| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
| 2 | იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს. | 2 | შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო ერსა შენსა. |
| 3 | ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს. | 3 | და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა. |
| 4 | ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ. | 4 | ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა. |
| 5 | გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი. | 5 | და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად. |
| 6 | გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში. | 6 | და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა. |
| 7 | გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, და დახოცეს ყველა მამრი. | 7 | და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და მოსრეს ყოველი მამაკაცი. |
| 8 | დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე. | 8 | და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა. |
| 9 | ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი. | 9 | და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს. |
| 10 | ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა. | 10 | და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა. |
| 11 |
აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე. |
11 |
და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე. |
| 12 | მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით, ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის პირდაპირ. | 12 | და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა იერირქოჲთ კერძო. |
| 13 | გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა. | 13 | და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა. |
| 14 | განურისხდა მოსე ჯარის. უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ. | 14 | და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ. |
| 15 | უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი? | 15 | და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ? |
| 16 | განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში? | 16 | რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა. |
| 17 | ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით. | 17 | და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ. |
| 18 | ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ. | 18 | და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი. |
| 19 | შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები. | 19 | და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი, რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი. |
| 20 | მთელი ტანისამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის ნაკეთები და ხის ყოველი ჭურჭელი, უნდა გააწმიდაოთ. | 20 | და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ. |
| 21 |
უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის. |
21 |
და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს. |
| 22 | ოღონდ ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთა და ტყვია, | 22 | გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა. |
| 23 | ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში და გაწმინდავდება. გამაწმიდავებელი წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ. | 23 | ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა, შევიდეს იგი წყალსა. |
| 24 | გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში. | 24 | და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად. |
| 25 | ასე უთხრა უფალმა მოსეს: | 25 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
| 26 | აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა. | 26 | მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა კრებულისათა. |
| 27 | შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელს საზოგადოებას. | 27 | და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა. |
| 28 | გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან. | 28 | და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი. |
| 29 | აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი. | 29 | და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა თავსნიერი უფლისა. |
| 30 |
ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ. |
30 | და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა შინა უფლისასა. |
| 31 |
გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. |
31 |
და ყო მოსე და ელიაზარ მღდელმან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
| 32 | მოლაშქრეთაგან დატაცებული ნადავლის გარდა იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი ცხვარი და თხა, | 32 | და იყო წარმონაღები იგი ნატყუენავისაჲ, რომელ წარმოიღეს კაცთა მათ ბრძოლთა - ცხოვარი ექუსასი ათასი და სამეოცდაათხუთმეტ ათასი. |
| 33 | სამოცდათორმეტი ათასი ხარ-ძროხა, | 33 | და ზროხაჲ სამეოცდაათოთხმეტ ათასი. |
| 34 | სამოცდაერთი ათასი სახედარი. | 34 | და ვირები სამეოცდაერთ ათასი. |
| 35 | ხოლო ქალები, რომელთაც არ ჰყავდათ შეცნობილი მამაკაცი მამრის საწოლზე, სულ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული. | 35 | და სულები კაცთაჲ დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველი სულები - ოცდაათორმეტი ათასი. |
| 36 | ლაშქარში ნამყოფთა ნახევარი წილი იყო რიცხვით სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი ცხვარი და თხა. | 36 | და იყო ზოგი იგი ნაწილი, რომელ განვიდეს ბრძოლად რიცხჳსა მისგან ცხოვართაჲსა სამასდაოცდაათი ათას და შჳდ ათას და ხუთას. |
| 37 | საუფლო ხარკი ფარიდან იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი; | 37 | და იყო ზუერი უფლისა ცხოვართაგანი - ექუსას სამეოცდაათხუთმეტ. |
| 38 | ხარ-ძროხა ოცდათექვსმეტი ათასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდათორმეტი. | 38 | და ზროხაჲ - ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისა - სამეოცდაათორმეტ. |
| 39 | სახედარი ოცდაათი ათას ხუთასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდაერთი. | 39 | და ვირები - ოცდაათ ათას და ხუთას და ზუერი უფლისა - სამეოცდაერთ. |
| 40 | ადამიანი თექვსმეტი ათასი სული, ხოლო აქედან საუფლო ხარკი ოცდათორმეტი სული. | 40 | და სულები კაცთაჲ ათექუსმეტ ათას და ზუერი მათგანი უფლისა - ოცდაათორმეტ სულ. |
| 41 |
ჩააბარა მოსემ ხარკი, საუფლო ძღვენი ელეაზარ მღვდელს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. |
41 |
და მისცა მოსე ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელიაზარს მღდელსა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
| 42 | აგრეთვე ისრაელიანთა კუთვნილი ნახევრიდან, რომელიც ჩამოართვა მოსემ ლაშქარში ნამყოფთ. | 42 | ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელთა განჰყო მოსე კაცთა მათგან მბრძოლთა. |
| 43 | საზოგადოებისათვის განკუთვნილი ნახევარი იყო: სამას ოცდაშვიდი ათას ხუთასი ცხვარი და თხა, | 43 | და იყო ზოგი იგი კრებულისაჲ ცხოვარისაგანი - სამას ათას დ შჳდ ათას და ხუთას. |
| 44 | ოცდათექვსმეტი ათასი ხარ-ძროხა, | 44 | ზროხაჲ - ოცათექუსმეტ ათას. |
| 45 | ოცდაათი ათას ხუთასი სახედარი, | 45 | ვირები - ოთხ ათას და ხუთას. |
| 46 | და თექვსმეტი ათასი სული ადამიანი. | 46 | სულები კაცთაჲ - ათექუსმეტ ათას. |
| 47 | აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. | 47 | და მოიღო მოსე ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და საცხოვართაგანი და მისცა იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვიდეს ჴუმილვასა კარვისა უფლისასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
| 48 | მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები, | 48 | და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი. |
| 49 | და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია. | 49 | და ჰრქუეს მოსეს: მონათა შენთა მოვიყვანნეთ რჩეული იგი კაცნი მბრძოლნი ჩუენთანანი. და არა განერა მათგან არცა ერთი. |
| 50 |
შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან - სალტეები და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის წინაშე. |
50 | და აწ მოგჳღებიეს ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, მანიაკი და სალტე და ბეჭედი და სამკლავე მელევანდი სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა. |
| 51 | ჩაიბარეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროულობა, ყველა ის სამკაული. | 51 |
და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნილი. |
| 52 | მთელი ოქრო, რომელიც ძღვნად მიუტანეს უფალს ათასისთავებმა და ასისთავებმა, იყო სულ თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი. | 52 | და იყო ყოველი ოქროჲ იგი გამონაყოფი, რომელ გამოყვეს უფლისა ათექუსმეტ ათას და შჳდასდაერგასის სიკილა ათასისთავთაგან და ასისთავთაგან. |
| 53 | მოლაშქრეებს თითოეულს თავისი წილი ჰქონდა დატაცებული. | 53 | და კაცთა მათ მბრძოლთა წარმოიღეს კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა. |
| 54 | მიიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქროულობა ათასისთავებისგან და ასისთავებისგან და შეიტანეს სადღესასწაულო კარავში ისრაელიანთა სამახსოვროდ უფლის წინაშე. | 54 | და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი ათასთავთა მათგან და ასისთავთაგან და შეიღეს იგი კარავად საწამებელისად საჴსენებელად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა. |