| 1 |
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
|
|
|
| 2 |
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით
აღავსებს. |
|
|
| 3 |
კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის
მოშიშებს. |
|
|
| 4 |
მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი
ყოველჟამს მხიარული. |
|
|
| 5 |
სამი რამის ეშინია ჩემს გულს, მეოთხეზე კი ვლოცულობ:
ქალაქის ჭორისა, ბრბოს ამბოხისა და ცილისწამებისა. ეს ყველაფერი სიკვდილზე
საშინელია. |
|
|
| 6 |
გულისწუხილია და უბედურებაა ცოლი, რომელიც სხვა ქალზე
ეჭვიანობს და შოლტი მისი ენისა ყველას გადაწვდება. |
|
|
| 7 |
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა
მორიელი შეუპყრია. |
|
|
| 8 |
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს. |
|
|
| 9 |
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით
გამოიცნობა. |
|
|
| 10 |
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ. |
|
|
| 11 |
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.
|
|
|
| 12 |
როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე
დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისათვის გააღებს კაპარჭს. |
|
|
| 13 |
ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა
აპოხიერებს მის ძვლებს. |
|
|
| 14 |
უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული
სული. |
|
|
| 15 |
მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ
აწონის პატიოსან სულს. |
|
|
| 16 |
როგორც ამომავალი მზეა უფლის ზესკნელში, ასევეა კარგი
ცოლის სილამაზე მის გამართულ სახლში. |
|
|
| 17 |
როგორც ანთებული სანთელი წმინდა სასანთლეში, ასევეა სახის
მშვენება წარმოსადეგ ტანზე. |
|
|
| 18 |
როგორც ოქროს სვეტები ვერცხლის კვარცხლბეკზე, ასევეა
მშვენიერი ფეხები მტკიცე ტერფებზე. |
|
|
| 19 |
ორ რამეზე იდარდა ჩემმა გულმა, მესამეზე კი რისხვამ
იფეთქა: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია, გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ.
სიმართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს კი უფალი მახვილისათვის განამზადებს. |
|
|
| 20 |
ძნელად რომ ვაჭარი ცდუნებას გაექცეს და მიკიტანმა
ცოდვისაგან დაიხსნას თავი. |
|
|