| 1 |
აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
|
12 |
აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,
|
| 2 |
რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი
შენნი შენთან. |
13 |
რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ
თანა, |
| 3 |
დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით
დაგამაძღრისებს. |
14 |
რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა
იფქლისათა განგაძღო შენ, |
| 4 |
ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად
გაიქცევა ნათქვამი მისი. |
15 |
რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით
რბინ ბრძანებაჲ მისი; |
| 5 |
წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით
მიმოფანტავს. |
16 |
დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი
მიჰფინის; |
| 6 |
გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ
დაუდგება წინ? |
17 |
რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე
ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს? |
| 7 |
მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს
თავის ქარს და გადმოდინდება წყალი. |
18 |
მიავლინის სიტყუაჲ მისი და დაადვნის იგი; ქროდის სული
მისი და დიოდიან წყალნი; |
| 8 |
ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი
თვისნი - ისრაელს. |
19 |
რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და
განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა. |
| 9 |
არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი
არ იციან მათ. ადიდეთ უფალი! |
20 |
არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი
არა გამოუცხადნა მათ. დიდებაჲ |