| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება. |
||
| 2 | როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მისი მსახურნი; როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნი. | ||
| 3 | უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი ქალაქი აშენდება. | ||
| 4 | უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზე. | ||
| 5 | უფლის ხელშია კაცის გზაკეთილობა და თავის დიდებას აღბეჭდავს მწიგნობრის სახეზე. | ||
| 6 | ყოველ უსამართლობაზე ნუ განურისხდები მოყვასს და საქმით ნუ შეურაცხყოფ ნურავის. | ||
| 7 | უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია ამპარტავნობა, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე. | ||
| 8 | მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და ანგარებათა გამო. | ||
| 9 | რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული. | ||
| 10 | ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა, ხვალ კი აღესრულება. | ||
| 11 |
როცა ადამიანი კვდება, ქვეწარმავალთა, მხეცთა და მატლთა კერძად იქცევა. |
||
| 12 | ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა დამბადებლისგან. | ||
| 13 | რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კიდეც დაღუპავს მას. | ||
| 14 | უფალმა დაამხო ტახტნი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერნი დასვა. | ||
| 15 | უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა. | ||
| 16 | ხალხთა ქვეყნები დაამხო უფალმა და დედამიწის საფუძვლებამდე შემუსრა ისინი. | ||
| 17 | ზოგიერთნი გაახმო და წარწყმიდა, ქვეყნიდან წარხოცა მათი სახსენებელი. | ||
| 18 | ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის. | ||
| 19 | პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი მოდგმა რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა. | ||
| 20 | ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა მის თვალში. | ||
| 21 |
სიამაყე მდიდრისა, დიდებულისა თუ ღარიბისა უფლის შიშია. |
||
| 22 | უსამართლობაა შეურაცხყოფა გონიერი გლახაკისა და უჯეროა ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის. | ||
| 23 | დიდებულიც, მსაჯულიცა და განმგებელიც პატივდებულია, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა უმეტესი უფლის მოშიშზე. | ||
| 24 | ბრძენ მსახურს თავისუფალნი მოემსახურებიან და გონიერი კაცი არ დაიჩივლებს. | ||
| 25 | სიბრძნეს ნუ იკვეხნი საქმის კეთებისას და თავს ნუ განიდიდებ გასაჭირში. | ||
| 26 | მშრომელი, რომელსაც ყოველივე უხვად აქვს, სჯობია მოსეირნე მკვეხარას, ვისაც პურიც კი უჭირს. | ||
| 27 | შვილო, სიმდაბლით განადიდე შენი თავი და ღირსებისამებრ მიაგე პატივი. | ||
| 28 | შემცოდეს საკუთარი სულის წინაშე ვინ გაამართლებს? ვინ განადიდებს თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს? | ||
| 29 | გლახაკს პატივს სცემენ ცოდნის გამო, მდიდარს კი მისი სიმდიდრისთვის ადიდებენ. | ||
| 30 | სიგლახაკეში პატივდებული რამდენად უფრო განდიდდება სიმდიდრეში? სიმდიდრეში უპატიო კი რამდენად უფრო უპატიო იქნება სიგლახაკეში? |