| 1 |
აი, რის გამო ნუ შეგრცხვება და ნუ იმლიქვნელებ, რათა არ შესცოდო:
|
|
|
| 2 |
ნუ შეგრცხვება უზენაესის რჯულისა და აღთქმის დაცვისა, და
განაჩენისა ურჯულოსთვის მსჯავრის დასადებად. |
|
|
| 3 |
ამხანაგთან და თანამგზავრებთან საუბრისა და
მეგობრებისთვის მემკვიდრეობის მიცემისა, |
|
|
| 4 |
სიზუსტისა წონასა და ზომაში, ბევრისა თუ ცოტას მოგებისა, |
|
|
| 5 |
გამორჩენისა ყიდვა-გაყიდვისას, შვილების მკაცრად აღზრდისა
და ცუდი მსახურისთვის გვერდების დასისხლიანებისა. |
|
|
| 6 |
სადაც ცუდია ცოლი, იქ კარგია ბეჭედი; სადაც მრავალი
ხელია, ჩაკეტე, რაც ჩასაკეტი გაქვს. |
|
|
| 7 |
თუ გასცემ, ანგარიშითა და ზომით გაეცი და ყოველი გაცემა
და მიღება ჩაიწერე. |
|
|
| 8 |
ნუ გრცხვენია დამოძღვრა უგუნურისა, ბრიყვისა და მოხუცისა,
რომელიც ახალგაზრდებს ეჯიბრება, და ნამდვილად აღზრდილი იქნები და ყველას
მოეწონები. |
|
|
| 9 |
ფარული საზრუნავია ასული მამისთვის და მასზე დარდი ძილს
უფრთხობს: ყმაწვილქალობაშია და, ვაითუ მოძულებულ იქნასო; |
|
|
| 10 |
ქალწულია და, ვაითუ წაიბილწოს და მამის სახლში დაორსულდესო; ქმართან არის და, ვაითუ
უღალატოსო; გათხოვილია და, ვაითუ ბერწი აღმოჩნდესო. |
|
|
| 11 |
თავნება ქალიშვილს ბეჯითად უდარაჯე, რათა მტრების
დასაცინად, ქალაქის საჭორაოდ, ხალხის საკიცხველად არ გაქციოს. |
|
|
| 12 |
ნუ უყურებ კაცის სილამაზეს და დედაკაცებში ნუ დაჯდები. |
|
|
| 13 |
რადგან როგორც ჩრჩილი გამოდის სამოსიდან, ასევე
დედაკაცისგან - დიაცური მზაკვრობა. |
|
|
| 14 |
ავი კაცი სჯობს კეთილისმქმნელ დედაკაცს, რომელსაც სირცხვილი და უპატიობა მოაქვს.
|
|
|
| 15 |
ახლა გავიხსენებ უფლის საქმეებს, და რაც მინახავს, იმას
გავაცხადებ; უფლის სიტყვითაა მისი საქმენი. |
|
|
| 16 |
მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს და მისი საქმე აღსავსეა უფლის დიდებით. |
|
|
| 17 |
უფალმა არც თავის წმიდებს მისცა უფლება, გამოეცხადებინათ
ყველა მისი სასწაული, რომლებიც ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამტკიცა, რათა
ყოველივე მისი დიდებით დამყარებულიყო. |
|
|
| 18 |
მან გამოიკვლია უფსკრული და კაცთა გულები, და იხილა
ხვეულები მათი, რადგან უზენაესმა იცის ყოველი საცოდნელი და საუკუნის ნიშანი
აქვს განჭვრეტილი. |
|
|
| 19 |
ის გარდასულისა და მომავლის მაუწყებელია და დაფარულთა
კვალის გამომცხადებელი. |
|
|
| 20 |
არცერთი ნაფიქრალი არ გამოეპარება და არცერთი სიტყვა არ
არის დაფარული მისგან. |
|
|
| 21 |
მან განაწესრიგა თავისი სიბრძნის სიდიადენი და არსებობს
უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია და არცრა
მრჩეველი მოუთხოვია. |
|
|
| 22 |
რაზომ სასურველია ყოველი მისი საქმე, და რა ბრწყინვალეა
დასანახად! |
|
|
| 23 |
ყოველი მათგანი ცოცხლობს და საუკუნოდ რჩება ყოველგვარი
საჭიროებისთვის, და ყველანი ემორჩილებიან. |
|
|
| 24 |
ყველაფერი წყვილად არის, ერთი მეორეს უპირისპირდება და
ნაკლულევანი არაფერი შეუქმნია. |
|
|
| 25 |
ერთი ამტკიცებს მეორის სიკეთეს და ვის მოყირჭდება მისი
დიდების ცქერა? |
|
|