| 1 |
ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით
გაიხაროს.
|
|
|
| 2 |
შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა
შორის თავს მოიწონებს. |
|
|
| 3 |
შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი
მისით გაიხარებს. |
|
|
| 4 |
აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან
დატოვა თავისი მსგავსი. |
|
|
| 5 |
ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც
სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე. |
|
|
| 6 |
რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი -
მადლის გადამხდელი. |
|
|
| 7 |
შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის
ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული. |
|
|
| 8 |
გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული
შვილი კი თავხედურად იქცევა. |
|
|
| 9 |
გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და
დაგამწუხრებს. |
|
|
| 10 |
ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო. |
|
|
| 11 |
ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში. |
|
|
| 12 |
და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე
ხელი არ აიღოს. |
|
|
| 13 |
გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი
საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს. |
|
|
| 14 |
ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს.
|
|
|
| 15 |
სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი
სხეული - განუზომელ სიმდიდრეს. |
|
|
| 16 |
სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს
უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია. |
|
|
| 17 |
გამწარებულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და ხანგრძლივ
სნეულებას - საუკუნო განსვენება. |
|
|
| 18 |
მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე
დაწყობილი სანოვაგე. |
|
|
| 19 |
რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და
ვერც დაყნოსავს; ასეა უფლისგან განდევნილიც. |
|
|
| 20 |
თვალებით უყურებს და კვნესის, როგორც საჭურისი, ქალწულს
რომ ეხვევა და კვნესის. |
|
|
| 21 |
ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. |
|
|
| 22 |
გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება
- დღეგრძელობა მისი. |
|
|
| 23 |
დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე,
რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი. |
|
|
| 24 |
შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად
მოაქვს სიბერე. |
|
|
| 25 |
ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს. |
|
|