| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას. |
||
| 2 | ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს. | ||
| 3 | მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება. | ||
| 4 | გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია. | ||
| 5 | უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება. | ||
| 6 | რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა. | ||
| 7 | |||
| 8 | |||
| 9 | რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან. | ||
| 10 | გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო? | ||
| 11 | იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია. | ||
| 12 | მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია. | ||
| 13 | უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება. | ||
| 14 | რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ ბრიყვი? | ||
| 15 |
ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა. |
||
| 16 | როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ შედრკება საფრთხეში. | ||
| 17 | გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ კედელზე. | ||
| 18 | როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს. | ||
| 19 | დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს. | ||
| 20 | ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას. | ||
| 21 | თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო. | ||
| 22 | თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს. | ||
| 23 | მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო. | ||
| 24 | ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება. | ||
| 25 | მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ დავიმალები. | ||
| 26 | თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც გაიგებს, მოერიდება მას. | ||
| 27 | ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ. |