მშვიდობა შენდა ქრისტეს მიერ, ძმაო! აიძულე გული, ირწმუნოს, რომ განსაცდელის მიზეზი უეჭველად თავად შენ ხარ, თუმცა კი ამჟამინდელ შემთხვევაში ამრიგად არ მიგაჩნია. დაიმცირე თავი, მოითმინე, ილოცე და სახიერი მეუფის, ქრისტეს მოწყალების იმედი მაქვს, რომ იგი განსაცდელს განგაშორებს. მოციქული ამბობს: ”მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი“ (ფილიპ. 4.7).