† წმიდა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

აზრები

ღმერთი იყოს ყველა შენი საქმის დასაწყისი და დასასრული.
ცხოვრებისგან ყველაზე დიდი სარგებელია – ყოველდღიური სიკვდილი.
ეცადე, კეთილისმოქმედთა ყველა საქციელი გაიგო.
მძიმეა სიგლახაკეში ცხოვრება, მაგრამ უფრო უარესია გამდიდრება უპატიოსნოდ.
სიკეთის აღსრულებისას იფიქრე, რომ ღმერთს ბაძავ.
ღვთის წყალობა მოყვასისადმი წყალობით ეძიე.
დაეუფლე შენს სხეულს და დაამდაბლე როგორც შეგიძლია.
მოთოკე მრისხანება, რომ ჭკუიდან არ შეიშალო.
შეაკავე თვალები, და დაე ენამაც იცოდეს საზომი.
ყურები გასაღებით ჩარაზე, და დაე სიცილი სიბილწეს ნუ მიეცემა.
შენი ცხოვრების მანათობლად გულისხმისყოფა მიიჩნიე.
მიხედე, რომ მოჩვენებითის გამო სინამდვილე არ გაგექცეს.
ყველაფერი გაიაზრე, მაგრამ აღასრულე ის, რაც დასაშვებია.
იცოდე, რომ მწირი ხარ, და მწირებს პატივი ეცი.
მშვიდობიანი ცურვისას ყველაზე მეტად ქარიშხალი გახსოვდეს.
რაც ღვთისაგან გეძლევა, ყველაფერი მადლიერებით მიიღე.
სჯობს სასჯელი მართლისაგან, ვიდრე პატივი ბიწიანისაგან.
ბრძენ კაცთა კართა წინაშე იდექი ფეხმოუცვლელად, ხოლო მდიდართა კართან ნურასოდეს დადგები.
ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის უმნიშვნელო, როცა მისგან დიდი რამ წარმოიშობა.
მოთოკე თავხედობა და დიდი ბრძენი იქნები.
საკუთარი თავი დაიცავი, ხოლო სხვის დაცემაზე ნუ გაიცინებ.
საამოა, როცა შენ აღძრავ შურს სხვებში, მაგრამ მედატ სამარცხვინოა, როცა შენ გშურს.
მსხვერპლად ღვთისა, ყველა დანარჩენზე უპირატესად, საკუთარი სული შესწირე.
ოჰ, ეს რომ აღასრულოს ვინმემ! იგი ცხონდება.