| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის. |
1 |
და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა. |
| 2 | შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი. | 2 | და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი. |
| 3 | და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე, | 3 | შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა. |
| 4 | ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან, | 4 | ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
| 5 | და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ. | 5 | და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენთჳს. |
| 6 | გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად. | 6 | გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა. |
| 7 | ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ. | 7 | და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ. |
| 8 | შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა გყავდეთ. | 8 | და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი იყუნენ თქუენდა. |
| 9 | მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე, | 9 | შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა. |
| 10 | ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან. | 10 | ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
| 11 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის განკუთვნილი საღვრელისა. |
11 |
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა. |
| 12 | მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული. | 12 | და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე. |
| 13 | შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი ცხვარი. საღები უნდა იყვნენ. | 13 | და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ. |
| 14 | მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი - ეფის სამი მეათედი თითო კურატზე ცამეტი კურატიდან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორი ვერძიდან, | 14 | და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა. |
| 15 | მეათედი თითო ცხვარზე თოთხმეტი ცხვრიდან, | 15 | ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა. |
| 16 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. | 16 | და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა. |
| 17 | მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, | 17 | შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი. |
| 18 | ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. | 18 | შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
| 19 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა. | 19 | და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 20 | მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ბატკანი, | 20 | და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი. |
| 21 |
პურის შესაწირავი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ბატკნებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად; |
21 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
| 22 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. | 22 | და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა - შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 23 | მეოთხე დღეს: ათი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, | 23 | და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი. |
| 24 | ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. | 24 | შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა. |
| 25 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. | 25 | და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 26 | მეხუთე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, | 26 | და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი უბიწონი. |
| 27 | ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. | 27 | შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
| 28 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. | 28 | და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 29 | მეექვსე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი ერთწლიანი საღი ბატკანი, | 29 | და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი. |
| 30 | ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. | 30 | შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
| 31 |
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. |
31 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 32 | მეშვიდე დღეს: შვიდი კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი, | 32 | დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი. |
| 33 | ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. | 33 | შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა. |
| 34 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა. მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. | 34 | და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 35 | მერვე დღეს უქმობა მქონდეთ: არაფერი საქმე არ გააკეთოთ. | 35 | და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა. |
| 36 | შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი, შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, | 36 | და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი, |
| 37 | ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად. | 37 | და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად რიცხჳსა მათისა. |
| 38 | ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა. | 38 | და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
| 39 | ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენს მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა. | 39 | ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი. |