| 1 |
თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო
წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია. |
|
|
| 2 |
მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ
ვნებებს; არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად
ჩაგდება. |
|
|
| 3 |
მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და
მიშაელის წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა,
რომელიც უყურებდა შვილების მრავალნაირ წამებას. |
|
|
| 4 |
მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ
მოძალებული ვნებები. |
|
|
| 5 |
იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა
იყო, შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა: |
|
|
| 6 |
ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის
მშობელი დედა უშვილო ვრჩები! |
|
|
| 7 |
ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ
თვეს, უნაყოფო ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას! |
|
|
| 8 |
ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის
ტკივილებს და ფუჭად ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს! |
|
|
| 9 |
ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს -
უშვილძიროებს! თქვენს შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები! |
|
|
| 10 |
მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები
მრავალსაწყალობელი. |
|
|
| 11 |
ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი. |
|
|
| 12 |
მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში დედა, არცერთი
მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება მორევია, როცა
კვდებოდნენ ისინი, |
|
|
| 13 |
არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და უკვდავებისთვის ხელახლა
შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ. |
|
|
| 14 |
ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტრვალსაც
კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი! |
|
|
| 15 |
შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი
ელეაზარის წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს: |
|
|
| 16 |
შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის დასამოწმებლად ხართ
გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის. |
|
|
| 17 |
სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს,
როცა მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის. |
|
|
| 18 |
გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი
და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე. |
|
|
| 19 |
ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას
ღვთისთვის. |
|
|
| 20 |
ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად
სწირავდა ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა
მამის ხელში. |
|
|
| 21 |
მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია
და მიშაელი გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს. |
|
|
| 22 |
და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით. |
|
|
| 23 |
რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა,
რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული. |
|
|
| 24 |
ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს
ევედრებოდა, უმალ მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო. |
|
|
| 25 |
მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში
იცოცხლებდნენ, როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი. |
|
|