02.04.2009, 11:46 | |
რეზო თაბუკაშვილი
თაბუკაშვილმა დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის "წარსული ზაფხული” (1959, რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია), "ჯვარცმული კუნძული” (1968, რეჟ. შ. მანაგაძე), "მზე შემოდგომისა”(1973, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), "რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან” (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), "რაც დავიწყებით არ იბინდება” (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), "ორაგულის ბედი” (1977, რეჟ. გ. ჭუბაბრია); ავტორია ლიბრეტოების ოპერებისათვის "მინდია”(კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი), "ქაჯანა” (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი). თამარაშვილმა თარგმნა უ. შექსპირის სონეტები (1968 გამოიცა 100 სონეტი და 1979 – სონეტების კრებული). თამარაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "კვალი ნათელი” (1978), მიძღვნილი მ. თამარაშვილისადმი (რომლის საფლავსაც თავად მიაკვლია), "ალპური ვარსკვლავი (1979), "ვიტორიო სელა”, "მთანი მაღალნი” (1980), "მიხეილ ხერგიანი”(1981), "პირველად იყო სიტყვა” (1982), "ფურცლები ფრანგული დღიურიდან” (1983), "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი” (1985, ე. თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი); კინოდილოგია "ნაძარცვის კვალდაკვალ” (1986) და "შორეული სიახლოვე” (1987). თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა. | |
| |
ნანახია: 1897 | რამოტვირთვები: 3 | |
სულ კომენტარები: 0 | |