P.S reverse music
04.04.2010, 13:30 | |
ეს არის ის ფაილები რომლებიც ყველამ უნდა ნახოს. ამიტომ გადაწერეთ ეს და მიხვდებით რომ საზღვარგარეთული მუსიკა (განსაკუთრებით როკი) მოსასმენად მავნეა ჩვენი სულიერებისათვის. ეს არის სიმღერის ტექსტები დატრიალებული უკუღმა. მოისმინეთ და თქვენ თვითონ განსაჯეთ. ცნობილია, რომ როკ-მუსიკა გამოჩენისთანავე მეამბოხური სულისკვეთებისა იყო. იგი თავიდანვე ამხედრებდა ადამიანს მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა კი ზოგიერთი როკ-ჯგუფი ღიად მოუწოდებს ტრადიციული ქრისტიანული პრინციპების უარყოფისაკენ. ალ მენკონი, როკ-მუსიკის სპეციალისტი ამტკიცებს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ქრისტიანი ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებთანაც მე მიწევს ურთიერთობა, მუსიკის ერთგული უფროა, ვიდრე ქრისტესი. მუსიკა თანამედროვე თაობის ენაა... თანამედროვე თაობა უბრალოდ კი არ უსმენს მუსიკას, ის ღრმად განიცდის მას. მუსიკა მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება". მიკ ჯაგერი „როლინგ-სტოუნზ"-ის მომღერალი ამბობს: „არ არსებობს უვნებელი, ოჯახზე ორიენტირებული როკის სიმღერა". ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „მძიმე მეტალის" შვიდასი ყველაზე პოპულარული სიმღერიდან 50%-ში ლაპარაკია მკვლელობაზე, 35%-ში სატანიზმზე, 17%-ში კი - თვითმკვლელობაზე. შედეგიც სახეზეა: ქალაქ ჯეფერსონ-ტუანშიპში, ნიუ-ჯერსის შტატში, ყმაწვილმა თომა სილოვანმა საკუთარი სახლის სარდაფში დანით განგმირა თავისი დედა ბეტტი ანა. სახლის დაწვის მიზნით მან ცეცხლი მოუკიდა დივანს, რათა ამ გზით მოეკლა მამა და უმცროსი ძმა, შემდეგ გარეთ გამოიქცა და ხელებზე ვენების გადაჭრით თავი მოიკლა. მთელი კვირა დანაშაულის ჩადენამდე თომა ღიღინებდა როკ-სიმღერას სისხლსა და დედის მკვლელობაზე. მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ თომა ნიჭიერი სტუდენტი, შესანიშნავი სპორტსმენი და სკაუტი იყო. შემდეგ ის როგორღაც გაიტაცა „მძიმე მეტალმა". დანაშაულის ჩადენამდე მან მეგობრებს გაუმხილა, რომ მას სატანა გამოეცხადა და უბრძანა თავისი ოჯახის ამოხოცვა. თვითმკვლელობა სატანის სახელით როკ-მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი თვითმკვლელობას ქადაგებს. სიმღერაში „Suicide's alternative" ნათქვამია: „მე მომბეზრდა სიცოცხლე - ის აუტანელია. მე დათრგუნული ვარ და დავიღალე - არავის ანაღვლებს ეს. მე მეზიზღება საკუთარი თავი - არ მინდა სიცოცხლე. მომბეზრდა სიცოცხლე - დროა სიკვდილისა. თვითმკვლელობა - აი გამოსავალი. შესწირე სიცოცხლე და ჩაიდინე თვითმკვლელობა. სატანის სახელისათვის თუ იზამ ამას იქნები უკვდავი, როგორიც ისაა". - ესაა ნათქვამი „მძიმე მეტალის" ჯგუფის მიერ ლუციფერისადმი მიძღვნილ სიმღერაში. ახალგაზრდობის დაწვრილებითი გამოკითხვის შედეგად დოქტორმა ვოზმამ დაასკვნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა თვალყური ადევნონ, რას უსმენენ მათი შვილები და ყურადღება მიაქციონ მათ მიერ გამოვლენილ ნებისმიერი არანორმალურ სიმპტომებს. მსგავსი გამოკითხვის შედეგად საზოგადოება „National Association"-მა დაასკვნა, რომ წელიწადში დაახლოებით 6000 ახალგაზრდის თვითმკვლელობა გამოწვეულია ნიჰილისტური და ფატალისტური მუსიკის ზეგავლენით. როკი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას სექსისა და ძალადობის გარდა როკ-მუსიკა ხელს უწყობს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას. „Fost Medicine"-ის ერთ-ერთი გამოკვლევის დასკვნაში ნათქვამია: ფაქტები გვიდასტურებენ, რომ როკ-მუსიკა, როგორც წესი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას, გარკვეულ სექსუალურ კავშირს და გაშმაგებულ მოქმედებას. „ეს მუსიკა ცეცხლში ბენზინის ჩამატების მსგავსია, რომელიც სიძულვილითა და გაბოროტებით იწვის", - თქვა ტენისის უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა ფსიქიატრიის კლინიკის პროფესორმა პაველ კინგმა. კინგის სიტყვით, მისი ახალგაზრდა პაციენტების 80% ყოველდღიურად უსმენდა „მძიმე მეტალის" მუსიკას. დაკანონებული გარყვნილება ფაქტები გვიჩვენებენ, რომ როკ-მუსიკა სტიმულს აძლევს სქესობრივ გარყვნილებას. ჟურნალ „As Nius Veldrefort"-ის მიხედვით 1990 წლის მარტისათვის არსებობდა 13 როკ ჯგუფი, რომლებსაც მამაკაცის სასქესო ორგანოების სახელები ერქვა, ექვსს - ქალთა სასქესო ორგანოებისა, ოთხს - სიტყვა სპერმის სხვადასხვა ვარიანტის სახელი, რვას - აბორტთან დაკავშირებული სახელი, ათ ჯგუფს სხვადასხვა სექსუალური აქტის საპატივცემული სახელი ერქვა, ხოლო რვა თავის დასახელებაში შეიცავდა დედის საგინებელ სიტყვებს. ადვილად წამოსადგენია, როგორი ცვლილებები მოხდებოდა „ამ მიმართულებით" განვლილი დროის განმავლობაში! თანამედროვე როკ-მუსიკა გაჯერებულია ქორწილის გარეშე კავშირის, მეუღლეობრივი ღალატის, სადიზმის, მაზოხიზმის, ჰომოსექსუალიზმის, გაუპატიურებისა და ნარკოფილიის ელემენტებით. ხშირია როკ-სიმღერები, რომლებიც ნებისმიერ პიროვნებასთან სექსისკენ აქეზებენ. ნათელია, რომ როკ-ნ-როლის უმეტესი კომპოზიტორების ნაწარმოებებში გარყვნილება შელამაზებულია და წარმოდგენილია როგორც მიმზიდველი რამ. შეიძლება შევნიშნოთ, ბოლო დროს როგორ გადაედინება მსგავსი როკ-სიბილწე პოპ-მუსიკაში და ამ სახით მუსიკის განუყოფელი ნაწილი ხდება. მშობლებმა არ უნდა დატოვონ უყურადღებოდ მათ შვილებზე როკ-მუსიკის უდიდესი გავლენა. ადამიანის ფასეულობათა სისტემა ხომ ახალგაზრდობისა და სიყრმის პერიოდში ყალიბდება. მართლმადიდებელთათვის ნათელია, რომ ღვთის გმობა, უხამსობა, გარყვნილება და ძალადობა, რომლებსაც თანამედროვე როკ-მუსიკა ქადაგებს, ადამიანთა ხსნის შესახებ ღვთის ნების საწინააღმდეგოა. „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღვთისა მიერ" თანამედროვე მძაფრი მუსიკის პრობლემა გვიჩვენებს თანამედროვე საზოგადოების უფრო ღრმა სენს. შესაძლოა, როკ-სიმღერების მოწოდება იმიტომ იზიდავს ახალგაზრდობას, რომ ისინი ვერ ხედავენ ცხოვრებაში ამაღლებულ ორიენტირებს და არ სჯერათ უფროსი თაობის იდეალებისა. ამ მუსიკით ისინი გამოხატავენ პროტესტს თავანთი მშობლებისადმი, რომელთა რწმენაც მათ დაკარგეს. ამ თვალსაზრისით მშობლებმა სერიოზულად უნდა შეაფასონ, თუ რამდენად შეესაბამება მათი ოჯახის ცხოვრების წესი ქრისტიანულ სწავლებას. ლოცულობს თუ არა ოჯახის ყველა წევრი ღვთისადმი, დადიან თუ არა ტაძარში, ეზიარებიან თუ არა, იცავენ თუ არა მარხვებს, საუბრობენ თუ არა ღმერთზე? თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად გაუჩნდებათ ბავშვებს სულიერი სიცარიელე, რომელსაც ისინი შეავსებენ იმით, რაც კი შეხვდებათ გზაზე. რა თქმა უნდა, გარემოს გავლენა ძალიან დიდია, ხშირად მშობლები უძლურნიც აღმოჩნდებიან მის წინაშე. მაგრამ სასოწარკვეთა არ შეიძლება. ღიად, გულახდილად უნდა ვისაუბროთ ბავშვებთან თანამედროვე პრობლემებზე და უნდა ავუხილოთ თვალი იმაზე, რაც ემუქრებათ მათ. მთავარი კი ღვთისადმი ლოცვაა, რათა მან თავისი გზებით მიიყვანოს ისინი ცხონებამდე, „რამეთუ შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღვთისა მიერ!" როკ-ჯგუფების სიმღერების სატანური ტექსტები 1. ნაწყვეტი როკ-ჯფუგ „ქისსის" (KISS - ზოგიერთი მოსაზრებით, ესაა აბრევიატურა ფრაზისა „Kings/Kids in Satan Service" - „მეფეები/ბავშვები სატანის სამსახურში") სიმღერიდან „ჭექა-ქუხილის ღმერთი": „მე აღმზარდა დემონმა და მომამზადა, რომ მასავით მბრძანებელი ვყოფილიყავი; მე ვარ მეუფე უდაბნოსი - თანამედროვე რკინის ადამიანი. მე გარს შევიკრებ წყვდიადს, რათა მივიღო სიამოვნება და მე გიბრძანებ შენ: დაემხე მუხლებზე, ჭექა-ქუხილის ღმერთის წინაშე, რომელიც არის როკ-ნ-როლის ღმერთი!" მონეალის „გაზეტ"-მა 1983 წელს გამოაქვეყნა სამოქალაქო მიწერილობა, რომელიც ავალდებულებს ჯგუფ „ქისსის" ყველა წევრს, ფიცის ქვეშ ხელი მოაწერონ ჩვენებას, რომ პრაქტიკულად არ მისდევენ სატანისტურ კულტს, - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ მიეცემათ უფლება კანადაში კონცერტების გამართვისა... 2. მძიმე, იგივე - ხისტი როკის მიმდევარი ჯგუფი „ას/დს" (AC/DC - აბრევიატურა ფრაზისა „AntiChrist/Devil's Child" - „ანტიქრისტე/დემონის შვილი") „უგალობს" ჯოჯოხეთის ზარებს ამავე სახელწოდების სიმღერაში („ჯოჯოხეთის ზარები"): „მე ვარ ჭექა-ქუხილი წვიმის დამღვრელი, მე მოვდივარ როგორც გრიგალი და ჩემი გაელვებანი ცას ანათებს! შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მალე მოკვდები! მე არ ავიყვან ტყვეებს, მე არ დავინდობ არავის სიცოცხლეს, და წინაც ვერავინ აღმიდგება! მე მოვიპოვე ჩემი ზარები და მე წაგიყვან შენ ჯოჯოხეთში! მე მოგიპოვებ შენ! ჯოჯოხეთის ზარები, დიახ, ჯოჯოხეთის ზარები!" სიმღერის ტექსტის ორიგინალი: 3. პანკ-ჯგუფ „მკვდარი კენედის" („Dead Kennedys") სიმღერა სახელწოდებით - „მე ვხოცავ ბავშვებს". „მე ვხოცავ ბავშვებს, მე ვაიძულებ იქვითინონ მათმა დედებმა, - ვსრეს მათ ავტომობილით, მე მსურს ვისმინო მათი კივილი, ვკვებავ მათ მოწამლული კამფეტებით, და ვუშხამებ მათ ჰელოუინის დამდეგს" 4. ჯგუფ „ჰიმ"-ის (HIM - აბრევიატურა ფრაზისა „His Infernal Majesty" - „მისი ჯოჯოხეთური უდიდებულესობა") ერთი შეხედვით სატრფიალო სიმღერა „შენი ტკბილი 666": „მე ველოდები შენს ძახილს და მე მზად ვარ მივიღო შენი 666 ჩემს გულში მე სულმოუთქმელად ველოდები შენს შეხებას და ვიღებ შენს 666-ს ჩემს გულში" სიმღერის ტექსტის ორიგინალი: ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია როკ-ჯგუფების სატანური რეპერტუარიდან. შეიძლება ბევრმა თქვას რომ გემოვნებაზე არ დაობენ .. რომ ყველას აქვს საკუთარი აზრიტ გამოხატვის უფლება ან იმის უფლება რომ უსმინოს მას რაც მოწონს და არ აინტერესებს რაიმე წესები მაგრამ ეს უბრალოდ არის ახსნა იმის თუ რა გავლენას ახდენს ეს მუსიკა ადამიანზე და ამის მერე თვითონ გადაწყვიტოს რას იზამს.. ეს აკრძალვა არ არის... ეს ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული .. ! | |
| |
ნანახია: 994 | რამოტვირთვები: 6 | |
Gipsy Kings - The Best
Консуело Веласкес - BESAME MUCHO. ВЕЧНЫЙ ШЛЯГЕР. Разные исполнители и переводы.
სულ კომენტარები: 0 | |