როგორ დავაყენოთ ინტერნეტიდან გადმოწერილი პროგრამა ან თამაში
18.01.2009, 23:10

შესავალი

როგორც წესი, ინტერნეტში თამაშები დევს ეგრეთწოდებული CD იმიჯების სახით. ეს არის ერთი ან რამდენიმე დიდი ფაილი, რომელსაც შეიძლება მოყვებოდეს ასევე ერთი ან რამდენიმე პატარა ფაილი. CD იმიჯი წარმოადგენს ვირტუალურ კომპაქტ-დისკს, რომელსაც სჭირდება ვირტუალური CD-ROM-ი, ამიტომ საჭიროა თქვენს სისტემაში შეიქმნას ასეთი ვირტუალური მოწყობილობა.

ამისათვის საჭიროა დაინსტალირდეს რომელიმე პროგრამა, რომელსაც აქვს ვირტუალური CD დრაივის შექმნის ფუნქცია. ასეთი პროგრამები მრავლად არსებობს, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია ორი მათგანი -- Daemon Tools და Alcohol 120%. ამიტომ აქ ლაპარაკი იქნება ამ ორ პროგრამაზე. ისინი ბევრ რამეში იდენტურია, თუმცა არის განსხვავებებიც.

Daemon Tools მუშაობს შემდეგ იმიჯ-ფაილებთან:

cue/bin
iso
ccd (CloneCD)
bwt (BlindWrite)
mds (Media Descriptor File)
cdi (Discjuggler)
nrg (Nero)
pdi (Instant CD/DVD)
b5t (BlindWrite 5)

პროგრამის დაინსტალირების შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ სისტემის გადატვირთვა. My Computer-ში დაემატება კიდევ ერთი CD/DVD მოწყობილობა, ხოლო system tray-ში ჩაჯდება პატარა ხატულა, საიდანაც ხდება ყველა ძირითადი ფუნქციის მართვა.

იმისათვის, რომ თქვენს ახალ ვირტუალურ CD-ROM-ში ”ჩაიდოს” ინტერნეტიდან მოქაჩული ვირტუალური კომპაქტ-დისკი, ანუ CD-იმიჯი, საჭიროა მისი ”დამაუნტება” (Mounting). ეს ხდება შემდეგნაირად:

1) Daemon Tools system tray icon-ზე მარჯვენა კლიკით გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ
2) ამოირჩიეთ Virtual CD/DVD-ROM
3) ამოირჩიეთ Device ...
4) დააწკაპუნეთ Mount image
5) მოძებნეთ თქვენს მიერ მოქაჩული იმიჯ-ფაილი
6) დააწკაპუნეთ OK ან ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე, რის შემდეგაც ის ”დამაუნტდება”, ანუ ჩაიდება  CD-ROM-ში.





თუმცა, არსებობს დამაუნტების გაცილებით მარტივი და სწრაფი ხერხი:
system tray icon-ზე დაკლიკეთ თაგვის მარცხენა ღილაკით, გამოვა ე. წ.
"სწრაფი მენიუ", დააწკაპუნეთ მასზე და პირდაპირ მოხვდებით იმიჯის დამაუნტების ფანჯარაში (იხ. სურათი ქვემოთ).



ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია ”დამაუნტებულ” კომპაქტ-დისკთან, ისევე როგორც ნებისმიერ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკთან.

როგორ მოვხსნათ CD-იმიჯი:

1) გამოიძახეთ იგივე კონტექსტური მენიუ system tray icon-ის მეშვეობით
2) ამოირჩიეთ Virtual CD/DVD-ROM
3) ამოირჩიეთ Device ...
4) დააწკაპუნეთ Unmount image


Alcohol 120%

ეხლა რაც შეეხება Alcohol 120%-ს. ამ პროგრამას გააჩნია პრაქტიკულად ყველა ის ფუნქცია, რაც აქვს Daemon Tools-ს, იმ განსხვავებით რომ მას შეუძლია თავად შექმნას CD-იმიჯი არსებული კომპაქტ-დისკიდან და ჩაწეროს იგი ცარიელ კომპაქტ-დისკზე.

Alcohol 120%-ის ინსტალაციისას ავტომატურად ჩნდება ახალი CD/DVD-ROM. სისტემის გადატვირთვა საჭირო არაა. ეს პროგრამა არც system tray-ს იყენებს. იმიჯის ”დასამაუნტებლად” უბრალოდ დააწკაპუნეთ ვირტუალურ CD/DVD-ROM-ზე თაგვის მარჯვენა ღილაკით, კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Mount Image, შემდეგ Open. მოძებნეთ სასურველი იმიჯ-ფაილი და დააწკაპუნეთ OK. იმიჯის მოსახსნელად ისევ გამოიძახეთ ვირტუალურ CD/DVD-ROM-ის კონტექსტური მენიუ, სადაც დამაუნტებული იმიჯის შემთხვევაში Mount Image წარწერის ქვემოთ გაჩნდება Un-mount Image. დააწკაპუნეთ მასზე და იმიჯი მოიხსნება.


ორი ან მეტ-დისკიანი თამაშების დაინსტალირება

როდესაც აინსტალირებთ ორ ან მეტ-დისკიან თამაშს და ინსტალატორი გთხოვთ შემდეგი დისკის ჩადებას, პანიკას ნუ მიეცემით -- უბრალოდ მოხსენით წინა დისკის იმიჯი და ”დაამაუნტეთ” შემდეგი დისკის იმიჯი. რომელი რომელია, მიხვდებით სახელწოდების მიხედვით (როგორც წესი, მრავალდისკიანი იმიჯების სახელწოდებაში ფიგურირებს ციფრები 1, 2, 3... ან ასოები a, b, c...).

როდესაც თამაში ითხოვს დისკს

ინსტალაციის შემდეგ, როგორც წესი, საჭიროა თამაშის გამშვები ფაილის გამოცვლა ე. წ. დაკრეკილი ვერსიით, რომელსაც No-CD ეწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაში მოგთხოვთ ორიგინალ დისკს. ეს დაკრეკილი ვერსია თავზე უნდა გადააწეროთ თამაშის ფოლდერში არსებულ იგივე სახელის მქონე ფაილს.

ინფორმაცია ამ No-CD კრეკების შესახებ, როგორც წესი, მოცემულია NFO ფაილებში, რომლებიც მოყვება პირატულ რელიზებს. მათ სანახავად მოქაჩეთ პროგრამა Damn NFO Viewer ან უბრალოდ გახსენით ისინი Notepad-ში. ამ NFO ფაილებში, ზოგადი ინფორმაციის გარდა, მითითებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თამაშმა დისკი აღიქვას როგორც ორიგინალი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში იქვე მოცემულია სერიული ნომერი ან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც თამაშის გასაშვებადაა საჭირო.

უმეტეს შემთხვევაში თამაშის გამშვები ფაილის დაკრეკილი ვერსია დევს დამაუნტებულ დისკზე დირექტორიაში CRACK. ზოგჯერ ასეთ დირექტორიას ქვია არა CRACK, არამედ იმ ხაკერთა ჯგუფის სახელი, რომელმაც ესა თუ ის რელიზი გამოუშვა (მაგ. DEVIANCE, HOODLUM, etc.). ზოგი შეცდომით ეძებს ხოლმე ამ CRACK ფოლდერს უკვე დაინსტალირებული თამაშის დირექტორიაში საკუთარ HDD-ზე. ვიმეორებ -- ეს ფოლდერი მდებარეობს დამაუნტებულ დისკზე, ანუ თვითონ იმიჯ-ფაილში.

თუ No-CD კრეკი არ მოყვა რელიზს, მაშინ მოგიწევთ მისი ინტერნეტში მოძებნა და დაქაჩვა. არის რამდენიმე საიტი, საიდანაც შეგიძლიათ მოიპოვოთ No-CD კრეკები. მათ შორის ყველაზე ცნობილია http://www.gamecopyworld.com, სადაც პრაქტიკულად ყველა თამაშის No-CD კრეკი დევს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტით http://www.megagames.com, თუმცა ეს უკანასკნელი ცოტა მოუხერხებელია იმის გამო, რომ ძებნის ფუნქცია არა აქვს. თან მისი ასორტიმენტი gamecopyworld.com-თან შედარებით საგრძნობლად მცირეა.

იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით როდესაც თამაში ახალი გამოსულია და ჯერ ვერ მოასწრეს მისი ნორმალურად შეტეხვა, ზემოთხსენებულ საიტებზე No-CD-ს ნაცვლად შეიძლება შემოგთავაზონ ე. წ. Backup-CD. ეს არის თამაშის ყალბი იმიჯი, რომლის დამაუნტების შემდეგ თამაში მას ორიგინალად აღიქვამს. ოღონდ ამისათვის, როგორც წესი, საჭიროა თამაშის გაშვება რომელიმე  სპეციალური უტილიტის მეშვეობით, რომელიც თამაშის დაცვის სისტემას ატყუებს. ასეთი უტილიტა რამდენიმეა, იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის დაცვას იყენებს თამაში. მაგალითად, SecuROM-ის დაცვის საწინააღმდეგოდ არსებობს SecuROM Loader, SafeDisc-ის საწინააღმდეგოდ -- SafeDisc Hider და ასე შემდეგ.

როდესაც თამაში ითხოვს სერიულ ნომერს

პირველ რიგში, ნახეთ, მოყვება თუ არა თამაშს NFO ფაილი. თუ მოყვება, წესით მასში უნდა ეწეროს სერიული ნომერი (CD-KEY). თუ არ მოყვება, ან მოყვება, მაგრამ არ წერია (ეგეთებიც ხდება ხოლმე), მაშინ სერიული ნომერი უნდა მოძებნოთ ინტერნეტის მეშვეობით. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Google ან სხვა საძებნი საშუალებები. აგრეთვე, არსებობს უამრავი საიტი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თამაშების და პროგრამების სერიული ნომრები -- მაგალითად, asta-killer.com ან serials.ws
საუკეთესო ვარიანტი არის პროგრამა Craagle ან Avenger

ასევე გამოიყენეთ ძალიან კარგი საიტი, საიდანაც გადმოწერთ Crack, Serial, POSTERS, Screen, Save games და სხვა მრავალ მნიშვნელოვან რამეს, რაც თამაშთან არის დაკავშირებული: http://stopgame.ru


იმედია ამის შემდეგ გაუგებარი აღარ იქნება რაიმე.
კატეგორია: კომპიუტერის გაკვეთილები | დაამატა: vasoelis
ნანახია: 1351 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]