| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მიუგო იობმა და უთხრა: |
1 |
მიუგო იობ და თქუა: |
| 2 | რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე, | 2 | უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად, |
| 3 | ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები. | 3 | ქჳშისამცა ზღჳსკიდისა უმძიმეს იპოვა, არამედ, ვითარ საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ. |
| 4 | რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს. | 4 | რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან, რომელთა გულისწყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე, დამწერტედ მე. |
| 5 | ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის თივის წინ? | 5 | აწ უკუე რაჲმე არს? ცუდადმე რას ჴმობსა ვირი ველური, არამედ საზრდელსა ეძიებნ? ანუ თუ აუტევის ჴმაჲ ჴარმან, ბაგასა ზედა წინაშე რაჲ უცნ საჭმელი? |
| 6 | თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს? თუ არის რაიმე გემო კვერცხის ცილაში? | 6 | ანუ იჭამოს პური თჳნიერად მართლისა? ანუ თუ არს გემოჲ სიტყუათა შინა ცუდთა? |
| 7 | გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური. | 7 | რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულმყრალობასა ლომისასა. |
| 8 | ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს ღმერთი! | 8 | უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მოვიდეს თხოვაჲ ჩემი, და სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან. |
| 9 | ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს! | 9 | იწყო უფალმან და დამწყლა მე. და სრულიად ნუ მომსპოლავნ მე. |
| 10 | იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები. | 10 | იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვიცრუე სიტყუათა წმიდათა ღმრთისა ჩემისათა. |
| 11 | რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო? | 11 | რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან. |
| 12 | განა ქვის ძალაა ჩემი ძალა, განა სპილენძია ჩემი ხორცი? | 12 | ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა. |
| 13 | აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო. | 13 | განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე. |
| 14 | გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში. | 14 | არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა, |
| 15 | ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან. | 15 | ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი. |
| 16 |
ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება. |
16 |
რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან, |
| 17 | გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან, | 17 | ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ არნ, სადა იგი იყო. |
| 18 | იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან, | 18 | ეგრეცა მე დავშთი, ყოველთა მიერ წარვწყმდი და სახლისაგან განვარდი. |
| 19 | თემას გზებს გაჰყურებენ, შებას სავალნი ელოდება მათ; | 19 | იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი-იგი ეზღუანნიან. |
| 20 | შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან. | 20 | და სირცხჳლის თანამდებ იყვნენ, რომელნი-იგი ქალაქებსა და საფასებთა მოსავ არიან. |
| 21 | რადგან ახლა არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით, | 21 | ხოლო აწ თქუენცა, ეგერა, მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რამცა იხილეთ წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა. |
| 22 | ხომ გითხარით, მომიტანეთ-მეთქი, თქვენი დოვლათიდან გაიღეთ-მეთქი ჩემი გულისთვის, | 22 | აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ, |
| 23 | დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ, | 23 | ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას ვარ? რათამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ ჴელისაგან ძლიერთასა მიჴსნეთ მე? |
| 24 | მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი. | 24 | მასწავეთ მე და მე დავდუმნე. უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე? |
| 25 | როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს? | 25 | არამედ მსგავს არიან ამათსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე ვითხოვ. |
| 26 | როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი. | 26 | არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქმული ეგე სიტყუათა თქუენთაჲ თავს-ვიდვა. |
| 27 | ობოლზეც კი წილსა ყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს. | 27 | გარნა ესე, რამეთუ, ვითარცა ობოლსა, ზედა დამესხმით მე და ზედამომივალთ მეგობარსა თქუენსა. |
| 28 | ახლა კი მომხედეთ მე, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე. | 28 | აწ, ესერა, მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუო. დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუე. |
| 29 | მობრუნდით, არ იქნება ტყუილი! ჰო, მობრუნდით, ჩემი სიმართლეა აქ! | 29 | და მერმე კუალად სამართალს ვიდრე შეერთენით, |
| 30 | აბა თუ არის ჩემს ენაზე ტყუილი? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა ბოროტებას? | 30 | რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუე, ანუ არა სასა ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის? |