| 1 |
შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო
ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება.
|
|
|
| 2 |
ბრძენს გული მარჯვნივ აქვს, ბრიყვს - მარცხნივ. |
|
|
| 3 |
სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას
ეუბნება, რომ ბრიყვია. |
|
|
| 4 |
თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ
მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება. |
|
|
| 5 |
არის სიბოროტე კიდევ, მზისქვეშ რომ ვიხილე: თითქოს
მბრძანებლისაგან მომდინარე შეცდომა იყოს. |
|
|
| 6 |
სიბრიყვე განდიდდა მეტად, ხოლო მდიდრები დაბლა სხედან. |
|
|
| 7 |
ვნახე მონები, ცხენებზე მსხდარნი, ხოლო მთავარნი
მონებივით ფეხით მავალნი. |
|
|
| 8 |
ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის
დამანგრეველს გველი დაშხამავს. |
|
|
| 9 |
ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის
გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს. |
|
|
| 10 |
ცული თუ დაგიჩლუნგდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება; ჭკუით უნდა წარმართო
საქმე. |
|
|
| 11 |
თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის. |
|
|
| 12 |
ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს. |
|
|
| 13 |
მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე. |
|
|
| 14 |
ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის
შემდგომ რა იქნება? |
|
|
| 15 |
ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა. |
|
|
| 16 |
ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ
იწყებენ ჭამას! |
|
|
| 17 |
ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი დიდებულები თავის
დროზე რომ ჭამენ, ძალთა მოკრებად, არა სალხინოდ! |
|
|
| 18 |
სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში. |
|
|
| 19 |
სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარული ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული
ყველაფერზე პასუხს აგებს. |
|
|
| 20 |
შენ ფიქრშიც კი ნუ აგინებ მეფეს, საწოლ ოთახშიაც ნუ აგინებ დიდებულს: რადგან ცის
ფრინველი წაუღებს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს სიტყვას. |
|
|