| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. |
1 |
დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერა, რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა |
| 2 | შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი. | 2 | მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. |
| 3 | ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო. | 3 | დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ. |
| 4 | საშიშროების დღეს შენ გესავ. | 4 | ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან? |
| 5 | ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი? | 5 | |
| 6 | ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ. | 6 | მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით. |
| 7 | გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან. | 7 | მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. |
| 8 | ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო! | 8 | ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოჰსრნე. |
| 9 | ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია. | 9 | ღმერთთ, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე, ვითარცა აღმითქუ მე. |
| 10 | მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის. | 10 | მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა, ესერა, მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. |
| 11 | ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას; | 11 | ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? |
| 12 | ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი? | 12 | შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგეც შენ ქებისა. |
| 13 | ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ. | 13 | რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა. |
| 14 | რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით. |