| 1 |
შეგვიწყალე ჩვენ, მეუფეო, ღმერთო ყოველთა, მოგვხედე და ყოველ ხალხზე მოავლინე
შენი შიში.
|
|
|
| 2 |
აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა. |
|
|
| 3 |
როგორც წმიდა გახდი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე განდიდდი
მათ შორისაც ჩვენს თვალწინ. |
|
|
| 4 |
მათაც შეგიცნონ შენ, ისევე, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ
არ არის ღმერთი შენს გარდა, უფალო. |
|
|
| 5 |
განაახლე ნიშები და კვლავ მოიმოქმედე სასწაულნი, განადიდე
ხელი და მარჯვენა მკლავი. |
|
|
| 6 |
აღმართე გულისწყრომა და რისხვა გადმოღვარე, გაანადგურე
მოშუღარი და შემუსრე მტერი! |
|
|
| 7 |
დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, და გამოაცხადონ შენი
დიადი საქმეები! |
|
|
| 8 |
მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადარჩება, და შენი
ხალხის ბოროტისმყოფელებმა დაღუპვა ჰპოვონ. |
|
|
| 9 |
შემუსრე თავები მტრების წინამძღოლთა, რომ ამბობენ, არავინ
არისო ჩვენს გარდა. |
|
|
| 10 |
შეკრიბე ყველა ტომი იაკობისა და დაიმკვიდრე ისინი, როგორც დასაბამიდანვე იყო. |
|
|
| 11 |
შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და
ისრაელი, რომელიც პირმშოდ შერაცხე. |
|
|
| 12 |
შეიწყალე ქალაქი შენი სიწმინდისა - იერუსალიმი, შენი დასავანებელი ალაგი. |
|
|
| 13 |
აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხით - შენი
დიდებით. |
|
|
| 14 |
მიეცი დასტური დასაბამით შენს შექმნილთ, აღმართე
წინასწარმეტყველება შენი სახელით. |
|
|
| 15 |
მიეცი ჯილდო შენს მოიმედეთ და სარწმუნონო შეიქნან შენი წინასწარმეტყველნი!
|
|
|
| 16 |
შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე. |
|
|
| 17 |
შეიცნოს ყველამ დედამიწაზე, რომ უფალი ხარ, ღმერთი
საუკუნეთა. |
|
|
| 18 |
ყოველ საჭმელს ინელებს კუჭი, მაგრამ არის საჭმელი
საჭმელის მჯობი. |
|
|
| 19 |
სასა გამოარჩევს ნანადირევის კერძს, ასევე გონიერი გული -
ცრუ სიტყვებს. |
|
|
| 20 |
ცბიერ გულს მწუხარება მოაქვს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი
სამაგიეროს მიაგებს. |
|
|
| 21 |
ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის
მჯობი. |
|
|
| 22 |
ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის
ყველაზე მეტად სანატრელია. |
|
|
| 23 |
თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს
ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან. |
|
|
| 24 |
ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის
დამხმარეს და შვების საყრდენს. |
|
|
| 25 |
სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც
ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი. |
|
|
| 26 |
რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან
ქალაქში რომ დაძრწის? |
|
|
| 27 |
ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც
დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს. |
|
|