ღირსი აბბა დოროთე (VI) სურიდის სავანიდან, ვისი ხსენების დღეც არის 18 ივნისი, წმიდა იოანეს (ხს. 6 თებერვალს) მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში. სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა - იგონებდა შემდგომ - წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსაგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა. არავის შეეძლო ჩემი მიზიდვა ტრაპეზზე რომელიმე მეგობართან, კითხვის გამო სასაუბროდაც არ გავდიოდი მათთან, თუმცა ყველა ძლიერ მიყვარდა“.
კიდევ უფრო დიდი მოშურნეობით შეუდგა წმიდანი მონაზვნურ ღვაწლს უდაბნოში გასვლის შემდეგ. „როცა მონასტერში მივედი, - წერდა იგი, - საკუთარ თავს მივმართე, თუ გარეშე სიბრძნისათვის ამდენი სიყვარული და სითბო აღმოგაჩნდა, სათნოებებისთვის უფრო მეტი უნდა იქონიო! - და ამან განმამტკიცა“. ძილს რომ შებრძოლებოდა, აბბა დოროთემ ერთ ძმას სთხოვა, მსახურების დასაწყისისთვის გაეღვიძებინა იგი, მეორეს კი ევედრა, ლოცვების დროს ჩათვლემის საშუალება არ მიეცა მისთვის. „და მერწმუნეთ, - ამბობდა წმიდა მამა, - მე ისეთ პატივს ვცემდი ამ ბერებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული ჩემი
ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი აბბა დოროთეს სწავლებები სანდო სახელმძღვანელოა სულიერ ღვაწლს შემდგართათვის და ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს ცხონება.