| 1 |
აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ
გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა. |
|
|
| 2 |
იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი
ძლევს არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც. |
|
|
| 3 |
ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში
გზავნიან თავიანთ სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც
იმკვიდრებენ წილს. |
|
|
| 4 |
მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში
რჯულის ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები. |
|
|
| 5 |
ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც
მიეგო შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ
და მამაპაპეული ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და
სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა. |
|
|
| 6 |
შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის
შვილებს: |
|
|
| 7 |
მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ
სახლს და წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი. |
|
|
| 8 |
არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი
სიქალწულის სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს. |
|
|
| 9 |
ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ
წამოიზარდეთ, აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო
შვილთა კეთილდღეობას და მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი. |
|
|
| 10 |
ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს; |
|
|
| 11 |
გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს,
-აღსავლენ მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე. |
|
|
| 12 |
გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ ხანანიას, ყაზარიას და
მიშაელის მაგალითზე; |
|
|
| 13 |
განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას; |
|
|
| 14 |
ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ დაგწვავსო. |
|
|
| 15 |
გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი
ადგას მართალ კაცსო. |
|
|
| 16 |
გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების მყოფელთათვის სიცოცხლის
ხეა გამზადებულიო. |
|
|
| 17 |
უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ
გაცოცხლდებაო ეს გამხმარი ძვლები? |
|
|
| 18 |
არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი
სიმღერა: |
|
|
| 19 |
მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და
წუთისოფელიო. |
|
|
| 20 |
ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი
მბრძანებელი ცეცხლს ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ
ახალ-ახალ საწამებლისკენ მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს, |
|
|
| 21 |
თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი
სატანჯველით კლავდა, |
|
|
| 22 |
მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი
წყეულ მბრძანებელს. |
|
|
| 23 |
აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად
შეუერთდნენ მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან. |
|
|
| 24 |
მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
|
|