სამარესა შინა ჴორცნი ჩუენნი? არა ჰხედავა76 ყუავილსა ამას ჴორცთა მისთასა, რომელსა დაღაცათუმცა მტერსა ვინ თანა ხედვიდა, შეწყალებაჲვე ჯერ-იყო! არა უწყია, რამეთუ ესე არს გრძელთა მათ ლოცვათა ჩუენთა ნაყოფი და ესე არს მკჳდრი, ესე არს ნეშტი ნათესავობისაჲ და ესე არს კუერთხი სიბერისა ჩუენისაჲ? და უკუეთუ ამისი დაკლვაჲ გეგულების, მაშა მე მომკალ პირველ მისსა, და, ვითარცა გნებავს, დამჭარ და დამწჳ ცეცხლითა, და ესრეთ ზოგადი იყავნ დაფლვაჲ ჩუენი და ზოგადი საფლავი ჩუენი, და ერთსა ძეგლსა ზედა დაიწერენ განსაკრთომელი ესე კაცის-კლვაჲ. და ნუმცა უხილავს თუალთა სარაჲსთა აბრაჰამ შვილის მკვლელად და ნუცა ისაკი ჴელთა მიერ მამისათა მოკლულად!
ესემცა და ამისსა უმრავლესნი სიტყუანი ეთქუნეს77 სარრას, უკუეთუმცა ეცნა მას ყოფადი იგი განსაცდელი. (53rA)
არამედ, რაჲთა არარაჲ იქმნეს დამაბრკოლებელ ჴელ-ყოფისა მის, შეშაჲ კარაულსა აჰკიდა78 და რაოდენნიმე მონათაგანნი თანა-წარიყვანნა და საღმრთოჲსა ნებისა აღსრულებად მიისწრაფდა (დაბ. 22.3) და (277rB) მერმე დაუტევნა მონანი იგი, რაჲთა არა ექმნენ წინააღმდგომ მონევრივითა79 გულისსიტყჳთა80 დაკლვისა მისთჳს ისაკისა (დაბ. 22.5).
და უკუეთუ ვის ენებოს, კმა არს საქმე ესე უწყებად ჰასაკსა ყრმისასა, რამეთუ უბრძანა მოჴდაჲ კარაულისაჲ და აღტჳრთვაჲ ყრმისაჲ (დაბ. 22.6). და ესრეთ ტჳრთი იგი კარაულისაჲ დასდვეს ბეჭთა ზედა ისაკისთა, რამეთუ უკუეთუმცა არა81 იყო განმტკიცებულ ჰასაკითა, ვითარმცა იტჳრთა ტჳრთი იგი კარაულისაჲ?
ხოლო კუალად მოსწყლავს ნაწლევთა მამისათა ჴმაჲ იგი ისაკისი, რომელი-იგი არარაჲთ უმოლხინეს იყო ზემოთქმულთა მათ განსაცდელთა, რამეთუ ჴმა-უყო ტკბილითა მით ჴმითა და ჰრქუა, ვითარმედ: ”მამაო!” (დაბ. 22.7).
ხოლო იგი არა დაიჴსნა, არცა შეისუარა ცრემლთა მიერ, და არცა მოიგონა, ვითარმედ: მცირედ უკუანაჲსკნელ არღარა82 მესმეს ესევითარი ესე ჴმაჲ. არცა აღუტევა ტირილი, არცა გოდებაჲ, არცა სულთქუმაჲ და ტკივილი, არამედ მტკიცითა სულითა და მიუდრეკელითა გონებითა ყრმისაცა სიტყუაჲ მიითუალა და პასუხიცა მიუგო და ჰრქუა მას, ვითარმედ: ”რაჲ არს, შვილო?” (დაბ. 22.7).
ამას ადგილსა გულისჴმა-ყავ ყრმისა მის გონიერი და გულისჴმის-მყოფელი სული, და თუ ვითარ ჴსენებად მოიყვანებს მშობელსა თჳსსა, რეცა სახითა კითხვისაჲთა, ვითარმცა დაჰვიწყებოდა შეწირვაჲ იგი მსხუერპლისაჲ, და არცა დავიწყებასა, არცა შესულებასა აყუედრებს მას, არამედ, ვითარცა თჳთ ენება ცნობის, ესრეთ განკრძალულად მოაჴსენებს მას თანაწარსრულსა მას მისდა შესაწირავსა და იტყჳს, ვითარმედ: ”აჰა ესერა შეშაჲ და ცეცხლი და მახჳლი; სადა არს ცხოვარი იგი მსხუერპლისაჲ?” (დაბ. 22.7).
ხოლო მან, გინა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან83 ყოფადი იგი იხილა, გინა თუ ვითარცა მეგობარმან ღმრთისამან, სასოებითა ღმრთისაჲთა განმტკიცებულმან, ესრეთ განაძლიერა ყრმაჲ იგი და ჰრქუა მას, ვითარმედ: ”ღმერთმან იხილოს ცხოვარი მსხუერპლისაჲ, შვილო” (დაბ. 22.8).
და ესრეთ, უმეტეს და უმეტეს განცდაჲ იგი მამათმთავრისაჲ განძჳნდებოდა, ვიდრემდის მიიწია ჩუენებულსა მას ადგილსა და აღაშენა მას ზედა საკურთხეველი. ხოლო ისაკ მოუმზადებდა ნივთსა მას შენებისასა მამასა თჳსსა და აღაგზნებდა ცეცხლსა.
და ესრეთ მოუმზადა ყოველი. ხოლო საქმისა მის დახრწევაჲ არღა იქმნა, ვიდრემდის უპყრა ყრმასა მას ჴელითა თჳსითა აბრაჰამ და ვერ ძალ-ედვა ბუნებასა ცილობაჲ გინა დახრწევაჲ საქმისაჲ მის. ხოლო მისცა ისაკ თავი თჳსი მშობელსა თჳსსა და მიერჩდა მას, რაჲთა, ვითარცა ინებოს, იჴუმიოს იგი.
და რომლისათჳს ორთაგანისა უფროჲს მიკჳრდეს, - რომელმან-იგი ღმრთისა სიყუარულისათჳს ჴელ-ყო დაკლვაჲ შვილისა თჳსისაჲ, ანუ თუ მისი, რომელი-იგი ვიდრე სიკუდიდმდე მორჩილ ექმნა მამასა თჳსსა! რომელნი-იგი ურთიერთას84 უჴდებოდეს, რამეთუ ერთი იგი ბუნებასა ერეოდა, ხოლო მეორესა მას უძჳრეს სიკუდილისა შეერაცხა, უკუეთუ მშობელსა თჳსსა85 წინა-აღუდგეს. ვინაჲცა შეკრა ყრმაჲ იგი უწყალოდ მამამან მისმან.
მრავალგზის (vB) მიხილავს გამოხატვით დაკლვაჲ იგი ისაკისი, და არაოდეს თანა-წარსრულ ვარ უცრემლოდ, რამეთუ განცხადებულად საანჯმნო ჰყოფს საქმისა მის ძალსა ჴელოვნებაჲ იგი, რამეთუ მდებარე არს ისაკ საკურთხეველსა ზედა უკუღმართ შეკრული, ვითარცა კრავი, მუჴლთა თჳსთა ზედა, ხოლო მამაჲ მისი მუჴლთა ზედა მოდრეკილ არს ზურგსა მისსა ზედა. და მარცხენითა ჴელითა უპყრიეს თმაჲ თავისა მისისაჲ და პირი მისი მიუქცევიეს მის კერძო. ხოლო იგი საწყალობელად მიხედავს პირსა მამისა თჳსისასა, და იგი დადრეკილ არს ახოვნებით ყრმისა მის ზედა და მარჯუენე თჳსი აღუჭურავს მახჳლითა და განმზადებულ არს დაკლვად, და კნინღა და შეახებს ჴორცთა ყრმისათა წუერსა მას მახჳლისასა, და მაშინღა იქმნების ღმრთისა მიერ მისდა მიმართ ჴმაჲ, და დააყენებს საქმესა მას (დაბ. 22.11-12).
აჰა ესერა ძნიად სადამე86 მოვიქეცით კუალად გზასა სიტყჳსა ჩუენისასა, რამეთუ, მსგავსად კიცჳსა ურჩისა, გზისაგან განვედით, და ვაკეთა შინა და ველთა ვარბიეთ და ძნიად შეუძლეთ დაპყრობად ალაგსა სიტყჳსა ჩუენისასა. რამეთუ ესე იყო წინამდებარე იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ, რომლისათჳს ვიტყოდეთ, ვითარცა-იგი მისგან ვისწავეთ, ვითარმედ სწორ არიან მამაჲ და ძე, და არა არს მათ შორის განწვალებაჲ. ხოლო აქა ანგელოზად უწოდა სიტყუასა ღმრთისასა საღმრთომან წერილმან და თქუა, ვითარმედ: ჴმა-უყო მას ანგელოზმან ღმრთისამან და ჰრქუა: ”ამის წილ, რამეთუ ჰყავ სიტყუაჲ ესე, და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, თავსა ჩემსა ვფუცავ, რამეთუ ვყო ყოველივე, რომელი-იგი აღუთქუა მას სიტყუამან” (დაბ. 22.16-18).
(vA) ვინ არს უკუე, რომელი ეჩუენა აბრაჰამს, მამაჲ-მე-ა? გარნა87 ვინ იტყჳს ანგელოზად ვისდამე მამასა, არამედ მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, რომლისათჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი, ვითარმედ: და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოზი88 (ეს. 9.6).
და ამისსა არა89 უმეცარ არს პავლე, რომელმან-იგი სამოთხეს ისწავნა გამოუთქუმელნი, ვითარმედ: ძისა მიერ იქმნა ფიცით იგი აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან” (ესე იგი არს მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ღმერთი), ვითარმედ: ”ვინაჲთგან არავინ აქუნდა უფროჲსი, რომლისამცა მიმართ ფუცა, ფუცა თავისა მიმართ თჳსისა” (ებრ. 6.13). და ვითარ იტყჳან ესენი მამასა უფროჲს ძისა, ვინაჲთგან პავლე იტყჳს ძისათჳს, ვითარმედ: ”არავინ აქუნდა უფროჲსი, რომლისამცა მიმართ ფუცა”!
ამიერითგან უკუე მოვედით და აღვიყვანოთ სიტყუაჲ ჩუენი ახლისა მის მიმართ სახარებისა ღჳნისა, რაჲთა სწავლისა მიერ ჩუენცა შევიწყნაროთ მდუღარებაჲ სულისა წმიდისაჲ, და ვიქმნნეთ მომზავებელ საუნჯე ესევითარისა მის ღჳნისა, რაჲთა არცა ჩუენ90 განვიხეთქებოდით91 და არცა დაფარულსა მას ჩუენ შორის მადლსა დავსთხევდეთ (მათე 9.17; მარკ. 2.22; ლუკა 5.37).
ხოლო, ვითარ ვჰგონებ, სიტყუაჲ იგი ფსალმუნთაჲ92 ჟამისა93 ამის ბოროტთა, წინაჲსწარმეტყუელებით მოასწავებს და იტყჳს, ვითარმედ: ”უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოჲთგან და შესცთეს მუცლითგან” (ფს. 57.4). ღმრთისა მიერ შობილისა საშოდ ეკლესიასა იტყჳს, რამეთუ ესე არს, რომელი მუცლად-იღებს თჳსსა საშოსა ჩჩჳლსა მას, მის მიერ აღორძინებადსა სარწმუნოებისა მიერ. არამედ ცოდვილნი მსგავსად მორყუნილთაჲსა უცხო (278r) იქმნნეს საშოჲსაგან94 და მუცლისაგან ჭეშმარიტებისა შესცთეს. და აჰა ესერა არა ვხედავ წიაღთა შინა დედისათა განდგომილთა მათ სარწმუნოებისაგან. და ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: ამათთჳს მოასწავებს წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ფსალმუნთაჲ, რომელნი-ესე საცთურისა მიერ შეცთომილ არიან. ხოლო საშოჲთგან შეცთომაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ შესცთეს სიტყუათაგან ჭეშმარიტებისათა და იტყოდეს სიცრუვესა. და რამეთუ გულისწყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისასა (ფს. 57.5) (ხოლო ესე სიტყუაჲ არა თუ ლიტონად გუელსა მოასწავებს, არამედ გუელსა მას იტყჳს დასაბამსა ბოროტთასა).
გარნა ჩუენ არა გუაქუს აწ მოცალებაჲ იგავითა გუელისაჲთა მხილებად წარმდებთა მათ და უაღჳროთა პირთა და მგმობართა სულისა წმიდისათა, რომელნი-იგი ჰგონებენ თუ ძალი რაჲმე აქუს გმობასა მათსა, რომელსა-იგი სულისა წმიდისათჳს წარჰრევენ, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ სული წმიდაჲ ღმრთად წერილთა შინა არასადა წოდებულ არს, და ვითარმედ არა არს იგი ბუნებისაგან მამისა და ძისა, და ვითარმედ ნუუკუე და ბუნებასა შეეწამოს მოსწავებაჲ მისი, ხოლო სახელსა - არასადა, რომელ არს ღმრთეებაჲ95.
ვინაჲცა ბოროტთა მათ გმობისა მათისა შემწამებელად მიიღედ გუელი. რამეთუ ჩუენ ესევითართა მათ გარე-მივაქცევთ და შევაჩუენებთ და ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ საღმრთოჲსა ბუნებისა განცხდებული სახელი არა იპოვების, არამედ რაოდენიცა96 რაჲ ითქუმის გინათუ კაცობრივისა97 ჩუეულებისა მიერ, ანუ თუ საღმრთოთა წერილთა მომასწავებელად და სახისმეტყუელებად მისა98 გამოისახვის, ხოლო თჳთ თავადი იგი საღმრთოჲ ბუნებაჲ ყოველთავე სახელთა და გამოთქუმათა უმაღლეს დამტკიცებულ არს, და ვჰგონებ თუ არა უჯერო არს ზრახვასა მას გუელისასა, რომლითა ეზრახა ევას, ჟამსა ამას წარმოთქუმად, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ ღმრთეებისა სახელსა მხედველობისა ძალი აქუს მომასწავებელად, და რაჟამს-იგი მცნებულისა მის ჭამასა განაზრახებდა, ურჩებისა შესაძინელად ესე აღუთქუა, ვითარმედ: ”აღგეხილნენ თუალნი თქუენნი და იყვნეთ თქუენ ვითარცა ღმერთნი” (დაბ. 3.5). ხედავა, რამეთუ მხედველობისა ძალი წამა მსგავსებად ღმრთეებისა, არა თუ რაჲ-იგი არს. ვინაჲცა არა თუ ბუნებასა მოასწავებს ღმრთეებისა სახელი, არამედ მხედველობისა ძალსა. გარნა თუ მხედველობისაცა ძალსა დააკლებენ სულსა წმიდასა, დაკლებულნი იგი ყოველთა კეთილთაგან, რომელსა მამაჲცა მათი ეშმაკი აღიარებს, და მხედველობასა წამებს ღმრთეებისათჳს.
ხოლო უკუეთუ არა უწყიან, დაღაცათუ ნამეტნავ არს ცხადთა საქმეთათჳს მრავლისმეტყუელებაჲ, გარნა თავს-ვიდვათ ესე მათთჳს, რომელთა-იგი სიწრფოებით არა უწყიან ამის პირისათჳს.
რაჲ იყო პარვაჲ იგი ანანიაჲსი? ანუ რაჲსათჳს დაისაჯა ესრეთ სასტიკად? ანუ ვითარ ცნა პეტრე პარვაჲ იგი, რომელი ჰპარა თავსა თჳსსა ფარულად, მეუღლესა თჳსისა თანა? ანუ არა სული წმიდაჲ იყოა, რომელმან პეტრეს გამოუცხადა და ანანიაჲს პარვაჲ იგი იხილა? ამისთჳსცა ჰრქუა მას პეტრე, ვითარმედ: რაჲსათჳს აღავსო სატანა გული შენი (v) ცრუებად სულსა წმიდასა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა (საქმე 5.3-4).
და ვითარცა-იგი უკუეთუ ვინმე იტყოდეს, ვითარმედ: რომელმან პირმეტყუელსა აგინოს, კაცსა აგინებს, არა ორთა მიმართ განჰყოფს გინებასა მას, არამედ ერთსა პირსა მოასწავებს, თითოსახეთა99 ნივთთა მიერ საცნაურ-ქმნილსა. ეგრეთვე პეტრე სულსა წმიდასა (54rA), და სულად, და ღმრთად უწოდა, ანანიაჲს მიერ ცრუებულად. და ორივე იგი ერთ არს ღმრთისმსახურთა წინაშე, და ერთსა პირსა მოასწავებს, რომელ არს100 ღმრთეებაჲ სულისა წმიდისაჲ, რომლისა მადლითა ღირსმცა ქმნილ ვართ ჩუენცა ხილვად უხილავთა მათ და დაფარულთა სიღრმეთა ჭეშმარიტებისათა, და ზიარებასა ღმრთეებისასა და მართლმადიდებლობით დიდებასა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელი-იგი სამგუამოვნებით და ერთარსებით იდიდების, ესე იგი არს მამაჲ101 და ძე და სული წმიდაჲ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე და ძალი და მეუფებაჲ აწ და მარადის და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.
* ტექსტი დადგენისათვის გამოყენებულია შემდეგი ხელნაწერები: Ath. 49, 50r-54r (A); A 55, 272r-278v (B); A 66, 358r-370v (C); A 1702, 1r-12v (D); H 335, 7r-16v (E).
1 - სურნელებითა A.
2 - ყუავილსა A.
3 - აღრაცხად A.
4 - მწულილსა B.
5 - ყუავილსა B.
6 - სიწყლტოჲს A.
7 - სოლომონისსა B.
8 - ჩუენიცაჲ C.
9 - აღაფქურევს AC.
10 - სოლითა A.
11 - სულისაჲთა B.
12 - რამეთუ - A.
13 - და უკუეთუ გნებავს... ნეშტითა მით (3 სტრ.) - C.
14 - შევმზადო C.
15 - დღეინდელი C.
16 - განულევნელი] განსალევნელი C.
17 - განსავალსა A, განსალვასა B.
18 - არსებად] არსად B.
19 - სახელ-ვსდვა BC.
20 - ჴელისპყრობითა AC.
21 - ესეოდენ AC.
22 - უძჳრე AC.
23 - მიწდომისა BC.
24 - მას B.
25 - სოფლის C.
26 - მრავლე B.
27 - ესევითართა უკუე... არს და (3 სტრ.) - C.
28 - ეშმაკისა მიერ] ეშმაკისათჳს C.
29 - თავჴედობით და - C.
30 - ჭეშმარიტებასა - C.
31 - ფილასოფოსნი C.
32 - ესენი] ესრეთ C.
33 - იპყრობიან C.
34 - იცილობის C.
35 - არაჲ AB.
36 - თჳთოეული A.
37 - განუყოფელნი C.
38 - ბრწყინვალებისა C.
39 - ბრძენი] ბრძნე B (თავიდან "სიბრძნე" ეწერა. შემდეგ "სი" წაუშლიათ).
40 - უმც~რეს A.
41 - და უკუეთუ ძე... ვერცა მცირესა (4 სტრ.) - C.
42 - გარდამატებულსა C.
43 - ეძიებდენ C.
44 - წინააღმდგომად AC.
45 - ჩანან AC.
46 - ურთიერთარს ABC.
47 - დაუტევოთ AC.
48 - საჲდუმლოთა AC.
49 - კ~ცბრივსა B.ჳ
50 - ყოველი AC.
51 - რავოდენიცა A.
52 - წარმოიცარიელა B, წარმოაცალიერაჲ C.
53 - საღმთოჲ A.
54 - უძლური C.
55 - ძლიერებაჲ უძლურ იქმნეს... ბუნებისა ჩუენისასა შეეწამების (6 სტრ.) - C (თეთრი ლაქა).
56 - რავოდენ A.
57 - ესოდენ AC.
58 - მოასაკეთა C.
59 - მისთაჲ B.
60 - ხედჳდეს C.
61 - რა A.
62 - შჳლისა C.
63 - სწყლავს C.
64 - არამედ ვიხილოთ... ამას სიტყჳსასა (3 სტრ.) - C.
65 - უწეს A.
66 - მისსა BC.
67 - ~ჩუენისა ბუნებისა C.
68 - თავადი + ესე B.
69 - გინა + თუ C.
70 - უარ-ყო B.
71 - საჲდუმლოჲსა A, საჲდუმლოსა C.
72 - ეოცნა B.
73 - სალმობაჲცა შობისა ჩემისაჲ... ესე ხოლო მხოლოჲ არს (3 სტრ.) - C.
74 - გუესმეს C.
75 - ჰმსსახუროს A.
76 - ხედვა B.
77 - ეთქუნნეს C.
78 - რაჲთა არარაჲ... კარაულსა აჰკიდა (2 სტრ.) - C.
79 - მონებრივთა B.
80 - გულისსიტყუათა B.
81 - არა] არღაჲ C.
82 - არღარა] არაჲ C.
83 - წწტყ~ლმან A.
84 - ურთიერთარს ABC.
85 - თჳსსა - C.
86 - სადამე] სამე BC.
87 - გარნა + არასადა A (შემდეგ ეს სიტყვა წაუშლიათ).
88 - ვინ არს უკუე... დიდისა ზრახვისა ანგელოზი (4 სტრ.) - C.
89 - არა - C.
90 - ჯერ ეწერა "არა ჩუენცა", შემდეგ გადაუკეთებიათ: "არცა ჩუენ" A.
91 - განვიხეთქეობდეთ C.
92 - ფსალმუნითაჲ B.
93 - ჟამის B.
94 - ს~შოთგ~ნ C.
95 - ღმრთეებაჲ + მისი C.
96 - რავოდენიცა A.
97 - კ~ცბრივისა A.
98 - მისსა B.
99 - თჳთოსახეთა A.
100 - არს + არს A.
101 - მამა B.
თარგმანი წმიდა გიორგი მთაწმინდელისა
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინათინ დოლიძემ და ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა
თბილისი, 2004 წ.