† წმიდა ბასილი დიდი

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

წესი 1 - სინანულის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთის მორწმუნეთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეინარჩუნონ, როგორც ამას იოანე და თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე ქადაგებდნენ, რადგან ახლანდელი შეუნანებელნი უფრო მკაცრ სამჯავროს დაექვემდებარებიან ვიდრე, სახარებამდე განჯილი.

ამიერთგან იწყო იესო ქადაგებად და სიტყვად: შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. (მათე4,17).
მაში იწყო იესო ყვედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქნეს უმრავლესნი ძალნი მისნი რამეთუ არა შეინანეს. ვაი შენდა, ქორაზინ, ვაი შენდა, ბედსაიდა! რამეთუ ტვიროსსა თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქვენს შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ძედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყვით თქვენ, რამეთუ ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყო დღესა მას სასჯელისასა ვიდრე თქვენ. (მათე11,20-22).

2. ჟამი მიწიერი ცხოვრებისა არის ჟამი სინანულისა და ცოდვებისგან გამოხსნისა. მომავალ საუკუნეში კი მოიწევა სამართლიანი სამსჯავრო მიგებისა.

იესოს სიტყვები: ხოლო რათა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქვს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა. (მარკოზი2,10). – ამინ გეტყვი თქვენ რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. კვლავად ამინ გატყვი თქვენ: უკეთუ ორნი თქვენგანი შეითქვნეს ქვეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიც ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა (მათე18,18-19). – ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი; და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომისა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომისა სასჯელისასა. (იო.5,28-29).

მოციქული პავლეს სიტყვები: ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავსდებასა და სულგრძელებასა შეურაცხყოფ, ვერგიცნობიეს, რამეთუ სიტკბოება ღმრთისაი სინანულად მიგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებლობითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებასა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცსა საქმეთა მათაებრ. (რომ.2,4-6). -რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმენ და აწ ამცნებს ყოველთა კაცსა ყოველსა ადგილსა შენანებად; ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულვების განკითხვაი სოფლისაი სიმართლით. (საქმე.17,30-31).

3. მონანულმა ცრემლებით უნდა განიბანონ ცოდვები და აღასრულონ ყოველივე, რაც შეეფერება წმინდა გულით სინანულს.

და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი იესოსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ ვიდრე ქათმის ხმობამდე სამ გზის უარ-მყო მე, და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ. (მათე26,75).

მოციქული პავლეს სიტყვები: არამედ რომელმან-იგი ნუგეშინისცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩვენ ღმერთმან მოსვლასა მას ტიტესა. და არა ხოლო მოსვლითა მისითა, არამედ ნუგეშინის ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქვენ ზედა: მითხრობდა ჩვენ თქვენსა მას სურვილსა, თქვენსა მას გოდებას, თქვენსა მას შურსა ჩვენთვის, ვიდრეღა მე უფროისად განვიხარე. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქვენმან რავდენი შექმნა თქვენ სორის სწრაფვაი, რავდენი სიტყვის-გებაი, რავდენი შერისხვაი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, რავდენი შურის-გებაი, რავდენი მომადლებაი, გინა რავდელი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინეთ თავი თქვენი წმინდად საქმესა ამას. (2კორინთ.7,6.7.11).

4. მონანულთა ცხოვრებისათვის არ არის საკმარისი, ოდენ განშორება ცოდვათაგან, არამედ მათ მოეთხოვებათ ნაყოფი ღირსი სინანულისა.

დავითარცა იხილა მრავალნი ფარისეველი და სადუკეველნი მომავალნი ნათლის-ღებად მისგან ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთაო ვინ გიჩვენა თქვენ სილტოლვაი მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი; და ნუ ჰგონებთ და იტყვით თვისით: მამაი გვივის ჩვენ აბრჰაამი: რამეთუ გეტყვით თქვენ ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა, რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძევს. ყოველმან ხემან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაევდვას. (მათე3,7-10).

5. ამ ცხოვრებიდან გამოსვლის შემდგომ უკვე აღარარის დრო საქმეთა გამოსწორების, რამეთუ ღმერთმა თავისი სულგრძელებით ამ ქვეყნიური ცხოვრების მთელი დრო გამართლების მოსახვეჭად საჭირო ღვაწლისათვის განაწესა.

ქრისტეს სიყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი დაგანვიდეს მიგებებად სიძისა, ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნენ ბრძენნი, და ხუტნი სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო ვითარმედ: აჰა ესერა სიზე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისსა. მაშინ აღდგზეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი, ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩვენ ზეთისაგან თქვენისა, რამეთუ ლამპარნი ჩვენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმაგეყოს გუეყოს ჩვენ და თქვენ, არამედ უფროის-ღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქვენისა. და ვითარცა წავიდეს იგინი საყიდლუად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხვანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო განგვიღე ჩვენ, ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მათე25,1-12). -იღუაწეთ შესვლად იწროისა მისგან კარისა; ხოლო გატყვი თქვენ: მრავალნი ეძიებდნენ შესვლად და ვერ უძლონ, ვინაითგან აღდგეს სახლისა უფალი და დახშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარისა და ეტყოდეთ უფალო, განგვიღე ჩვენ! მოგიგოს და გრქუას თქვენ: არა გიცნი თქვენ, ვინანი ხართ. (ლუკა13,24-25).

წესი 2. ღვთისმსახურების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ადამიანს, რომელიც უცხო საქმეს ჩადის, აღარ ძალუძს ემსახუროს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: ვერვეს ხელ-ეწიფწბის ორთა უფალთა მონებად; ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხავაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონისა. (მათე6,24).
მოციქულ პავლეს სიტყვები: ნუ ექმნებით თანა-მეუღლედ ურწმუნოთა მათ; რამეთუ რაი მოყვასობაი არს სამართლისაი და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ მორწმუნესა ურწმუნოსა თანა. (2კორინთ6,14-16). რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუეს ჩვენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკვუდა, ყოველნივე საქმე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათვის მოკვუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკვდრისა მის და აღდგომილისა. ამისათვის ჩვენ ამიერითგან არღარავინ ვიცით ხორციელად რამეთუ დაღათუ ვცოდეთ ქრისტე ხორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით (2კორინთ5,14-16).

2.სახარებისეულ ცხოვრების გზას შედგომილმა, უწინარეს ყოვლისა თავი უნდა განიწმინდოს ყოველგვარი ხორციელი და სულიერი ბიწისაგან, რათა შემდგომ ამისა სათნო ეყოს ღმერთს, განმართლების სრულმყოფელ ღვაწლში.

ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმენდთ გარეშესა სამოსლისასა და პაროფსიდისასა და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავეს არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად იგი სამოსლისაი პაროფრისიდისაი რაითა იყოს გარეშეცა იგი წმიდა. (მათე23,25-26).
მოციქულ პავლეს სიტყვა: ესერა უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმინდეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაისა და სულისა აღვასრულებდეთ სიწმინდესა შიშითა ღმრთისაითა. (2კორინთ.7,1)

3. ვერ იქნება ქრისტეს მოწაფე ის, ვინც მიჯაჭვულია რაიმე მიწიერს, ან შეპყრობილია რაიმეთი, რაც ტუნდაც ოდნავ მაინც განაშორებს ღვთის მცნებებს.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა რა არს ჩემდა ღირს. და რომელნან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა რა არს ჩემდა ღირს. (მათე16,37-38). -რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავვნ თავი თვისი აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. რამეთუ უკეთუ ვისმე უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის მან პოვოს იგი. (მათე16,24-25).

წესი 3. ღვთის სიყვარულის შესახებ

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთის მოწმობით, უდიდესი მცნება სჯულში არის ღვთის სიყვარული მთელი გუილთ, მეორე კი - სიყვარული მოყვასის, როგორც საკუთარი თავის.

ხოლო იესომ ჰრქუა მას შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი და მეორე მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. (მათე22,37-39).

2. ვინც არ იცავს ქრისტეს მცნებებს, მას არ უყვარს ღმერთი და მაცხოვარი, ხოლო ნიშანი რვთისადმი სიყვარულისა არის ქრისტეს მცნებათა დაცვა დათმენა ვნებათა სიკვდილამდე.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარდე მე. ხოლო რომელსა უყუარდეს მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოვუცხადო მას თავი ჩემი. ხოლო რომელსა არ უყვარდე მე სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს. (იო.14,21-24).

უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყვარულსა ზედა მისსა. (იო.15,10).

წესი 4 - ღვთის პატივისცემის შესახებ

წინა<-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. თაყვანს სცემს და განადიდებს უფალს ის, ვინც აღასრულებს ნებას მისას, ხოლო ვინც არღვევს მის კანონს, ის შეურაცხყოფს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასულე, რომელიც მომეც მე, რაიცა ვყო (იო.17,4).- ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,16).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა გამოიცადოთ თქვენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბლკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებრად ღვთისა. (ფლპ.1,10-11). – რომელი სჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით სჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? (რომ.2,23).

წესი 5 -  ურთიერთსიყვარულის შესახებ

წინა<-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ყოველგვარი სიძულვილისაგან განწმედილს მტრებიც კი უნდა უყვარდეს, მეგობრებისსთვის კი, თუ გაჭირდა, სული დადოს ისეთივე სიყვარულით, როგორც აჩვენა ჩვენდამი ღმერთმა და მაცხოვარმა მისმა.

ქრისტეს სიტყვები: თქვენ გსმებნიათ:შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი (ლევ19,17.18) ხოლო მე გეტყვი თქვენ:გიყვარდეთ მტერნი თქვენნი აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმზლავრობენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ (მთ.5,43.44.48.) იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. – რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მისცა მას (იო.3,16) – რამეთუ ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებიდეთ ურთიერთას ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ. უფროსი ამისი სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იო.15, 12.13.). – და იყვენით ძე მადლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვის და უკეთურთა. იყვენი თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს (ლკ.6,35.36).
პავლე მოციქული სიტყვა: ხოლო გამოაცხადა თვისი იგი სიყვარული ჩვენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩვენთვის მოკვდა (რომ5,8). – იყვენით უკუე მობაძავ ღრმთისა, ვითარცა შვილნი საყვარელნი და ვიდოდეთ სიყვარულით ვითარცა იგი (ეფ. 5,12.).

2. ნიშანი ქრისტეს მოწაფეობისა არის ურთიერთის ქრისტესმიერი სიყვარული.

ქრისტეს სიტყვები: ამით ცნან ყოველთა ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუიყუარებოდეთ ურთიერთას (იო.13,35)

3. ვინც რაიმე ზიანს აყენებს მოყვასს, ან შეურაცხყოფს მას მისი მცირედმორწმუნეობის გამო, წერილის სიტვითაც რომ იყოს დადასტურებული მისი ქმედება, მას ცხადია, არ გააჩნია მოყვასის სიყვარული.

პავლე მოციქულის სიტყვა: უკუათუ საჭმლისათვის ძმაი იგი შენი წუხდეს, არღარა სიყვარულით ხუალ, ნუ საჭმლითა შენითა მას წარწყმედ, რომლითვის ქრისტე მოკუდა (რომ.14,15).

4. ქრისტიანმა შეძლებისამებრ ყველა საშუალებით უნდა დაამშვიდოს ის, ვინც გაავებულია მასზე.

ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავთა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარცა ძმაი შენ გულძვი რაიმე არის შენთვის, დაუტევე შესაწირავი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მაშინ მივედ და შესწირე შესაწირავი შენი. (მთ.5,23.24).

პავლემოციქულის სიტყვა: მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩვენთა ვლოცავთ; (1კორ.4,12.13)

5. ქრისტეს მიერი სიყვარულით ზოგჯარ გულიც კი შეიძლება ატკინო მოყვასს, თუ კი ეს მისსივე კეთილდღეობას ემსახურება.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა და არავინ თქვენგანი მკითხავს მე, ვითარმედ ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაი გეტყოდე თქვენ მწუხარებამან აღავსნა გულნი თქვენნი. არამედ მე ჭეშმარიტს გატყვი თქვენ: უმჯობეს არს თქვენდა, რაითა მე წარვიდე; უკეთუ მე არა წავიდე, ნუგეშინის-მცემალი იგი არა მოვიდეს თქვენდა; (იო.16,5-7).

პავლე მოციოქულის სიტყვა: რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქვენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქვენ ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელნ შესწუხნით სინანულად და რამეთუ ღრმთისათვის შესწუხნით, რაითა არარაით იზღვივნეთ ჩვენგან (IIკორ.7,8.9).

წესი 6 - რწმენის კადნიერი აღსარების შესახებ

წინა<-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი სწავლების აღიარება უნდა მოხდეს შიშისა და სირცხვილის გარეშე, გაბედულად.

ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქვენ ბნელსა შინა, თქვენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგაებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა (მთ.10,27.28.32.). – რომელსა სირცხვილი უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყვისა ჩემთა, ამისა ძემანცა კაცისამან არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმიდათა ანგელოზთა თანა (ლკ.9,26).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ უკვე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩვენისა, ნუმცა მე, კრულ ესე მისი, არამედ თანა იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმთისათა, შენ უკვე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღვაწემან ქრისტე იესომან. (IIტიმ.18,2.3).

წესი 7. ღვთის მცნებათა შესრულების შესახებ

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. თუკი ვინმე უფლის აღმსარებლად და მისი სწავლების მსმენელად წარმოაჩენს თავს, თუმცა მისი მცნების შესაბამისად არ იქცევა, ღვთის განსაკუთრებული განგებუებით სულიერი ნიჭიც კი რომ ჰქონდეს მიმადლებული, მაიჰც დასჯილია.

ქრისტეს სიტყვები: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალმან მრქუას მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო არა სახელითა შენითა ვწინასწარვმეტყველებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქვენ განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ.7,21-23).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაისა მეტყვი მე: უფალო, უფალო, და არა ჰყოფთრომელსა გეტყვი თქვენ? (ლკ.6,46)

ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოველსა საქმისა მიმართ კეთილსა გამოუცდელ (ტიტ.1,16)

წესი 8 - წმ. წერილში ნათქვამის უეჭველობის შესახებ

წინა<-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ყოვლად დაუშვებელია მერყეობა და ეჭვი ღვთის სიტყვებთან მიმართებაში, ადამიანური ბუნება საწინააღმდეგოსაც კი რომ ამტკიცებდეს, სიტყვა ღვთისა უნდა იქნეს მიღებული როგორც ყოვლად ძლიერი, უცილობელი ჭეშმარიტება. ამაშია სწორედ ღვაწლი რწმენისა.

და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო, სვლითა ზღვასა მას ზედა, ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქვეს ვითარცა საოცარი რაიმე არს და შიშისაგან ღაღადყვეს. მეყვსეულად ეტყოდა მათ და რქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუგეშინინ! მიუგო პეტრე და რქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდმოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესოისა და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყოGდა თქუა: უფალო, მიხსენ მე! და მეყვსეულად განყო ხელი იესო, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი? (მთ.14,25-31).
ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმედ ხელ-ეწიფების ამას მოცემად ხორცი თვისი ჭამად? ჰრქუა მას იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არ გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა. (იო.6,52.53)
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ, გიშვეს შენ ძე, და უწოდი მას სახელი მისი იოანე, და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასულ არს დღეთა მისთა, მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიე, წინაშე მდგომელი პირსა ღრმთისასა, დეა მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამას. და აჰა იყო დადუმებულ დ ავერ შემძლებელ სიტყვად ვიდრე დღემდე ყოფად ამისა, ამისთვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყვანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისა (ლკ.1,13.18-20).
პავლე მოციქულის სიტყვა: და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თვისი რამეთუ კნინღა მკუდარ იყვნეს ხორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, და მკუდარობაი იგი საშოისა სარაისი, ხოლო აღთქუმასა მას ღრმთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ გაძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაი ღმერთსა, და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქვა, შემძლებელ არს ყოფადცა. ამისთვისცა შეერაცხა მას სიმართლედ (რომ.4,19-22).

2. ვინც არ ერწმუნება უფალს მცირედში, ის, ცხადია მით უმეტესს, არ ირწმუნებს აღმატებულს.

უკეთუ ქვეყანისაი გითხარ თქვენ, და არა გწამს, ვითარ უკუე ზეცისაი გითხრა თქვენ გრწმენეს? (იონ.3,12). – სარწმუნოი იგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა სარწმუნოი არს: და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს მრავალსა ზედაცა ცრუ არს. (ლკ.16,10).

3. დაუშვებელია ღვთის მიერ განცხადებულის მიღება ან ურყოფა პირადი მოსაზრების საფუძველზე, უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა უფრო ღირებულია რწმენისათვის, ვიდრე პირადი მოსაზრებები.

მაშინ ჰრქუა მას იესო: თქვენ ყოველი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცნე მწემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ მე არა სადა დავბრკოლდე. ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობამდე, სამგზის უარ-მყო მე. (მთ.26,31.33.34).
და ვითარცა შემწუხრდა, ინახით იჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა და ვითარცა ჭამდეს იგინი ჰრქუა იესო: ამინ გეტყვი თქვენ: ერთმან თქვენგანმა მიმცეს მე. და იგინი შეწუხდეს ფრიად და იწყეს და კაცად-კაცადმან მათმან სიტყვად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? (მთ.26,20-22).
და იყო ხმაი მისსა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესულ არს პირსა ჩემსა. და მერე კვალად მეორედ ხმაი იყო მისსა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩს (საქმე.10,13-15).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ჩვენისა მის მხედრობისაი არა ხორცით არს, არამედ ძლიერ ღრმთისა მიერ დასარღვეველად ძნელოვანთა; გულის სიტყვათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღრმთისასა, და წარმოვსტყუვენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა (IIკორ.10,4.5).

წესი 9 - ცოდნისა და ჩაძიების შესახებ

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ შეიძლება უგულებელვყოთ ცოდნა იმისა, რაც ჩვენ გვეხება, არამედ ყურადღებით ვისმინოთ უფლის სწავლება, უნდა გულისხმავყოთ და აღვასრულოთ ნება მისი.

მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგვითარგმნე ჩვენ იგავი ესე. ხოლო იესო ჰრქუა მას: თქვენცა უგულისხმოვე ხართ? და არ გიცნობიეს, რამეთუ ყოველი რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. (მთ.15,15-18).

ქრისტეს სიტყვები: ყოველსა რომელსა ესმის სიტყვაი სასუფევლისაი და არა გულის-ხმა-ყოს მოვიდეს უკეთური და მისტაცის დათესილი იგი გულისაგან მისისა. ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. ხოლო რომელი-იგი ქვეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს რომელმან სიტყვაი იგი ისმინა და გულისხმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმან ასი, რომელმან სამეოცი, და რომელმან ოც და ათი (მთ.13,19.23)
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა, (იესო) და ეტყოდა მათ ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ: (მარკ.7,14)

პავლე მოციქულის სიტყვა: ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი გაკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან, ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისხმა-ჰყოფდით, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი (ეფ.5,15-17).

2. გადაჭარბებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც ჩვენ არ გვეხება.

და შემდგომად მირებისა იუდასისა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესო: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე ესე უკუე არავინ ცნა ინახით მჯდომარეთაგან იესოს თანა, რაისათვის ჰრქუა მას (იონ.13,27-28)
ხოლო რომელი-იგი (მოციქულები), შეკრებილ იყნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელისა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელმან იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა (საქმ.1,6.7).

3. ვინც ცდილობს სათნო ეყოს ღმერთს, სჩვევია ჰკითხოს სხვებს რაც ეგების.

და მოუხდეს მას (იესოს), მოწაფენი მისნი და ჰრქუეს გამოგვითარგმნე ჩვენ იგავი იგი ღვარძლისაი და აგარაკისაი (მთ.13,36)
აჰა მო-ვინმე-უხდა მას (იესოს), და ჰრქუა მოძღვარო სახიერო რა კეთილი ვქმნე, რაითა მაქვნდეს ცხოვრება საუკუნოი? (მთ.19,16)
(იოანე) და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სილტოლაი მერმისა მისგან რისხვისაი? და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაიმე უკუე ვყოთ? მოვიდეს მისა მეზვერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღვარ ჩვენ რაი-მე ვყოთ? ჰკითხვიდეს მას მხედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩვენ რაი-მე ვყოთ? (ლკ.37.10.12.14.)
ესმა რაი ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს და სხვათა მათ მოციქულთა: რაი-მე ვყოთ კაცნო ძმანო? (საქმ.2,37).

4. მოპასუხე უნდა ცდილობდეს მკითხველს გასცეს ღირსეული პასუხი.

და აჰა ესერა სჯულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესოს და ეტყოდა: მოძღვარ, რაი ვქნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. ჰრქუა მას იესო: მართალ მომიგე; მაგას იქმოდე და სცხონდე (ლკ.10,25-28).

პავლე მოციქულის სიტყვა: სიტყვაი თქვენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაითა უწყოდით, ვითარ იგი შეჰგავს თქვენდა თვითოეულისა სიტყვის-მიგებაი (კოლ.4,6)

5. მეცნიერთ (მცოდნეთ სჯულია), მაგრამ არ მოქმედთ (სჯულის მიხედვით) უფრო დიდი სასჯელი ელით, ვიდრე მათ, ვინც არ იცის სჯული, თუმცა კი, არცოდნის გამო ცოდვა არ დარჩება დაუსჯელი.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისაი და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად, ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაი, იგვემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადოს მას. (ლკ12,47.48)

წესი 10 - ცოდვის ბოლო და ღვთის მცნების ბოლო

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ბოლო ცოდვისა – სიკვდილი.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა ჰრწმენეს ძე, აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვაი ღვთისაი დადგრომილ არს მის ზედა. (იონ.3,36).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვის აწ ეგერა გრცხვენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკვდილი არს. რამეთუ საგზალი ცოდვილისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღრმთისაი-ცხოვრებაი საუკუნო ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. (რომ.6,20.21.23). – რამეთუ საწერტელ სიკვდილისა ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისა სჯული (Iკორ.15,56)

2. ბოლო ღვთის მცნებისა-მარადიული სიცოცხლე.

ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე (იონ.8,51). – რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმენ მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაი, და უწყი, რამეთუ მცნებაი მისი ცხოვრებაი საუკუნოი არს (იონ.12,49.50)

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღრმთისა, და გაქუს ნაყოფი თქვენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი (რომ.6,22).

წესი 11. ღვთის სამსჯავროს, სასჯელის შიშისა და ღვთის წყალობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ უნდა იქნას აზრი ღვთის სამსჯავროს შესახებ უგულებელყოფილი, არამედ უნდა გვეშინოდეს მისი, თუმცა ზღვევა მყისვე არ ხდება.

ქრისტეს სიტყვები: და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად. არმედ გეშინოდნენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწმედად გეჰენიასა შინა (მთ.10,28) – უკეთუ თქვას მონამან მან გულსა შინა თვისსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსვლად, და იწყოს გვემად მონათა და მხევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად. მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი დადვას ურწმუნოთა თანა (ლუკა.12,45.46) – აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იო.5,14).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუცა ვინ გაცთუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისათვის მოიწევის რისხვაი ღვთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (ეფ.5,6)

2. ვინც შეიგნო პირველად ქმნილი ცოდვები და შენდობა მიიღო, თუ ხელახლა სცოდავს, თავს პირვანდელზე უფრო მძიმე მსჯავრს უმზადებს რისხვისა.

ქრისტეს სიტყვები: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იო.5,14)

3. როცა მავანთ ღვთის რისხვა ატყდებათ თავს, სხვები შიშით უნდა განისწავლონ.

მო-ვინმე-სრულ იყვნეს მის ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთვის, რომელთაი სისხლი პილატემ შეჰრია მსხვერპლთა მათთა. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროის ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ. გეტყვი თქვენ: არა; არამედუკეთუ არ შეინანოთ, ეგრეთვე სახითა მოსწყდეთ. ანუ იგი, რომელ ათვრამეტთა ზედა სოლოამს გოდოლი დაეცა და მოსწყვიდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი, ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროის ყოველთა კაცთა, რომელნი მკვიდრ არიან იერუსალიმს? გატყვი თქვენ: არა; არმედ უკეთუ არა შეინანოთ, ყოველნი ეგრეტ წარსწყმდეთ. (ლუკა.13,1-5).
ვითარცა ესმნეს სიტყვანი ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარხდეს და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე (საქ.5,5).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუცა ვდრტვინავთ, ვითარცა იგი მათგანი ვინმე დრტვინვიდეს და წარსწყმდეს მომსრველისა (რიც.21,6).
მისგან. ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღვრებოდ ჩვენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაი მოიწია. (Iკორ.10,10.11).

4. ხშირად მავანნი წარსული ბიწიერი ცხოვრების გამო სასჯელად წყვდიადის საქმეებს მიეცემა.

პავლე მოციქულის სიტყვა: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქვნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა. (რომ.1,28). – და ყოველთა საცთურითა სიცრუისათა წარწყმედულთა მათ შორის. რამეთუ, ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგინი, ამისთვის მოუვლინეს მას ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა რწმენეს მათ ტყუილისა. (IIთეს.2,10.11).

5. წყალობისაკენ ღმერთს ცოდვილთა სიმრავლე კი არ მიდრეკს, არამედ სათნო მყოფელი ღვთისა, იქნება ეს კაცი, თუ ქალი.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ მრავალნი ქვრივნი იყვნენ მათ დღეთა ელიასათა ისრაელსა შორის, ოდეს-იგი დაეხშა ცაი სამ წელ და ექვს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქვეყანასა. და არავის მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაისა, დედაკაცისა ქვრივისა (ლუკა.4,25.26)

პავლე მოციქულის სიტყვა: არა მნებავს უმეცრებაი თქვენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩვენნი ყოველნი ღრუბელსა ქვეშე იყვნეს და ყოველნი ზღვასა განხდეს. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა, და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; და ყოველთა იგივე სასმელი სულიეი სუეს, რამეთუ სუმდეს იგი სულიერისა მის კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე. არამედ არა მრავალნი მათგანი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა. (Iკორ.10,1-5).

წესი 12. იმის შესახებ, რომ არ უნდა ვეკამათოთ წმ. წერილს, არ მივდიოთ ადამიანურ გადმოცემებს და ვემორჩილებოდეთ ღვთის სიტყვას

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. თუნდაც კეთილი და მოკრძალებული განწყობილებით წამომდგარი ყოველი შეპასუხება, შემპასუხებელს ღვთისაგან განაშორებს, ყოველი სიტყვა ღვთისა უნდა მიღებული იქნას სრული უეჭველობით.

და მოიღო წყალი შთასხია საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა მისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. და მოვიდა სვიმონ-პეტრესა ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბან ფერხთა ჩემთა? მიუგო იესო და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცან ამისა შემდგომად. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ არა დაგბანნე სენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემთან. (იო.13,5-8).

2. არ უნდა აჰყვე კაცობრივ გადმოცემებს, ის ღვთის მცნებებს დაგაშორებს.

მაშინ ჰკითხეს მას (იესოს) ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაისათვის მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღვრებისაებრ ხუცესთაისა, არამედ უბანელითა ხელითა ჭამენ პურსა? ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინასწარმეტყველმან თქვენ ორგულთათვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ ერი სეს ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღვრებასა კაცთასა. (ისაია 29,13). და დაგიტევებიეს მცნაბაი ღვთისაი და გიპყრიეს მოძღვრებაი კაცთაი. (მარკ.7,5-8).

3. შენი პირადი ნება არ უნადა უპირატესობდეს ღვთის ნებაზე, არამედ ყოველ საქმეში უნდა გამოიძიო, როგორია ნება ღვთისა, და აღასრულო იგი.

ქრისტეს სიტყვები: არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა მამისა ჩემისა მამისასა. (იო.5,30).
და დაიდგინა მუხლნი, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსვლად სასმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ! (ლუკა22,41.42).

პავლე მოციქული სიტყვა: რომელთა შინა და ჩვენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულითქმათა შინა ხორცთა ჩვენთასა, ვჰყოფდით ნებასა ხორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხვანი. (ეფ.2,3).

წესი 13. იმის შესახებ რომ არ უნდა ვმცონარებდეთ ღვთის სათნოყოფაში.

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. იცი რა, საშიშროება უმოქმედობისა არის ის რომ, მუდამ უნდა იფხიზლო და მზადყოფნაში იყო საღვთო საქმეთა აღსრულებისათვის.

ქრისტეს სიტყვები: იყვნედ წელნი თქვენნი მორტყმულ და სანთელნი თქვენნი აღნთებულ, და თქვენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსს თვისსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაითა ჟამსა მოვიდეს და ირეკოს, მეყვსეულად განუღონ მას. ნეტერ იყვნენ იგი მონანი, რომელთაი მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღვიძარენი, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხეს იგინი, წარმოუდგეს და დასხნეს იგინი და ჰმსახურებდეს მათ. დაღათუ მეორესა სახუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტერ იყვნენ იგინი. ხოლო ესემცა უწყით: უკეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღვიძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თვისისა. და თქვენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაი მოვიდეს. (ლუკა12,35-40).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჟამთა მათთვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს მოწერად თქვენდა, რამეთუ თქვენ თვით გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი ეგრეთ მოიწევის. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხვათა, არამედ მღვიზარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ. (Iთეს.5,1.2.6).

2. ღვთის სათნოყოფისათვის ყველა შემთხვევა მომარჯვებულად უნდა მიჩნიო.

ქრისტეს სიტყვები: და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; (იო.9,4).

პავლე მოციქულის სიტყვა: ვინაიცა, საყვარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მოსვლასა ჩემსა, არამედ აწ უფროისღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ. (ფილპ.2,12).

წესი 14. იმის შესახებ რომ "ყველაფერს თავისი დრო აქვს”

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ნურაფერს არევ ერთმანეთში შეუთავსებელს, ყოველ საქმეს თუ სიტყვას მარჯვე დრო უნდა მოეძებნოს.

მაშინ მოუხდეს მას (იესოს) მოწაფენი იოანესი და ეტყოდეს: რაისათვის ცვენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენნი შენნი არა იმარხავენ? ჰრქუა მათ იესო: ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიზე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიზე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. (მთ.9,14.15).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩვენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი, არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომელითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურა, მტკიცედ დეგით ნუ კვალად უღელსა მას მონებისას თავს-იდებთ. (გალ.4,31.5,1).

წესი 15. სხვის დამსახურებაზე იმედის დამყარების ამაობაზე

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთის სათნო ხალხთან მყოფი, რომელნიც არ იცვლიან აზრთა თავისებურებას, ვერავითარ სარგებელს იღებენ თავისთვის, თუმცა გარეგნულად თითქოს იმ ხალხივით ცხოვრობენ.

ქრისტეს სიტყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულწულთა, რომელთა აღიხუენს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იყვნენ ბრძენნი, და ხუთნი სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათთანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა… შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მთ.25,1-5.11.12). – გეტყვი თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაუტეოს. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. და სადაცა ხორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს. (ლკ.17,34.35.37).

წესი 16. შინაგანი თვითგამოსწორების აუცილებლობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთისსათნო ხახლხთან მყოფი, რომელნიც არ იცვლიან აზრთა თავისებურებას, ვერავითარ სარგებელს იღებენ თავისთვის, თუმცა გარეგნულად თითქოს იმ ხალხივით ცხოვრობენ.

ქრისტეს სიტყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულწულთა, რომელთა აღიხუენს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იყვნენ ბრძენნი, და ხუთნი სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათთანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა… შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მთ.25,1-5.11.12). – გეტყვი თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაუტეოს. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. და სადაცა ხორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს. (ლკ.17,34.35.37).

წესი 17. საკუთარი საქმეების დაწყობის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. უნდა ააწყო შენი საქმეები, გამომდინერე იქიდან თუ როგორია დღევანდელი ცხოვრება, აუცილებელია გაითვალისწინო წმ. წერილის მაგალითები.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩვან და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არს ზაფხული; ეგრეცა თქვენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ რამეთუ ახლო არს, კართა ზედა. (მთ.24,32.33). – რაჟამს იხილოთ ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყვსეულად სთქვით, ვითარმედ წვიმაი მოაქუს, და არნ ეგრეტ. და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქვით ვითარმედ სიცხე იყოს, და არნ ეგრე. (ლუკა12,54.55).

პავლე მოციქულის სიტყვა: ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რომელთა ესხენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარცა არა ესხნეს. და რომელნი ტიროდიან ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არა აქუნდა. და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარვალნ ხათი ამის სოფლისაი. (Iკორ.7,29-31).

წესი 18. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის მცნებები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთის მცნებები ისე უნდა შესრულდეს, როგორც უფალმა ბრძანა, რადგან ვინც სცოდავს და არღვევს ამ მცნებებს, ის შესაძლოა გარეგნულად ასრულებდეს მას, თუმცაღა მაინც ვერ იყოს სანაქებო ღვთის თვალში.

ეტყოდა მასცა (იესო), რომელმან იგი ხადა მას: ოდეს Hყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამარხსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა და ნეტარ იყო, რამეთუ არარაი აქუს, რაიმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა (ლკ.14,12-14).

2. ღვთის მცნება არც კაცთმოთნეობით და არც სხვა უწმინდური განზრახვით, არამედ ერთადერთი მიზნით უნდა შესრულდეს, სათნო ეყო ღმერთს და განადიდო იგი.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ქველი საქმესა თქვენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქვენისაგან ზეცათაისა, ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნეს კაცთაგან, ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. (მთ.6,1-2).

3. უფლის მცნებები უნდა შესრულდეს სუფთა სიდისით და ღვთისა და კაცთა წინაშე კეთილი განწყობით, რადგან ვინც ამას არ იქმს, ის დაისჯება.

ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა და პანაკისასა, ხოლო შინაგანი სავეს არია ნატაცებითა და არაწმიდებითა, ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასმელისაი და პაროფილისაი და პაროფსიდისაი, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. (მთ.23,25.26).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელი მისცემდეს უხვებით; (რომ.12,8). – ყოველსავე იქმოდეთ თვინიერ დრტვინვისა და გულის სიტყუათა. (ფილ.2,14). – ხოლო დასასრული მცნებისაი არს სიყვარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა. (Iტიმ.1,5). – და გაქუნდეს სარწმუნოებაი და კეთილი გონებაი, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცვივეს. (Iტიმ.1,19).

4. მცირედში გამოვლენილი კეთილსინდისიერებისათვის, სამართლიანი სამსჯავრო აღმატებულს მიაგებს.

ქრისტეს იგავთა სიტყვები: ”კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. (მთ.25,23.29).

ქრისტეს სიტყვები: უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნეთ, თქვენი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ? (ლკ.16,11.12).

5. ღვთის მცნებები უნდა შესრულდეს დაუცხრომელი გულმოდგინებით, სულ უფრო, მზარდი, განუწყვეტელი წარმატებით.

ქრისტეს სიტყვები: ნეტერ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის (მთ.5,6).

პავლე მოციქულის სიტყვა: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებელად საქებელად ღმრთისა. და უმრავლეს ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად (ფილ.1,11.14).

6. ღვთის მცნებები ისე უნდა შესრულდეს, რომ რამდენაც ძალუძს მის შემსრულებელს, იმდენად ნათლდებოდეს მის ირგვლივ ყველა და იდიდებოდეს ღმერთი.

ქრისტეს სიტყვები: თქვენ ხართ ნათელი სოფლისაი, ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღათიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა. ეგრეტ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,14-16). – არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დაგიან, რაითა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდნენ. (ლკ.8,16).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებლად ღმრთისა. (ფილ.1,10.11).

წესი 19. იმის შესახებ, რომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის მცნების აღმასრულებელს და ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს მცნებათა გარეგნულ აღსრულებას გულითადი განწყობის გარეშე

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ უნდა იქნას დაბრკოლებული ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს, სულერთია, როგორ ახერხება ის ამას, ღვთის მცნების თუ პირადი მოსაზრების კვალდაკვალ, ღვთის ნების აღმსრულებელმა კი ყური არ უნდა ათხოვოს წინააღმდგომთ, თუნდაც რომ ძალიან ახლობლები იყვნენ ისინი, არამედ მოვალეა მტკიცედ დაიცვას მიღებული გადაწყვეტილება.

მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან; ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი და შენ ჩემდა მოხუალა? მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შვენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშვა მას. (მთ.3,13-15).

მიერითაგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ-არს მის იერუსალიმად აღსვლაი და ფრიად ვნებაი მღვდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა და მოკვლად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტერე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე, ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედი ჩემგან სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. (მთ.16,21-23).

და მოჰგვრიდეს მას ყრმებსა, რაითა ხელი დასდვას მათ, ხოლო მოწაფენი აყენებდნენ მათ, რომელნი-იგი მოჰგვრიდეს, ვითარცა იხილა იესო, შერისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი. (მარკ.10,13.14).

და ვიყოფოდეთ რაი მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინასწარმეტყველი, სახელით აგაბოს. და მოვიდა ჩვენდა და აღიღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერხნი და ხელნი მისნი და თქუა: ამას იტყვის სული წმიდაი: კაცისა რომლისაი არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართთაისა. ხოლო ჩვენ ვიტარცა გვესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაითაიმცა არა აღვიდა იერუსალიმად, მაშინ მოგვიგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ, არა შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა მხოლოდ შეკვრად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის იესოისა. ვითარ-იგი ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუათ: ნებაი უფლისა იყავნ! (საქ.21,10-14).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელთა-იგი (იუდეველებმა) უფალი მოკლეს იესო და თვისნი წინასწარმეტყველნი და ჩვენ გამოგუდევნეს და ღმერთსა არა სათნო ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან და ჩვენ მაბრკოლებელ წარმართა მიმართ სიტყუად, რაითა ცხონდნენ, რაითა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის, რამეთუ მოაწია მათ ზედა რისხვაი სრულიად. (Iთეს.2,15.16).

2. ვინც რწმენის გარეშე ასრულებს ღვთის მცნებას, მაგრამ გარეგნულად მაინც სიზუსტით იცავს უფლის სწავლებას, მას ეს არ უნდა აეკრძალოს, რადგან ის ამით არავის აყენებს ზიანს, მავანი მისგან იქნებ სარგებელსაც იღებენ, მა სკი უნდა ჩაენერგოს, რომ აუცილებელია იქონიოს მისი შესაფერისი აზრებიც.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულნი ჰყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან, ამინ გეტყვი შენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფიდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენა შენი, რასა იქმოდის მარჯვენა შენი, რაითა იყოს ქველის საქმე ფარულად, და მამაი შენი რომელი ხედვიდეს დაფარულთა, მიგაგოს შენ ცხადად. (მთ.6,2-4).

მიუგო მას იოანე და თქუა: მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩვენ არა შეგვიდგეს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შეგვიდგეს ჩვენ. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის სიტყუად ჩემდა. რამეთუ რომელი არა ჩვენდა მტერ არს, იგი ჩვენ კერძო არს. (მარკ.9,38-40).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელნიმე შურით და ხდომით, რომელნიმე სათნოებისთვისცა ქრისტეს ქადაგებენ, რომელნიმე-იგი ხდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნათ კრულებათა ამათ ჩემთა, ხოლო რომელნიმე სიყუარულით, უწყიან, რამეთუ სიტყვისგებად სახარებისა მის ვდგა მე. აწ უკუე რაი? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, ამისთვის მიხარის და მიხაროდისცა. (ფილ.1,15-18).

წესი 20. ნათლობის და მისი მონათვლის მსურველზე ზემოქმედების შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთის მორწმუნენი უნდა ისახავდეს პირჯვარს მამისა, ძისა და, სულიწმიდის სახელით.

ქრისტეს სიტყვები: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. (მთ.28,19). – მიუგო იესო და ჰრქუა მას: ამინ, გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი. (იო.3,3).

2. როგორია მიზანი და ძალა ნათლის ღებისა? ნათელღებული განახლდება გონით, სიტყვით და საქმით, და მისთვის მინიჭებული ძალით, თავის შემოქმედს ემსგავსება.

ქრისტეს სიტყვები: შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ხმაი მისი გასმის, არამედ არა იცი, ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს, ესრეთ არს შობილი სულისაგან. (იო.3,6-8).

პავლე მოციქულის სიტყვა: ეგრეცა თქვენ შეჰრაცხენით თავნი თქვენი მკუდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომლითა ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა დავეფლენით მას ნათელ-ღებათა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმენით მსგავსა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ, ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩვენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა არღარა ვმონებდეთ ჩვენ ცოდვასა. რამეთუ რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. (რომ.6,11.3-7). – რომლითაცა წინადაიცვითეთ წინადაცუეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამის მის ხორცთა მათ ცოდვათაისა, წინადაცუეთითა ქრისტესაითა. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაითა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით. (კოლ.2,11-12). – რამეთუ რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიებაი, არცა წარმართება; არცა მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველი ერთი ხართ ქრისტე იესოს მიერ. (გალ.3,27-28). – ნუ უტყუვით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ, და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაი მსაგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისასა, სადა-იგი არა არს წარმართი და ჰურიაი, წინადაცუეთილება, ბარბაროს სკვითელ, მონება აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა ქრისტე. (კოლ.3,9-11).

წესი 21. ზიარების და მისი ზემოქმედების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება აუცილებელია მარადიული ცხოვრებისათვის.

ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა, ხოლო რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. (იო.6,53.54).

2. ვინც ზიარებას მიეახლება გაუცნობიერებლად იმისა, თუ რისთვის ეძლევა საზიარებლად ქრისტეს სისხლი და ხორცი, ზიარებისაგან სარგებელს ვერ იღებს, უღირსად ზიარებული კი დაისჯება.

ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ, გეტყვით თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა. იცოდა იესო თავით თვისით, რამეთუ დრტვინვენ მოწაფენი მისი ამისათვის, და რქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქვენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაი აღმავალი, სადაცა იყო პირველ? სული არს განმაცხოვებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ არიან; სიტყვათა რომელთა გეტყვით თქუენ, სულ არიან და ცხოვრება. (იო.6,53.61-63).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებარს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადნენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგანი სუნ, ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუმს, რამეთუ არა გამოიკითხა ხორცნი უფლისანი. (Iკორ.11,27-29).

3. უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარებას თან უნდა სდევდეს უფლის სიკვდილამდე მორჩილების გახსენება, რათა ცოცხლები უკვე თავისთვის კი არა, მათთვის მომკვდარისა და აღდგომილისათვის ცოცხლობდნენ.

და მიიღო პური, (იესო) ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის მოცემული; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი – ახალი სჯული სისხლისა ჩემისაი თქუენთვის დათხეული. (ლკ.22,19.20).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ უფალი იესო ქრისტე ღამესა მას რომელსა მას მიეცემოდა მიიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი, თქუენთვის განტეხილი; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული არს სისხლისა ჩემისა; ამას ჰყოფდეთ, ჩემდა მოსახსენებლად, რამეთუ რავდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. (Iკორ.11,23-26). – რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკუდრისა მის და აღდგომილისა. (IIკორ.5,14.15). – სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელსა ვაკურთხევთ, არამე ზიარება სისხლთა ქრისტესთა არსა? პური ესე რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთაი არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორცთ ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს. (Iკორ.10,16.17).

4. წმიდა საიდუმლოსთან ზიარებულმა გალობით უნდა განადიდოს უფალი.

მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ (მთ. 26,27). და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხითასა. (მთ. 26,30).

წესი 22. იმის შესახებ, თუ რა აუცხოებს ადამიანს ღმერთისგან, და რითი შეიცნობა ღმერთთან სიახლოვე

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ცოდვა ადამიანს ღვთისაგან განაშორებს და ეშმაკთან აახლოებს.

ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოვლემან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი (იო.8,34). – თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის თქმათა მამისა თქვენისათა გნებავს ყოფად. (იო.8,44).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან (რომ.6.20).

2. გულმოდგინება ღვთის ნების აღსრულებაში საცნაურს ხდის ღმერთან სიახლოვეს.

ქრისტეს სიტყვები: რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. (იო.8,47).
უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაი შენი და ძმანნი შენნი გარე დგანან და ხილვაი შენი ჰნებავს, ხოლო თავადმან ჰრქუა მათ; დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყვაი ღმრთისაი ისმინონ და ყონ იგი (ლკ.8.20.21).

ქრისტეს სიტყვები: თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ. (იო.15,14).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ რომლენი სულითა ღმრთისაითა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი (რომ.8,14).

წესი 23. უნებური ცოდვების შეცნობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ცოდვაში უნებლიედ ჩათრეულმა უნდა იცოდეს, რომ ის შეპყრობილია სხვა ცოდვით, რომელიც წინ უძღვის პირველს, რომელსაც ის თავისი ნებით ემსახურება, და რომელსაც ისეთ ცოდვებში შეჰყავს, რომელშიც არ სურდა ჩავარდნილიყო.

პავლე მოციქულის სიტყვა: ესე უწყით, რამეთუ სჯული სულიერ არს, ხოლო მე ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა, რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ. ხოლო უკეთუ, რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვყოფ, თანა-მოწამე ვარ სჯულისა, რამეთუ კეთილ არს. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემთანა ცოდვაი. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა, კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა-მიძს მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვპოვებ. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ, ხოლო უკუეთუ, რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემთანა ცოდვაი (რომ.7,14-20).

წესი 24. სიცრუის უხმარობისთვის

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ნუ იცრუებ, არამედ ყველაფერში მხოლოდ სიმართლე თქვი.

ქრისტეს სიტყვები: არამედ იყვნ სიტყვაი თქუენი: ჰე, ჰე; და არა, არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს (მთ.5,37).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუასისა თვისისა თანა (ეფ.4,25). – ნუ იტყუვით ერთი-ერთსა (კოლ.3,9).

წესი 25. უქმი სიტყვაობის შესახებ

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ უნდა წამოჭრა (უსარგებლო) კამათის აღმგზნები კითხვები.

პავლე მოციქულის სიტყვა: ამას მოახსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყვათა ლალვისათა არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ ჰშვნიან ლალვანი; (II ტიმ.2,14.23).

2. არ უნდა ვილაპარაკოთ ამაო სტყვები, რომელთაგან არავითარი სარგებელი არ არის, თუნდაც კეთილი ილაპარაკო არა რწმენიდან გამომდინარე შეურაცყოფაა სულისა წმიდისა.

ქრისტეს სიტყვები: ყოველი სიტყვაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა (მთ.12,36).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველი სიტყვაი უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაი-იგი იყოს კეთილ აღსაშენებლად სარწმუნოებისა სახმრისათვის, რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომელითაცა-იგი აღიბეჭდენით დღეთ გამოხსნისა (ეფ.4,29.30).

წესი 26. სიტყვათა და ქმედებათა გამყარება წმ. წერილით

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ყოველი სიტყვა და საქმე დამტკიცებული უნდა იყოს ღვთივსულიერი წერილის მოწმობით, განსამტკიცებლად კეთილთა და შესამუსვრელად ბოროტთა.

მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი პურ იქმენ. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა მთ.4,3.4).
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყვეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად. (საქ.2,4).
ხოლო განკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი ერთისა თანა და იტყოდეს: რაიმე ჰნებავს ამათ ყოფაი? ხოლო სხვანი ეკიცხვიდეს და იტყოდეს, ვითარმე ტკბილითა განსავსე არიან. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ხმაი თვისი და ეტყოდა მათ კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქვენდა ცხად იყავნ და ყურად-იხვენით სიტყვანი ჩემნი, რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაი ამის მესამე. არამედ ესე არს თქმული იგი იოელ წინასწარმეტყველისა მიერ; და იყოს უკანასკნელთა დღეთა, – იტყვის უფალი ღმერთი, – მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტველებდნენ ძენი თქვენი და ასულნი თქვენი და ჭაბუკნი თქვენი ხილვასა იხილვიდნენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩვენებით განვეცხადო (იოელ.2,28 საქ.2,4.12-17).

2. ჩვენი ნამოქმედარისა თუ ნათქვამის დასამტკიცებლად ასევე შეიძლება ვისარგებლოთ ყოფითი ცხოვრებიდან, ბუნებიდან და ადათწესებიდან ცნობილი გამონათქვამებით.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდეს თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფითა მათთაგან იცნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროისთავთაგან ლეღვი? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს (მთ.7,15-17).
დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობრნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა არიან (ლკ.5,30.31).

პავლე მოციქულის სიტყვა: არავინ მოღვაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების არა თუ სჯულიერად იღუაწოს (II ტიმ.2,4.5).

წესი 27. ღმერთისა და მისი წმინდანების მიბაძვის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ უნდა მიემსგავსოთ იმას, რაც უცხოა ღვთაებრივი სწავლებისათვის, არამედ ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ძალით უნდა ვბაძავდეთ ღმერთს დამ ის წმინდანებს.

ხოლო იესო მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქვენ შორის არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნებს ტქვენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქვენ შორის მსახურ. და რომელსა უნებს თქვენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქვენდა მონა, ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის (მთ.20,25-28).

პავლე მოციქულის სიტყვა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი, კეთილი, სათნოი და სრული (რომ.12,2). – მომბაზავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესი (Iკორ.11,1).

წესი 28. ადამიანთა გამოცნობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

უბრალოდ და გამოუძიებლად არ უნდა მოვიხიბლოთ ადამიანებით, რომელნიც თითქოს წინასწარმეტყველებად და ჭესმარიტების მიმდევრებად ასაღებენ თავს, არამედ უნდა შევიცნოთ ისინი წმიდა წერილში ხსენებული ნიშნებით.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდეს თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფითა მათთგან იცნეთ იგინი (მთ.7,15.16). – ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას (იო.13,35).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის გაუწყებ თქვენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაითა იტყოდის და თქუას: შეჩვენებულ იესო; და არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესო, გარდა სულითა წმიდითა (Iკორ.12,3).

წესი 29. საკუთარი ცოდნის საქმეებით დამოწმების შესახებ თითოეულმა თავისი წოდება პირადი საქმეებით უნდა დაადასტუროს.

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ქრისტეს სიტყვები: საქმენი წამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე (იო.5,36). უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გწამნ ჩემი, უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაითა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაი ჩემი ჩემთანა არს, და მე მამისა თანა (იო.10,37,38).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნურავინ ნურარაით ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაითა არა იგმოს მსახურებაი თქვენი, არამრდ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქვენნი, ვითარცა ღმრთის მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა (IIკორ.6,3.4).

წესი 30. იმის შესახებ, რომ არ ეგების სიწმინდის შელახვა მასთან მიწიერის შერევით

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ყოველდღიური საჭიროებისათვის სახმარი, რაიმე არ უნდა შეერიოს სიწმინდეს რათა არ შებღალოს იგი.

და შევიდოდა ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდველნი და ყოველნი რომელნი იყიდდა ტაძარსა მას შინა და ტაბლები იგი მეკერმეთაი დაამხუა და სასხდომლები იგი ტრედისაი მოფარდულთაი მათ დაუქცია და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს ქვაბ ავაზაკთა (ის.56,7; იერ.7,11. მთ.21,12.13).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუუკუე სახლებ არა გიდგეს ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ყოფთ და აეცხვენთ მათ, რომელთა არარაი აქუს? – ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაითა არა დასასჯელად შეკრბეთ (Iკორ.11,22.34).

2. ღვთისადმი შეწირულს, მანამ უნდა მიეგებოდეს პატივი როგორც სიწმინდეს, ვიდრე მასზე ღვთის ნება ჰგიებს.

ქრისტეს სიტყვები: იერუსალიმ, იერუსალიმ რომელმან მოსწვვიდნენ წინასწარმეტყველნი და ქვაი დაჰკრიბენ მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ გზის ვინებე შეკრებაი შვილთა შენთაი, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართვუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა თვისთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად (მთ.23,37.38).

წესი 31. იმათთვის განკუთვნილის განკარგვის შესახებ, ვინც ღვთის მსახურებას მიუძღვნა თავი

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ის, რაც განკუთვნილია მათთვის ვინც თავი ღვთის სამსახურს მიუძღვნა, არ უნდა დაიხარჯოს სხვებისთვის, თუ რა იქნება მოჭარბებული.

ხილო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკიელი ზღვისკიდით, და ევედრებოდა მას, რაითა განხადოს ეშმაკი ასულისაგან მისისა, ხოლო იესო რქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაი პურისაი შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან მიუგო და რქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქვეშე სჭამედ ნამუსრევისაგან შვილთასა, ხოლო იესო ჰრქუა მას მაგის სიტყვისათვის ვიდოდე განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა (მარკ.7,26-29).

წესი 32. ყოველთათვის კუთვნილის მიგების შესახებ

წინა<-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ყველას უნდა მიეზღოს თავისი, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კეთილი განწყობით.

და ჰკითხეს მას (იესოს) და ეტყოდეს: მოძღვარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყვი და ასწავებ და არავის თვალთ-აღებ, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ, ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ნუ არა? და ვითარცა გულისხმა-ჰყო ზაკულებაი იგი მათი, ჰრქუა მათ: რაისა გამომცდით მე? მიჩვენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩვენეს; და ჰრქუა: ვისი არს ხატი იგი ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს ჰრქუეს: კეისრისაი. და იესო ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა (ლკ.20,21-25).

პავლე მოციქულის სიტყვა: მისცემდით უკუე ყოველი: თანანადებსა; სახარკოსა-ხარკი, საზვერესა-ზვერი, საშინელსა-შიში, პატივსა-პატივი, ნურარარაიმცა ვისი თანა-გაძს გარნა ურთიერთარს სიყვარული, რამეთუ რომელსა უყვარდეს მოყვასი თვისი, მან სჯული აღასრულა (რომ.13,7.8).

წესი 33. ცთუნებათაგან გარიდების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ შეიძლება საცდურია შექმნა.

და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას უფსკრულსა ზღვისა. ვაი სოფლისა ამის საცდურთა მათგან, რამეთუ უნებლიეთცა მომავალ არიან საცდურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური (მთ.18,6.7).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუღარამცა ურთიერთარს განვიკითხავთ, არამედ უფროისღა ესე განიკითხეთ, რაითა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცდური ძმისა (რომ.14,13).

2. ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, არის საცდური.

მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალემად აღსვლაი და ფრიად ვნებაი მღვდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა და მოკვლად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე, ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. (მთ.16,21-23).

3. ისეთ სიტყვასა და საქმეს, რომელიც დაშვებულია წმიდა წერილით, მაგრამ სხვები რაიმე მსგევსი ცოდვისათვის განეწყობიან ან ამის გამო გულმოდგინებას დაკარგავენ კეთილის სამსახურში, უნდა განვერიდოთ.

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჭამისათვის ნაკერპავთაისა უწყით, არარაი არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთი სხვაი გარნა მხოლოი იგი ერთი ღმერთი, რამეთუ დაღაცათუ არიან რაიმე სახელ-დებულ ღმერთი გინა, თუ ცათა შინა, გინა თუ ქვეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, არამედ ჩვენდა ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი, და ჩვენ მის მიმართ; ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩვენ მის მიერ. არამედ არა ყოველტა თანა არს მეცნიერებაი; ხოლო რომელნიმე იჭვით ვიდრე აქმომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპევსა, ჭამენ და გონებაი იგი მათი უძლური შეგინებისა. ხოლო საჭმელმან ჩვენ არა წარგუადგინეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არა გუემატოს, და არა თუ ვჭამოთ, არა დაგუაკლდეს. ხოლო ეკრძალენით ნუუკუე ხელმწიფებაი ეგე თქვენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ. რამეთუ ვიმნე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაი, საკერპოსა შინ ინახით-მჯდომარე, არა-მეა გონებაი იგი უძლურისაი მის აღეშენოს ნაკერპავისა მის ჭამად? და წარწყმდეს ძმაი იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათვის ქრისტე მოკუდა. ესრეთ რაი სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტე მიმართ სცოდავთ. ამისთვისცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ხორცი უკუნისამდე, რაითა არა ძმაი ჩემი დავაბრკოლო… არა ნუ გუაქუსა ხელმწიფებაი ჭამად და სუმად? არა ნუ გაქუსა ხელმწიფებაი დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? ანუ მე ხოლო და ბარნაბა არა გაქუს ფლობაი საქმედ? ვინ-მე სადა საგრობნ თვისით საგზლითა? ვინ დაასხის ვენახი და ნაყოფისა მისგან არა ამის? ანუ ვინ მწყემსინ სამწსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაისა არა ჭამის? (Iკორ.8,4-13;9,4-7).

4. რომ არ შეიქმნას საცდური, უნდა გაკეთდეს ისიც, რისი ქმნაც არ არის გარდაუვალი.

და ვითარცა მოვიდის იგინი კაპერნაუმად, მოუხდეს მას რომელნიიგი დიდრაქმას შეჰკადრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღვარმან თქვენმან არა მოგვცესა ხარკი? ხოლო მან რქუა: ჰე, და ვითარცა შევიდა იგი სახით, უსწრო მას იესო ჰრქუა რასა ჰგონებ შენ, სვიმონ: მეფენი ქვეყანისანი ვიეთაგან მიიღებან ხარკსა ანუ ზუერსა, შვილთაგა ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მოუგო იესო და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი ხოლო რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუათ და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად ამოხდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოვო მის შორის სატირი, მოირé იგი და მიეც მათ შენთვის და ჩემთვის (მთ.17,24-27).

5. ღვთის ნების აღსრულებისას უნდა გამოვლინდეს უდრეკი, მტკიცე შემართება, თუნდაც რომ დაბრკოლდნენ ზოგიერთები.

არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაი ესმა სიტყვაი დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხვრას. უტევენით ეგე რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი; ხოლო ბრმაი ბრმას თუ წინა-უძღვინ, ორივენი მთხრებლსა შთაცვივიან (მთ.15,11-14).

ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა – ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მისთანა; ჰრქუა მათ იესო ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქვენცა გნებავს წარსვლის (იო.6,53.66-67).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ქრისტეს სუნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხოვრებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილად, და რომელთამე სულად ცხოვრებით ცხოვრებად და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს? (IIკორ.2,15.16).

წესი 34. თითოეულისაგან საკუთარი ცხოვრებით მაგალითის მიცემის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

თითოეული შეძლებისდაგვარად სხვათათათვის სათნოების მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.

ქრისტეს სიტყვები: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვებთ განსვენებაი სულთა თქუენთაი (მთ.11,29).

პავლე მოციქულის სტყვა: რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაი თქვენი, რომელი-იგი თქვენთვის ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიით განმზადებულ არს შრანდითგან და თქვენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი (IIკორ.9,2). – და თქვენ მობაძავ ჩემდა იქმნენით და უფკისა და შეიწყნარეთ სიტყვაი იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაითა, ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაიასბ (Iთეს.1,6.7).

წესი 35. სულიწმიდაზე გმობის წარმოუთქმელობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

რომელნიც ხედავენ ვინმეში ნაყოფს სულიწმინდისა და ამ უკანასკნელს სულიწმინდას კი არ მიაწერენ არამედ ბოროტ ძალას მიაკუთვნებენ ისინი სულიწმინდის გმობას ეწევიან.

მაშინ მოჰგვარეს მას ეშმაკეული ბრმაი და ყრუი, და განკურნა იგი ვითარმედ ყრუი იგი, და ბრმაი ჰხედვიდა და იტყოდა. და განუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებელითა, მთავრითა მით ეშკთაითა. იცოდნა იესო ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაი რომელი განევლთას თავსა თვისსა, მოხრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცის….
უკუეთუ მე სულითა ღრმთისაითათა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქვენ ზედა სასუფეველი ღრმთისაი. ამისათვის გეტყვით თქვენ ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.
და რომელმან თქუას სიტყვაი ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას (მთ.12,22-25.28.31.32).

წესი 36. ღმრთის სადიდებლად წმინდანთა პატივისცემის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ისინი, რომელნიც იცავენ უფლის სწავლებას, უნდა შევიწყნაროთ მთელი გულითადობით და ყოველგვარი პატივით თვით უფლის სადიდებლად, ხოლო ვინც არ უსმენს და არ შეიწყნარებს მათ, ის დაისჯება.

ქრისტეს სიტყვები: რომელმან შეგიწყნარნეს თქუაენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. – და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყვანი თქვენნი, გამო -რაი-ხვიდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქვენთაი. ამინ გეტყვი თქვე: უმოლხინეს იყოს ქვეყანაი იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. (მთ.10,40.14.15). – ამინ, ამინ გეტვი თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მოვავლინო, მე შემიწყნარებს. (იო.13,20).

პავლე მოციქულის სიტყვა: უმჯობეს ადრე შევრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანაშემწისა და თანამოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქვენისა მოციქულისა და მსახურისა მის სახმართა ჩემთასა მოვლინებად თქუენდა. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლთა სიხარულითა, და ეგევითარნი-ეგე პატიოსნად იპყრენით. (ფილ.2,25.29).

წესი 37. მცირეში გულმოდგინების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ძალისაებრ თვისისა გამოვლენილი გულმოდგინეობა თუნდაც მცირეში, სათნოა ღვთისათვის.

ქრისტეს სიტყვები: და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქვენ: არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი (მთ.10,42).
და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა. რამეთუ ამან ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქუნდა საცხოვრებელი, შეწირა (ლკ.21,1-4).
ხოლო იესო იყო ბეთანიას სახლსა სიმონ კეთროვანისასა, მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასსტრი ნელსააცხებელისაი მარავლისაი სასყიდლისაი და დაასხა თავსა მისსა ინახით მჯდომარეს. ხოლო იხილეს რაი მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაისათვის იყო წარწყმედაი ნელსაცხებლისაი ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესო გულისხმაყო და ჰრქუა მათ: შრომასა შეამთხვევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ჰქმნა ჩემდა მომართ (მთ.26,6-10).
და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგიცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დადგერით, და გვაიძულნა ჩვენ (საქ.16,15).

წესი 38. მასპინძლობის სახის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ქრისტიანი ძმებს უხმაუროდ და უბრალოდ უნდა გაუმასპინძლდეს.

ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სვიმონ-პეტრესამან: არს აქა ყრმაი, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაი და ორი თევზი, არამედ ესე რაი არს ესოდენთა წინაშე? ჰრქუა მას იესო: დასხით კაცები ესე, და იყო თივაი ფრიად ადგილსა მას და დასხდა კაცები იგი რიცხვით ვითარ ხუთ ათას ოდენ. (იო.6,8-10).
დაბასა რომელსამე, და იყი ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახით თვისა, და იყო დაი მისი, რომალსა ერქვა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოსაითა და ისმენდა სიტყუათა მისთა. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე, მიუგო იესო და ჰრქუა: მართა, მართა ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვი; აქა ერთისა არს სახმარ. ხოლო მარია კათილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლკ.10,32-42).

წესი 39. რწმენაში სიმტკიცის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

მტკიცე უნდა იყო რწმენაში, და არა ცვალებადი, არ უნდა დაკარგო ღვთისაგან მიღებული მადლი.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყვაი იგი ისმინოს და მეყსეულად სიხარული მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თვისსა, არამედ საწუთო არნ და რაჟამს არნ ჭირი ან დევნაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდის იგი (მთ.13,20-21).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამიერთაგან, ძმანო ჩემნო საყვარელნო მტკიცე იყვენით და შეურყეველ ჰმატებდით საქმესა უფლისასა მარადის; უწყოდეთ რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ(Iკორ.15,58). – მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადერე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებადN(გალ.1,6).

წესი 40. წმ. წერილთან შეუთანხმებელ სწავლებათა გამავრცელებლების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

არ უნდა მოუსმინო, რომელნიც უცხო სწავლებას გთავაზობენ, თუნდაც ისინი სუსტების შესაცდენად და დასრწმუნებლად თავს ჭეშმარიტ მოძღვრებადაც კი რომ ასაღებდნენ.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცთუნებდეს (მთ.24,4.5). – ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სვლაი და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მიკითხუაი და პირველ ჯდომაი კრებულსა შორის და ზემოჯდომაი პურსა ზედა, რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვენ, ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი (ლკ.20,46.47).

პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელიიგი მიიღეთ, შეჩვენებულ იყავნ (გალ.1,8.9).

წესი 41. მაცთუნებლებთან და რწმენაში უძლურებთან ურთიერთობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ყველაფერი რაც მაცდუნებელია, უნდა მოკვეთილ იქნას, რაც არ უნდა ახლობლად და აუცილებლადაც გვეჩვენებოდეს იგი.

 ქრისტეს სიტყვები: ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა რომლისაგან მოვიდეს საცთური. უკუეთუ ხელი შენი ანუ ფერხი შენი გაცთუნებდეს შენ მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან; უმჯობეს არს შენდა შესვლაი ცხოვრებასა მკელობელისა გინა უხელოისა, ვიდრე ორნი ხელნი და ორნი ფერხნი თუ გესხნენ და შთავარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თვალნი შენნი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ­თვალისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენისსა ცაცხლისასა (მთ.18,7-9).

2. უნდა დავინდოთ უძლურნი რწმენაში და მზრუნველობით აღვამაღლოთ ისინი სრულყოფილებისაკენ, თუმცაღა, დანდობა ღვთის მცნებათა დარღვევის გარეშე უნდა მოხდეს.

 ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს (მესია) და პატრუქი მბრდვინვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი, და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდნენ (მთ.12,20.21).

  პავლე მოციქულის სიტყვა: და უძლურნი იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სტყვითა (რომ.14,1). - ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქვენ სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშვიდობისაითა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუკუუე შენცა განიცადო. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთYდა ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. (გალ.6,1-2).

 ქრისტეს სიტყვები: ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა რომლისაგან მოვიდეს საცთური. უკუეთუ ხელი შენი ანუ ფერხი შენი გაცთუნებდეს შენ მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან; უმჯობეს არს შენდა შესვლაი ცხოვრებასა მკელობელისა გინა უხელოისა, ვიდრე ორნი ხელნი და ორნი ფერხნი თუ გესხნენ და შთავარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თვალნი შენნი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ­თვალისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენისსა ცაცხლისასა (მთ.18,7-9).

2. უნდა დავინდოთ უძლურნი რწმენაში და მზრუნველობით აღვამაღლოთ ისინი სრულყოფილებისაკენ, თუმცაღა, დანდობა ღვთის მცნებათა დარღვევის გარეშე უნდა მოხდეს.

 ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს (მესია) და პატრუქი მბრდვინვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი, და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდნენ (მთ.12,20.21).

  პავლე მოციქულის სიტყვა: და უძლურნი იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სტყვითა (რომ.14,1). - ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქვენ სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშვიდობისაითა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუკუუე შენცა განიცადო. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთYდა ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. (გალ.6,1-2).

წესი 42. უფლის მიერ კანონის შესრულების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველთა დასახსნელად, განსაქარვებლად მოვიდა, ის მოვიდა, რათა აღასრულოს სჯული და შეავსოს იგი იმით, რაც კიდევ უფრო სრულყოფილია.

 ქრისტეს სიტყვები: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად (მთ.5,7).

 პავლე მოციქულის სიტყვები: აწ სჯულსა ნუ განვაქარვებთ სარწმუნოებითა მით? ნუ-იყოფინ, არამედ სჯულსა დავამტკიცებთ (რომ.3,31).

წესი 43. სახარებისეულ მცნებათა უპირატესობის შესახებ საერო კანონის მცნებათა წინაშე

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1.სჯული კრძალავს ცუდ საქციელს, სახარება კრძალავს სულის ყველაზე იდუმალ ვნებათა აღძვრასაც კი.

 ქრისტეს სიტყვები: გესმა რამეთუ ითქვა პირველთა მათ მიმართ: არა კაც ჰკლა: (ის.20,13). ხოლო რომელმან მოკლას თანამდებ არს სასჯელისა, ხოლო მე გატყვი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა მას ცეცხლისასა (მთ.5,21.22).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურია არს, არცა რომელი ცხადად ხორცითა წინადაცუეთილ, არა რომელი ფარილად ჰურია არსდა წინადაცუეთილებაი გულისაი აქუს სულითა, არ წიგნითა; რომელსა-იგი ქებაი არა კაცთაგან არს, არამედ ღვთისაგან (რომ.2,28.29).

2.სჯული ყველა კეთილ საქმეში მოითხოვს მეტ-ნაკლებად სრულყოფილებას. სახარება მოითოვს სრულყოფილებას სავსებით.

 ქრისტეს სიტყვები: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე (ლკ. 18, 22)

პავლე მოციქულის სიტყვა: რომლითაცა წინადაიცვითეთ წინადაცუეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ხორცთა მათ ცოდვათაისა, წინადაცუეთითა ქრისტესითა (კოლ. 2, 11)

3. ვერ გახდება ცათა სასუფევლის ღირსი ის, ვისთვისაც სახარებისეული სიმართ;ე სჯულისმიერ სიმართლეს არ აღემატება.

ქრისტეს სიტყვები: გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მთ. 5, 20)

პავლე მოციქულის სიტყვა: დაღათუ მაქუს მე ხორცთაგანცა სასოებაი. უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ხორცთა, მე უფროისღა, წინადაცვეთილებაი მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაელისა, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელისაგან, სჯულითა ფარისეველი. შურით ვსდევნედ ეკლესიასა ღმრთისასა და სიმართლითა სჯულისაითა ვიყავ მე უბრალო, არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთვის ზღვევად. არამედ და შე-ცა-ვრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთვის მეცნიერებისა ქრისტე იესოის უფლისა ჩემისა, რომლისათვის ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაითა ქრისტე შევიძინო და ვიპოვო მას შინა, რაითა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე სჯულისაგანი, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით (ფილ. 3, 4-9)

წესი 44. ქრისტეს უღლის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

უღელი ქრისტესი ტკბილია და ტვირთი ქრისტესი მსუბუქი, რათა ინუგეშონ მოღვაწეებმა; ხოლო მძიმეა და ძნელი ყოველივე ის, რაც უცხოა სახარებისეული სწავლებისათვის.

ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰქოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილი არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს (მთ. 11, 28-30)

წესი 45. სხვებთან ურთიერთობაში მორჩილების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ შეიძლება ცათა სასუფევლის ღირსი გახდენ ისინი, ვინც ურთიერთ დამოკიდებულებაში ბავშვებს არ ბაძავენ.

ქრისტეს სიტყვები: ამინ გეტყვი თქუენ, უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მთ. 18, 3).

2. ვისაც ცათა სასუფეველში მეტი დიდება სურს მიეგოს, მან აქვე უნდა შეიყვაროს მორჩილება და სიმდაბლე სხვებთან დამოკიდებულებაში.

ქრისტეს სიტყვები: რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვიტარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა (მთ. 18,4) - და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი იყოს ყოველთა მონაი (მკ. 10, 44)

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნურარაით ხდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შერაცხდით თვითოეული თავისა თვისისასა (ფილ. 2.3)

წესი 46. დაჯინებულობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. როგორც მნიშვნელოვან, ისე ნაკლებმნიშვნელოვან საქმეში, გულმოდგინება და სიმტკიცე მოგვეთხოვება.

 ქრისტეს სიტყვები: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა ახსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი? ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათვრამეტი წელი არს; არა ჯერიყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა/ - და ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაი, და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხვენოდა. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა, და მოვიდის მისა და ეტყვინ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამამდე ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თვისსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისათვის, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდიდის და მაწყინებდეს მე. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუისაი იტყვის ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებდეს მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? (ლკ. 13, 15.16; 18, 1-7)
არავინ მოღუაწე შეეყოფის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღწუიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების არა თუ სჯულიერად იღუაწოს (II ტიმ. 2, 4.5)

2. მნიშვნელოვნისადმი დაუდევრობაში მხილებულნი მკაცრ სამსჯავროს დაექვემდებარებიან მათთან შედარებით, რომელთაც თუნდაც მცირედში გამოიჩინეს შიში რწმენის გამო, და სიმტკიცე მოწონების ღირსი სურვილის გამო.

 ქრისტეს სიტყვები: დედოფალი იგი სამხრისაი აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაით სმენად სიბრძნესა სოლომონისასა; და აჰა ესერა უფროის სოლომონისსა არს აქა (ლკ. 11,31). - კაცნი იგი ნინეველნი აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდნენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგენისა მას იონაისა; და აჰა ესერა უფროის იონაისა არს აქა (მთ. 12, 44).


3. ის, ვინც მზრუნველობას იჩენს ნაკლებმნიშვნელოვანში, არ უნდა იყოს დაუდევარი უმნიშვნელოვანესში, ხოლო უპირატესად მნიშვნელოვან მცნებათა შემსრულებელი მოვალეა წარემატოს ნაკლებმნიშვნელოვანში.

 ვაი, თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოისა ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისაი - სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი; ესე-ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად. წინამძღვარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქამთ! (მთ. 23, 23.24)

წესი 47. ჭეშმარიტი საუნჯის მოხვეჭის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

სიმდიდრე მიწაზე კი არა ზეცაში უნდა დავიუნჯოთ.

ქრისტეს სიტყვები: ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან (მთ. 6, 19.20). - განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის (ლკ. 12, 33). - ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა (ლკ. 18, 22).

პავლე მოციქულის სიტყვა: კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთვის ჟამისა, რაითა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხოვრებასა (I ტიმ. 6, 19.20)

წესი 48. ქველმოქმედების და შრომის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. საჭიროა მოწყალება და სიუხვე, რადგან ვინც არ არის ასეთი, ის განისჯება.

 ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ (მთ. 5, 7). - ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც (ლკ. 6, 30).

 პავლე მოციქულის სიტყვა: უყუარულ, უწყალო, რომელთა სამართალი ღმრთისაი იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა (რომ. 1, 31.32). - კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ (I ტიმ. 6, 18).

2. ვისაც იმაზე მეტი აქვს, რაც აუცილებელია არსებობისათვის, მოვალეა საქველმოქმედო საქმეებისათვის გამოიყენოს ყოველივე ეს, თანახმად ულის მცნებისა, რომელმაც გვიბოძა ყველაფერი, რაც კი რამ გვაბადია.

 ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს ორო სამოსელი, მიეცი, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ (ლკ. 3, 11).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (I კორ. 4, 7). - ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა მის ნაკლულევანებისა, რაითა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაითა იყოს  განსწორებულ. ვითარცა წერილ არს: რომელმან  ფრიად მიიღო, არაი ემატა, და რომელმან მცირედ, არაი დააკლდა (გამ. 16, 18. II კორ. 8, 14.15)

3. არ უნდა გამდიდრდე, არამედ, როგორც უფალი ბრძანებს, უნდა იყო გლახაკი სულითა.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო ვაი თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაი თქუენი (ლკ. 6,24).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცვივიან განსაცდელსა და საფრხესა და გულისთქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვერცხლის მოყუარებაი, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თვისნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.

4. ნუ იზრუნებთ, რათა ჭარბად გქონდეთ ის, რაც არსებობისთვისაა აუცილებელი, თავს ნუ გამოიდებთ ძღომისა და ფუფუნებისათვის, არამედ უნდა იყოთ შეუბღალავნი ყოველგვარი სახის საგნებისაგან და ფუფუნებით თავშექცევისაგან.

 ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაი მისი ნაყოფთა მისთაგან (ლკ. 12, 15).

პავლე მოციქულის სიტყვა: ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსელითა დიდფასისაითა. - ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ (I ტიმ. 2,9; 6,8)

5. ნუ იზრუნებ დღენიადაგ მარტოოდენ პირადი საჭიროებისათვის და ნუ დაამყარებ იმედს მასზე, რაც ამ ცხოვრებისათვის გაგიმზადებია, არამედ თავი შენი უფალს უნდა მიანდო.

 ქრისტეს სიტყვები: ვერვის ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა. ამისთვის გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნურცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა? მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ. არა-მე უფროის თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ? და სამოსლისათვის რაისა ზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარიგი აღორძინდის! არა შურებიან, არცა სთავნ, ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. ნუ ჰზრუნავთ და იტყვით რაი ვჭამოთ, ანუ რაი შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქვენმან ზეცათამან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი, ხოლო თქუენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ყოველნი შეგეძინოს თქუენ. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თვისისა (მთ. 6,24-34). - კაცისაი ვისიმე მდიდრისაი ნაყოფიერ იყოაგარაკი. და განიზრახვიდა გულსა შინა თვისსა და თქუა: რაი-მე ვყო; რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი? და თქუა: ესე ვყო; დავაღრღვივე საუნჯენი ჩემნი და უფროისნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. და ვჰრქუა სულსა ჩემსა; სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთაი, განისვენე, ჭამე, და სუ და იხარებდ (ლკ. 12, 16-18).

6. უნდა ზრუნავდე და მუდმივად შეეწეოდე ძმებს გასაჭირში ღვთის ნების მიხედვით.

 ქრისტეს სიტყვები: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმხადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა. ამინ გეტყვი თქუენ რამდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მთ. 25, 34-36.40).
აღიხილნა თუალნი თვისნი იესო და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაი ვიყიდოთ პური, რაითა ჭამონ ამათ (იო. 6,5).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო შესაწირავისა მისთვის წმიდათაისა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიასათა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით. ერთშაბათად- ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თვის თანა დაიკრებდიან და იუნჯებდინ, რაიცა-იგი განემარჯუოს, რაითა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაი (I კორ. 16, 1-2).

7. ვისაც ძალა შესწევს, უნდა იშრომოს და განუყოს ნაშრომი შეუწევნელთ, ხოლო ვისაც არ სურს შრომა, ის არც ჭამის ღირსია.

ქრისტეს სიტყვები: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა (მთ. 10, 10).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ყოველივე გიჩუენე თქუენ რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი უძლურთაი მათ და მოხსენებად სიტყვაი იგი უფლისა იესოისი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა (საქ. 20, 35). - მპარავი იგი ნურარა იპარავნ, არამედ უფროსღა შვრებოდნენ და იქმოდნენ კეთილსა თვისითა ხელითა, რაითა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უხმდეს (ეფ. 4,28). - და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქვენ თანა, ამასვე გამცნებდით თქუენ, ვითარმედ უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ (II თეს. 3,10).

წესი 49. ჩხუბისა და დავის არქონისა და ყველასთან მშვიდობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ნუ შექმნით დავას სამოსზეც კი, რომელიც აუცილებელია სხეულის დასაფარად.

 ქრისტეს სიტყვები: რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოიცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰხდი (ლკ. 29.30).

 პავლე მოციქულის სიტყვა: იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყვასისა მიმართ, განსჯად ცრუთა წინაშე, და არა უფროისღა წმიდათა წინაშე? აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულებაი არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაისათვის არა უფროისად თქუენ გევნების? რაისათვის არა უფროისად თქუენ მიგეხუეჭების? არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხვეჭთ, და ამას ძმათა! (I კორ. 6, 1.7.8).

2. ნუ უმტრობთ ვინმეს და შურს ნუ იძიებთ, არამედ, ღვთის ნების თანახმად, რამდენადაც ეს თქვენზეა დამოკიდებული, ყველასთან მშვიდობა უნდა იქონიოთ.

 ქრისტეს სიტყვები: გესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ (ის. 21,24). ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯვენასა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა (მთ. 5,38,39). - მშვიდობით იყვენით ურთიერთას (მკ. 9,50).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, წინასწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა, უკუეთუ შესაძლებელ არს თქვენს მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით (რომ. 12, 17.18). - ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლებელ, უმანკო (II ტიმ. 2,24).

3. სხვისი გამოსარჩლების მიზნით შური არ უნდა იძიოთ შეურაცხმყოფელზე.

 მაშინ მოუხადეს და დაასხნეს ხელნი მათნი იესოს ზედა და შეიპყრეს იგი. და აჰა ერთმან იესოს თანამან მიყო ხელი და იხადა მახვილი და სცა მონასა მღვდელმთავრისასა და წარუკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესო: მიაქციე მახვილი ეგე ადგილსავე თვისსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ (მთ. 26, 50-52).
და წარავლინნა მოციულნი წინაშე მისსა, და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელსა, რაითა მო-რაიმე-უმზადონ მას. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მოსვლად იერუსალემდ. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოანე, თქუეს: უფალო გნებავსა, რაითა ვთქუათ, და ცეცხლი გარდმოხდეს ზეცით და აღხოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? მიექცა იესო და შერისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ. რამეთუ ძე კაცისაი არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად და წარვიდეს სხუას დაბასა (ლკ. 9, 52-56).

წესი 50. მშვიდობისმყოფელობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

სხვებიც უნდა ვაზიაროთ ქრისტესმიერ მშვიდობას.

ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ (მთ. 5,9). - მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ (იო. 14, 27).

წესი 51. სხვათა მხილების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწორო ნაკლოვანებათაგან და მხოლოდ შემდეგ ეძიო ნაკლი სხვაში

ქრისტეს სიტყვები: ანუ რაისა ჰხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თვალსა შინა შენსა ვერ განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ამასა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა! ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა (მთ. 7, 3-5).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის ვერ სიტყვის მიმგებელ ხარ, ჰოი კაცო, ყოველი, რომელიცა ჰსჯი, რამეთუ რომელითა ჰსჯი მოყვასსა, თავსა თვისსა დაისჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა ჰსჯი. ესე უწყით, რამეთუ სასჯელი ღმრთისაი, ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათვის. ამას სამე ჰგონება, ჰოი კაცო, რომელი ჰსჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე სასჯელსა ღმრთისასა? (რომ. 2, 1-3).

წესი 52. ცოდვილებთან ურთიერთობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ცოდვილთადმი ნუ იქნებით გულგრილნი, არამედ უნდა ჰსწუხდეთ და ტიროდეთ მათ გამო.

და ვითარცა მიეახლა, (იესო) იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა. და იტყოდა, ვითარმედ: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენდა (ლკ. 19, 41.42).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოვლადვე ისმის, რაისა თქვენ შორის სიძვაა და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროისად იგლოვეთ, რაითა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა (I კორ. 5,1.2). - ნუ, კუალად მო-რაი-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქვენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინასწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არაწმინდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს (II კორ. 12, 21).

2. არ უნდა დუმდე, როცა ხედავ, რომ სცოდავენ.

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შერისხენ მას; (ლკ. 17, 3).

პავლე მოციქულის სიტყვა: და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფათა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა (ეფეს. 5, 11).

3. ცოდვილებთან ახლო ურთიერთობაში შესვლა დასაშვებია მხოლოდ ერთი პირობით, რათა განვაწყოთ ისინი სინანულისათვის, თუკი რაიმე საშუალებით შესაძლებელია ამის გაკეთება ცოდვის გარეშე.

 მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს ინახით იესოის თანა და მოწაფეთა მისთა თანა და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ. ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისთვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი? ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ჰრქუა მათ: არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავლეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, (მთ. 9,10-13).
და იყვნეს ყოველნი მეზვერენი და ცოდვილნი მახლობლად მისა და ისმენდეს მისსა და დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთვის, ვიდრემდე პოვოს იგი? (ლკ. 15, 1-4).

პავლე მოციქულის სიტყვა: და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაითა შეიკდომოს. და ნუ ვითარცა მტერსა შერაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა (II თეს. 3,14.15). - ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაიმე, რაითა არა დავიმძიმო, თქუენ ყოველნი. კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი ხოლო აწ წინააღმდგომი უფროისღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშის-ცემად. ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევიტარი იგი (II კორ. 3,5-7).

4. უნდა განვეშოროთ მათ, რომელნიც ჯიუტად რჩებიან თავიანთ ცოდვაში, მათი გამოსწორებისათვის მიღებული ყველა შესაძლებელი ზომის მიუხედავად.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან (მთ. 6, 15.14).

წესი 53. წყენათა მიტევების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ქრისტიანი არ უნდა იყოს ბოროტმეხსიერი, არამედ ვალდებულია მთელი გულით მიუტევოს მათ, რომელთაც შესცოდეს მის წინაშე.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან (მთ 6, 15.14).

წესი 54. განკითხვისა და განსჯის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

<პ>1. არ უნდა განიკითხოთ ერთმანეთი იმის გამო, რაც დაშვებულია წერილით.

 ქრისტეს სიტყვები: ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ განკითხნეთ და რომლითა მოუწყოთ, მოგეწყოს თქუენ (მთ. 7,1-2). - ნუ დასჯით და არ დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ (ლკ. 6,37).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ. მჭამელი იგი არა მჭამელსა ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და არა მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ: ღმერთმან უკუე იგი შეიწყნარა. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავნ სხვისა მონასა? თვისისა უფლისა დგეს, გინა დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისა. რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თვისითა გონებითა გულ-სავსე იყავნ. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს, და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა. აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თვისისათვის სიტყუა მისცეს ღმერთსა. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ (რომ. 14, 2-6. 12.13). - ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმელითა და სასუმელითა გინა კერძო დღესასწაულისაითა, გინა თავითა, გინა შაბათობითა, რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთა მათ; (კოლ. 2, 16.17).

2. არ ეგების ეჭვით მერყეობა იმაზე, რაც დაშვებულია წერილში.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თვისი, რომელსა შინა გამოიცადოს. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ წამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით წამს; და ყოველი რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს (რომ. 14, 22.23). - უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაისაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა, ჰბრძნობთ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოს-იხილავ, ნუცა შეეხები,” რომელი-იგი არს ყოველივე განსაკუთრებულად ხუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღვრებისა კაცთაისა? (კოლ. 2,20-22).

3. ნუ განსჯი იმას, რაც დაფარულია ჩვენთვის.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის ნუ წინასწარ ჟამისა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაი და განცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაი იყოს კაცად-კაცადისაი ღმერთისა მიერ (I კორ. 4,5).

4. ნუ განსჯი თვალთღებით

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ წინადაცვეთილებაი მოიღოს კაცმან შაბათსა, რაითა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლო კაცი შაბათსა შინა? ნუ სჯით თუალთ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ (იო. 7,23.24).

5. ნურავის განიკითხავ მანამ, ვიდრე მის საქმეს მისივე თანდასწრებით გამოწვლილვით არ გამოიკვლევ, რაგინდ ბევრიც არ უნდა ჰყავდეს მას მბრალდებელი.

 ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: (ფარისეველი) ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? (იო. 7,50.51).
და ვითარ მრავალ დღე (მეფე აგრიპა და ვერონიკა) იქცეოდეს მუნ (რომში), ფესტოს უთხა მეფესა პავლესთვის და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, რომლისთვისაც ვიყავ იერუსალიმს, მითხრეს მე მღვდელთ მთავართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთვის სასჯელსა. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუელებაი ჰრომთაი მიმადლებად ვისამე კაცისაი წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი (საქ. 25, 14-16).

წესი 55. ღვთის ძღვენთა აღიარების და მათ გამო მადლიერების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც ყოველგვარი კეთილი ნიჭი, ისე ქრისტესთვის ტანჯვის დათმენაც ღვთისაგან გვეძლევა.


მიუგო იოანე და ჰრქუა მათ: ვერ ხელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით არცა ერთი რაი, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით (იო. 3, 27).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (I კორ. 4,7). - რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს (ეფეს. 2,8.9). - და ესე ღმრთისა მიერ, რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტესთვის არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაი, არამედ მისთვის ვნებაიცა. იგივე ღვაწლი გაქუნდინ, რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ (ფილპ. 1, 28-30).

2. ნუ დაიდუმებთ ღვთის წყალობის წინაშე, არამედ განადიდეთ ღმერთი ამის გამო.

 ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს რაითა იყოს მის თანა, ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: მოიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მოსთვის იესო (ლკ.8, 38.39).
და შე-რაი-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მიეგებოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს და მათ აღიმაღლეს ხმაი მათი და იტყოდეს: იესო მოძღვარ, შემიწყალენ ჩუენ! და თავდმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ:  წარვედით და უჩვენეთ თავნი თქუენნი მღვდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ ვიდეს იგინი მისგან, განწმიდეს კეთროვნებისა მისგან, ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. და დავარდა წინაშე ფერხთა იესოისაითა და ჰმადლობდა მას, და ესე იყო სამარიტელი. მიუგო იესო და ჰრქუა მას არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე. და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ (ლკ. 17, 12-19).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ (I კორ. 15,10). - ყოველი დაბადებული ღმრტისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული (I ტიმ. 4,4).

წესი 56. ლოცვის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. მოუკლებლად იყავით ლოცვასა და მღვიძარებაში.

ქრისტეს სიტყვები: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოდ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომლი ეძიებდეს, პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს (მთ. 7, 7.8).
ეტყოდა (იესო) მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაი, და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა რცხვენოდა, და ქვრივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა, და მოვიდოდის მისა და ეტყვინ მისაჯე მე წაინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამამდე, ამისა შემდგომად თქუა გულსა, შინა თვისსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის, რამეთუ შრომასა შემამთხვევს მე მარადის ქვრივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდიდის და მაწყინებდეს მე, და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რაისა-იგი მსაჯული სიცრუისაი იტყვის, ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურისგებაი რჩეულთაი მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? (ლკ. 18, 1-7).
ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი, რამეთუ ვითარცა საფრხე მოუხდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. იღვიძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაითა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისასა (ლკ. 21, 34-36).

პავლე მოციქულის სიტყვა: ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა, ჰმადლობდით (კოლ. 4,2) - მარადის გიხაროდენ. მოუკლებლად ილოცევდით (I თეს. 5, 16.17).

2. თავდაპირველად მადლობა შესწირეთ უფალს ყველაფრისათვის, რაც გვაბადია - რაც გვჭირდება არსებობისათვის, მერე კი ვისარგებლოთ ქონებით.

მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას (მთ. 14, 19).
მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად (საქ. 27, 35).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული (I ტიმ. 4,4).

3. ნუ მრავლისმეტყველებთ, როცა ლოცულობთ რაიმე ხრწნადზე, არ უნდა ვითხოვოთ რაიმე უღირსი.

ქრისტეს სიტყვები: და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით, ვითარცა წარმართაგანნი, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ მრავლის მეტყველებითა მათითა ისმინოს მათი, ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვამდე თქუენდა მისგან (მთ. 6, 7.8). - და თქუენ ნუ ეძიებთ, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით, რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი (ლკ. 12, 29.30).

4. იმის შესახებ, თუ როგორ და რა სულიერ მდგომარეობაში უნდა ვილოცოთ.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისაი მომეც ჩვენ დღეს; და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მთ. 6, 9-13). - ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მთ. 6, 33). - და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთვისმე (მარკ. 11, 25).

პავლე მოციქულის სიტყვა: მნებავს უკუე ლოცვაი მამათაი ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა; (I ტიმ. 2,8).

5. უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის და მათთვის, ვინც ჭეშმარიტ სიტყვას გვაზიარებს.
სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი (ლკ. 22,31.32).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოვლთა ლოცვითა და ვედრებით ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისათვის იღვიძებდით ყოვლითა კრძალულებითა  და ვედრებითა ყოველთა წმიდათათვის და ჩვენთვისცა, რაითა მომეცეს მე სიტყვაი აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოი სახარებისაი, რომლისთვის-ესე ვციქუ ჯაჭვითურთ, რაითა მას შინა განვცხადნე, ვითარ იგი ღირს ჩემდა სიტყუად (ეფეს. 6,18-20). - ამიერთაგან, ძმანო, ილოცევდით ჩვენთვის, რაითა სიტყუაი ღმრთისაი რბიოდის და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქვენდა მიმართ (II თეს. 3,1).

6. უნდა ვილოცოთ მტრებისთვისაც.

ქრისტეს სიტყვები: ულოცევდით მთ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ, რაითა იყვნეთ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათაისა; (მთ. 5,44.45).

7. არ უნდა ილოცოს ან იწინასწარმეტყველოს ღმრთის ნება მამაკაცმა თავდაბურულად და დედაკაცმა კი თავდაუბურველად.

პავლე მოციქულის სიტყვა: და მნებავს თქვენი უწყებაი, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინასწარმეტყველებდეს თავ-დაბურვილად, არცხვენს თავსა თვისსა. და ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინასწარმეტყველებდეს თავ-დაუბურველად; არცხვენს იგი თავსა თვისსა (I კორ. 11,3-5).

 

წესი 57. თვითგვემის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

თავს ნუ აიმაღლებ შენი ღვაწლისმიერი დამსახურებებით, და ნუ დაამცირებ სხვებს.

ქრისტეს სიტყვები: თქუა ვიეთდამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თვისთა, ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე. ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას. გეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს (ლკ. 18, 9-14).

წესი 58. ღვთის ძღვენით სარგებლობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ უნდა იფიქრო, რომ ნიჭი ღვთისა შესაძლოა ფულით მოიხვეჭო ან რამენაირი მზაკვრობით.


ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ხელ-დასხმითა მით მოციქულთაითა მიეცემის სული წმიდაი, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ხელმწიფებაი ესე, რაითა, რომელსაცა დავასხნე ხელნი, მიაქუნდეს სული წმიდაი. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასით მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკვიდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელი წინაშე ღმრთისა. შეინანე უკუე უკუეთურებისა ამისაგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაი ეგე გულისა შენისაი, რამეთუ სიმწარედ ნაღვლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ (8, 18-23).

2. თითოეულს მისი რწმენის შესაბამისად ეძლევა ნიჭი ღვთისა სარგებლისათვის.

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თვითო სახედ, გინათუ წინასწარმეტყველებაი საზომისაებრ სარწმუნოებისა (რომ. 12, 6). - ხოლო თვითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაი იგი სულისაი უმჯობესისათვის, რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაი სიბრძნისაი, ხოლო სხუასა სიტყუაი მეცნიერებისაი მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაი მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაი მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინასწარმეტყველებაი, რომელსამე განკითხვაი სულთაი, სხუასა თესლად-თესლადი ენათაი, და სხვათა თარგმანებათაი ენათაი (I კორ. 12, 7-10).

3. ღვთის მადლის უსასყიდლოდ მიმღებელმა უსასყიდლოდვე უნდა გასცეს იგი და არ უნდა გამოიყენოს ის პირადი გამორჩენისათვის.

ქრისტეს სიტყვები: უძლურთა განკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოცა მისცემდით. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა (მთ. 10,8.9). ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა: აღდეგ და ვიდოდე! და უპყრა ხელი მარჯუენე მისი და აღადგინა (საქ. 3,6.7).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არცა სადა ლიქნისაითა ვიყვენით, ვითარცა ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისათა, ღმერთ მოწამე არს, არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, რაცა თქუენგან და არც სხუათაგან; და ესერა ხელ-გუეწიფების და თუმცა რაიმე გიმძიმთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა არამედ ვიქმენით ჩუენ მშვიდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისთა შვილთა, ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გვიჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაი იგი ღმრთისაი, არამედ თვისთაცა ხულთაი, რამეთუ საყვარელ ჩუენდა იქმენით (I თეს. 2, 5-8).

4. ვინც კეთილშობილური მადლიერებით მიიღო ერთი ნიჭი ღვთისა და გულმოდგინედ ასარგებლა იგი ღვთის სადიდებლად, ის სხვა ნიჭების ღირსიც შეიქმნება, ხოლო ვინც არ არის ასეთი, ის მიცემულ მადლს დაკარგავს, ვერც მისთვის გამზადებულ ახალ ნიჭს მიწვდება და სასჯელსაც მიეცემა.

და მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაისათვის იგავით ეტყვი მათ? ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფევლისა ცათაისაი, ხოლო მათ არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელღა-იგი არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მოვეღოს მას, ამისათვის იგავით ვეტყვი მათ, რამეთუ ჰხედვენ და არა ჰხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულის-ხმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინასწარმეტყველებაი იგი ესაიასი: სმენით გესმოდის, და არა გულისხმა-ჰყოთ, ხედვიდეთ, და არა იხილოთ (მთ. 13,10-14).

ქრისტეს სიტყვები: წარვალნ კაცი (ძე კაციასაი) და მოუწესნ მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა. ხოლო წარვიდა რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქნია მას ზედა და შესძინა სხვაიღა ხუთი ტალანტი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო შესძინა სხუაი ორი. რამეთუ ყოველსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და როელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან; და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი (მთ. 25, 14-17, 19.30).

წესი 59. ადამიანთა შორის პატივის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ქრისტიანი არ უნდა ეტრფოდეს ადამიანურ დიდებას და არ უნდა შეეჩვიოს დაუმსახურებელ პატივს, არამედ მოვალეა გონს მოიყვანოს ისინი, რომელნიც მას ასეთ პატივს მიაგებენ ან უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ეგების.

ქრისტეს სიტყვები: აჰა მო-ვინმე-უხდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი? ხოლო იესო ჰრქუა მას: რასა მეტყვი მე სახიერო? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი (მთ. 19, 16.17).

ქრისტეს სიტყვები: დიდებაი კაცთაგან არა მოვიღო, ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისა არა ეძიებთ? (იო. 5, 41. 44). - ვაი თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა (ლკ. 11, 43).

პავლე მოციქულის სიტყვა: არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა ამასვე გეტყოდი თქუენ? და აწ რომელი-იგი გისწავიეს და იცით გამოჩინებად იგი თვისსა მას ჟამსა (II თეს. 2, 5.6).
და იყო შესვლასა მას პეტრესა, მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ხერხთა მისთა და თაყვანის-სცა მას, ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ (საქ. 10, 25.26).
და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფეო და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერთ იგი ღაღადებდა: ღმრთისა ხმაი არს და არა კაცისაი. და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან, ამისათვის რამეთუ არა მისცა დიდებაი ღმერთსაი, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარხდეს (საქ. 12, 21-23).

წესი 60. იმის შესახებ რომ არ უნდა ავიმაღლოთ თავი სხვათა წინაშე

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

რამდენადაც ნიჭი სულიწმინდისა მრავალგვარია, ერთ ადამიანს კი არ ძალუძს დაიტიოს ყველა ნიჭი, შესაბამისად ყველა ადამიანი ერთსა და იმავე ნიჭს არ იღებს, ამიტომ ყოველმა კაცმა უვნებლად და მადლიერების გრძნობით უნდა დაიუნჯოს მისთვის მიცემული ნიჭი და ურთიერთშორის კი ისეთ თანხმობაში უნდა იყვნენ ქრისტესმიერი სიყვარულით, როგორც ასოები სხეულში. ამიტომ მცირე ნიჭის მქონეთ სასო არ უნდა წარიკვეთონ, მათზე აღმატებულთან შედარებით.

ქრისტეს სიტყვები: და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენი რაითა განასხამენ? ამისთვის იგინივე მსაჯულ თქვენდა იყვნენ (მთ. 12, 25).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიწამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ (გალ. 5, 15).

ქრისტეს სიტყვები: და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის, ერთ იყვნენ (იო. 17, 20.21).
ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად (საქ. 4, 32).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ გეტყვი მადლითა ღმრთისაითა, რომელი მოცემულ არს ჩემდა, ყოველსა მას, ვინცა იგი არს თქუენ შორის, ნუ უფროის ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმინდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაითა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუა, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო გუაქვს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თვითო სახედ, გინათუ წინასწარმეტყველებაი საზომისაებრ სარწმუნოებისა (რომ. 12,3-6). - ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წუალებაი, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (I კორ. 1,10). - ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაი, მრავალი თუ არს, ერთ გუამვე არს; ეგრეცა ქრისტე. რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვსუამს (I კორ. 12, 12.13). - აღივსეთ სიხარული ჩემი; რაითა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქუნდეს; ერთ სულ და ერთ-ზრახვა იყვენით; ნურარაი ხდომით გინა ზუაობოთ, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თვითოეული თავისა თვისისა. ნუ თავისა თვისისა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყვასისაცა თვითოეული თქვენი (ფილ. 2, 2-4).

 

წესი 61. მადლის მატარებელთა მიმართ განწყობის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ნუ შეურაცხყოფთ ღვთის მადლის მატარებელთ მათი გარეგნული უპოვარებისათვის, რამეთუ დიდია წყალობა უფლისა მათზედა.

ქრისტეს სიტყვები: მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე (მთ. 11,25.26).
და მოვიდა მამულად თვისა და ასწავებდა მათ შესაკრებელსა შორის მათთა, ვიდრემდის გამუკვირდებოდა მათ და იტყოდის ვინაი არს ამისა სიბრძნე და ესე ძალი? ანუ არა ესე არსა ხუროის მის ძე? ანუ არა დედასა მისა ჰრქვიან მარიამ, და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სვიმონ და იუდა. და დანი მისნი არა ყოველნი ჩვენ შორის არიანა? ვინაი უკუე არს ამისა ესე ყოველნი. და დაბრკოლდებოდეს მისთვის. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა არს წინასწარმეტყველი შეურაცხ, გარნა სოფელსა თვისსა და სახლსა შინა თვისსა. და არ ქნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათვის (მთ. 13, 54-58).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაი ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიან ხორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიან. არა მრავალნი აზნაურ არიან, არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაითა არსნი იგი განაქარვნეს; რაითა არა იქადოს ყოველმან ხორციელმან წინაშე ღმრთისა (I კორ. 1, 26-29).

წესი 62. ცთუნებათ წინააღმდეგ მზადყოფნისა და მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ღვთის რწმენის მიმღებელნი და ნათელღებულნი მყისვე უნდა განემზადონ განსაცდელებისათვის, რომელიც საკუთარი სახლეულისგანაც წამოვა და, შესაძლოა, სიკვდილამდეც კი არ შეწყდეს, რადგან თუ კაცმა ამისთვის თავი არ განიმზადა, უეცრად მოწეული საფრთხის წინაშე შესაძლოა მალევე შეერყეს რწმენა.

და ნათელ იღო იესო, და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდმომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან (მთ. 3, 16.17; 4,1).

 ქრისტეს სიტყვები: აჰა მე მივავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო ვითარცა ტრედი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მოგიყვანეს თქუენ ჩემთვის საწამებლად მათა და წარმართა. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილნი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს (მთ. 10, 16-18; 21-22; 38). - ამას გეტყოდე თქუენ, რაითა არა დაბრკოლდეთ. კრებულისაგან განგასხმენ თქუენ, არამედ მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარცა მსხვერპლი შეწირა ღმრთისა. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაი, არცა მე (იო. 16, 1-3). - ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, - რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაი იგი, და ამათ ძირი არ უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან (ლკ. 8,13).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ გარდარეულად დაგვიძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი (II კორ. 1, 8.9). - და ყოველთავე რომელთა ნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ (I ტიმ. 3,12).
2. თვითვე არ უნდა ჩაიგდო თავი განსაცდელში მანამ, სანამ ამაზე ღვთის დაშვება არ იქნება. პირიქით, უნდა ილოცო, რომ არ ჩავარდე განსაცდელში.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა! და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან (მთ. 6, 9.13).
ამისა შემდგომად იქცეოდა იესო გალილეას და არა უნდა მისვლად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკვლად, ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაი, რომელ არს კარვობისაი. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაითა მოწაფეთაცა შენთა იხილონ საქმენი შენნი რომელთა იქმ. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაითამცა განცხადებულ იყო უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. ჰრქუა მათ იესო: ჟამი ჩემი არრა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე გამზადებულ არს, ვერ ხელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ესძულ, რამეთუ ვსწამე მისთვის, ვიტარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესო აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად (იო. 7, 1-10).

 ქრისტეს სიტყვები: ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (ლკ. 22, 46).

3. ზოგჯერ უნდა განერიდო კიდეც ბოროტის მზრახველთ, ხოლო ვის თავზეც დაიშვა განსაცდელი, მან უნდა ითხოვოს ლოცვებში, რათა მიეცეს ძალი განსაცდელის გადატანისათვის, რათა ყოველთა ზედა იყოს ნება ღვთისა.

 ქრისტეს სიტყვები: რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდით სხუად (მთ. 10,23).
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს, და ზრახვა-ყვეს მისთვის, რაითა წარწყმიდონ იგი, ხოლო იესო გულისხმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა (მთ. 12,14).
მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაითა მოკლან იგი. ხოლო იესო არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის (იო. 11,53.54).
და დაიდგინა მუხლნი, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსვლად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ! (ლკ. 22,41.42).

 პავლე მოციქულის სიტყვა: განსაცდელი თქუენ არა შეგემთხვა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაიცა, რაითა შეუძლოთ დათმენად (I კორ. 10,13).

4. ქრისტიანმა მასზე მოწეულ ყველა განსაცდელში უნდა გაიხსენოს, თუ რა არის თქმული ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ღვთივსულიერ წერილში და ასერიგად დაიმარხოს თავისი თავი ურცხვენელად, წინააღმდგომნი კი შემუსროს.

 მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან, და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და მერმე შეემშია. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ რაითა ქვანი ესე პურ იქმენენ. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყუითა, რომელი გამომავალს პირისაგან ღმრთისა (მთ. 4, 1-4).

წესი 63. განსაცდელში უშიშების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ქრისტიანმა, ღვთისადმი რწმენაშერყეულმა, არ უნდა დაკარგოს მხნეობა და სასო არ უნდა წარიკვეთოს განსაცდელში, არამედ უნდა იყოს გამბედავი, რადგან მასთან არის ღმერთი, კეთილად განწყობილი და ყოველგვარ განსაცდელში მისი გამაძლიერებელი, რადგან მასთან არის სულიწმინდა, მსწავლელი იმისაც კი, თუ რა სიტყვა მიუგოს წინააღმეგომთ.

 ქრისტეს სიტყვები: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ანუ არა ორი სირი ასაHHინინ მათგან, რომელთა მოსწყდსდსდსდდსდსრის განისყიდების? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქვენისა. ხოლო თქვენი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან (მთ. 10, 28-30). - და ოდეს შეგიყვანენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ამუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწიოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ (ლკ. 12, 11.12).
და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაი დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასასა და ეძინა, და განაღვიძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავა, რამეთუ წარვწყდებით? და აღდგა და შერისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა დადუმენ და პირი დაიყავ, და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. და ჰრქუა მათ: რაისა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაი? (მარკ. 4, 37-40).
აღდგა მღვდელთ მოძღვარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაი სადუკეველთაი, აღივსეს შურითა. და დაასხეს ხელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალამდე. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე გამუხვნა კარნი საპყრობილესანი და გამოიყვანა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხოვრებისაითა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. (საქ. 5, 17-21).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვიტარმედ მერმეცა მისხნნეს (II კორ. 1,8-10).

წესი 64. ღვთის გულისთვის ვნებაში სიხარულის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

სიხარულით უნდა დავითმინოთ ყოველივე, რაც გინდა იყოს, სიკვდილამდეც კი უფლის სახელისათვის და უფლის მცნებებისათვის.

 ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რამეთუ გყვედრიდენ და გდევნიდენ, და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნეს წინასწარმეტყველნი უწინარეს თქუენსა (მთ. 5, 10-12). - ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულეთ თქუენ კაცტა და ოდეს გამოგასახენ თქუენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი ვიტარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინასწარმეტყველთა მამანი მათნი (ლკ. 6, 22.23).
ხოლო იგინი ერჩიდეს მას და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაითა არღარა იტყოდიან სახელითა იესოისითა, და განუტევნეს იგინი. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათვის გინებად. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღვრებითა და სახარებითა იესო ქრისტესითა (საქ. 5, 40-42).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთვის და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ხორცითა ჩემითა გუამისათვის მისისა, რომელ არს ეკლესიაი (კოლ I, 23.24).

წესი 65. ლოცვაზე აღსასრულის ჯამს

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

თვით ცხოვრებიდან გასვლის ჟამსაც კი უნდა ილოცო, როგორც ჯერ არს.

 და მეცხრესა ოდენ ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლამა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე? (მთ. 27, 46).
და ხმა-ყო ხმითა დიდითა იესო და თქუა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა და ესე რაი თქუა, განუტევა სული (ლკ. 23, 46).
და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს, ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. და დადგინა მუხლნი და ხმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა (საქ. 7, 59.60).

 

წესი 66. იმის შესახებ, რომ არ უნდა დაუტეოთ განსაცდელში ჩავარდნილი

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. არ უნდა განვერიდოთ სიმართლისათვის ჭირთა დამთმენელთ.

 აწ სამე გრწამს? აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თვისად ადგილად და მე მარტოი დამიტევოთ; (იო. 16, 31.32)

 პავლე მოციქულის სიტყვა: უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა. რომელნი არიან ასიას შინა. რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენე. მიეცინ უფალმან წყალობაი ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ გზის მე განმისვენა და ჯაჭვი ესე ჩემი არა სირცხვილ უჩნდა. არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მიეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაი უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რავდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი (II ტიმ. 1, 15-18). - პირველსა მას სიტყვის-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე, ნუ შეერაცხებინ მათ (II ტიმ. 4, 16).


2.უნდა ვილოცოთ გასაჭირში მყოფთათვის.

სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენნი (ლკ. 22, 31.32).
პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა, ხოლო ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა ღმრთისა მიმართ მისთვის (12, 5).

წესი 67. იმის შესახებ, რომ არ ვწუხდეთ გარდაცვლილთა გამო

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

მას, ვისაც მტკიცედ სწამს აღდგომა მკვიდრთა, არ შეჰფერის უსასო მწუხარება შესვენებულთა გამო.

 და შეუდგა მას სიმრავლე ერისაი და დედებისაი, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას. მიექცა მათ იესო და ეტყოდა: ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა (ლკ. 23, 27.28).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო არა გუნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთვის, რაითა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხვანი, რომელთა არა აქუს სასოებაი. რამეთუ უკუე-თუ გურწამს, ვითარმედ იესო მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესოს მიერ მოიყვანეს მის თანა (I თეს. 4, 13.14).

წესი 68. მომავალი საუკუნისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. მკვდართა აღდგომის ჟამს არ უნდა ველოდოთ რაიმეს, ამა სოფლისათვის დამახასიათებელს, უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალ საუკუნეში არის ცხოვრება ანგელოზებრივი და თავისუფალი ყოველგვარ საჭიროებათაგან.

 ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განქორწინებენ; ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნეთ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ. არცაღა მერმესიკუდილდ ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან (ლკ. 20, 34-36).

 პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ თქუას ვინმე, ვიტარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ხორცითა მოვიდენ? უგუნურნო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არს, დასტესი, არამედ შიშუელი მარცვალი, გინა თუ იფქლისაი ანუ თუ სხუაი რომელიმე თესლი. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თვითოეულისა თესლსა თვისი გუამი. ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი (I კორ. 15,35-38; 42-44).


2. არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფლის მოსვლა იქნება ადგილობრივი და ხორციელი, არამედ უნდა მოველოდეთ უფალს დიდებითა მამისათა მეყვსეულად მთელს სამყაროში.

 ქრისტეს სიტყვები: მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქეუნ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა თუ იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინასწარმეტყველი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცდუნებამდე, უკეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა (მთ. 24,23.24). - ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით. აჰა ესერა წინასწარ გითხარ თქუენ ყოველი. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირსა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი; და ვარსკულავნი ზეცით გარდმოცვივენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ და მაშIნ იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა (მარკ. 13,23-26).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ამას გეტყვით თქუენ სიტყვითა უფლისაითა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსვლასა მას უფლისასა ვერ მივეწიფნეთ შესვენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთმთავრისაითა და საყვირითა ღმრთისაითა გარდმოხდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; (I თეს. 4,15.16).

 

წესი 69. იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება და რა უნდა ვაკეთოთ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. რაც იკრძალება თან ექვემდებარება სასჯელს.

 ქრისტეს სიტყვები: რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა (მთ. 15,19.20). - წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხუედით ჩემდა (მთ. 25,41-43). - ვაი თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაი თქუენი; ვაითქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდეს, ვაი თქუენდა რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით: ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინასწარმეტყველთა მამანი მათნი (ლკ. 6,24-26). - ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი (ლკ. 21,34).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა. აღსავსენი ყოვლითა სიცრუვითა; სიძვითა, უკეთურებითა, ანგარებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კვლითა, ხდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა, ძვირის-მეტყველ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისხმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო (რომ. 1,28-31). - ვითარმედ არა იმრუშო, არა კაც-კლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაი თუ რაიმე მცნებაი არს, ამითვე სიტყვითა აღესრულების, ვითარმედ: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარმედ თავი თვისი (რომ. 13,9). - ანუ რა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთA, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგართა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ (I კორ. 6,9.10). - რამეთუ მეშინის, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ხდომაი და შური, გულისწყრომანი, ძვირის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი (II კორ. 12, 20). - ხოლო ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტრობანი, ხდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კვლანი, ლირწებანი, მთვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინასწარ გეტყვი თქუენ, ვიტარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ (გალ. 5,19-21). - ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე (გალ. 5, 26). - ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულის წყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფეს. 4,31). - ხოლო სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი გინა ანგარებაი ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა შვენის წმიდათა. და საძაგლებაი და სიტყვაი სიცოფისაი გინა ლაღობაი რომელი არა ჯერ არს, არამედ უფროისად მადლობაი (ეფეს. 5,3.4). - მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენი ქვეყანაისა ზედა: სიძვაი, არაწმიდებაი, ვნებაი, გულის თქუმაი, ბოროტი და ანგარებაი, რომელ არს კერპთ-მსახურებაი, რომელთათვის მოიწევის რისხვაი ღმრთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა... ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე რისხვაი, გულის წყრომაი, უკეთურებაი, გმობაი, უშვერი სიტყვაი პირისაგან თქუენისა; ნუ უტყუვით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ (კოლ. 3,5.6.8.9). - უწყი ესე, რამეთუ მართალსა სჯულ არა უც, არამედ უსჯულოთა და ურჩთა და უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის მკულელთა, მეძავთა, მამათ-მავალთა, კაცის მსყიდველთა, მტყუვართა, ცრუ-ფიცთა და სხუაი რომლიცა რაიმე სიცოცხლისა ამის მოძღურებისა უხდების. სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე (I ტიმ. 1,9-11). - რამეთუ უკანაისკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგან სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა ორგულებითა და სიტყვითა ტყუილისაითა, შემწუარნი თვისითა გონებითა, აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებით (I ტიმ. 4,1-3). - უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღვრებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა ამათ მოძღვრებათა უფლისა ცუენისა იესო ქრისტესთა და ღმრთისა მსახურებისა ამის მოღურებასა ზედა განლაღებულ არს, არარაი იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიას შურნი, ხდომანი, გმობანი, ეჭვნი ბოროტნი, გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაი და ნაკლულევანთაი ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაი; განეშორე ესევითართა მათგან (I ტიმ. 6,3-5). - ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი და იყვნენ კაცნი თAვის მოყვარე, ვეცხლის მოყვარე, ლაღ, თავ-მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, უმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა გამცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყვარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყვარე, აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარჰყოფდენ და ამათგანცა განეშორე (II ტიმ. 3,1-5). - რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცდომილ და ვმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთას (ტიტ. 3,3).


2. რა არის მოსაწონი და რასა აქვს აღთქმა კურთხევისა.

 ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი; ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ, ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრომ ქუეყანაი; ნეტარ იყვნენ რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისა იწოდენ. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ, და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე წინასწარმეტყველნი უწინარეს თქუენსა (მთ. 5,3-12). - მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხვედით ჩემდა (მთ. 25,34-36).

 პავლე მოციქულის სიტყვა: გინა რომელი მსახურებდეს მსახურებითა მით, გინა რომელი ასწავებდეს სწავლიტა მით, გინა რომელი ნუგეშინის-ცემითა მით, რომელი მისცემდეს უხუებითა; რომელი ზედა-ადგრბოდის მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს მხიარულებით, სიყვარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა. ძმათ-მოყვარებითა ურთიერტას მოწლედ იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწორებდით; სწრაფასა ნუ მცონარე ხართ, სულითა მდუღარე იყვენით, უფალსა ჰმონებდით; სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; სახმარსა წმიდათასა ეზიარებოდით; სტუმარის-მოყვარებასა შეუდეგით. აკურთხევდით მდევართა თქუენდა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა. და მასვე ურთიერთას ზრახევდით, ნუ მაღალსა მას ზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით, ნუ იქმნებით ბრძენ თავით თვისით; და ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინასწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენს მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობას ჰყოფდით. ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილი რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაი და მივაგო იტყვის უფალი. (მეორე. 32,35). არამედ ჰშიოდის თუ მტერსა შენსა. პური ეც მას და სწყუროდის თუ, ასუ მას. რამეთუ ესე რაი ჰყო, ნაკვერცხალ ცეცხლისაი შეჰკრიბო თავსა მისსა. (იგავნი.25,21.22). ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (რომ.12,7-21). - ნურავინ ნურარაუთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაითა არა იგმოს მსახურებაი ეგე თქუენი, არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენი, ვითარცა ღმრთის მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღვიძრებითა, მარხვითა და სიწმინდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდათა, სიყვარულითა შეუორგულებელითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისაითა, ძალითა ღმრთისაითა, საჭურველითა მით სიმართლისაითა მარჯვენისაითა და მარცხენისაითა, დიდებითა და გინებითა, გმობიტა და ქებითა, ვიტარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი, ვიტარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვიტარცა მოსიკუდინენი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლულნი და არა სიკუდილადნი; ვითარცა მწუხარნი, და მარადის გვიხარის; ვიტარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გუაქუს. და ყოველივე გუაქუს (II კორ.6,3-10). - ამიერთაგან, ძმანო გიხაროდენ. განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იყვენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახავდით, მშვიდობასა ჰყოფდით, და ღმერთი სიყუარულისა და მშვიდობისაი იყავნ თქვენ თანა (II კორ. 13,11). - ხოლო ნაყოფი სულისაი არს; სიყუარული, სიხარული, მშვიდობაი, სულ-გრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი (გალ. 5,22). - გლოცავ თქუენ მე. კრული ესე უფლისა მიერ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებისა მის, რომლისა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთას სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვირველითა მით მშვიდობისაითა. ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებისათა ჩინებისა თქუენისათა; იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მომმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ (ეფეს. 4,1-4;32). - იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვიტარცა შვილნი საყვარელნი, და ვიდოდეთ სიყვარულით ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თვისი ჩუენთვის შესაწირავად და მსურპლად ღმრთისა, სულად სუნელად (ეფეს.5,1.2). - რავდენი რაი ნუგეშინის-ცემაი არს ქრისტეს მიერ და რავდენი ნუგეშინის-ცემაი სიყუარულისაი, რავდენი რაი ზიარებაი სულისაი რავდენი მოწყალებაი და წყალობაი, აღავსენით სიხარული ჩემი, რაითა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ ზრახვა იყვენით; ნურარაით ხდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შერაცხდით თვითოეული თავისა თვისისა (ფილ.2,1-3). - ამირთაგან, ძმანო რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყვარელ, რავდენი სათნო, რავდენი საქებელ, რავდენი ქებულ, მას ზრახევდით. რომელიცა-იგიისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთსა მშვიდობისაი იყავნ თქუენ თანა (ფილ.4,8.9). - უკუეთუ ქრისტეს ტანა აღსდეგით, ზეცასასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით  და ნუ ქუეყანისასა. რამეთუ მოჰკუედით, და ცხოვრებაი თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი (კოლ.3,1-3.12). - სწავლიდით უწესოტა მათ. ნუგეშინის-სცემდით სილმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ. სულგრძელ იყვენით  ყოველთა მიმართ. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ, არამედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთას და ყოველთა მიმართ. მარადის გიხაროდენ. მოუკლებლად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაი ღმეთისაი ქრისტე იესოს მიერ ტქუენდა მიმართ. სულსა ნუ დაივიწყებთ. წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხ-ჰყობთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ (I თეს. 5, 14-21). - ხუცესნი ფრთხილ იყვენით, ღირს წმიდა ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა; მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუცა ღვინოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ, რაითა განაბრძობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყვარე ყოფად, შვილთ მოყუარე, წმიდა, უბიწო, სახლის მპრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თვისთა ქმართა, რაითა არა სიტყუაი ღმრთისაი იგმობვოდის (ტიტ. 2, 2-5). - მოახსენებდა მათ მთავრობათა და ხელმწიფებათა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაითა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილსა გამზადებულ იყვენენ, ნუმცა ვის ჰგმობედ, ულალველ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუნებდედ სიმშვიდესა ყოველთა მიმართ კაცთა (ტიტ. 3,12). - ძმათმოყვარებაი ეგენ. სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისაგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს. მოიხსენენით კრულნი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძვირ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ხორცნივე გასხენ. პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯეს ღმერთმან. ვეცხლის უყუარულ იყვენით სახითა, ხმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს, რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტევო, არცა დაგაგდო შენ (ებრ. 13,1-5).

წესი 70. სიტყვის წინამძღვართა შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. მათ, ვისაც მინდობილი აქვთ სახარების ქადაგება, უფლისადმი ვედრებით და ლოცვით უნდა აკურთხონ მღვდლებად და დიაკვნებად, შეუბღალავი სახელის მქონე ქების ღირსი და გამორჩეული წარსულის ადამიანები.

 მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თვისსა (მთ. 9,37.38).
და ვიტარცა განსტესა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და გამოარჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა. სვიმონ, რომელსა უწოდა პეტრე. და ანდრია, ძმაი მისი, იაკობ და იოანე, ფილიპე და ბართლომე მათეოს და თომა, იაკობ ალფესი და სვიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ (ლკ.6. 13-16).
და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინეს მუშაკნი სამკალსა თვისსა (ლკ. 10,12).

 ლუკა მოციქულის სიტყვა: პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის, ჰოი ღმრთის მოყვარეო თეოფილე, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად ვიდრე დღედ, რომლადმე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა ამაღლდა (საქ. 1,1.2). - და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცეს და თქუეს: შენ, უფალო, ყოველთა გუყლთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან გავიდა იუდა მოსვლად ადგილსა თვისსა და მისცნეს წილნი მათ და გამოუხდა წილი მატათიას და თანააღრიცხა ათერთმეტთა მოციქულთა (საქ. 1, 23-26).

 პავლე მოციქულის სიტყვა: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობაი უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყვის, ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რაითა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა მეღვინე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყვარულ, თვისისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თვისასა სახლისა განგებაი არა იცის, ვითარ-მე  ეკლესიათა ღმრთისაითა მოღვაწებაი აგოს? ნუ ახალ-ნერგ, რაითა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. არამედ ჯერ-რას მისსა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრხესა ეშმაკისასა. არამედ ჯერ-რას მისსა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრხესა ეშმაკისასა. დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორის-მეტყველ, ნუ ღვინისა ფრიადისა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინებელ, აქუსმცა საიდუმლოი იგი სარწმუნოებისაი წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან (I ტიმ,3,1-10). - ამისათვის დაგიტევე შენ კრისტ შინა, რაითა ნაკლულნი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ, რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათვის გინა ურჩებისათვის, რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაი, ვითარცა ღმრთისა მონისაი, ნუ თავხედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინებელ, არამედ სტუმრის მოყვარე, კეთილის მოყვარე, წმიდა, მართალ, თავსმდებელ მსგავსად მოძღვრებისა მის სარწმუნოებისა სიტყვისა რაითა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღვრებასა მას შინა სიცოცხლისა და სიტყვის-მგებელთა მათ მამხილებელ (ტიტ.1,5-9).


2. კურთხევა არ უნდა იყოს ნაჩქარავი და არ შეიძლება მასთან წინდაუხედავი მიდგომა; რადგან ვინც არ იმსახურებს მოწონებას, არც ეჭვისაგან არის შორს. ვინც ცუდ, საეჭვო საქმეშია მხილებული უნდა გამოავლინო, რათა შენც არ ეზიარო მის ცოდვას და რომ სხვები არ დაბრკოლდენ, არამედ მიეჩვიონ შიშს.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხელთა ადრე ნუ ვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხვისა ცოდვათა, თავი შენი წმიდად დაიმარხე. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაითა დაიმარხო თვინიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თვალთ-ღებით. და რომელნი-იგი ცოდვიდენ წინაშე ყოველთასა ამხილე, რაითა სხვათა მათ ეშინოდის (I ტიმ. 5,22.21.20).


3. გამორჩეული თვითნებურად არ უნდა შეუდგეს ქადაგებას, არამედ უნდა დაელოდოს დროს, როცა ამ საქმეზე ღვთის ნება განცხადდება, დაიწყოს ქადაგება მაშინ, როცა ებრძანება და უქადაგოს მათ, ვისთანაც წარიგზავნება.

 ესე ათორმეტნი წარავლინა იესო, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართასა ნუ მოხვალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხვალთ. არამედ მივედით უფროის ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა (მთ. 10,5.6).
და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღუართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეული არს, ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყუაი, და მოუხდეს მას მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. ჰრქუა მათ იესო: არა ვიდრე მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა (მთ. 15,22-24).

 ქრისტეს სიტყვები: ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თვისით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე (იო. 8,42).

და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკიამდე და კვი პრედ, და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო (საქ. 11,19).
პავლე, მონაი იესო ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა (რომ. 1,1).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ანუ ვითარ-მე ისმინონ თვინიერ ქადაგებისა? ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? (რომ. 10,14.15). - პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა მაცხოვარისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტეს - სასოებისა ჩვენისაითა (I ტიმ. 1,1).


4. ვისაც მოუწოდეს სახარების ქადაგებისაკენ, დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილოს მოწოდებას და არ გადადოს ეს საქმე.

 ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე, და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისვლად და დაფლვად მამისა ჩემისა. ჰრქუა მას იესო: აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაი (ლკ. 9,59.60).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო რაჯამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა. არცა აღვედ იერუსალიმად მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ (გალ. 1,15.17).


5. ნუ ასწავლი უცხოს (ვინც არ ეთანხმენა მცნებებს უფლისა).

 ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართაისა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი ... მე ვარ კარი ცხოვართაი, ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა (იო. 10,1.2.7.8).

 პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, განა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩვენებულ იყავნ (გალ. 1,8.9). - უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღვრობდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა ამათ მოძღვრებათა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღვრებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაი იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა (I ტიმ. 6,3.4).

6. მორწმუნეებს უნდა ასწავლოთ ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა და მისმა მოციქულებმა სახარებაში.

 ქრისტეს სიტყვები: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა სა სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ (28,19.20).
და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდა მათ დამარხვად მოძღვრებათა მათ, დამტკიცებილთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალლიმს შინა (საქ. 16,4).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ (6,2). - ხოლო შენ იტყოდე, რომელი ჰშვენის სიცოცხლისა მას მოძღვრებასა (ტიტ. 2,1).


7. ის, ვისაც მინდობილი აქვს ღვთის სიტყვის სწავლება და გაჩუმდება ისეთ რამეზე რაც სათნო იყო ღვთისა, დამნაშავეა მათი სიცოცხლის გამო, რომელნიც საშიშროების წინაშე დადგენ, ან იმის გამო თუ რამე აკრძალული გააკეთეს, ან არა საკმარისად შეასრულეს ის რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომ აღესრულებინათ.

 ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, სჯულის მოძღვარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქვენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა აყენებთ. (ლკ. 11,52).
და ოდეს მოვიდეს მაკედონიით შუნა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესოს. ხოლო იგინი ვითარ უხდებოდეს და გმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და ჰრქუა მათ: სისხლი თქვენი თავთა ზედა თქვენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართა მიმართ მივიდე (საქ. 18,5.6).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვინაიცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქვენ ყოველთაისა, რამეთუ არარაი დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქვენ ყოველივე ნებაი ღმრთისაი (საქ. 20,26.27).


8. იმის შესახებ, რაც წერილში აშკარად ბრძანებით არ არის დადგენილი, თითოეულს უმჯობესი უნდა შევაგონოთ.

 ქრისტეს სიტყვები: რამეთუ არიან საჭურისნი რომელნი მუცლითაგან დედის თვისისაით საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელი კაცითაგან გამოისაჭურისეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა რომელი შემძლებელ არს დატევნებად, დაიტიენ (მთ. 19, 12).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ქალწულთათვის ბრძანებაი უფლისა ნმიერ არა მაქუს. ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ, მე ეგრე ვგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთვის ურვისა. რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს. შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. იქორწინე თუ, არ სცოდე. და თუ იქორწინოს ქალწული არა ცოდა; ჭირი ხორცთაი თავს იდვან ეგევითართა მათ; (I კორ. 7,25-28).


9. შეუწყნარებელია სხვებს დააკისრო აუცილებლობა იმისა, რასაც თვითონ არ ასრულებ.

 ქრისტეს სიტყვები: თქვენდაცა, სჯულის მეცნიერთა, ვაი არს, რამეთუ აჰკიდით კაცთა ტვირთი ძნიად სატვირთავი და თქვენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტვირთსა მას (ლკ. 11,46).


10. ეშმარიტების მქადაგებელი სხვათათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ყოველგვარ სიკეთეში, ასრულებს რა თვითონ უწინარეს ყოვლისა იმას, რასაც სხვებს ასწავლის.

 ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ0მძიმენი, და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთაი (მთ. 11, 28.29).
და ოდეს დაჰბანა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელი თვისი და ინახ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ, უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღვარმან, თქუენსცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მოგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13, 13-15).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ყოელი გიჩვენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი უძლურთაი მათ (საქ. 20,35). - მობაძავ ჩემდა იქმენ, ვითარცა მე ქრისტესი (კორ. 11,1). - ნუმცა ვინ სიჭაბუკესა სენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა (I ტიმ. 4,12).


11. ჭეშმარიტების მქადაგებელი მხოლოდ საკუტარი თავის გამოსწორებისა და სრულყოფისათვის არ უნდა ზრუნავდეს, არამედ თავის პირდაპირ მოვალეობად უნდა შერაცხოს მასზე მინდობილთა სრულყოფა.

 ქრისტეს სიტყვები: თქვენ ხართ მარილი ქვეყნისაი; უკუეთუ მარილი განქარდეს, რაითა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ (მთ. 5,13). - ყოველი რომელი მომცა მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს არა განვაძო გარე. რამეთუ გარდმოვხედ ზეცით, არა რაითა ვყო ნებაი ჩემი, არამედ ნებაი მომავლინებელისა ჩემისა მამისაი. რამეთუ ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისა, რაითა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი (იო. 6,37.38.40).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ რაი-მე არს სასოებაი ჩუენი ანუ სიხარული ანუ გვირგვინი სიქადულისაი? ანუ არა თქუენა წინაშე უფლისა იესო ქრისტესა მისსა მას მოსვლასა? რამეთუ თქუენ ხართ დიდებაი ჩუენი და სიხარული (I თეს. 2,19.20).


12. ჭეშმარიტების მქადაგებელმა უნდა დაიაროს მისთვის ჩაბარებული სოფლები და ქალაქები.

 და მოჰვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა საკრებულოთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის (მთ. 4,23).
და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა (ლკ. 8,1).


13. ყველას უნდა მოუწოდებდეს სახარების მოერჩილებისაკენ, მთელი შემართებით აუწყებდეს ღვთის სიტყვას და მოწმობდეს ჭეშმარიტებას, თუნდაც ზოგნი აბრკოლებდნენ ან დევნიდნენ ამის გამო ყოველგვარი საშუალებით, სიკვდილითაც კი.

 ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ ხელ-ეწიფების მოკვლად (მთ. 10,27.28).
ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მობოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას (მთ. 22,8.9).

 ქრისტეს სიტყვები: მიუგო იესო და ჰრქუა მას: მე განცხადებულად გეტყოდე სოფელსა და მე მარადის გასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას გეტყოდე (იო. 18,20).
და ვითარცა მიიყვანეს იგინი, დაადგინეს კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღვდელთ მოძღვარი იგი და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაითა არრარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰაესერა აღგივსეს იერუსალიმი მოძღვრებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩვენ ზედა სისხლი კაცისაი ამის? მიუგო პეტრე და მიციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის (საქ. 5, 27-29).

 პავლე მოციქულის სიტყვა: გარნა სული წმიდაი ქალაქად-ქალაქად მაწამებს მე და მეტყვის, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. არამედ ვზრუნავ ამისათვის, არცა უპატნიოსეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარცა არა აღგასრულე სრბაი ჩემი სიხარულით და მსახურებაი, რომელი მოვიდა უფლისა იესო ქრისტესაგან წამებად სახარებაი იგი მადლისა ღმრთისაი (საქ. 20,23,24), - რამეთუ თქუენ თვით უწყით ძმანო, შემოსვლაი იგი ჩუენი თქუენდა მიმართ რამეთუ არა ცუდად რაი იყო, არამედ წინასწარ ვივნეთ და ვიგონენით, ვითარცა იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებისა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა (I თეს. 2, 1.2).


14. საჭიროა ლოცვა მორწმუნეთა წარმატებისათვის და უფლისადმი მადლობის აღვლენა ამის გამო.

 ქრისტეს სიტყვები: და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ ... მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაითა სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ (იო. 17,20.21.24).
მას ჟამსა შინა იხარებდა იესო სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე (ლკ. 10,21).

 პავლე მოციქულის სიტყვა: პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტეს  იესოს მიერ თქუენ ყოველთათვის, რამეთუ სარწმუნოებაი თქუენი განთქმულ არს ყოველსა სოფელსა. რამეთუ მოწამედ ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურობ სულითა ჩემითა საზარებითა ძისა მისისაითა, ვითარ უნაკლოდ ჰხსენებასა თქუენსა ვჰყოფ; მარადის ლოცვითა შინა ჩემთა ვევედრები, რაითა აწღა თუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაია მოსვლად თქუენდა (რომ. 1,8-10). - რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათვის მოწყალებითა ქრისტე იესოისაითა, და ამას ვილოცავ, რაითა სიყვარული ეგე თქუენი უფროის და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოველითა ფრთხილებითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისაითა, აღავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებელად ღმრთისა (ფილ. 1,8-11).


15. ღვთის მადლით აღსრულებული კეთილი საქმეები სხვებსაც უნდა ემცნოთ ღვთის სადიდებლად.

 და მოიქცენ მოციქულნი და უთხრეს იესოს, რაოდენი ქმნეს; (ლკ. 9,10).
და მო-რაი-ვიდეს, შეკრიბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რავდენი ყო ღმერთმან მათ თანა (საქ. 14,27).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო თქუენცა რაითა უწყოდით ჩემთვის, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტვიქიკოს, საყურელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ, რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისათვის მებრ, რაითა უწყოდით ჩუენთვის და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა (ეფეს. 6,21.22)


16. უნდა ვზრუნავდეთ როგორც დამსწრეტათვის, ასევე მათზეც რომელნიც არ გვესწრებიან და უნდა დავარიგოთ ისე, როგორც მათ სჭირდებათ.

 ქრისტეს სიტყვები: და სხვანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იო. 10,16).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვინაიცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაი მარტოთა და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაი ჩუენი და მსახური ღმერთისაი და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესა, რაითა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშIნისგცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათვის (I თეს. 3,1.2).


17. ყურადღებით უნდა მიეპყრათ მათ, რომელნიც კეთილი საქმეების აღსრულებისაკენ მოგიწოდებენ.

 და ვითარცა-იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუხდა მას მთავარი ერთი, თაყვანის-სცემდა მას, და ეტყოდა, ვიტარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ხელი შენი მას ზედა, და ცხონდეს. და აღდგა იესო და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა (მთ. 9,18.19).
რამეთუ ახს ლუდიაი იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსვლად ვიდრე ჩუენამდე. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა (საქ. 9,28.29).

18. ჭეშმარიტი სიტყვის მიმღებნი უნდა განამტკიცოთ მასში თქვენი უშუალო მეთვალყურეობით.

 შემდგომად დღეთა რავდენ-თამე. ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაი იგი უფლისაი, ვითარ-ძი არიან (საქ. 15,36).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩუენ ძმანო, ობოლღათუ ვიქმენით თქუენგან წუთ ერთ ჟამ პირითა და არა გულითა, უმეტეს ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა, ვინაიცა ვინებეთ მისვლაი თქუენდა მე, პავლე, ერთ გზის და ორ გზის (თეს. 2,17.18). - ვინაიცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაი მარტოთა და მივავლილნეთ ტიმოთე, ძმაი ჩუენი და მსახური ღმერთისაი და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესა, რაითა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინის გცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათვის, რაითა არარას იურვოდით ქართა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თვით უწყით, ვიტარმედ ვდგათ-ვე ამისათვის (I თეს. 3,1-3).


19. ღვთის მოყვარესათვის დამახასიათებელია დიდი გულმოდგინება დასამოძღვრავთა მიმართ, ზრუნვა მათზე მთელი ძალისხმევით და ყოველი საშუალებით, სწავლება როგორც სახალხოდ ასევე პირის-პირ, თუნდაც ამისათვის სიკვდილი მიიღოს.

 ქრისტეს სიტყვები: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის (იო. 10,11).
და ოდეს ისადილეს, ჰრქუა სვიმონ-პეტრეს იესო: სვიმონ იონაისაო, გიყვარ მეა უფროის ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყვარ შენ. ჰრქუა მას იესო: აძოვენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სვიმონ იონაისაო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყვარ შენ, ჰრქუა მას იესო: დამწყესენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესო მესამედ: სვიმონ იონაისაო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყვარ შენ, ჰრქუა მას იესო: დამწყესენ ცხოვარნი ჩემნი (იო. 21,15-17).
და ერთსა მას შაბათთასა შეკრებულ რაი იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღვრებისასა, რამეთუ განსვლად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაი იგი ვიდრე შუა ღამემდე. აღდგა ამიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებამდე და ესრეთ განვიდა (საქ. 20,7.11).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვითარ-იგი დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა. და უწამებდ ჰურიათა და წარმართა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩვენისა იესო ქრისტესა. ამისათვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლას კაცად-კაცადსა თქუენისასა (საქ.20,20.21.31). - მოიხსენით, ძმანო, შრომანი ჩუენი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაი იგი ღმრთისაი (I თეს. 2,9).


20. ჭეშმარიტების მქადაგებელი უნდა იყოს მოწყალე და თანამგრძნობელი, მეტადრე სულით ვნებულთადმი.

 და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა ტანა ჭამს მოძღვარი ტქუენი? ხოლო იესოს ვითარცა ესმა ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მთ. 9,11-13). - და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცვივნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი (მთ. 9,36).


21. მორწმუნეებს თანაგრძნობით უნდა მოეკიდო და ხორციელ გასაჭირშიც კი უნდა შეეწიო მათ.

 ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესე სამი დღე არს, და მელიან მე და არარაი აქუს, რაითამცა ჭამეს, და განტევებაი მათი უზმათაი არა მნებავს, ნუუკუე დაცვივენ გზასა ზედა (მთ. 15,32).
მაშინ მოუხდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუხლნი დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს ძალგიც განწმედად ჩემდა. ხოლო იესოს შეეწყალა იგი, განყო ხელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ (მაკ. 1,40.41).
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთა ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდეს მსახურებაი იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაი. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა და მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაი სიტყუისა ღმრთისაი და მსახურებად ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინეთ სახმარსა ამას ზედა (საქ. 6,1-3).


22. ჭეშმარიტების მქადაგებელი არ უნდა ჩაეძიროს ნაკლებმნიშვნელოვან საზრუნავებში, რათა ჯეროვანი გულმოდგინება არ მოაკლდეს უმნიშვნელოვანესს.

 მოუწოდეს ათორმეტთა და მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაი სიტყუისი ღმრთისაი და მსახურებად ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინეთ სახმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალენით (საქ. 6,2-4).


23. არ არის საჭირო ქედმაღლობა ან პირადი გამორჩენის მიზნით სწავლების სიტყვის გამოყენება, მსმენელთა მაამებლობა, არამედ ისეთები უნდა იყოთ, როგორც უნდა იყოს ღვთის წინაშე და ღვთის სადიდებლად მეტყველი.

 ქრისტეს სიტყვები: და ყოველსა საქმესა მათსა (ფარისეველნი) იქმან საჩვენებლად კაცთა: განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. უყუარს ზემოჯდომაი სერსა ზედა და პირველ დაჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა და რაიცა ჰხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი! ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელი არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღვარ, რამეთუ ერთი არს წინამძღვარ თქუენი ქრისტე (მთ. 23,5.10).

 ქრისტეს სიტყვები: ჩემი ესე მოძღვრებაი არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაი. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღვრებაი ესე, ვითარ რაი არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თვისით ვიტყვი. რომელი თავით თვისით იტყვინ, დიდებასა თავისა თვისისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თვისისა, იგი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა (იო. 7,16-18).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა ვართ, ვითარ-ცა-იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვიტარცა ჭეშმარიტებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყვით (II კორ. 2,17). - რამეთუ ნუგეშინის-ცემაი ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არაწმინდებისა, არცა ზაკუვით, არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაი იგი, ეგრეცა ვიტყუვი, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულთა ჩუენთაი. რამეთუ არცა სადა სიტყვით ლიქნისაითა ვიყვენით, ვითარცა ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგარებისაითა, ღმერთ მოწამე არს, არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არც სხვათაგან; და ესეღა ხეკ-გუეწიფების და-თუმცა რაიმე - გიმძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა არამედ ვიქმენით ჩუენ მშვიდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისათა შვილთა (I თეს. 2,3-7).


24. ჭეშმარიტების მქადაგებელმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალაუფლება ქვეშევრდომთა დასამცირებლად და მათ წინაშე არ უნდა მედიდურობდეს, არამედ, პირიქით, მოვალეა თავისი მდგომარეობით ისარგებლოს, რათა სიმდაბლე შეასწავლოს მათ.

 ქრისტეს სიტყვები: ვინ-მე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თვისმან მონათა თვისთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თვისსა? ნეტარ არს მონისაი მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დადგინოს იგი. ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თვისსა: ყოვნის უფალი, ჩემი მოსვლად, და იწყოს გუემად მისთა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთვრალეთა თანა. მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის (მთ. 24,46-51). - თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ, უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღვარმან, თქუენსცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა (იო. 13,13.14).
და იყო ცილობაიცა მათ შორის, ვითარმედ ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ხელმწიფებაი აქუნ მათ ზედა, ქველის მოქმედ ჰრქვიან. ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწმემ, და წინამძღვარი იგი - ვითარცა მსახური. ვინ არს უფროის: რომელი ინახით-ზის, ანუ რომელი მსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინახით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური (ლკ. 22,24-27).
ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიასათა, და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველით დღითგან, ვინაითგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელი შემემთხვეოდეს მე ძვირის ზრახვათაგან ჰურიათაისა (საქ. 20,17-19).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაი გონიერთა მაგთ, რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგწამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. საკდემელად თქუენდა გეტყვი, ვითარმედ ჩუენ რეთა მოუძლურდით, რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყვი, ვიკადრო მეცა (II კორ. 11,19-21).


25. არ ეგების სახარების ქადაგება ვინმესთან პაექრობის, შურის ან  გაჯიბრების მიზნით.

 ქრისტეს სიტყვები: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყვარელი ჩემი რომელი სთნავს სულსა ჩემსა დავდვა სული ჩემი მის ზედა და სამართალი წარმართაი მიუთხრას არა უხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი (მთ. 12,18.19).

პავლე მოციქულის სიტყვა: ვინ უწყის, გან-ვე ამისთვის გეშორა ჟამ ერთ, რაითა საუკუნოდ მიიყვანო იგი. არღა ვითარცა მონაი, არამედ უფროისღა მონისა, საყუარელი ძმაი, ვინაითგან ჩემდა ესრეთ, რავდენ უფროის შენდა ხორციელადცა და უფლისა მიერცა. უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად. შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე (ფილ. 1,15-17).


26. სახარების ქადაგებისას ნუ ისარგებლებთ ადამიანური მტკიცებულებით, რათა ამით არ დაიჩრდილოს მადლი ღვთისა.

 ქრისტეს სიტყვები: მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა (მთ. 11,25).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყუათა, რაითა არა ცალიერი იყოს ჯუარი იგი ქრისტესი. - და მე მო-რაი-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყვითა სიბრძნისაითა მითხრობად თქუენდა წამებაი იგი ღმრთისაი, რამეთუ არარაი სხუაი დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესო და ესეცა ჯუარს-ცუმული. და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ. და სიტყიაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაითა, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა, რაითა სარწმუნოებაი ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაითა, არამედ ძალითა ღმრთისაითა (I კორ. 1,17;2,1-5).


27. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წარმატება ქადაგებაში ჩვენს საკუთარ აზროვნებაზეა დამოკიდებულლი, არამედ ყველაფერი ღმერთს უნდა მივაწეროთ.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო სასოებაი ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ. არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაი ჩუენი ღმრთისაგან არს. რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა მსახურებად ახლისა სჯულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხონებს (II კორ. 3,4-6). - ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან (II კორ. 4,7).


28. ვისაც სახარების ქადაგება ევალება, მან არ უნდა შეიძინოს იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია გადაუდებელი პირადი საჭიროებისათვის.

 ქრისტეს სიტყვები: ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ხამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა (მთ. 10,9.10). - ნურარაი გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ (ლკ. 9,3).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვეცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა (საქ. 20,33). - არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავთა მათ სათნო-ეყოს (II ტიმ. 2,4).


29. არ უნდა აიღო ტავზე ცხოვრებისეული საზრუნავები ხალხის საამებლად, რომელნიც მიკერძოებით აკეთებენ ამას.

 ჰრქუა მას ვინმე მის ერისაგანმან: მოძღვარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაითა განმეყოს მე სამკვიდრებელსა. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა? (ლკ. 12,13.14).

 პავლე მოციქულის სიტყვა: არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავთა მათ სათნო-ეყოს (II ტიმ. 2,4).


30. ღვთის რჩეულობას კარგავენ ისინი, რომელნიც მსმენელთა საამებლად გაუბედავად ამცნობენ ღვთის ნებას, რათა ფეხქვეშ გაეგონ მათ, ვისაც სურთ, რომ აამონ.

ქრისტეს სიტყვები:  ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ (იო. 5,44).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ უკეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე ქრისტეს მონამცა არა ვიყავ (გალ. 1,10).


31. მასწავლებელმა მიზნად უნდა დაისახოს, რათა ყველა აქციოს მამაკაცად სრულად და მიაღწიოს ქრისტეს ასაკის სისავსის საზომს, ამასთან თითოეულს თავის საზომი განუჩინოს (ეფ. 4, 13).

 ქრისტეს სიტყვები: იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს (მთ. 5,48). - და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა გრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მიმართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ (იო. 17,20.21).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშებლად გუამისა ქრისტესისა, ვიდრემდე მოვიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა; (ეფ. 4,11-13).


32. მტრულად განწყობილთ ურისხველად და მშვიდად უნდა შეაგონებდეს მათი სინანულში ჩავარდნის მომლოდინე, ვიდრე არ შესრულდება საზომი მათზე მზრუნველობისა.

 არ უხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი. ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს და პატრუქი მბრდღვინვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი (მთ. 12,19.20).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ და უმანკო, მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო-თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და განიფრთხონ საფრთხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა (II ტიმ. 2,24-26).


33. დაუთმე და ჯიუტად შენსას ნუ დაიჟინებ, როცა ვიღაც შიშისა და სიფრთხილის გამო უარს ამბობს ქადაგების სიტყვის მიღებაზე.

 და ევედრებოდის მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაი მის ღადარინელთასაი, რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე (ლკ.8,37).


34. განეშორე მათ, რომელნიც უგრძნობელობის გამო არ იღებენ სახარების ქადაგებას და ნუ ისარგებლებ მათი შესაწირით ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების აუცილებლობის შემთხვევაშიც კი.

 ქრისტეს სიტყვები: და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქუენთაი (მთ. 10,14). - და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და შეგიწყნარენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდეთ უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელი აღეკრა ფერხთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლოებულ არს სასაუფეველი ღმრთისაი (ლკ. 10,10.11).
და ოდეს მოვიდეს მაკედონიათ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესოს. ხოლო იგინი ვითარ უხდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერთაგან წარმართა მიმართ მივიდე (საქ. 18,5.6).


35. განეშორე ადამიანებს, რომელთაც დიდი პატივი დასდე და მაინც არ ირწმუნეს.

 ქრისტეს სიტყვები: იერუსალიმ, იერუსალიმ რომელმან მოსწყვიდენ წინასწარმეტყველნი და ქვაი დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ გზის ვინებე შეკრებაი შვილთა შენთაი, ვითარცა სახედ შეიკრიბნის ფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქუენი ოხრად (მთ. 23,37.38).
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ იყო პირველად რქუმად სიტყუსი ესე ღმრთისაი, ხოლო ვინაითგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თვისნი ცხოვრების საუკუნოისა, აჰა ესერა მოვიქცევით წარმართა მიმართ. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართა, რაითა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდემდე ქუეყანისა (ის. 49,6. საქ. 13,46.47).

 პავლე მოციქულის სიტყვა: მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლებისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ (ტიტ. 3,10.11).
36. ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში ზუსტად უნდა დაიცვა ღვთის სიტყვა, ნურაფერს გააკეთებ მიკერძოებით.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესსა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაითა ესე დაიმარხო თვინიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით (I ტიმ. 5,21).


37. ჭეშმარიტების მქადაგებელი ყველაფერს უნდა აკეთებდეს და ამბობდეს წინდახედულებით, განსჯით, მრავალი გამოცდით, მხოლოდ ერთი სურვილით - სათნო ეყოს ღმერთს - როგორც ადამიანი, რომელიც საჭიროებს მოწონებას მათგანაც, რომელნიც მინდობილნი არიან მასზე.

 პავლე მოციქულის სიტყვა: თქუენ იცით პირველით დღითგან, ვინაითგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა... ვეცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა, თქუენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნენ ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი მსახურებდეს (საქ. 20, 18.19.33.34). - თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით (I თეს. 2,10).

წესი 71. ეპისკოპოსების, პრესვიტერების და დიაკვნების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. რა არის ნამცნები ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების შესახებ.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვისმე თუ ეპისკოპოსობის უნდეს, კეთუ\ილსა საქმესა გულ ეტყვის, მაგრამ ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რაითა უბრალო იყოს (I ტიმ. 3,12 და შემდეგ). - მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ არამედე ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა - ვითარცა ძმათა, მოხუცებულთა დედათა - ვითარცა დედათა, ჭაბუკთა - ვითარცა დათა, ყოვლივე სიწმიდითა (I ტიმ. 5,12). - ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშვიდობასა მათ თანა, რომელნი ჰხადიან უფალსა გულითა წმიდითა. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი რამეთუ შვნიან ლალვანი; ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ და უმანკო (II ტიმ.მ 2,22-24). - ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღვრებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა (II ტიმ. 3,10.11). - იმისათვის დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაითა ნაკლული იგი განაგო და დაადგინე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ, რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათვის გინა ურჩებისა (ტიტ. 1,5.6).


2. დიაკონთა შესახებ.

 გამოირჩია სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, და დაადგინეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი (საქ. 6, 5.6).

 პავლე მოციქულის სიტყვა: დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღვინოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინებელ (I ტიმ. 3,8).

 

წესი 72. მსმენელების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. მსმენელნი, რომლებიც წერილში განისწავლებიან, უნდა ჩასწვდნენ, რას ამბობენ მასწავლებლები და მიიღონ ის, რაც ეთანხმება წერილს, ხოლო, რაც წერილს არ ეთანხმება, უკუაგდონ, ცრუ მასწავლებლებს კი ყოველმხრივ განეშორონ.

 ქრისტეს სიტყვები: ვაი მას კაცსა, რომლისაგან მოვიდეს საცთური... და უკუეთუ თვალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან (მთ. 18,7.9). - ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართაისა, არამედ სხვით კარით შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი... ხოლო უცხოსა არა შეუდგნენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის (იო. 10,1.5).

 პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ (გალ. 1,8). - წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხ-ყოფთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით (I თეს. 5,20-22).


2. წერილში მცირედ განსწავლულებმა წმინდანთა ღირსება სულიერ ნაყოფთა მიხედვით უნდა შეიცნონ და ვისაც აქვს ეს ნაყოფი, მიიღOნ იგი, ხოლო ვისაც არა აქვს, განეშორონ მას.

 ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ, ნაყოფითა მათთაგან იცნნეთ იგინი (მთ. 7, 15.16)

 პავლე მოციქულის სიტყვა: მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედვიდეთ, რომელნი იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა (ფილიპ. 3,17).


3. მართლისაგან ჭეშმარიტი სიტყვა ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლისაგან, თვით წარმომგზავნელის იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის სადიდებლად.

 ქრისტეს სიტყვები: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; (მთ. 10,40). - რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა (იო. 13,20). - რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა (ლკ. 10,16).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და განსაცდელი იგი ხორცთა ჩემთაი არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი, შემიწყნარეთ მე, ვიტარცა ქრისტე იესო (გალ. 4,14).

4. ვინც არ ერწმუნება უფლის მიერ მოვლინებულს, ის შეურაცხყოფს არა მხოლოდ მათ, არამედ თვით მომავლინებელსაც და თავის თავზე იმაზე მძიმე სასჯელს დაიტეხს, ვიდრე სოდომელები და გომორელები.

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ არავინ შეგიწყნარეს თქუენ და არცა ისმინეს სიტყუანი თქუენი, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ სახლით ან გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქუენთა. ამინ გეტყვით თქუენ უმოლხინეს იყოს ქვეყანაი იგი სოომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი (მთ. 10, 14.15). - რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს (ლკ. 10,16).

 პავლე მოციქულის სიტყვა: აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ჰყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგუცა სული წმიდაი მისი ჩუენ ზედა (I თეს. 4,8).

5. სწავლება ღვთის მცნებებზე უნდა მივიღოთ, როგორც ისეთი სწავლება, რომელიც მარადიულ ცხოვრებას და ზეციურ სასუფეველს მოგვაპოვებინებს და გულმოდგინედ უნდა შევასრულოთ იგი, თუნდაც ძნელად რომ გვეჩვენებოდეს.

 ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად (იო. 5,24).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ახარებდეს ქალაქსა მას (პავლე და ბარნაბა) და დაიმოწაფნეს მრავალნი და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად, და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაითა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (საქ. 14, 21.22).

6. მხილება დ საყვედური უნდა იქნეს მიღებული როგორც წამალი, რომელიც განდევნის სნეულებას და აღადგენს ჯანმრთელობას. აქედან ჩანს, რომ კაცთმოთნეობის ვნების გამო ვითომ უწყინარნი და მცოდველთა არმამხილებელნი ყველაფერს აფუჭებენ (რყვნიან) და ბღალავენ თვით ჭეშმარიტ ცხოვრებასაც კი.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი, უკუეთუ ისმინოს შენი შეიძინე შენ ძმაი იგი შენი (მთ. 18,15).

 პავლე მოციქულის სიტყვა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკისა სატანჯველად ხორცითა, რაითა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა (I კორ. 5,4.5). - რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულით. და რამეთუ ღმრთისათვის შესწუხენით, რაითა არარაი იზღვივნეთ ჩუენგან. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს; ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაი სიკუდილსა შეიქმს (II კორ. 7, 8-10). - ამხილე მათ თვალუხვად, რაითა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა (ტიტ. 1,13).

 

წესი 73. ქორწინებაში მყოფთა შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ქმარი ცოლს, ან ცოლი ქმარს არ უნდა განეშოროს, თუ არ არის რომელიმე მათგანი მხილებული მრუშობაში ან თუ ერთობლივი ცხოვრება დამაბრკოლებლად არ მიაჩნია ღვთის დიდების საქმეში.

 ქრისტეს სიტყვები: თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი, მისცეს მას განსატევებელი (მეორ. 24,1) ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი; რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა (მთ. 5,31.32). - რომელი მოვალს ჩემდა არა მოიძულოს მამაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფეყოფად ჩემდა (ლკ. 14,26). - ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს იგიცა მრუშობს (მთ. 19,9).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. ხოლო უკუეთუ განეშOროს, ეგენ უქორწინებლად, გინა ქმარსავე დაეგენ, და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ (I კორ. 7,10.11).

2. ცოლის განმტევებელს ნება არ ეძლევა, რათა შეირთოს სხვა, ასევე ქმრისაგან განტევებულს არა აქვს ნება, რათა ახვას გაყვეს ცოლად.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს იგიცა მრუშობს (მთ. 19,9).

3. ქმარმა თავისი ცოლი ისევე უნდა შეიყვაროს, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, თავი დასდო რა მისთვის, რათა წმინდა ეყო იგი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბაელითა მით წყლისაითა და სიტყვითა, ...ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თვისთა (ეფეს. 5,25.26.28).

4. ცოლი, აღმსრულებელი ღვთის ნებისა, ისევე უნდა დაემორჩილოს ქმარს, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაი; არამედ ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,22-24). - ხოლო შენ იტყოდე...მოხუცებულნი დედანი... რაითა განაბრძობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე, წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თვისთა ქმართა, რაითა არა სიტყიაი ღმრთისაი იგმობვოდეს (ტიტ. 2,4.5).

5. დედები ნუ მოირთვებიან გარეგნული სამშვენისებით, არამედ ისინი მოვალენი არიან, რათა მთელი ცდა და ზრუნვა კეთილ საქმეთა ქმნისაკენ წარმართონ და ეს შერაცხონ ქრისტიანი ქალისთვის ჭეშმარიტ და საკადრის სამკაულად.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხვად და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა და მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასისაითა, არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაი საქმეთა მიერ კეთილთა (I ტიმ. 2,9.10).

6. დედები ეკლესიაში მდუმარედ უნდა იყვნენ, სახლში კი ღვთივსათნო საუბრებით იყვნენ დაკავებულნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა სჯულიცა იტყვის (დაბ. 3,16) ხოლო უკუეთუ სწავლის რაიმე უნდეს, სახლსა შინა თვისთა ქმართა ჰკითხედ მათ. რამეთუ საძაგელ არს დედათა ეკლესიასა შინა ზრახვად (I კორ. 14,34.35). - დედაკაცი მდუმარედ ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა, მოძღვრებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაითა იყოს იგი მყუდროებით. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და სჯულსა გარდახდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით ღირსებასა ზედა (I ტიმ. 2,11-15).

წესი 74. ქვრივთა შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. ქვრივი ცხოვრებას ზრუნვასა და ურვაში უნდა ატარებდეს, ახსოვდეს მოციქულის მიერ ნამცნები და ცდილობდეს, რათა ემსგავსოს ტაბითას.

 ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმნების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა (საქ. 9,36).
გარე მოადგა მას ქურივები იგი (პეტრეს) ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაი იყო ტაბითა (საქ. 9,39).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულეს სამეოცისა წლისა, რომელი ყოფილ არს ერთისა ქმრისა ცოლ და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერხნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა (I ტიმ. 5,9.10).

2. ქვრივი, მოციქულის მიერ ნამცნებ სათნოებებში გამოცდილი და ქვრივად შერაცხული, ლოცვასა და ვედრებაში უნდა ჰგიებდეს და მარხულობდეს დღე და ღამე.

 და იყო ანნა წინასწარმეტყუელი, ასული ფანოელისა, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულისაგან თვისით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხხმეოც და ოთხის წლის, რომელი იგი არა განეშორებოდა ტაძარსა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე (ლკ. 2,36.37).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო ქმნული ესავს უფალსა და დადგომილ არს ვედრებასა და ლოცვასა დღე და ღამე. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივ მკუდარ არს (I ტიმ. 5,5.6).

წესი 75. მსახურების და ბატონების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. მონა, ღვთის სადიდებლად, უნდა დაემორჩილოს თავის ხორციელ უფალს სრული კეთილგანწყობით და ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება ღვთისა.

 პავლე მოციქულის სიტყვა: მონანი ერჩდით ხორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქვენისაითა, ვითარცა ქრისტესითა, ნუ თვალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითრცა კაც მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითადად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან (ეფეს. 6,5-8). - რავდენი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თვისნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შერაცხნედ, რაითა არა სახელი ღმრთისაი და მოძღურებაი ესე იგმოს. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან, არამედ უფროისად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმისა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ (ტიმ. 6,1.2). - მონანი თვისთა უფალთა დაემორჩილენედ და ყოველსა შინა სათნო იყვნედ, ნუ სიტყვის-მგებელ, ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებდედ კეთილსა, რაითა მოძღურებაი იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაი შეამკონ ყოვლითავე (ტიტ. 2,9.10).

2. ბატონრბი, იხსენიებენ რა ჭეშმარიტ ბატონს უფალს, მისგან შეწყალების მიღების იმედით, როგორც მის მონანი, თვითონაც უნდა იყვნენ მოწყალენი თავისი მონების, დაქვემდებარებულების მიმართ, და ღვთის შიშით უნდა შეეწეოდენ მათ შემწყნარებლობით, უფლის მიბაძვით შესაძლებლობის ფარგლებში.

 იცოდა იესო, რამეთუ ყოველივე მისცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს, აღდგა სერობისა მისგან და სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი, და მოიღო წყალი და შთასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. ... და ოდეს დაჰბანა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელლი თვისი და ინახ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13, 3-5; 12-15).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ თვალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითარცა კაცი მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითადად (ეფეს. 6,6).

წესი 76. შვილების და მშობლების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. შვილი უნდა დაემორჩილოს მშობლებს და მათი მორჩილი უნდა იყოს ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება უფლისა.

 ჰრქუა მას დედამან მისმან შვილო, რაი ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა (ლკ. 2, 48.51).

 პავლე მოციქულის სიტყვა: შვილნო მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქვენდა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაი პირველი აღთქმასა შIნა. რაითა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელი ქვეყანასა ზედა (ეფეს. 6,1-3).

2. მშობელმა შვილი უნდა აღზარდოს ღვთის სწავლების მიხედვით, სიმშვიდით და სულგრძელებით (მოთმინებით) და რამდენადაც მასზე იქნება დამოკიდებული, მიზეზი არ მისცეს მრისხანებისა და მწუხარებისათვის.

 პავლე მოციქულის სიტყვა: და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა (ეფეს. 6,4). - მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაითა არა იურვოდიან (კოლ. 3,21).

წესი 77. ქალწულთა შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

ქალწულმა უნდა გადადოს ყოველგვარი საზრუნავი ამა სოფლისა, რათა განუყოფლად ადიდოს ღმერთი გონებით და სხეულით, ზეციური სასუფევლის მოლოდინში.

 პავლე მოციქულის სიტყვა: და მნებავს თქუენი, რაითა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა. ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა. განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაითა იყოს წმიდა ხორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა. ხოლო ამას თქვენისა უმჯობესისათვის ვიტყვი არა რაითა საფრხე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგომად უფლისა მიმართ უზრუნველად (I კორ. 7,32-35).

წესი 78. ომების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

 მხედარმა არ უნდა შეაჭირვოს და ცილი არ დასწამოს ვისმე.


ჰკითხვიდეს მას მხედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაი-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი (ლკ. 3,14).

წესი 79. მთავრობისა და ხელქვეითების შესახებ

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

1. მთავრობამ უნდა დაიცვას ღვთის დადგენილებები.

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ მთავარნი იგი არა არან საშინელ კეთილიოს მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გენბავს თუ, რაითა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან. რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა კეთილისათვის, ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა რისხვისათვის, შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათვის (რომ. 13,3.4).

2. უმაღლეს ხელმწიფებას უნდა დავემორჩილოთ ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება ღვთისა.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის ხელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების, ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თვისისა სასჯელ მიიღონ. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა (რომ. 13,1-3).
მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი (საქ. 5,29).

 პავლე მოციქულის სიტყვა: მოიხსენებდ მათ მთავრობათა და ხელმწიფებათა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაითა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ (ტიტ. 3,1).

წესი 80. იმის შესახებ, თუ როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანები, ასევე სახარების მქადაგებლები და რა არის დამახასიათებელი ქრისტიანისათვის

წინა <-----    დასაწყისში     ----->შემდეგი

სიტყვა მოითხოვს, რომ ქრისტიანები იყვნენ შემდეგნაირნი:

1. როგორც მოწაფენი ქრისტესნი, რომელნიც თავიანთ ცხოვრებას უფარდებენ მარტოოდენ იმას, რასაც ქრისტეში ხედავენ ან ქრისტესგან ესმით.

 ქრისტეს სიტყვები: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, ისწავლეთ ჩემგან (მთ. 11,29). - თქუენ მხადეთ მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დასაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13,13-15).

2. როგორც ცხოვარნი ქრისტესნი, რომელთაც მხოლოდ თავიანთი მწყემსის ხმა ესმით და მას მიდევენ.

 ქრისტეს სიტყვები: ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი და მომდევდენ მე... ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის (იო. 10,27.5).

3. როგორც რტონი ქრისტესნი, მასზე დამკვიდრებულნი, მასში მსხმოიარენი და მხოლოდ მისთვის შესაფერის და ღირსეულის მოქმედნი და მქონენი.

 ქრისტეს სიტყვები: მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი (იო. 15,5).


4. როგორც ასონი ქრისტესნი, რომელიც უფლის მცნებათა და სულიწმიდის ნიჭთა ყოველგვარ გამოვლინებაში სრულყოფილნი არიან და შეესატყვისებიან ღირსებას თავისა, რომელ არს ქრისტე.

 პავლე მოციქულის სიტყვა: არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან (I კორ. 6,15). - არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაღორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე. რომლისაგან ყოველი გუამ შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებლად თავისა თქუენისა სიყუარულით (ეფ. 4,15.16).

5. როგორც სძალი უფლისა, დამმარხველი უბიწოებისა, შეგუებული სიძის ერთიან ნებასთან.

 ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს სძალი იგი სიძე არს (იო. 3,29).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა (II კორ. 11,2).

6. როგორც ტაძარნი ღვთისანი, რომელნიც არიან წმიდა, სუფთა და აღსავსე მარტოოდენ იმით, რაც ღვთის მსახურებას შეეხება.

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იო. 14,23).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა ჰრქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთი და იგინი იყვნენ ჩემდა ერად (II კორ. 6,16).

7. როგორც მსხვერპლი ღვთისა შეუგინებელი და უბიწო, თითოეული ასოსა და ნაწილში ღვთისსწორი თაყვანისცემის დამცველი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: გლოცავ თქუენ, ძმანო მოწყალებათათვის ღმრთისათა რაითა წარუდგინედ ხორცნი ეგე თქუენი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად სათნოდ ღმერთისა, მეტყველი ეგე მსახურებაი თქუენი (რომ. 12,1).

8. როგორც ძე ღვთისა, ადამიანისთვის მინიჭებულ საზომისაებრ ღვთის ხატად გარდასახული.

 პავლე მოციქულის სიტყვა: შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ (იო. 13,33).
შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის (გალ. 4,19).

9. როგორც ნათელი სოფლისა, რომელთაც არც საკუთარი თავი მიჰყავთ ბოროტებით დაბნელებამდე და მათთან მიოახლებულებსაც ანათლებელ ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა ისინი იქცნენ იმად, რანიც უნდა იყვნენ, ან ემხილონ, თუ რას წარმოადგენენ.

 ქრისტეს სიტყვები: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი (მთ. 5,14).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნაესავსა დრუკსა და გულარძნილსა, რომელთა  მიერ სჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა (ფილიპ. 2,15).

10. ოგორც მარილი სოფლისა, რადგან ვინც ურთიერთობას ამყარებს მათთან, სულით განახლდება, სულით უხრწნელი ხდება.

 ქრისტეს სიტყვები: თქუენ ხართ მარილი ქუეყანისაი (მთ. 5,13).

11. როგორც სიტყვა ცხოვრებისა, აწინდელის მოკვდინებით ჭეშმარიტი ცხოვრების სასოებაში დაჯერებულნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნათესავსა დრუკსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ სჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, სიტყუაი ცხოვრებისაი გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესა (ფილიპ. 2,15.16).

 სიტყვა ღვთისა მოითხოვს, რომ ისინი, ვისაც მინდობილი აქვს სახარების ქადაგება, იყვნენ შემდეგნაირნი:

12. როგორც მოციქულნი და მსახურნი ქრისტესნი და ღვთის საიდულმოთა ერთგულნი გამგენი, სიტყვით და საქმით დაუცხრომლად შემსრულებელნი მარტოოდენ იმ ბრძანებათა, რომელიც ღვთისგანაა.

 ქრისტეს სიტყვები: აჰა მოგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა (მთ. 10,16). - წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი (მთ. 28,19).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი. ხოლო აქა ამიერთაგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაითა სარწმუნო ვინმე იპოვოს (I კორ. 4,1.2).

13. როგორც ცათა სასუფევილის მაუწყებელნი, ცოდვიანი სიკვდილის შემუსვრის ძალაუფლების მქონენი.

 ქრისტეს სიტყვები: მო-რაი-ხვიდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი (მთ. 10,7).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა, ქადაგე სიტყუაი (II ტიმ. 4,1.2).

14. როგორც ნიმუში და წესი ღვთისთაყვანისცემისა, რათა ისინი, რომელნიც უფალს შეუდგებიან, გამოასწორონ, დაუმორჩილებელნი კი - ამხილონ შეცდომილებაში.

 პავლე მოციქულის სიტყვა: უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწვდები და კრძალულებით ვსდევ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესოს მიერ. რავდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდედ; და სხუასა თუ რასმე ჰზრახვიდედ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. გარნა, რომელსა-ესე მივსწუედით, მასვე ვზრახვიდედ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ (ფილიპ. 3,13-16). - არამედ სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა (I ტიმ. 4,12). - ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხვინელად, წარმარტებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა (II ტიმ. 2,15).


15. როგორც თვალი სხეულში, რათა განარჩიოს კეთილი და ბოროტი და ესე წარმართოს ქრისტეს ეკლესიის წევრები, ვისაც რა ევალება.

 ქრისტეს სიტყვები: სანთელი გუამისაი არს თუალი, უკუეთუ თუალი შენი განმარტოებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს (მთ. 6,22).

16. როგორც ქრისტეს ცხოვართა მწყემსნი, რომელთაც უკან არ უნდა დაიხიონ, სულის დადებაც რმ გახდეს საჭირო, ოღონდაც მათ სახარება ღვთისა აუწყონ.

 ქრისტეს სიტყვები: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის (იო. 10,11).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა (საქ. 20,28).

17. როგორც ექიმნი, უდიდესი მზრუნველობით, უფლის სწავლების შესატყვისად, სულიერ უძლურებათა მკურნალი და სნეულთა ჯანმრთელობისა და ქრისტეში მათი მყოფების აღმადგინებელნი.

 ქრისტეს სიტყვები: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა (მთ. 9,12).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო თანა-გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტვირთვად (რომ. 15,1).

18. როგორც მამანი და საკუთარ შვილთა აღმზრდელნი, ქრისტეს მხურვალე სიყვარულით მზადმყოფნი, რათა არა მხოლოდ კეთილი უწყება გადასცენ მათ, არამედ სულიც კი დასდონ მათთვის.

 ქრისტეს სიტყვები: შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ (იო. 13,33).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ქრისტე იესოს მიერ სახარებისა მისგან მე გშუენ თქუენ (I კორ. 4,15). - ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისთა შვილთა ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა დაჯერ-გვიჩდა მიგებად თქუენდა არა ხოლო სახარებაი იგი ღმრთისაი, არამედ თვისთაცა სულითაი, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით (I თეს. 2,7.8).

19. როგორც თანაშემწენი ღვთისა, ოდენ ღვთისთვის ღირსეული საქმეებით ეკლესიისთვის საკუთარი თავის სავსებით მიმმადლებელნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ, ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ (I კორ. 3,9).

20. როგორც ღვთის რტოთა მენერგენი, ვაზისთვის ანუ ქრისტესთვის უცხოსი და უნაყოფოსი არარა დამნერგველნი, არამედ ყოველმხრივი მზრუნველობით სასარგებლოსი და ნაყოფიერის გამამუმჯობესებელნი.

 ქრისტეს სიტყვები: მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამაი ჩემი მოქმედი არს. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღOს ნაყოფი, გამწ,იდოს იგი რაითა უფროისი ნაყოფი გამოიღოს (იო. 15,1.2)

 პავლე მოციქულის სიტყვა: მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა (I კორ. 3,6).

21. როგორც ხოროთმოძღვარი ღვთის ტაძრისა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძვლების შესაბამისად ყოველი სულის აღმმათებელნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: მადლითა მით ღმრთისაითა მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთ-მოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხვაი იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ ვითარ-ძი აშენებდეს, რამეთუ საფუძველი სხუაი ვერვის ხელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელი არს იესო ქრისტე (I კრ. 3,10.11). - ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო, რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკვიდრებლად ღმრთისა სულითა (ეფ. 2,19-22)..

22. რა ახასიათებს ქრისტიანს?

"სარწმუნოებაი, სიყვარულითგან შეწევნული” (გალ.5,6).

 რა ახასიათებს სარწმუნოებას? - ღვთივსულიერ სიტყვათა ეჭვშეურევნელი რწმენა, რომელსაც ვერ შეარყევს ვერანაირი აზრი, იქნება ის ბუნებრივი აუცილებლობით მოგვრილი, თუ კეთილშობილების სახით შენიღბული.

 რა ახასიათებს მორწმუნეს? - ემყარებოდეს ასეთი რწმენით გამოთქმულის ძალას და არ ბედავდეს გამოაკლოს ან მიუმატოს მას რაიმე, "რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს” (რომ. 14,23) ხოლო "სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი-სიტყვითა ღმრთისაითა” (რომ. 10.17) ამიტომ ყოველივე რაც არ არის ღვთივსულიერ წერილში "არა სარწმუნება არს” და "იგი ცოდვა არს”

 რა ახასიათებს სიყვარულს? - მის მცნებათა დაცვა მისსავე სადიდებლად.

 რა ახასიათებს მოყვასის სიყვარულს? - ეძიებდეს სარგებელსა არა თავისთვის, არამედ მისთვის ვისზეც ვრცელდება ეს სიყვარული სულის და ხორცის წარსამატებლად.

 რა ახასიათებს ქრისტიანს? - ზეგარდმო შობა წყლითა და სულით ნათლისღებისას.

 რა ახასიათებს წყლით შობილს? - როგორც ქრისტე მოკვდა ერთხელ ცოდვისათვის, ასევე უნდა იყოს ისიც მკვდარი და უძრავი ყოველი ცოსვისათვის, წერილისაებრ: "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლვენით მას ნათლის-ღებითა მით სიკვდილსა მისსა, რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. "...ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩვენი მის თანა ჯუარს-ეცვა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩვენ ცოდვასა” (რომ. 6.3-4,6).

 რა ახასიათებს სულით შობილს? - მინიჭებული საზომისაებრ იქცეს იმად, ვისგანაც იშვა, როგორც წერილი ამბობს: "შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს და შიბილი იგი სულისაგან სულ არს” (იოანე. 3.6).

 რა ახასიათებს შობილს ზეგარდმო? – განიძარცვოს: "ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ” და ვნებებით და შეიმოსოს ახალი იგი "განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა” (კოლ. 3.9-10), თანახმად თქმულისა: "რაოდენთთა ქრისტეს მიმართ ნათელი იღეთ, ქრისტყე შეიმოსეთ” (გალ. 3.27).

 რა ახასიათებს ქრისტიანს? - ქრისტეს სისხლით განწმენდა ყოველგვარი ბიწისაგან ხორცისა და სულისა, სიკეთის ქმნა ღვთის შიშითა და ქრისტეს სიყვარულით, არ უნდა ჰქონდეს ბიწი ან ვნება ან რაიმე ამის მსგავსი, არამედ უნდა იყოს წმინდა და უვნებელი და ასე მიიღოს ხორცი ქრისტესი და სვას სისხილი მისი. "რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს” (I კორ. 11.29).

 რა ახასიათებთ მათ, რომელნიც იხმევენ პურს და იღებენ სასმელს უფლისა? - დაიმარხონ მოუკლებელი ხსოვნა იმისა, ვინც ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა.

 რა ახასიათებთ ამგვარი ხსოვნის დამმარხველთ? - ცხოვრება არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა მათთვის და აღდგა.

 რა ახასიათებს ქრისტიანს? - რათა, უფლის სახარებაში წარმოდგენილი სწავლების თანახმად, სიმართლე მისი ყოველმხრივ აღემატოს მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს.

-  ერთმანეთის ისეთი სიყვარული, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ.
-  მარადის ხევდა უფლისა წინაშე თვისსა.
- ყოველ დღესა და ჟამს მღვიძარება და ღვთისადმი დაუცადებელი სათნოყოფისათვის განმზადებულობა, რადგან უწყის, მოვა უფალი ისეთ დროს, როცა არ ველით მას.

დიდება უფალს!