| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 | |||
| 2 | ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ დაიფლითოს შენი სული. | ||
| 3 | შეჭამ შენს ფოთლებს და დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ ხესავით. | ||
| 4 | ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად აქცევს. | ||
| 5 | ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას. | ||
| 6 | მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი. | ||
| 7 | თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და მყისვე ნუ მიენდობი მას. | ||
| 8 | რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება. | ||
| 9 | ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად. | ||
| 10 | ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება. | ||
| 11 | შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს; | ||
| 12 | მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება. | ||
| 13 |
მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან. |
||
| 14 | ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია. | ||
| 15 | ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება. | ||
| 16 | ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვიან მას. | ||
| 17 | უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი. | ||
| 18 | შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე. | ||
| 19 | მხვნელ-მთესველივით მიეახლე მას და მის კეთილ ნაყოფს დაელოდე; რადგან მასზე ზრუნვაში მსუბუქად დაიღლები, მის ნაყოფს კი სწრაფად იგემებ. | ||
| 20 | ის სასტიკი ჩანს უსწავლელთათვის და უგუნური მასთან ვერ დარჩება. | ||
| 21 | დასძალავს მას მძიმე საჯილდაო ლოდივით და არ დააყოვნებს მის გადაგდებას. | ||
| 22 | რადგან სიბრძნე თავისი სახელივით არის და მრავალთ როდი ეცხადება. | ||
| 23 | მისმინე, შვილო, მიიღე ჩემი შეგონება და ნუ უგულებელყოფ ჩემს რჩევას. | ||
| 24 | ფეხებზე მისი ბორკილები დაიდევი და ქედზე მისი ჯაჭვი. | ||
| 25 | ბეჭები მიუშვირე და იტვირთე იგი, ნუ მოგბეზრდება მისი ბორკილები. | ||
| 26 |
მთელი შენი სულით მიეახლე მას და მთელი შენი ძალით დაიცავი მისი გზები. |
||
| 27 | გამოიკვლიე და ეძებე, და შეიცნობ მას; და როცა მისი მფლობელი შეიქნები, ნუღა მიატოვებ. | ||
| 28 | რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად მოგიბრუნდება. | ||
| 29 | მისი ბორკილები შენთვის ძლიერი საფარველი იქნება, ხოლო ჯაჭვი მისი - შესამოსელი დიდებისა. | ||
| 30 | რადგან უღელი მისი ოქროსია, ხოლო ბორკილები მისი - იაკინთისაგან დაწნული. | ||
| 31 | როგორც დიდების სამოსით, ისე შეიმოსები მისით, და სიხარულის გვირგვინს დაიდგამ. | ||
| 32 | თუ ისურვებ მას, შვილო, განისწავლები; თუ სულით მიენდობი, დახელოვნდები. | ||
| 33 | თუ სიყვარულით მოუსმენ, შეითვისებ, და თუ ყურს მიუპყრობ, ბრძენი გახდები. | ||
| 34 | მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას მიეახლე. | ||
| 35 | ყველა საღმრთო ამბის მოსმენა ისურვე და ბრძნული იგავები არ გამოგეპაროს. | ||
| 36 | თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე; გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი. | ||
| 37 | ჩაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და სიბრძნის წყურვილი მოგეცემა. |