| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი. |
||
| 2 | განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა ხელმწიფება მიწიერებზე. | ||
| 3 | მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი. | ||
| 4 | ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე. | ||
| 5 | |||
| 6 | მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა შეეცნოთ ისინი | ||
| 7 | აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი. | ||
| 8 | დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ. | ||
| 9 | |||
| 10 | რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ. | ||
| 11 | წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა. | ||
| 12 | საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები. | ||
| 13 | დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა. | ||
| 14 | უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ. | ||
| 15 | მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს. | ||
| 16 | |||
| 17 |
ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია. |
||
| 18 | |||
| 19 | მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ გზებზეა მისი თვალები. | ||
| 20 | არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშე. | ||
| 21 | |||
| 22 | როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს. | ||
| 23 | შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს. | ||
| 24 | ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ, რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე. | ||
| 25 | მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და უკელი შეცოდებებს. | ||
| 26 | ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ შეიძულე სისაძაგლე. | ||
| 27 | ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი. | ||
| 28 | მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს. | ||
| 29 | რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა! | ||
| 30 | ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა. | ||
| 31 | რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი. | ||
| 32 | ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია. |