| 1 |
რჯულის შემნახველი ბევრ მსხვერპლს სწირავს, მცნებათა აღმსრულებელი კი სამადლობელ
მსხვერპლს სწირავს.
|
|
|
| 2 |
მადლის მიმგებელი გამტკიცულ ფქვილს სწირავს, ხოლო
მოწყალების გამღები ქების მსხვერპლს სწირავს. |
|
|
| 3 |
სათნოა უფლისათვის ბოროტისგან განშორება და შეიწყალებს
იგი უსამათლობისგან განდგომილს. |
|
|
| 4 |
ნუ წარდგები უფლის წინაშე ხელცარიელი, რადგან ყოველივე
ამას მცნება მოითხოვს. |
|
|
| 5 |
მართლის შესაწირავი გააპოხიერებს სამსხვერპლოს და მისი
კეთილსურნელება უზენაესის წინაშეა. |
|
|
| 6 |
მსხვერპლი მართალი კაცისა შეწყნარებულია და ხსოვნა მისი
დავიწყებული არ იქნება. |
|
|
| 7 |
კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა
ნათავარს. |
|
|
| 8 |
მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით
შესწირე მეათედი. |
|
|
| 9 |
მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით -
შენი ხელით მონახვეჭისამებრ. |
|
|
| 10 |
რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის. |
|
|
| 11 |
ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს, და ნურც
უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება. |
|
|
| 12 |
რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება. |
|
|
| 13 |
იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისგან და შეისმენს მის მუდარას.
|
|
|
| 14 |
აბუჩად არ აიგდებს არც ქვრივის და არც ობლის ვედრებას,
თუკი იგი სათქმელს გადმოღვრის. |
|
|
| 15 |
განა ქვრივის ღაწვებზე ცრემლი არ მოგორავს და არ ჩივის
ხმამაღლა იმათ წინააღმდეგ, ვინც დაამდაბლა ისინი? |
|
|
| 16 |
ღვთის მსახური სათნოდ იქნება შეწყნარებული და მისი ლოცვა ღრუბლებამდე ააღწევს. |
|
|
| 17 |
მდაბლის ლოცვა ღრუბლებს სწვდება და მანამდე არ იქნება
ნუგეშცემული, ვიდრე ღმერთამდე არ მიაღწევს; |
|
|
| 18 |
და არ შეწყვეტს, სანამ უზენაესი არ გადმოხედავს,
სიმართლით არ განსჯის და სამართალს არ გააჩენს. |
|
|
| 19 |
არც უფალი დააყოვნებს და აღარ მოუთმენს მათ, |
|
|
| 20 |
ვიდრე წელში არ გატეხავს შეუწყალებელთ და შურისძიებას არ
მიაგებს წარმართებსაც. |
|
|
| 21 |
ვიდრე არ შემუსრავს მედიდურთა სიმრავლეს და უსამართლოთა
კვერთხს დალეწავს, |
|
|
| 22 |
ვიდრე სამაგიეროს არ მიუზღავს კაცს მის საქმეთაებრ და
კაცთა საქმეებს მათი ჩანაფიქრისაებრ, |
|
|
| 23 |
ვიდრე სამსჯავროზე არ განსჯის თავის ხალხს და არ
გაახარებს მას თავისი მოწყალებით. |
|
|
| 24 |
რადგან მისწრებაა მოწყალება გასაჭირში, როგორც საწვიმარი
ღრუბლები გვალვაში. |
|
|