| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა. |
||
| 2 | ნეტარია, ვისაც არ არცხვენს თავისი სული და ვისაც არ დაუკარგავს სასოება. | ||
| 3 | ძუნწი კაცისათვის სიმდიდრე არ არის სიკეთე; რად უნდა ქონება ბოროტ ადამიანს? | ||
| 4 | ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან. | ||
| 5 | საკუთარი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ გაიხარებს თავისი ქონებით. | ||
| 6 | საკუთარი თავისთვის ბოროტისმყოფელზე უკეთური არავინაა; ესაა საზღაური მისი ბოროტებისათვის. | ||
| 7 | თუკი სიკეთეს აკეთებს, გულმავიწყობით აკეთებს და ბოლოს გამოამზეურებს თავის ბოროტებას. | ||
| 8 | უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები. | ||
| 9 | თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს. | ||
| 10 | უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია. | ||
| 11 | შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი ძღვენი. | ||
| 12 | გახსოვდეს,რომ სიკვდილი არ დააყოვნებს და ჯოჯოხეთის აღთქმა არ გამოგცხადებია. | ||
| 13 | ვიდრე აღესრულები, სიკეთე უყავი მეგობარს, გაუწოდე ხელი და შეძლებისამებრ მიეცი მას. | ||
| 14 | ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს არ აგივლის. | ||
| 15 |
განა გასაყოფად სხვას არ დაუტოვებ შენს მონაგარს და ნაჯაფარს - წილის საყრელად? |
||
| 16 | გაეცი და მიიღე, და ანუგეშე სული შენი, რადგან ჯოჯოხეთში ვეღარ იპოვი სიამეს. | ||
| 17 | ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები. | ||
| 18 | როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლისა: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება. | ||
| 19 | ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც. | ||
| 20 | ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს. | ||
| 21 | ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს. | ||
| 22 | მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი. | ||
| 23 | ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც მოისმენს. | ||
| 24 | ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს ლურსმანს მის კედლებში. | ||
| 25 | მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს. | ||
| 26 | მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ დაიმკვიდრებს. | ||
| 27 | მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს. |