† ამბა დოროთე

წერილები

[157]მისივე მიმართ

ჩვენ დაბადებულნი და შექმნილნი ვართ სახიერი და კაცთმოყვარე ღვთისა, რომელიც ამბობს: ”ცხოველ ვარ მე, - იტყვის ადონაჲ უფალი, - რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (ეზეკ. 33.11). ასევე: ”არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მათ. 9.13). ამრიგად, თუ ეს ჭეშმარიტებაა და ჩვენ ამგვარად გვწამს, მაშინ ”მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი და მან გამოგზარდოს შენ“ (ფსალმ. 54.22). ანუ დაგიხსნის იგი, რადგან ჩვენზე ზრუნავს. იგი ანუგეშებს შენს გულს წმინდანთა ლოცვით, ჩემო შვილო, ამინ.