| 1 |
ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ბოროტი
მაგალითით.
|
|
|
| 2 |
ნუ მისცემ ცოლს შენს სულს, რათა წინ არ აღუდგეს შენს
უფლებას. |
|
|
| 3 |
ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ
გაება. |
|
|
| 4 |
მომღერალთან დიდხანს ნუ შერჩები, რათა მისმა ხელოვნებამ
არ დაგატყვევოს. |
|
|
| 5 |
ქალწულს ნუ უთვალთვალებ, რათა არ შეგაცდინოს მისმა
სილამაზემ. |
|
|
| 6 |
ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა არ დაღუპო შენი
მემკვიდრეობა. |
|
|
| 7 |
თვალებს ნუ აცეცებ ქალაქის ქუჩებში და მის უკაცრიელ
უბნებში ნუ დახეტიალობ. |
|
|
| 8 |
თვალი მოარიდე ტურფა ქალს და სხვის სილამაზეს ნუ
უთვალთვალებ. ქალის სილამაზით მრავალნი შეცდენილან, ცეცხლივით ინთება
მისგან სიყვარული. |
|
|
| 9 |
ქმრიან ქალთან არასგზით არ დაჯდე, ნუ მოჰყვები მასთან
ღვინის სმას, რათა მისკენ არ მიიქცეს შენი სული და არ დაიღუპო თავი. |
|
|
| 10 |
ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი
ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ. |
|
|
| 11 |
ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება
მისი ბოლო. |
|
|
| 12 |
ნუ მოიწონებ უწმინდურთა მოსაწონს; გახსოვდეს, ჯოჯოხეთამდე არ გამართლდებიან ისინი. |
|
|
| 13 |
შორს დაიჭირე თავი კაცისაგან, ვისაც მოკვლის უფლება აქვს,
რომ არ გაგიჩნდეს სიკვდილის შიში; თუ დაუახლოვდები, არ შეცდე, რათა არ
წაგართვას სიცოცხლე. იცოდე, საფრთხის შუაგულში დააბიჯებ და ქალაქის
ქონგურებიანი კედლის მიღმა დადიხარ. |
|
|
| 14 |
შენი უნარისამებრ გამოიცანი შენი მახლობელნი და რჩევა
ბრძენთაგან გამოიკითხე. |
|
|
| 15 |
გონიერ ხალხთან ისაუბრე და უზენაესის რჯულში იყოს ყოველი
შენი ნალაპარაკევი. |
|
|
| 16 |
სამართლიანი ხალხი თანამეინახად გყავდეს და ღვთის შიშში
იყოს შენი განდიდება. |
|
|
| 17 |
ნაკეთობა ხელოვანთა ოსტატობით შეიქება, ხალხის
წინამძღოლის სიბრძნე კი - სიტყვით. |
|
|
| 18 |
ქალაქისათვის საშიშია ენაჭარტალა კაცი; შეიძულებს იგი
სიტყვაში თავდაუჭერელს. |
|
|