| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. |
1 |
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა. |
| 2 | ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას. | 2 | ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. |
| 3 | არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან; | 3 | რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. |
| 4 | შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით. | 4 | შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. |
| 5 | ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად. | 5 | წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, |
| 6 | მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას. | 6 | მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, |
| 7 | განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა. | 7 | აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
| 8 | შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ, | 8 | სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. |
| 9 | რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ. | 9 | რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. |
| 10 | მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან. | 10 | ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. |
| 11 | გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო. | 11 | გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ. |
| 12 | კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. | 12 | კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
| 13 | ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას. | 13 | ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. |
| 14 | შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე. | 14 | გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. |
| 15 | შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს. | 15 | მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი. |
| 16 |
შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას. |
16 |
სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი. |
| 17 | კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას. | 17 | მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. |
| 18 | აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას. | 18 | განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. |
| 19 | მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს. | 19 | მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. |
| 20 | მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს. | 20 | სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
| 21 | შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან. | 21 | შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. |
| 22 | ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი. | 22 | მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. |
| 23 | დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. | 23 | და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. |
| 24 | შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი. | 24 | და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. |
| 25 | მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. | 25 | მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
| 26 | გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი. | 26 | გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
| 27 | გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე. | 27 | გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა. |
| 28 | დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ. | 28 | მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა. |
| 29 | გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე. | 29 | გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე. |
| 30 | გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე. | 30 | გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
| 31 |
მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ. |
31 |
შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე. |
| 32 | შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს. | 32 | გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. |
| 33 | მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე. | 33 | შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. |
| 34 | გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით. | 34 | გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. |
| 35 | დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი. | 35 | მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. |
| 36 | განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო. | 36 | მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. |
| 37 | ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე. | 37 | მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე. |
| 38 | დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო. | 38 | დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან. |
| 39 | ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია. | 39 | მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. |
| 40 | აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე. | 40 | ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
| 41 | მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ. | 41 | და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა. |
| 42 | და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით. | 42 | და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. |
| 43 | ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი. | 43 | და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ. |
| 44 | დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. | 44 | და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
| 45 | ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. | 45 | და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. |
| 46 |
ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება. |
46 |
და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა. |
| 47 | გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; | 47 | და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად. |
| 48 | ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. | 48 | და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა. |
| 49 | გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე. | 49 | მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. |
| 50 | ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა. | 50 | ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. |
| 51 | ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია. | 51 | ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე. |
| 52 | ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი. | 52 | მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. |
| 53 | თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს. | 53 | ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი. |
| 54 | სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში. | 54 | საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. |
| 55 | ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს. | 55 | მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი. |
| 56 | ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. | 56 | ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. |
| 57 | ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა. | 57 | ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი. |
| 58 | გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ. | 58 | ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
| 59 | ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ. | 59 | განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა. |
| 60 | ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. | 60 | განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. |
| 61 |
ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე. |
61 |
საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
| 62 | შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო. | 62 | შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
| 63 | თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს. | 63 | შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. |
| 64 | შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა. | 64 | წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
| 65 | კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ. | 65 | სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა. |
| 66 | კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი. | 66 | სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. |
| 67 | ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ. | 67 | პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე. |
| 68 | კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი. | 68 | ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
| 69 | ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს. | 69 | გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი. |
| 70 | დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი. | 70 | შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე. |
| 71 | კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი. | 71 | კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
| 72 | უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. | 72 | კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ |
| 73 | შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს. | 73 | ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. |
| 74 | მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი. | 74 | მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
| 75 | ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე. | 75 | გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე. |
| 76 |
დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს. |
76 |
იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა. |
| 77 | მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. | 77 | მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
| 78 | შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე. | 78 | ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა. |
| 79 | დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა. | 79 | მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. |
| 80 | იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე. | 80 | იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე. |
| 81 | დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. | 81 | მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
| 82 | დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე? | 82 | მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე? |
| 83 | ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე. | 83 | რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
| 84 | რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს? | 84 | რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? |
| 85 | გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ. | 85 | მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო. |
| 86 | ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე. | 86 | ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე. |
| 87 | ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი. | 87 | წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. |
| 88 | შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას. | 88 | წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. |
| 89 | უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. | 89 | უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა. |
| 90 | თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას. | 90 | და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს. |
| 91 |
შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ. |
91 |
ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ. |
| 92 | რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში. | 92 | არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. |
| 93 | უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი. | 93 | უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. |
| 94 | შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. | 94 | შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. |
| 95 | მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები. | 95 | მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ. |
| 96 | ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად. | 96 | ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად. |
| 97 | რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ. | 97 | რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. |
| 98 | ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი. | 98 | უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. |
| 99 | ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი. | 99 | უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. |
| 100 | მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ. | 100 | უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე. |
| 101 | ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა. | 101 | ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. |
| 102 | შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი. | 102 | სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე. |
| 103 | რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის. | 103 | რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა. |
| 104 | შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა. | 104 | მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა. |
| 105 | ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის. | 105 | სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა. |
| 106 |
დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს. |
106 |
ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
| 107 | დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. | 107 | დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
| 108 | აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე. | 108 | ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. |
| 109 | სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ. | 109 | სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
| 110 | დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია. | 110 | დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. |
| 111 | დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია. | 111 | დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. |
| 112 | მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე. | 112 | მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა. |
| 113 | ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე. | 113 | უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
| 114 | თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. | 114 | შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
| 115 | შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას. | 115 | მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. |
| 116 | შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს. | 116 | შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. |
| 117 | შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის. | 117 | შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
| 118 | მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები. | 118 | შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი. |
| 119 | როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი. | 119 | გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი. |
| 120 | თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების. | 120 | განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. |
| 121 |
ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას. |
121 |
ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. |
| 122 | გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა. | 122 | შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. |
| 123 | დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში. | 123 | მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. |
| 124 | მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე. | 124 | ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
| 125 | მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი. | 125 | მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი. |
| 126 | ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი. | 126 | ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა; |
| 127 | ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად. | 127 | |
| 128 | ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა. | 128 | ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე. |
| 129 | საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. | 129 | საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. |
| 130 | საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს. | 130 | განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა; |
| 131 | პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი. | 131 | პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება |
| 132 | მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ. | 132 | მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა. |
| 133 | ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს. | 133 | სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ. |
| 134 | გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს. | 134 | მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი. |
| 135 | შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი. | 135 | გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
| 136 |
წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. |
136 |
ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი. |
| 137 | მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი. | 137 | მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. |
| 138 | ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად. | 138 | ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად. |
| 139 | დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა. | 139 | განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა. |
| 140 | ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი. | 140 | გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. |
| 141 | მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ. | 141 | ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
| 142 | სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია. | 142 | სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ. |
| 143 | განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის. | 143 | ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. |
| 144 | სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ. | 144 | სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე. |
| 145 | მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ. | 145 | ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. |
| 146 | შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს. | 146 | ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი. |
| 147 | ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. | 147 | აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ: |
| 148 | ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე. | 148 | აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. |
| 149 | ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე. | 149 | ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
| 150 | მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ. | 150 | მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს. |
| 151 |
ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა. |
151 |
ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. |
| 152 | ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. | 152 | დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. |
| 153 | იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე. | 153 | იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
| 154 | გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე. | 154 | საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე. |
| 155 | შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ. | 155 | შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს. |
| 156 | წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე. | 156 | წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
| 157 | ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია. | 157 | მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. |
| 158 | ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ. | 158 | ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს. |
| 159 | ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე. | 159 | იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. |
| 160 | საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი. | 160 | დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
| 161 | მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი. | 161 | მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა, |
| 162 | ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა. | 162 | ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი. |
| 163 | სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს. | 163 | ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
| 164 | დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის. | 164 | შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
| 165 | დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება. | 165 | მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. |
| 166 |
იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი. |
166 |
ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. |
| 167 | იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან. | 167 | დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. |
| 168 | ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა. | 168 | დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო. |
| 169 | მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე. | 169 | მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე. |
| 170 | მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი. | 170 | შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე. |
| 171 | წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი. | 171 | აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
| 172 | იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა. | 172 | თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. |
| 173 | იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე. | 173 | იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. |
| 174 | ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის. | 174 | მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
| 175 | იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს. | 175 | ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე. |
| 176 | დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე. | 176 | შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდება |