| 1 |
ნუ ებრძვი ძლიერ კაცს, ვაითუ ოდესმე მის ხელში ჩავარდე.
|
|
|
| 2 |
ნუ შეედავები მდიდარ კაცს, ვაითუ დაგძალოს მისმა წონამ,
რადგან ბევრი დაუღუპავს ოქროს და მეფეთა გონება გადაუბრუნებია. |
|
|
| 3 |
ნუ ებრძვი მოლაყბე კაცს და მის ცეცხლს შეშას ნუ შეუკეთებ. |
|
|
| 4 |
ნუ გაერთობი უსწავლელთან, რათა არ შეურაცხყო შენი
წინაპრები. |
|
|
| 5 |
ნუ აყვედრი ცოდვისაგან მოქცეულ კაცს; გახსოვდეს, ყველანი
წყევლაში ვართ. |
|
|
| 6 |
ნუ შეურაცხყოფ კაცს მის სიბერეში, რადგან ყველანი
დავბერდებით. |
|
|
| 7 |
ნუ იხარებ მკვდარზე, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით. |
|
|
| 8 |
ნუ უგულებელყოფ ბრძენთა მონათხრობს და მათი იგავების
მიხედვით იცხოვრე, რათა მათგან შეიძინო ცოდნა და დიდებულთა სამსახური
ისწავლო. |
|
|
| 9 |
ნუ უგულებელყოფ მოხუცთა მონათხრობს, რადგან მათაც
თავიანთი მამებისგან ისწავლეს; მათგან ისწავლი განსჯას, და პასუხის გაცემას
ჟამის შესაფერისად. |
|
|
| 10 |
ნუ გააღვივებ ცოდვილის ნაკვერჩხლებს, ვაითუ მისი ცეცხლის ალით დაიწვა. |
|
|
| 11 |
ნუ აღდგები თავხედის წინააღმდეგ, ვაითუ ჩაუსაფრდეს შენს
სიტყვებს. |
|
|
| 12 |
სესხს ნუ მისცემ შენზე ძლიერ კაცს; თუ მისცემ, დამკარგველი იქნები. |
|
|
| 13 |
თავს ნუ იდებ, რაც შენს ძალას აღემატება; თუ თავს იდებ,
მოიქეცი, როგორც გარდამხდელი. |
|
|
| 14 |
ნუ უჩივლებ მსაჯულს, რადგან მას მისი პატივისამებრ
განსჯიან. |
|
|
| 15 |
თავზეხელაღებულს ნუ დაემგზავრები, რათა ტვირთად არ
აიკიდო, რადგან იგი თავისი ნებისამებრ მოიქცევა და მისი უგუნურება
დაგღუპავს. |
|
|
| 16 |
გულფიცხს ბრძოლას ნუ გაუმართავ და უდაბნოს ნუ გადაივლი
მასთან ერთად, რადგან სისხლი მის თვალში არაფერია, და, სადაც შეწევნა არ
გექნება, იქ დაგცემს. |
|
|
| 17 |
სულელთან ნუ ითათბირებ, რადგან ვერ შეძლებს სიტყვის
შენახვას. |
|
|
| 18 |
უცხოს წინაშე დასამალს რასმე ნუ ჩაიდენ, რადგან არ იცი
რას მოიმოქმედებს. |
|
|
| 19 |
ყველა კაცს გულს ნუ გადაუშლი, რადგან სანაცვლოდ მადლს არ
მოგაგებს. |
|
|