| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა. |
||
| 2 | მხოლოდ უფალი შეირაცხება მართალად. | ||
| 3 | არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს? | ||
| 4 | |||
| 5 | მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის მოწყალებებს? | ||
| 6 | მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის საკვირველებანი გამოუკვლეველია. | ||
| 7 | როცა კაცი დაასრულებს, მაშინ იწყებს ის და, როცა შეწყვეტს, მაშინ მოისაკლისებს ის. | ||
| 8 | რაა კაცი და რა სარგებლობა აქვს? რა არის სიკეთე მისი და რა არის ბოროტება მისი? | ||
| 9 | ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია - ასი წელი. | ||
| 10 | მაგრამ როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა მარადისობისთვის მისი წლები. | ||
| 11 | ამიტომაც სულგრძელია უფალი მათ მიმართ და მიაფენს მათზე თავის წყალობას. | ||
| 12 |
ხედავს და იცის, რომ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც გაამრავლა თავისი წყალობა. |
||
| 13 | გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს. | ||
| 14 | შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან. | ||
| 15 | შვილო, ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი და ყოველი გაცემისას გულსატკენ სიტყვას. | ||
| 16 | განა სიცხეს ცვარი არ აგრილებს? ასევე მოწყალებას სჯობია სიტყვა. | ||
| 17 | ლამაზ საჩუქარს ხომ აღემატება სიტყვა? მადლიან კაცს კი ორივე ექნება. | ||
| 18 | უგუნური უმადურად აყვედრის და საჩუქარი შურიანისა თვალებს შრეტს. | ||
| 19 | ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და, ვიდრე დასნეულდებოდე, სიმრთელეს მიხედე. | ||
| 20 | გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას. | ||
| 21 | ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი. | ||
| 22 | ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ. | ||
| 23 |
ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები. |
||
| 24 | გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს. | ||
| 25 | სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი - სიღატაკე და გაჭირვება. | ||
| 26 | განთიადიდან საღამომდე იცვლება ჟამი და ყოველივე სწრაფწარმავალია წინაშე უფლისა. | ||
| 27 | ბრძენი კაცი ყოველთვის ფრთხილად იქნება და ცოდვათა დღეებში შეცდომას მოერიდება. | ||
| 28 | ყოველი გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც ხოტბას შეასხამს. | ||
| 29 | სიტყვებში გაწაფულნი თავადაც დაბრძენდნენ და გადმოღვარეს ბრძნული იგავები. | ||
| 30 | ნუ აჰყვები შენს გულისთქმათ და სურვილებისაგან თავი შეიკავე. | ||
| 31 | თუ სულს ვნებებისკენ წარუძღვები, მტრების გასართობად გაგხდიან. | ||
| 32 | ნუ ილხენ დიდი ფუფუნებით და არიფანებს ნუ გადაყვები. | ||
| 33 | არ გაგაღატაკოს სესხით გამართულმა ნადიმებმა, როდესაც ქისა ცარიელი გაქვს. |