| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ შენ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, ვმადლობ შენს სახელს, |
||
| 2 | რადგან მფარველად და შემწედ მეყავ, იხსენი სხეული ჩემი დაღუპვისაგან, ცილისმწამებლური ენის მახისგან და სიცრუის შემცველ ბაგეთაგან; ჩემზე ამხედრებულთა წინაშე შემეწიე და მიხსენი მე. | ||
| 3 | შენი უხვი მოწყალების და სახელის ძალით კბილთა ღრჭენისგან და შთანთქმისგან, ჩემი სულის მძებნელთა ხელიდან და მრავალი ჭირისაგან, რომელნიც განვიცადე, | ||
| 4 | ყოველი მხრივ შემხუთველი ცეცხლისგან და ცეცხლის შუაგულისგან სადაც არ დავიწვი. | ||
| 5 | ჯოჯოხეთის სტომაქის სიღრმიდან, უწმინდური ენისა და ცრუ სიტყვისგან, | ||
| 6 | და მეფის წინაშე უსამართლო ენის ცილისწამებისგან. ჩემი სული სიკვდილს იყო მიწევნილი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს მიეახლა. | ||
| 7 | ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი, თვალებით ვეძებდი ადამიანთაგან შემწეობას, მაგრამ ამაოდ. | ||
| 8 | მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენი დასაბამიდან, რომ შენ გადაარჩენ ჩენს მოიმედეთ და დაიხსნი მათ მტრების ხელთაგან. | ||
| 9 | და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან დახსნა შეგთხოვე. | ||
| 10 | მოვუხმე უფალს, ჩემი უფლის მამას, არ მივეტოვებინე გასაჭირის დღეებში, როცა ამპარტავანთა წინაშე არ იყო შემწეობა. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და მადლობით გიგალობ. | ||
| 11 |
რადგან ვედრება ჩემი შესმენილ იქნა, გადამარჩინე მე წარწყმედას და ავი დროებისგან დამიხსენი. |
||
| 12 | ამისათვის გმადლობ და შეგაქებ შენ, და ვაკურთხებ უფლის სახელს. | ||
| 13 | ჯერ კიდევ სიჭაბუკისას, ვიდრე ავხეტიალდებოდი, ცხადად ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში; | ||
| 14 | მასზე ვუხმობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი ვიქნები. | ||
| 15 | როგორც შეთვალული მწიფე მტევანი, ისე ხარობდა მისით ჩემი გული, ჩემმა ფეხებმა სწორი გზით იარა და სიყრმიდანვე კვალში ჩავუდექი. | ||
| 16 | ყურს მცირედ მივაპყრობდი და ვიღებდი მას, მრავალს ვპოულობდი ჩემთვის შეგონებას. | ||
| 17 | წარმატებასაც მივაღწიე და, ვინც მე სიბრძნე მომცა, მას განვადიდებ. | ||
| 18 | გადავწყვიტე მას გავყოლოდი, ვშურობდი სიკეთეს და არ შევრცხვენილვარ. | ||
| 19 | ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმეშიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპყრე და ჩემი უმეცრება ვაღიარე. | ||
| 20 | ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას განვუკუთვნე და ამატომაც არ მიმატოვებს. | ||
| 21 |
ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი. |
||
| 22 | უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას. | ||
| 23 | მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით, | ||
| 24 | რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ. | ||
| 25 | გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ. | ||
| 26 | ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენსა სულმა. ახლოს არის იგი საძებარი. | ||
| 27 | საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე. | ||
| 28 | ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ. | ||
| 29 | გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. | ||
| 30 | დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით. |