| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მბრძანებლის შეგონებებზე ამ პასუხისათვის მცველებმა ძალით მიათრიეს ელეაზარი საწამებელ იარაღებთან. |
||
| 2 | ჯერ შესამოსელი შემოაძარცვეს მოხუცს, ყოველი სიკეთითა და ღვთისმოსაობით შემკობილს. | ||
| 3 | შემდეგ ყოველი მხრიდან დაუშინეს მას შოლტები. | ||
| 4 | ხოლო მის წინ მაცნე გაჰყვიროდა: დაემორჩილეთ მეფის ბრძანებებსო! | ||
| 5 | დიდსულოვანი და კეთილშობილი ელეაზარი კი, როგორც ჭეშმარიტი ელეაზარი, შეუძვრელი იყო, თითქოს სიზმარში ეწამებაო. | ||
| 6 | მოხუცს თვალები მაღლა, ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი, მისი ხორცი კი შოლტებით იფლითებოდა, სისხლი ღვარად სდიოდა დასერილ ფერდებზე. | ||
| 7 | თუმცა მიწაზე ეგდო, რადგან სხეულს აღარ შეეძლო წამების ატანა, მისი გონება მტკიცე და შეურყეველი იყო. | ||
| 8 | ვიღაც სასტიკი ჯარისკაცი ფერდებში წიხლის ცემით წამოგდებდა ხოლმე ფეხზე, რომ ისევ ცემით მიწაზე დაეგდოთ. | ||
| 9 | მაგრამ მოთმინებით იტანდა ტკივილს და, ძალადობის არადჩამგდები, უძლებდა ტანჯვა-წამებას. | ||
| 10 | მოხუცმა ღირსეული ათლეტის მსგავსად, თუმცა ნაცემი იყო, სძლია თავის მტანჯველებს. | ||
| 11 | სახეზე ოფლმდინარი და სულთმობრძავი თავის მტანჯველებსაც კი აოცებდა სულის სიმტკიცით. | ||
| 12 | მაშინ, არ ვიცი, მისი ხანდაზმული ასაკის გამო შეიძრა სიბრალულით, | ||
| 13 |
არ ვიცი, მისი ნაცნობი იყო და მისი თანაგრძნობა სურდა, თუ მისმა მოთმინებამ გააოცა, მეფის ერთი მხლებელთაგანი მივიდა მასთან და უთხრა: |
||
| 14 | რად იღუპავ ასე უგუნურად თავს, ელეაზარ? | ||
| 15 | ჩვენ ხომ შენ დიდებულ საჭმელს გთავაზობთ; დათანხმდი, იქნებ გასინჯო ღორის ხორცი და გადაირჩინე თავი. | ||
| 16 | ხოლო ელეაზარმა, თითქოს ამ რჩევამ უფრო გაამწარაო, წამოიყვირა: | ||
| 17 | ნუ ვიფიქრებთ, აბრაამის ძენო, ასე ცუდად, თითქოს აქ სულმოკლეობის გამო ჩვენთვის შეუფერებელი წარმოდგენა იყოს გამართული. | ||
| 18 | უგუნურება ის იქნებოდა, რომ ახლა შევცვლილიყავით, როცა ხანდაზმულობას მართალი ცხოვრებით მივაღწიეთ და აქამდე ღვთის დიდებას რჯულის თანახმად ვინახავდით, | ||
| 19 | და უღვთობის ნიმუშად მოვვლენოდით ახალგაზრდობას და უწმიდურთმჭამელობის მაგალითი შევქმნილიყავით. | ||
| 20 | სამარცხვინო იქნება, თუ მცირედი დროით სიცოცხლე გავიხანგრძლივეთ და ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ დაგვცინა სულმოკლეობის გამო, | ||
| 21 | და ჩვენმა მტარვალმაც კი შეგვიზიზღა, რომ ვერ დავიცავით ჩვენი ღვთიური რჯული. | ||
| 22 | დაე, ღირსეულად შევხვდეთ სიკვდილს ჩვენი რჯულისათვის, აბრაამის ძენო! | ||
| 23 | აბა, ნუღარ აყოვნებთ, მტარვალის მცველნო! | ||
| 24 | როცა დაინახეს, რომ იგი ასე მხნედ შეხვდა განსაცდელს და რომ მათმა სიბრალულმა არ შეცვალა, მცველებბა იგი კოცონთან მიიყვანეს. | ||
| 25 |
რაღაც უკეთური მანქანებით აღგზნებულ ცეცხლში შეაგდეს და თან რაღაც საზიზღარი სითხე ჩააღვარეს ნესტოებში. |
||
| 26 | მან კი, თითქმის ძვლებამდე დამწვარმა, უკვე გონსაც რომ კარგავდა, ღვთის მიმართ აღაპყრო თვალები და თქვა: | ||
| 27 | შენ უწყი, ღმერთო, შემეძლო მეხსნა თავი, მაგრამ რჯულისთვის ვკვდები ცეცხლის მორევში. | ||
| 28 | შეიწყალე შენი ხალხი და საკმარისი იყოს მათთვის ჩვენი სასჯელი. | ||
| 29 | ჩემი სისხლით განწმიდე ისინი და მათი სულის სანაცვლოდ მიიბარე ჩემი სული. | ||
| 30 | ესა თქვა წმიდა კაცმა და წამებაში ღირსეულად დალია სული, გონებით დაითმინა რა სასიკვდილო წამებანი რჯულის გულისთვის. | ||
| 31 | ამგვარად, ეჭვი არ არის, რომ ვნებათა მბრძანებელია ღვთისმოსავი გონება. | ||
| 32 | რადგან ვნებებს რომ დაეძლია გონება, მაშინ მათ მბრძანებლობას დავადასტურებდით. | ||
| 33 | მაგრამ ახლა ვნებებზე რომ გაიმარჯვა გონებამ, ჯეროვნად მას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. | ||
| 34 | მართებულიცაა, ვაღიაროთ ძლიერება გონებისა, რომელიც სძლევს, რა სასაცილოდაც უნდა მოგვეჩვენოს, გარედან თავსმოხვეულ ტანჯვას. | ||
| 35 | მე იმასაც ვმოწმობ, რომ მარტო ტანჯვას კი არ სძლევს გონება, არამედ სიამეთაც სძლევს იგი და მათ წინაშეც არ იხევს უკან. |